ფრაგმენტული და შინაარსობრივად პრობლემურია — NGO-ები ნარკოტიკების ოდენობების კანონპროექტზე
ფოტო: საქართველოს პარლამენტი
არასამთავრობო ორგანიზაციების განცხადებით, ახალი პარლამენტის მიერ ნარკოტიკების ოდენობებზე ინიცირებული კანონპროექტი ფრაგმენტული ხასიათის და შინაარსობრივად პრობლემურია. NGO-ებმა ამის შესახებ ერთობლივი განცხადება გაავრცელეს და აღნიშნეს, რომ შემოთავაზებული ინიციატივა ვერ პასუხობს მოქმედი ნარკოპოლიტიკით დაზარალებული ადამიანების რეალურ საჭიროებებს.
კანონპროექტი მიმდინარე კვირაში დაინიცირდა და მისი მიზანი 8 ნარკოტიკული საშუალების მცირე, სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობის საწყისი, დიდი და განსაკუთრებით დიდი ოდენობების ახლებურად განსაზღვრაა.
არასამთავრობოების განცხადებით, სპეციალურ კონტროლს დაქვემდებარებულ ამ ნივთიერებათაგან, 7-ს მოქმედი კანონმდებლობით მცირე და სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობისთვის საწყისი ოდენობები არ გააჩნია, ხოლო მათგან ერთი ნივთიერების — ჰერიონის შემთხვევაში, ახლებურად ყალიბდება მოქმედი კანონით განსაზღვრული დოზების მოცულობები.
"ნარკოტიკული საშუალებების ოდენობების განუსაზღვრელობა (ან არაადეკვატურად მცირე ოდენობების დადგენა) დღემდე რჩება ნარკოპოლიტიკის არაჰუმანურობის ერთ-ერთ უმთავრეს წყაროდ. ამგვარი ნორმატიული ბაზის პირობებში, მოხმარებისთვის უვარგისი, ან პირადი მოხმარებისთვის განკუთვნილი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების ფლობაც კი იწვევს მკაცრი სასჯელების შეფარდებას", — ნათქვამია განცხადებაში.
ორგანიზაციები აღნიშნავენ, რომ ინიციატივა მოქმედი ნარკოპოლიტიკით დაზარალებული ადამიანების რეალურ საჭიროებებს ბევრი მიზეზის გამო ვერ პასუხობს და ფრაგმენტულია. მათ შორის, მათთვის გაუგებარია, რა არგუმენტებით შეირჩა კონკრეტული ნარკოტიკული საშუალებები და რატომ არ არის კანონპროექტის ჩამონათვალში ის ნივთიერებები, რომელთა მოხმარებაც, ასევე, მაღალია.
NGO-ების განცხადებით, განსაკუთრებით პრობლემურია ხსენებული რვა ნარკოტიკული ნივთიერების ახლებურად განსაზღვრული ოდენობები. კერძოდ, კანონპროექტში ოდენობების განსაზღვრისას, ყურადღება გამახვილდა ნივთიერებათა სიცოცხლისა და ჯანმრთელობისთვის საზიანო შედეგებზე და ოდენობის საზომად აღებულ იქნა ნარკოტიკის ეპიზოდური მომხმარებლის მიერ მოხმარებულ ერთ დოზაზე მეტი ოდენობა, რომლის დათვლა თითოეული ნივთიერების შემთხვევაში სუფთა სუბსტანციის სახით მოხდა.
ორგანიზაციების ინფორმაციით, ინიციატივაში ოდენობათა დაანგარიშების მეთოდი დაეყრდნო ერთობლივად სამეცნიერო ლიტერატურას და ლაბორატორიული ექსპერტიზის პრაქტიკას იმის თაობაზე, თუ როგორი სუბსტანციის ფორმით ხდება ქვეყანაში ნარკოტიკული საშუალების არალეგალური ფორმით ბრუნვიდან ამოღება და ოდენობის გამოთვლა.
"მიუხედავად იმისა, რომ არ არსებობს საერთაშორისო სტანდარტი ნარკოტიკული თუ ფსიქოტროპული ნივთიერებების ოდენობების განსაზღვრის თაობაზე და ყველა ქვეყანა მას საკუთარი შეხედულებისამებრ ადგენს, ცვლილებამ უნდა უზრუნველყოს სამართლიანი ბალანსი ბრუნვიდან ამოღებულ ნივთიერებათა გავრცელების კონტროლსა და მომხმარებლის უფლებებს შორის. ამ თვალსაზრისით, ბუნდოვანია, თუ რა პრინციპით განისაზღვრა დასახელებულ ნივთიერებათა მომხმარებლის ერთჯერადი დოზები და ახლებურად ჩამოყალიბებული ოდენობები ვერ იქნება მიჩნეული მოხმარებასთან დაკავშირებული ეფექტის გამომწვევ ოდენობად", — აცხადებენ ხელმომწერი ორგანიზაციები.
ამასთან, NGO-ების ცნობით, კანონპროექტის განმარტებით ბარათში ვკითხულობთ, რომ სპეციალურ კონტროლს დაქვემდებარებულ ნივთიერებათა ნაწილის ოდენობების განსაზღვრით დაიხვეწება ბრუნვიდან ამოღებულ ნივთიერებათა ნუსხა და შესრულდება ქვეყანაში მოქმედი ნარკოპოლიტიკის რეფორმირების თაობაზე საერთაშორისო ორგანიზაცია Human Rights Watch-ის რეკომენდაციები.
"აღსანიშნავია, რომ ეს უკანასკნელი საქართველოს მიუთითებს როგორც უმცირესი ოდენობით ნარკოტიკული ნივთიერებების ფლობისა და მოხმარების დასჯადობის პრობლემურობაზე, ასევე ზოგადად ნარკოტიკის მოხმარების დეკრიმინალიზაციასა და საზოგადოებრივი ჯანდაცვის მიდგომებზე დამყარებული ნარკოპოლიტიკის აუცილებლობაზე", — ვკითხულობთ განცხადებაში.
ორგანიზაციების განცხადებით, არსებული "მკაცრი და დასჯაზე ორიენტირებული" ნარკოპოლიტიკის ფონზე, კანონპროექტში არც პრინციპულად ახლებური ხედვები არ არის შემოთავაზებული და იგი ვერც კონკრეტული ნივთიერებების მიმართ განსაზღვრავს ადეკვატურ ოდენობებს.
ზემოთთქმულის გათვალისწინებით, ხელმომწერი ორგანიზაციები მოუწოდებენ პარლამენტს:
- სპეციალურ კონტროლს დაქვემდებარებულ ნივთიერებათა ახლებურად განსაზღვრის პროცესში უზრუნველყოფილი იყოს ჯანდაცვის, ადამიანის უფლებებზე მომუშავე ორგანიზაციებისა და ნარკოტიკების მომხმარებელთა თემის წარმომადგენლების ჩართულობა და მათი მოსაზრებების ირგვლივ პროფესიული დისკუსია;
- გააფართოვოს იმ ნარკოტიკულ საშუალებათა ჩამონათვალი, რომელთა ოდენობებიც ახლებურად მოწესრიგდება და ამ პროცესში იხელმძღვანელოს სამეცნიერო ლიტერატურასა და პრაქტიკაში მოხმარებასთან დაკავშირებული პრობლემების გადაჭრის ნათელი და განჭვრეტადი მიდგომებით;
- ოდენობების განსაზღვრის პარალელურად, დაიწყოს მუშაობა ნარკოპოლიტიკის სისტემურ რეფორმაზე, რომლის მიზანიც იქნება პრევენციაზე, ზრუნვასა და მხარდაჭერაზე ორიენტირებული პოლიტიკის შემუშავება/დანერგვა.
დოკუმენტს ხელს აწერენ შემდეგი ორგანიზაციები: ადამიანის უფლებების სწავლებისა და მონიტორინგის ცენტრი (EMC), ალტერნატივა ჯორჯია, ნარკოტიკის მომხმარებელთა ევრაზიის ქსელი (ENPUD), მსოფლიო ექიმები — საფრანგეთი.
-
"დეზინფორმაციაა" — პენიტენციური სამსახური ბრალდებულ გიორგი დავითაძის გაუპატიურების შესახებ განცხადებას უარყოფს "დეზინფორმაციაა" — პენიტენციური სამსახური ბრალდებულ გიორგი დავითაძის გაუპატიურების შესახებ განცხადებას უარყოფს
გადახედვა
-
თიბისი ბიზნესის მხარდაჭერით, YouTube ბიზნესშოუ — Punchline Profit ახალი სეზონით ბრუნდება თიბისი ბიზნესის მხარდაჭერით, YouTube ბიზნესშოუ — Punchline Profit ახალი სეზონით ბრუნდება
-
სექტემბერში წლიური ინფლაცია 5.6%-ზე შენარჩუნდა — რა გაძვირდა და გაიაფდა? სექტემბერში წლიური ინფლაცია 5.6%-ზე შენარჩუნდა — რა გაძვირდა და გაიაფდა?
გადახედვა
-
ახალგაზრდა ინჟინერთა საშაბათო სკოლა — თეგეტა აკადემია მოზარდებისთვის ავტოინჟინერიის ინოვაციურ კურსს იწყებს ახალგაზრდა ინჟინერთა საშაბათო სკოლა — თეგეტა აკადემია მოზარდებისთვის ავტოინჟინერიის ინოვაციურ კურსს იწყებს
-
ხაშურში კვადროციკლის მოპარვის ფაქტზე ერთი პირი დააკავეს ხაშურში კვადროციკლის მოპარვის ფაქტზე ერთი პირი დააკავეს
გადახედვა
-
რუსეთში კანიე ვესტის კონცერტები გაუქმდა რუსეთში კანიე ვესტის კონცერტები გაუქმდა
გადახედვა
-
სომხეთმა EU-სთან უვიზო რეჟიმის ამოქმედების თარიღად 2029 წელი განსაზღვრა სომხეთმა EU-სთან უვიზო რეჟიმის ამოქმედების თარიღად 2029 წელი განსაზღვრა
გადახედვა
-
სოფო ნიჟარაძე აცხადებს, რომ ვასო აბაშიძის სახელობის ახალმა თეატრმა ხელშეკრულება არ გაუგრძელა სოფო ნიჟარაძე აცხადებს, რომ ვასო აბაშიძის სახელობის ახალმა თეატრმა ხელშეკრულება არ გაუგრძელა
გადახედვა
-
"სადახლოზე" მებაჟეებმა გამოავლინეს სომხეთის მოქალაქე, რომელსაც სამალავით 44 892 ლარის მედიკამენტები გადმოჰქონდა "სადახლოზე" მებაჟეებმა გამოავლინეს სომხეთის მოქალაქე, რომელსაც სამალავით 44 892 ლარის მედიკამენტები გადმოჰქონდა
გადახედვა
-
მთავრობის ადმინისტრაციამ ტრამპის და კობახიძის 22 სექტემბერს გადაღებული ერთობლივი ფოტო გამოაქვეყნა მთავრობის ადმინისტრაციამ ტრამპის და კობახიძის 22 სექტემბერს გადაღებული ერთობლივი ფოტო გამოაქვეყნა
გადახედვა
-
აი, როგორი ელფოსტა მოგივათ, თუ OpenAI-ს მოდელი თქვენს ორგანიზაციას "დაჰაკავს" აი, როგორი ელფოსტა მოგივათ, თუ OpenAI-ს მოდელი თქვენს ორგანიზაციას "დაჰაკავს"
გადახედვა
-
პაკისტანმა ავღანეთზე ავიაიერიში მიიტანა პაკისტანმა ავღანეთზე ავიაიერიში მიიტანა
გადახედვა
-
"თბილისობასთან" დაკავშირებით, დედაქალაქის რამდენიმე ქუჩაზე სატრანსპორტო მოძრაობა ეტაპობრივად იზღუდება "თბილისობასთან" დაკავშირებით, დედაქალაქის რამდენიმე ქუჩაზე სატრანსპორტო მოძრაობა ეტაპობრივად იზღუდება
გადახედვა
-
სამირა ბაირამოვა: მარნეულში 13 წლის ბავშვმა ტყუპები გააჩინა სამირა ბაირამოვა: მარნეულში 13 წლის ბავშვმა ტყუპები გააჩინა
გადახედვა
-
ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ საგარეო საქმეთა მინისტრი: რუსეთთან ურთიერთობები ისტორიულ მაქსიმუმზეა ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ საგარეო საქმეთა მინისტრი: რუსეთთან ურთიერთობები ისტორიულ მაქსიმუმზეა
გადახედვა
-
Huawei-მ ტელეფონზე მისამაგრებელი კამერა გამოუშვა — იგი ზოგ ფლაგმანურ სმარტფონზე ძვირია Huawei-მ ტელეფონზე მისამაგრებელი კამერა გამოუშვა — იგი ზოგ ფლაგმანურ სმარტფონზე ძვირია
გადახედვა
-
ველისციხის სკოლაც არსებულ შენობაში გააგრძელებს სწავლას — პროტესტის შედეგი და შეთანხმება სამინისტროსთან ველისციხის სკოლაც არსებულ შენობაში გააგრძელებს სწავლას — პროტესტის შედეგი და შეთანხმება სამინისტროსთან
გადახედვა
-
ნინო ხარატიშვილს ჰაინრიხ ჰაინეს პრემია მიენიჭა ნინო ხარატიშვილს ჰაინრიხ ჰაინეს პრემია მიენიჭა
გადახედვა
-
აშშ-ში კრისტა პაიკის სიკვდილით დასჯა ჩაიშალა — ის ორ სასიკვდილო ინექციას გადაურჩა აშშ-ში კრისტა პაიკის სიკვდილით დასჯა ჩაიშალა — ის ორ სასიკვდილო ინექციას გადაურჩა
გადახედვა
-
ფაშინიანს მოქალაქეების მიერ მთავრობისთვის ერთი და იმავე საკითხზე წერილების გაგზავნაზე შეზღუდვების დაწესება სურს ფაშინიანს მოქალაქეების მიერ მთავრობისთვის ერთი და იმავე საკითხზე წერილების გაგზავნაზე შეზღუდვების დაწესება სურს
გადახედვა
-
რუსეთი ქვეყნიდან უნგრელ დიპლომატებს აძევებს რუსეთი ქვეყნიდან უნგრელ დიპლომატებს აძევებს
გადახედვა
კომენტარები