დრონების გამოყენებით, კვანტურ ტელეპორტაციას მიაღწიეს
ჩინეთში, ნანჯინის უნივერსიტეტის მეცნიერთა ჯგუფმა, ორი დრონის და ორი სახმელეთო სადგურის გამოყენებით, ერთმანეთზე გადახლართული ფოტონების 1 კილომეტრის მანძილზე ტელეპორტაცია შეძლო.
ექსპერიმენტმა მობილური კვანტური ქსელის პოტენციალი აჩვენა. ასეთი დაშიფრული ინფორმაციის გაგზავნა ბევრად უფრო უსაფრთხო იქნება, ვიდრე ეს დღეს არის.
სახმელეთო სადგურებს ბობი და ალისა დაარქვეს, ხოლო დრონები მათ თავზე დაფრინავენ. ერთი დრონი წარმოქმნის და ასხივებს გადახლართულ ფოტონებს ალისას მიმართულებით. ის იგივეს მეორე დრონის მიმართაც აკეთებს, რომელიც როგორც სარელეო კვანძი ისე მოქმედებს. შედეგად, მეორე დრონი ინფორმაციას ბობს გადასცემს. სწორედ ამ ექსპერიმენტით 1 კილომეტრის მანძილზე კვანტური ტელეპორტაცია იქნა მიღწეული.
ექსპერიმენტის წარმატება ცხადყოფს, რომ მსგავს პრინციპზე კვანტური ინტერნეტის მწარმოებელი ტექნოლოგიების შექმნაა შესაძლებელი.
რა არის კვანტური ინტერნეტი?
კვანტური ინტერნეტი იყენებს კვანტური მექანიკის კანონებს და გლობალურ კომუნიკაციაში ნამდვილი რევოლუციის მოხდენის პოტენციალი აქვს. პრინციპი ემყარება კვანტურ გადახლართულობას, რომლითაც ორი ნაწილაკი ცალკეულ ადგილებში ერთმანეთთან უხილავი ძალით არის დაკავშირებული.
ეს ნიშნავს, რომ გადახლართული ფოტონის საშუალებით გაგზავნილი შეტყობინებები აბსოლუტურად უსაფრთხო იქნება და დღეს არსებული ინტერნეტისგან განსხვავებით, ინფორმაციის გატეხვის ნებისმიერ მცდელობა უშედეგო იქნება. ამასთან, უსწრაფესად შეეძლებათ ინფორმაციის გაგზავნა და მიღება.
სწორედ ამიტომ, მეცნიერები მთელი მსოფლიოდან, მათ შორის NASA-ს მკვლევრები, მსგავსი ტექნოლოგიის შექმნაზე ძალიან ბევრს მუშაობენ.
ხსენებული ექსპერიმენტი კი, კიდევ ერთი გადადგმული ნაბიჯია, კვანტური ინტერნეტის შესაქმნელად.
თუ სტატიაში განხილული თემა და ტექნოლოგიების სფერო შენთვის საინტერესოა, შემოგვიერთდი ჯგუფში, სადაც ვლაპარაკობთ ტექნოლოგიებზე.
კომენტარები