რატომ დგება მობილობის საჭიროება
თუკი შენ იმ სტუდენტთა რიცხვს მიეკუთვნები, რომელმაც უმაღლეს სასწავლებელში მისვლის პირველივე დღიდანვე აღმოაჩინა, რომ შერჩეულმა უნივერსიტეტმა იმედები გაუცრუა, სწორედ ახლაა დაშვებული შეცდომის გამოსწორების დრო: 28 იანვრიდან 8 თებერვლის 18:00 სთ-ის ჩათვლით სტუდენტთა მობილობაზე რეგისტრაცია მიმდინარეობს.
რატომ ვიცვლით უმაღლეს სასწავლებელს?
ფოტო: CIU
ხშირად აბიტურიენტები ვერ ეცნობიან დეტალურად სასურველი უნივერსიტეტების შემოთავაზებებს; ირჩევენ მხოლოდ პროფესიას, თუმცა არ უკვირდებიან, თუ როგორი სამეცნიერო აქტივობებია დაგეგმილი მათ უმაღლეს სასწავლებელში; როგორ სტუდენტურ ცხოვრებას ჰპირდება მას შერჩეული უნივერსიტეტი და, საერთოდაც, როგორ გაატარებს მომდევნო 4 წელიწადს.
საინტერესოა განვიხილოთ ის სამი ძირითადი მიმართულება, რასაც უმაღლესი სასწავლებელი აუცილებლად უნდა სთავაზობდეს სტუდენტს.
ახალ ცხოვრებასთან შეგუება
ფოტო: CIU
ცვლილებები და სირთულეები ცხოვრების ახალ ეტაპზე გადასვლას თან ახლავს. ახალბედა პირველკურსელებს თავად უწევთ საგნების და ლექტორების შერჩევა, ცხრილის დაკომპლექტება, აუდიტორიების მონახვა, კრედიტებისა და შეფასების სკოლისაგან განსხვავებულ სისტემაშ.ი გარკვევა, სახელმძღვანელოების მოძიება.
სწორედ ამიტომ, კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტმა (CIU) ევროპისა და აშშ-ს წამყვანი უნივერსიტეტებისგან წარმატებული პრაქტიკა დანერგა. პირველკურსელებს პირველივე დღესვე სტუდენტთა მენტორი ხვდება, რომლის საქმიანობის სფეროს წარმოადგენს პირველკურსელთა და მობილობით გადმოსული სტუდენტებისათვის უნივერსიტეტის გაცნობა, საუნივერსიტეტო ცხოვრებაში ჩაბმა, სხვადასხვა მიმართულებით კონსულტირება/რეკომენდაციების გაწევა.
მენტორი სტუდენტებს სწავლების დასრულების ბოლომდე მიყვება და ეხმარება მათ ნებისმიერი საუნივერსიტეტო პრობლემის გადაჭრაში.
სტუდენტური ცხოვრება
ფოტო: CIU
პირველკურსელი სტუდენტები უმაღლეს სასწავლებელში მოხვედრისთანავე იწყებენ იმის გარკვევას, თუ რას სთავაზობს მათ თავიანთი უნივერსიტეტი აქტიური და საინტერესო სტუდენტური ცხოვრებისთვის. სპორტული თუ ინტელექტუალური შეჯიბრებები, კონცერტები, სპექტაკლები, წვეულებები...
კსუ-ში სპორტულ გუნდებთან ერთად ხელოვნებისა და კულტურის სტუდიებიც აქტიურად ფუნქციონირებს. კსუ-ს სპორტულ გუნდებს ხშირად ნახავთ წარმატებული სპორტული შეჯიბრებების პირველ ადგილებზე; აქვე მოქმედებს „რა? სად? როდის?“ ჩემპიონატი; სამეცნიერო კონფერენციები; უნივერსიტეტს ჰყავს საკუთარი ბენდი, ხალხური სიმღერის ანსამბლი; აქვე ფუნქციონირებს ხატვის სტუდია და ავტოკლუბი.
პრაქტიკა
ფოტო: CIU
არსებობს სპეციალობები, რომელიც უმეტესწილად თეორიულ სწავლებაზეა ორიენტირებული. თუმცა, უმრავლესი სპეციალობის შესწავლა პრაქტიკის გარეშე უბრალოდ შეუძლებელია.
კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტში სტუდენტები სწავლის პირველივე წლიდან იწყებენ აქტიურ პრაქტიკულ სამუშაოებს თანამედროვე ტექნიკით აღჭურვილ მულტიმედია ცენტრში, სამედიცინო ლაბორატორიებსა თუ პოლიტიკის, ბიზნესისა და იურიდიული მიმართულების კვლევით ცენტრებსა და კლინიკებში. კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტის მევენახეობა-მეღვინეობის ფაკულტეტზე სტუდენტებს შესაძლებლობა აქვთ შეისწავლონ ქართული მევენახეობა-მეღვინეობის ყველა საფეხური, მსოფლიოში უკვე დამკვიდრებული თანამედროვე მიდგომის შესაბამისად, რომელსაც ეწოდება "ღვინო მიწიდან მაგიდამდე"; დაეუფლოს ვაზის მოვლისა და ყურძნის მოყვანის ძირითად აგროტექნოლოგიურ მეთოდებს, იზრუნონ ეკოლოგიურად სუფთა პროდუქტის მიღებაზე; დაგეგმონ და მართონ ვენახი, მასში მიმდინარე პროცესები და აკონტროლონ ხარისხი; გაეცნონ საქართველოსა და მსოფლიო მევენახეობა-მეღვინეობის პრაქტიკაში დანერგილ ტრადიციებსა და თანამედროვე, ინოვაციურ მიდგომებს; შეისწავლონ უნიკალური ქართული ქვევრის ღვინის დამზადების ტექნოლოგია, ყურძნისეული წარმოშობის ალკოჰოლური სასმელების ფიზიკო-ქიმიური შედგენილობა და დარგში გამოყენებული საერთაშორისო სტანდარტების გათვალისწინებული ანალიზის მეთოდები; შეძლონ მევენახეობისა და მეღვინეობის ხარისხის მენეჯმენტის მართვა; აწარმოონ უმაღლესი ხარისხის, საერთაშორისო სტანდარტებზე ორიენტირებული, კონკურენტუნარიანი ქართული ტრადიციული ღვინო და შეძლონ მსოფლიო ბაზარზე მისი სახელისა და ადგილის დამკვიდრება.
ასე რომ, თუკი მობილობა გადაწყვიტე, უკვე დროა, 8 თებერვლამდე დარეგისტრირდე students.emis.ge-ზე და გააკეთო არჩევანი კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტზე, 115-ზე.
აქ შენი განვითარების სივრცეა!
-
სემ ალტმანი: AI-ს სარგებლიანობის სანაცვლოდ მსოფლიო უნდა შეეგუოს "ცუდ რაღაცებს" სემ ალტმანი: AI-ს სარგებლიანობის სანაცვლოდ მსოფლიო უნდა შეეგუოს "ცუდ რაღაცებს"
გადახედვა
-
სომხეთის პარლამენტში დეპუტატები ერთმანეთს ფიზიკურად დაუპირისპირდნენ სომხეთის პარლამენტში დეპუტატები ერთმანეთს ფიზიკურად დაუპირისპირდნენ
გადახედვა
-
თამაზ ელიზბარაშვილი საპროცესო შეთანხმების გაფორმებას ითხოვს თამაზ ელიზბარაშვილი საპროცესო შეთანხმების გაფორმებას ითხოვს
გადახედვა
-
ევროკომისიამ გაფართოებისთვის მოსამზადებელი დოკუმენტები მიიღო ევროკომისიამ გაფართოებისთვის მოსამზადებელი დოკუმენტები მიიღო
გადახედვა
-
ქუთაისში მოძრავი ავტომობილი გაჩერებულს შეეჯახა, რომელიც ქვეითს დაეჯახა — ქალი გარდაიცვალა ქუთაისში მოძრავი ავტომობილი გაჩერებულს შეეჯახა, რომელიც ქვეითს დაეჯახა — ქალი გარდაიცვალა
გადახედვა
-
ოპოზიციური პარტიების აკრძალვის შესახებ "ქართული ოცნების" სარჩელი საკონსტიტუციო სასამართლოს პლენუმს გადაეცა ოპოზიციური პარტიების აკრძალვის შესახებ "ქართული ოცნების" სარჩელი საკონსტიტუციო სასამართლოს პლენუმს გადაეცა
გადახედვა
-
სტამბოლის სკოლაში 15 წლის მოსწავლემ 8 მოსწავლე დაჭრა — ერთი გარდაიცვალა სტამბოლის სკოლაში 15 წლის მოსწავლემ 8 მოსწავლე დაჭრა — ერთი გარდაიცვალა
გადახედვა
-
Wikipedia-ს მშობელი ორგანიზაცია აცხადებს, რომ OpenAI-ს AI აგენტების სამიზნე გახდა Wikipedia-ს მშობელი ორგანიზაცია აცხადებს, რომ OpenAI-ს AI აგენტების სამიზნე გახდა
გადახედვა
-
ვიდეო: ვირტუალური უჯრედები და ბიოლოგიის მომავალი AI-ს ეპოქაში | ილია ყიფშიძე ვიდეო: ვირტუალური უჯრედები და ბიოლოგიის მომავალი AI-ს ეპოქაში | ილია ყიფშიძე
გადახედვა
-
ნარკოდანაშაულის ბრალდებით ჟურნალისტი ნოდარ ჩაჩუა დაკაავეს ნარკოდანაშაულის ბრალდებით ჟურნალისტი ნოდარ ჩაჩუა დაკაავეს
გადახედვა
-
განათლების ხარისხის განვითარების ეროვნულ ცენტრს EQAR-ის რეგისტრაცია აღუდგა განათლების ხარისხის განვითარების ეროვნულ ცენტრს EQAR-ის რეგისტრაცია აღუდგა
გადახედვა
-
გერმანიის ყოფილი სადაზვერვო სამსახურის უფროსი ჯაშუშობის ბრალდებით დააკავეს გერმანიის ყოფილი სადაზვერვო სამსახურის უფროსი ჯაშუშობის ბრალდებით დააკავეს
გადახედვა
-
KIIS: უკრაინელების 62% მზად არის, ომს იმდენ ხანს გაუძლოს, რამდენიც საჭირო იქნება KIIS: უკრაინელების 62% მზად არის, ომს იმდენ ხანს გაუძლოს, რამდენიც საჭირო იქნება
გადახედვა
-
გარდაბანში მამამ შვილისთვის მიყენებული სიტყვიერი შეურაცხყოფის გამო კაცი დანით მოკლა გარდაბანში მამამ შვილისთვის მიყენებული სიტყვიერი შეურაცხყოფის გამო კაცი დანით მოკლა
გადახედვა
-
პაველ ჰერჩინსკი: საკუთარი იდენტობის შენარჩუნებასა და ევროინტეგრაციას შორის არჩევანის გაკეთება არ გიწევთ, ეს ყალბი დილემაა პაველ ჰერჩინსკი: საკუთარი იდენტობის შენარჩუნებასა და ევროინტეგრაციას შორის არჩევანის გაკეთება არ გიწევთ, ეს ყალბი დილემაა
გადახედვა
-
ბაზისბანკმა, ქართული ბიზნესის მხარდასაჭერად, BSTDB-ისგან 25 მილიონი ევროს დაფინანსება მიიღო ბაზისბანკმა, ქართული ბიზნესის მხარდასაჭერად, BSTDB-ისგან 25 მილიონი ევროს დაფინანსება მიიღო
-
ვის უწინასწარმეტყველებენ წლევანდელ ნობელს ლიტერატურაში ვის უწინასწარმეტყველებენ წლევანდელ ნობელს ლიტერატურაში
გადახედვა
-
თეონა ჭალიძე: პროტესტის გამოხატვის გამო ვასილ მაღლაფერიძემ საზმაუს რადიოგადაცემაში სტუმრობა გამიუქმა თეონა ჭალიძე: პროტესტის გამოხატვის გამო ვასილ მაღლაფერიძემ საზმაუს რადიოგადაცემაში სტუმრობა გამიუქმა
გადახედვა
-
საქართველოში ახალი კომერციული ბანკი შეიქმნა — ვინ არიან დამფუძნებლები? საქართველოში ახალი კომერციული ბანკი შეიქმნა — ვინ არიან დამფუძნებლები?
გადახედვა
-
კიმ კარდაშიანსა და კანიე ვესტს შვილებზე მეტი ძიძა ჰყავთ კიმ კარდაშიანსა და კანიე ვესტს შვილებზე მეტი ძიძა ჰყავთ
გადახედვა
-
სემ ალტმანი: AI-ს სარგებლიანობის სანაცვლოდ მსოფლიო უნდა შეეგუოს "ცუდ რაღაცებს" სემ ალტმანი: AI-ს სარგებლიანობის სანაცვლოდ მსოფლიო უნდა შეეგუოს "ცუდ რაღაცებს"
გადახედვა
კომენტარები