ისწავლეთ გენეტიკა სწრაფი, გასართობი და გემრიელი მეთოდით
Gummy bear საკმაოდ გავრცელებული ტკბილეულია. ადამიანები მას გემრიელი ჟელეს გარდა, გასართობ საშუალებადაც აღიქვავენ, რომლისგანაც ფრანკენშტეინის მსგავს არსებებსაც კი ქმნიან. თუმცა, ის რაც გემრიელი და სახალისო თავშესაქცევია, პარალელურად, კარგი საგანმანათლებლო საშუალებაც შეიძლება იყოს.
სხვადასხვა ფერის დათვების გამოყენებით, შეგიძლიათ გააკეთოთ საგვარეულო ხე და გაიგოთ, თუ როგორ გადადის გენეტიკა მშობლებიდან შვილებზე. მიუხედავად იმისა, რომ პედაგოგები დიდი ხანია იყენებენ სწავლების ამგვარ ტაქტიკას, ჟელეს დათვებით გენეტიკური სავარჯიშოების გაკეთება ახლახან გახადა ვირუსული NYU-ის სოციალური ნეირომეცნიერების პროფესორმა, ჯეი ვან ბაველმა.
იმ შემთხვევაში, თუ თქვენ დაგავიწყდათ ყველაფერი, რაც სკოლაში ისწავლეთ, აიღეთ ჟელესებური დათვი და გაიხსენეთ დავიწყებული მასალა.
ვიცით, რომ ადამიანი იღებს გენეტიკურ თავისებურებს ნახევარს მამისგან და ნახევარს დედისგან. ჯაიცატა ბოულერის ScienceAlert-ის ჟურნალისტის მიერ, ჟელატინის დათვებით ჩატარებულ ექსპერიმენტში შეგიძლიათ იხილოთ ყვითელი და წითელი დათვის წყვილი, რომლებიც წარმოქმნიან ნახევრად ყვითელ და ნახევრად წითელ შვილობილ დათვს. როდესაც ამ შვილობილი დათვის გენეტიკა შეჯვარდება მწვანე დათვთან, ყვითელი და წითელი დათვი უზრუნველყოფს გენეტიკური თავისებურებების ნახევარს, შემდეგი თაობის დათვისთვის. ამასთან, ბებიადან და ბაბუიდან მემკვიდრეობით მიღებული დნმ ჩნდება შვილიშვილში, თუმცა პროპორციები შესაძლოა არათანაბარი იყოს.
თითოეული Gummy bear-ის კომბინაციის გენეტიკური შესაძლებლობების დასადგენად, თქვენ უნდა გამოიყენოთ პენეტის ცხრილი. ეს მარტივი სქემები არის სწრაფი მეთოდი იმის დასადგენად, რომელი თვისებებია დომინანტი ან რეცესიული — რაც გამოჩნდება შთამომავლობაში. მასწავლებლებს შეუძლიათ გამოიყენონ მსგავსი მეთოდი და უკეთ შეასწავლონ მოსწავლეებს გენეტიკა. მიუხედავად იმისა, რომ დათვის გენეტიკური ექსპერიმენტი დაგეხმარებათ უკეთ გაიგოთ გენეტიკური ინფორმაციის გრძელვადიანი გადაცემა, პენეტის ცხრილმა შესაძლოა ასევე გითხრათ, რატომ აქვთ თქვენს მშობლებს ორივეს ყავისფერი თვალები, მაგრამ თქვენ ცისფერი. შემდეგ ჯერზე, როცა მაღაზიაში აღმოჩნდებით, შეიძინეთ ჟელატინის დათვი და შეუდექით თქვენი შთამომავლობის გენების გაგებას.
კომენტარები