საქართველოს რუსული ენერგოკომპანიის დელეგაცია ეწვია, რომელსაც სანქცირებული დირექტორი ჰყავს
ფოტო: TASS
რუსული სახელმწიფო ელექტროენერგეტიკული ჰოლდინგი "როსსეტი", სანქცირებული აღმასრულებელი დირექტორის ანდრეი რიუმინის ხელმძღვანელობით, საქართველოში სამუშაო ვიზიტით იმყოფებოდა. რუსული დელეგაციის ვიზიტის შესახებ ინფორმაციას კომპანია ავრცელებს.
როგორც რუსული მედია წერს, ვიზიტის დროს შეხვედრა გაიმართა საქართველოს უმსხვილესი ენერგეტიკული კომპანიის, "საქრუსენერგოს" მენეჯმენტთან, რომელის 50%-ს "როსსეტი" ფლობს, 50%-ს — საქართველოს მთავრობა.
საქართველოს რუსული ენერგოკომპანიის დელეგაცია ეწვია
"განხილულ იქნა ელექტროქსელების საიმედოობის, მიმდინარე შედეგებისა და საინვესტიციო გეგმების საკითხები. ასევე შეჯამდა 2024 წლის წარმოებისა და ფინანსურ-ეკონომიკური შედეგები", — ნათქვამია განცხადებაში.
"როსეტის" ცნობით, მხარეებმა განიხილეს 500 კვ-იანი ელექტროგადამცემი ხაზის "კავკასიონის" შეუფერხებელი ფუნქციონირება, რომელიც გადის რუსეთისა და საქართველოს ტერიტორიაზე.
როგორც რუსული მედია წერს, "საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროში გაიმართა შეხვედრა, სადაც განიხილეს ელექტროენერგეტიკული ინფრასტრუქტურის მოდერნიზაციასა და მშენებლობასთან დაკავშირებულ ერთობლივ პროექტებში მონაწილეობის შესაძლებლობა".
რუსული დელეგაციის ვიზიტის შესახებ ეკონომიკის სამინისტრომ "პუბლიკას" შემდეგი ინფორმაცია მიაწოდა:
"სს "საქრუსენერგო", რომელიც 1996 წელსაა დაფუძნებული საქართველოსა და რუსეთის მიერ ენერგეტიკის დარგში თანამშრომლობის შესახებ დადებული შეთანხმების საფუძველზე. სააქციო საზოგადოების აქციონერები არიან:
საქართველოს სახელმწიფო, რომლის საკუთრებაშია საზოგადოების აქციათა 50% და რუსეთის ფედერაციის მხრიდან — საჯარო სააქციო საზოგადოება "ერთიანი ენერგეტიკული სისტემის ფედერალური საქსელო კომპანია", რომლის საკუთრებაშია საზოგადოების აქციათა 50%.
"საქრუსენერგო" ფლობს და ექსპლუატაციას უწევს 500, 330 და 220კვ ძაბვის ელექტროგადამცემ ხაზებს, მათ შორის სისტემათაშორის, საქართველოსა და რუსეთის ენერგოსისტემების დამაკავშირებელ 500კვ ეგხ "კავკასიონს", საქართველოსა და აზერბაიჯანის ენერგოსისტემების დამაკავშირებელ 500კვ ეგხ "მუხრანის ველს" და 330კვ ეგხ "გარდაბანს" , საქართველოსა და თურქეთის ენერგოსისტემების დამაკავშირებელ 220კვ ეგხ "აჭარას". ასევე, შიდა სასისტემო 500კვ ელექტროგადამცემ ხაზებს: "იმერეთს", "ქართლი-1-ს" , "ქართლი-2-ს", "მუხრანს" და "ასურეთს".
სააქციო საზოგადოების მართვის უმაღლესი ორგანოა აქციონერთა საერთო კრება, რომელიც, ტრადიციულად, ყოველწლიურად იმართება, რომლის დროსაც მხარეები განიხილავენ კომპანიის საფინანსო მდგომარეობას, ელექტროგადამცემი ინფრასტრუქტურის შემდგომ განვითარებას და სხვა აქტუალურ საკითხებს.
კომპანიაში საქართველოს მხარეს წარმოადგენს საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო.
ამდენად, აქციონერთა საერთო კრების ფარგლებში, გაიმართა შეხვედრა სამინისტროს ენერგეტიკული პოლიტიკის დეპარტამენტის წარმომადგენლებთან კომპანიასთან დაკავშირებულ საკითხებზე".
რომელი ქვეყნების მიერაა სანქცირებული "როსსეტი" აღმსარულებელი დირექტორი ანდრეი რიუმინი?
ანდრეი რიუმინი ვლადიმირ პუტინთან დაახლოებული ბიზნესმენია და ევროპის რამდენიმე ქვეყნსი მიერაა სანქცირებული. ეხო კავკაზას ინფორმაციით, ის სანქცირებულია ევროკავშირის, გაერთიანებული სამეფოს, შვეიცარიისა და კანადის მიერ.
ანდრეი რიუმინი ევროკავშირის სანქციების სიაში 2022 წლის 15 მარტს, შეზღუდვების მეოთხე პაკეტით შეიყვანეს. მიზეზი მისი, როგორც ეკონომიკის საკვანძო სექტორში "ერთ-ერთი წამყვანი ბიზნესმენის" სტატუსი და 2022 წლის 24 თებერვალს ვლადიმერ პუტინთან "ოლიგარქიულ" შეხვედრაში მონაწილეობაა. ეს უკრაინის სუვერენიტეტის შელახვის პოლიტიკის მხარდაჭერად იქნა მიჩნეული. ევროკავშირის სანქციების ფარგლებში, რიუმინისა და "როსეტის" აქტივები ევროკავშირში გაიყინა, მათთან ნებისმიერი ტრანზაქცია აიკრძალა და თავად რიუმინს ევროკავშირის ქვეყნებში შესვლა აეკრძალა.
დიდმა ბრიტანეთმა რიუმინი სანქციების სიაში იმავე დღეს —2022 წლის 15 მარტს, "როსნეფტის", "იანდექსის" და სხვა კომპანიების ხელმძღვანელებთან ერთად შეიყვანა. ის ე.წ. აქტივების გაყინვის სიაში შეიყვანეს: მისი აქტივები დიდ ბრიტანეთში გაიყინა, ბრიტანულ იურიდიულ და ფიზიკურ პირებს მასთან საქმიანი ურთიერთობა ეკრძალებათ, თავად მას კი ქვეყანაში შესვლა ეკრძალება. მიზეზი ის არის, რომ, ევროკავშირის მსგავსად, ის პუტინთან დაახლოებულ ბიზნესმენად ითვლება სტრატეგიულ სექტორში, რომელიც სახელმწიფოს შემოსავალს მოაქვს.
შვეიცარიამ რიუმინის წინააღმდეგ სანქციები 2022 წლის 16 მარტს დააწესა.
კანადამ რიუმინის წინააღმდეგ სანქციები 2022 წლის 18 მაისს დააწესა. კანადის მთავრობის თქმით, ეს არის პასუხი უკრაინაში "რუსეთის მიერ განხორციელებულ გაუმართლებელ აგრესიაზე" და ღონისძიება "ოლიგარქებისა და მათი გარემოცვის" წინააღმდეგ. სანქციები პუტინთან დაახლოებული სახელმწიფო მენეჯერების, მათ შორის "როსეტის" აღმასრულებელი დირექტორის ანდრეი რიუმინის წინააღმდეგაა მიმართული.
-
ირაკლი ყანდაშვილი: ადვოკატის პროფესიული საქმიანობის ხელშეშლა და მის მიმართ ნებისმიერი სახის ძალადობა არის დაუშვებელი! ირაკლი ყანდაშვილი: ადვოკატის პროფესიული საქმიანობის ხელშეშლა და მის მიმართ ნებისმიერი სახის ძალადობა არის დაუშვებელი!
გადახედვა
-
საქართველოს ბანკის ბიზნეს მობილბანკს ინვოისების მართვის ფუნქციონალი დაემატა საქართველოს ბანკის ბიზნეს მობილბანკს ინვოისების მართვის ფუნქციონალი დაემატა
-
თიბისის მხარდაჭერით ემიგრანტებისთვის ნიუ-იორკში ფესტივალი ZEIMI გაიმართა თიბისის მხარდაჭერით ემიგრანტებისთვის ნიუ-იორკში ფესტივალი ZEIMI გაიმართა
-
ლევან მაჭავარიანი: "რომ არ გვცოდნოდა, რომ ღარიბაშვილის წერილი იყო, ვიფიქრებდით, ან სააკაშვილის, ან ელისო კილაძის დაწერილი იყო" ლევან მაჭავარიანი: "რომ არ გვცოდნოდა, რომ ღარიბაშვილის წერილი იყო, ვიფიქრებდით, ან სააკაშვილის, ან ელისო კილაძის დაწერილი იყო"
გადახედვა
-
ხატვის მანერით პარკინსონის დაავადების ამოცნობა 99%-იანი სიზუსტითაა შესაძლებელი — კვლევა ხატვის მანერით პარკინსონის დაავადების ამოცნობა 99%-იანი სიზუსტითაა შესაძლებელი — კვლევა
გადახედვა
-
თიბისი ტექი Tester’s Day 2026-ის მთავარი მხარდამჭერია თიბისი ტექი Tester’s Day 2026-ის მთავარი მხარდამჭერია
-
ახალი ერა იწყება? — მაილი საირუსმა სახელი შეიმოკლა და მორიგი ალბომი დააანონსა ახალი ერა იწყება? — მაილი საირუსმა სახელი შეიმოკლა და მორიგი ალბომი დააანონსა
გადახედვა
-
ლიბერთიმ მოსწავლის "პირველი ბარათი" წარადგინა ლიბერთიმ მოსწავლის "პირველი ბარათი" წარადგინა
-
12 საუკეთესო ფილმი, რომელიც 2026 წელს გამოვიდა (ჯერჯერობით) 12 საუკეთესო ფილმი, რომელიც 2026 წელს გამოვიდა (ჯერჯერობით)
გადახედვა
-
საქართველოს ბანკის შეთავაზებები მასწავლებლებისთვის — მოემზადეთ ახალი სასწავლო წლისთვის საქართველოს ბანკის შეთავაზებები მასწავლებლებისთვის — მოემზადეთ ახალი სასწავლო წლისთვის
-
1.4 მილიონი წლის ნაფეხურები ადამიანის ზომის ჰომინინების აღმოჩნდა — რა გავიგეთ მათზე 1.4 მილიონი წლის ნაფეხურები ადამიანის ზომის ჰომინინების აღმოჩნდა — რა გავიგეთ მათზე
გადახედვა
-
რა არის საფონდო ბირჟა და როგორ მუშაობს ის რეალურად? რა არის საფონდო ბირჟა და როგორ მუშაობს ის რეალურად?
-
ირმა ინაშვილი: სრულიად ბუნებრივად მიჩნდება განცდა, რომ ირაკლი ღარიბაშვილის სიცოცხლე ახლა უკვე საფრთხეშია ირმა ინაშვილი: სრულიად ბუნებრივად მიჩნდება განცდა, რომ ირაკლი ღარიბაშვილის სიცოცხლე ახლა უკვე საფრთხეშია
გადახედვა
-
თბილისში გარდაცვლილ აფხაზ ბლოგერ დაურ ბუავას დღეს დაკრძალავენ თბილისში გარდაცვლილ აფხაზ ბლოგერ დაურ ბუავას დღეს დაკრძალავენ
გადახედვა
-
პროკურატურამ ადვოკატ ია სირანაშვილის მიმართ განხორციელებული შესაძლო ძალადობის ფაქტზე გამოძიება დაიწყო პროკურატურამ ადვოკატ ია სირანაშვილის მიმართ განხორციელებული შესაძლო ძალადობის ფაქტზე გამოძიება დაიწყო
გადახედვა
-
საია პროკურატურას მოუწოდებს, ია სირანაშვილზე პოლიციელების შესაძლო ძალადობის ფაქტი გამოიძიოს საია პროკურატურას მოუწოდებს, ია სირანაშვილზე პოლიციელების შესაძლო ძალადობის ფაქტი გამოიძიოს
გადახედვა
-
კროსვორდი: ააწყვე სიტყვა არეული ასოებით (თემა: საქართველოს მდინარეები) კროსვორდი: ააწყვე სიტყვა არეული ასოებით (თემა: საქართველოს მდინარეები)
გადახედვა
-
ბიზნესმენი თამაზ ელიზბარაშვილი საკუთარ ბინაში ჩხრეკისას დააკავეს — რა ვიცით? ბიზნესმენი თამაზ ელიზბარაშვილი საკუთარ ბინაში ჩხრეკისას დააკავეს — რა ვიცით?
გადახედვა
-
ისპანახიანი პური ინსულინისა და შიმშილის სამართავად? — მეცნიერთა ახალი ექსპერიმენტი ისპანახიანი პური ინსულინისა და შიმშილის სამართავად? — მეცნიერთა ახალი ექსპერიმენტი
გადახედვა
-
"მდინარაძის გამოგზვანილი წერილი" და ლაზარე ჯორბენაძის გარდაცვალება — რას წერს ღარიბაშვილი მე-5 წერილში? "მდინარაძის გამოგზვანილი წერილი" და ლაზარე ჯორბენაძის გარდაცვალება — რას წერს ღარიბაშვილი მე-5 წერილში?
გადახედვა
-
მძიმე მეტალის მოსმენა ფიზიკური ტკივილის ატანას აადვილებს — კვლევა მძიმე მეტალის მოსმენა ფიზიკური ტკივილის ატანას აადვილებს — კვლევა
გადახედვა
კომენტარები