რეკორდი — შექმნეს ფოტონის ისეთი წყარო, რომელსაც წამში მილიარდობით კვანტური ნაწილაკის წარმოება შეუძლია
ბაზელის და რურის უნივერსიტეტების მკვლევრებმა, შექმნეს ფოტონის წყარო, რომელსაც წამში მილიარდობით კვანტური ნაწილაკის წარმოება შეუძლია. თავისი რეკორდული ეფექტურობით, ფოტონის წყარო კვანტური ტექნოლოგიებისთვის ახალ და ძლიერ სამშენებლო ბლოკს წარმოადგენს.
აღსანიშნავია, რომ კვანტური კრიპტოგრაფია აბსოლუტურად უსაფრთხო კომუნიკაციებს გვპირდება. ამის ძირითადი კომპონენტი ფოტონის სიმებია, სადაც ინფორმაციის შენახვა და გადაცემა კვანტურ მდგომარეობაშია შესაძლებელი. მომავალში, დისტანციური კვანტური პროცესორები ერთმანეთთან დაკავშირებას ცალი ფოტონის საშუალებით შეძლებენ. ასევე, სავარაუდოდ, პროცესორები მსგავს ფოტონებს გამოთვლებისთვისაც გამოიყენებენ.
ფოტონის ეფექტურობის წყარო, სწორედ მსგავსი პროგრამების წინაპირობაა. კვლევითი გუნდი, პროფესორ რიჩარდ ვარბერტონის ხელმძღვანელობით, ჟურნალ Nature Nanotechnology-ში ავრცელებს ინფორმაციას ერთ ფოტონიანი წყაროს განვითარების შესახებ, რომელიც ეფექტურობით მნიშვნელოვნად აღემატება აქამდე მსგავს ცნობილ სისტემებს.
როგორ მუშაობს?
თითოეული ფოტონი იქმნება ერთი "ხელოვნური ატომის" (კვანტური წერტილის) ნახევარგამტარის შიგნით. ჩვეულებრივ, ეს ფოტონები ტოვებენ კვანტურ წერტილს ყველა შესაძლო მიმართულებით და ამით დიდი ნაწილი იკარგება. ამ პრობლემის გადასაჭრელად, მკვლევრებმა კვანტური წერტილი ე.წ. "ყალიბში" მოათავსეს და ამით ფოტონები კონკრეტული მიმართულებით გააგზავნეს.
კვლევითი ჯგუფის ინოვაცია სწორედ ეს არის. ამ სისტემით ფოტონები აღარ იკარგება და ისინი ოპტიკიურ ბოჭკოში გადადიან.
"ეს მართლაც განსაკუთრებული მომენტია. ჩვენ უკვე ერთი-ორი წელია რაც ამას ვპროგნოზირებთ, მაგრამ ახლა როგორც იქნა ეს ფიზიკურად შევძელით." — ამბობს წამყვანი მკვლევარი, რიჩარდ ვარბერტონი.
გამოთვლითი შესაძლებლობების უზარმაზარი ზრდა
ამ ინოვაციას ჩვენი გამოთვლითი შესაძლებლობების სრულიად ახალ ეტაპზე აყვანა შეუძლია. როგორც მეცნიერები ამბობენ, მომავალში ისინი თავის ტექნოლოგიას კიდევ უფრო დახვეწენ და განავითარებენ.
"ჩვენ გვსურს ტექნოლოგია კიდევ უფრო გავამარტივოთ და გამოვიყენოთ ის კვანტური კომპიუტერებისთვის, კრიპტოგრაფიისთვის და კიდევ სხვა ტექნოლოგიებისთვის." — ამბობს რიჩარდ ვარბერტონი.
კომენტარები