მეცნიერება Apple TV-ის Severance-ის მიღმა — ორი ცნობიერება ერთ ტვინში

Apple TV-იმ 2022 წელს ძალიან საინტერესო სატელევიზიო შოუ (Severance) წარმოგვიდგინა. ეს არის სამყარო, რომელშიც ადამიანის სამსახური და პირადი ცხოვრება პირდაპირი მნიშვნელობით ქირურგიულად არის გამიჯნული. დიახ, პერსონაჟებს აქვთ სამსახური და გააჩნიათ პირადი ცხოვრება, მაგრამ სახლში დაბრუნებულებს აღარ ახსოვთ, თუ რა ხდებოდა იმ დღეს სამსახურში. უფრო მეტიც, მათ საერთოდაც არ იციან თუ რას აკეთებენ სამსახურში — პერსონაჟების გონება ორად არის გაყოფილი.
პირველ სეზონს დიდი გამოხმაურება მოჰყვა და, აი, ახლა მეორე სეზონსაც ვიხილავთ. ამ სტატიაში განვიხილავთ, თუ რამდენად შესაძლებელია, რომ ადამიანის ტვინი "ორად გავყოთ".
რეალობა

ფოტო: Apple TV+
დავიწყოთ იმით, რომ "გაყოფილი ტვინის" მქონე პაციენტები რეალურ ცხოვრებაშიც არსებობდნენ. საუბარია ეპილეფსიით დაავადებულ ადამიანებზე. სიმპტომების გასაკონტროლებლად ამ პაციენტებს ჩაუტარდათ ოპერაცია მარცხენა და მარჯვენა ნახევარსფეროს გამოყოფის მიზნით. მსგავსი ოპერაციები დღესაც ტარდება.
ამ ტიპის ქირურგიული ჩარევის შემდგომმა კვლევამ აჩვენა, რომ გარკვეულ შემთხვევებში ტვინის განცალკევებულ ნახევარსფეროებს შეეძლოთ ინფორმაციის დამოუკიდებლად დამუშავება. ეს ბადებს უცნაურ ფენომენს, რის მიხედვითაც, პროცედურას ქმნის ორი ცალკეული გონება. რას ნიშნავს ეს? — ერთ ტვინში შეიძლება ორი გონება იყოს!
Severance-ის პირველ სეზონში, ჰელი რ-ის (ბრიტ ლოუერმა) პერსონაჟის ტვინში ორი გონება დაუპირისპირდა ერთმანეთს. თუ ჰელის შემთხვევაში "დაპირისპირებულები" მისი სამსახურებრივი მე და სამსახურის გარეთა მე იყვნენ, არსებობს მსგავსი ფენომენი რეალურ ცხოვრებაშიც. რეალობაში მსგავსი რამ ნახევარსფეროებ გაყოფილ პაციენტს შეემთხვა.
როდესაც ასეთ პაციენტთან გაქვთ საქმე, საუბრისას თქვენ ჩვეულებრივ ტვინის მარცხენა ნახევარსფეროსთან გაქვთ კონტაქტი. სწორედ ტვინის ეს ნაწილი აკონტროლებს მეტყველებას. თუმცა, შესაძლოა, ასეთმა პაციენტმა კომუნიკაცია ტვინის მარჯვენა ნახევარსფეროთიც დაამყაროს, მაგალითად წერით.
კვლევის ფარგლებში ახალგაზრდა პაციენტს ჰკითხეს, სად ისურვებდა, რომ მომავალში ემუშავა. მისმა მარცხენა ნახევარსფერომ საოფისე სამუშაო აირჩია. თუმცა, მარჯვენა ნახევარსფერომ ასოების გამოყენებით დაწერა, რომ მრბოლელობა აინტერესებდა.
"ტვინ გაყოფილ" პაციენტებს ასევე აღენიშნებოდათ "უცხოს ხელის სინდრომი". მათ ჰქონდათ აღქმა, რომ ერთი ხელი საკუთარი ნებით მოძრაობდა. ეს დაკვირვებები უთითებს იმაზე, რომ "ორი ცნობიერი" შეიძლება თანაარსებობდეს ერთ ტვინში. შესაბამისად, ტვინში შეიძლება გაჩნდეს ურთიერთსაწინააღმდეგო მიზნები — ერთს შეიძლება უყვარდეს მანქანები, მეორეს კი ხატვა.
თუმცა, Severance-ში, ორივე "ცნობიერს" აქვს მეტყველებაზე წვდომა. ეს ნიშნავს, რომ სერიალში გაყოფის პროცედურა ტვინის ქსელების უფრო რთულ გადანაწილებას მოითხოვს.
ფუნქციების რთული გამიჯვნის მაგალითი აღწერილია 1994 წელს ნილის შემთხვევაში. ნილი თინეიჯერი ბიჭი იყო, რომელსაც ჯალღუზისებრი სხეულის სიმსივნის შემდეგ მრავალი სირთულე აღენიშნებოდა.
ერთ-ერთი ასეთი გამოხატულება იყო ამნეზიის იშვიათი ფორმა. ნილს არ შეეძლო დღის განმავლობაში მომხდარი მოვლენების გახსენება. მას ასევე უჭირდა კითხვა, თუმცა შეეძლო წერა. საინტერესოა, რომ უჭირდა საგნების დასახელებაც, თუმცა შეეძლო მათი დახატვა.
რაც ყველაზე მეტად საინტერესოა, ნილმა სწავლის გაგრძელება შეძლო. მკვლევრები დაინტერესდნენ, თუ როგორ აკეთებდა ის ამას, მაშინ, როდესაც არ ახსოვდა თუ რას სწავლობდა.
მკვლევრებმა ნილსი გამოჰკითხეს იმ რომანის შესახებ, რომელსაც სკოლაში სწავლობდა. საუბარში მას წიგნის შესახებ არაფერი ახსოვდა — სათაურიც კი. თუმცა, როდესაც მკვლევრებმა ნილსს სთხოვეს დაეწერა ყველაფერი, რაც წიგნის შესახებ ახსოვდა, მან რომანთან დაკავშირებული წინადადებები დაწერა. რადგან მას თავისივე დაწერილის წაკითხვა არ შეეძლო, მკვლევრებს ჰკითხა, "რა დავწერე?"
ნილსმა შეძლო და დაეწერა სხვა მოგონებებზეც, რომლებიც ასევე დაკარგულად ითვლებოდა. მაგალითად, ასეთ მოგონებებს შორის იყო საავადმყოფოში განგრენის მქონე კაცთან შეხვედრა. თითოეულ შემთხვევაში, მან არ იცოდა საკუთარი მეხსიერების შესახებ, სანამ არ დაწერა და არ წაუკითხეს. ნილსის შემთხვევა გასაოცარი მაგალითია. ეს ნიშნავს, რომ შესაძლებელია გვქონდეს მოგონებები, რომლებიც მიუწვდომელია ჩვენი ცნობიერებისთვის.
Severance-ში, ირვინგის (ჯონ ტურტურო) პერსონაჟს სწორედ ხატვით შეუძლია თავის სამუშაოზე ინფორმაციის მოპოვება. ის Severed-ის გრძელ დერეფნებს (სადაც მისი მეორე ცნობიერი მუშაობს) ხატავს. ეს მიუხედავად იმისა, რომ მასზე ცნობიერი მეხსიერება არ გააჩნია.
სავარაუდოდ, სერიალის შემქმნელები მიგვანიშნებენ იმ ფენომენზე, რომელიც ნილსის შემთხვევაში დაფიქსირდა.
ჰიპოკამპუსის როლი

ფოტო: Wikipedia
ტვინის რომელი უბანია ყველაზე აქტუალური Severance-ში? უბანი, რომელიც ყველაზე მეტად ასოცირდება სამუშაო დღის მოვლენების დამახსოვრებასთან, არის ჰიპოკამპუსი. საინტერესოა, რომ ტვინის ეს რეგიონი ასევე პასუხისმგებელია სივრცის წარმოდგენაზე.
ის ფაქტი, რომ ერთი და იგივე ნერვული სტრუქტურა პასუხისმგებელია, როგორც სამსახურის მოვლენების დამახსოვრებაზე, ისე სამუშაო გარემოს განლაგების წარმოდგენაზე, მიუთითებს იმაზე, რომ Severance-ის მეცნიერებისთვის მთავარი სამიზნე ჰიპოკამპუსი იქნებოდა.
Severance-ში ერთი ცნობიერიდან მეორე ცნობიერზე "გადართვა" ოფისში შესვლისას, ლიფტში ხდება. ეს "კარის ეფექტს", ჰგავს, ფენომენს, რომლის დროსაც კარში შესვლისას რაღაცის დავიწყება ხდება.
ჰიპოკამპი ჩვენი გამოცდილებები ეპიზოდებად ნაწილდება. ახალ სივრცეში შესვლა იმის ინდიკატორია, რომ "ახალი ეპიზოდი" იწყება. ამან შეიძლება "წინა ეპიზოდში" არსებული ინფორმაციის დავიწყება გამოიწვიოს. სწორედ ამას ეძახიან ნეირომეცნიერები კარის ეფექტს.
სერიალში ეს ეფექტია, თუმცა ბევრად უფრო მასშტაბური. სამზარეულოში შესვლისას შეიძლება დაგავიწყდეთ, თუ რა გინდოდათ რამდენიმე წამის წინ, მაგრამ გემახსოვრებათ თუ ვინ ხართ და რა ხდება ზოგადად თქვენს ცხოვრებაში. Severance-ში ოფისში შესვლისთანავე პერსონაჟებს თავის პირად ცხოვრებაზე ყველაფერ ავიწყდებათ.

ფოტო: Apple TV
შეგვიძლია ვივარაუდოთ, რომ ლიფტში ყოფნისას ძირითადი მანიპულაცია სწორედ ჰიპოკაპუსზე ხდება. მიუხედავად ამისა, იმ ცოდნით რაც დღეს ნეირომეცნიერებაში გვაქვს, ტვინზე ასეთი მანიპულაციების განხორციელება შეუძლებელია. ერთია ტვინის "ორ ცნობიერად გაყოფა", მაგრამ მეორე თავად ამ გაყოფილი ცნობიერებების დამოუკიდებლად და სრულყოფილად მუშაობის შესაძლებლობა. სერიალში პერსონაჟების ტვინი ოფისში სრულყოფილად მუშაობს და არ ფიქსირდება ხარვეზები. როგორც ზემოთ რეალური მაგალითებიდან ვნახეთ — ცნობიერების ასეთი გაყოფა შესაბამის დეფექტებსაც იწვევს.
თუმცა, სამეცნიერო ფანტასტიკა ისაა, რაც ჩვენს წარმოდგენებსა და შესაძლებლობებს აფართოებს და გვაჩვენებს იმას, რაც დღეს არ შეგვიძლია. ვინ იცის, მომავალში, შესაძლოა, მსგავსი მანიპულაციები ისევე შესაძლებელი იყოს, როგორც ეს Apple TV-ის სატელევიზიო შოუშია.
კომენტარები