ეროვნულ დემოკრატიული ინსტიტუტის (NDI) კვლევის მიხედვით, საქართველოს მოსახლეობისთვის ჯანდაცვის სისტემაში არსებული მთავარი პრობლემა წამლების საფასურია.

მოსახლეობის მიერ დასახელებული ძირითადი პრობლემების პირველი ხუთეული ასეთია:

  1. წამლების საფასური — 46%;
  2. პანდემიასთან დაკავშირებული სხვადასხვა გამოწვევები — 25% ;
  3. საავადმყოფოების ხელმისაწვდომობა კორონავირუსთან მიმართებაში — 16%;
  4. ექიმებისა და სამედიცინო პერსონალის პროფესიონალიზმის ნაკლებობა — 14%;
  5. საავადმყოფოებისა და სამედიცინო მომსახურების ხელმისაწვდომობა — 13%.

ფოტო: NDI

კვლევა 2020 წლის 17-24 დეკემბრის პერიოდში ჩატარდა. სატელეფონო ინტერვიუს გზით ქვეყნის მასშტაბით 2 053 სრულწლოვანი ადამიანი გამოიკითხა (ოკუპირებული ტერიტორიების გამოკლებით). რესპონდენტები მარტივი შემთხვევითი შერჩევის გზით — შემთხვევით ნომერზე დარეკვის მეთოდით შეირჩნენ. ინტერვიუები ჩატარდა ქართულ, აზერბაიჯანულ, სომხურ და რუსულ ენებზე.

კვლევის საშუალო ცდომილების ზღვარი +/- 1.1%-ია. NDI-ში განმარტავენ, რომ ახალი მონაცემების კვლევის წინა ტალღებთან შედარებისას გასათვალისწინებელია, რომ ინტერვიუს მეთოდის ცვლილება შესაძლოა ცდომილებაზე აისახოს.