ქუთაისში, მეტალურგიულ ქარხანა ამბიკო სტილსში მექანიკოსი გარდაიცვალა. დასაქმებულის გარდაცვალებაზე ინფორმაციას ადასტურებენ კომპანიაში, მაგრამ დეტალებზე არ საუბრობენ.

On.ge-ს ინფორმაციით, ლითონის დნობის პროცესში ღუმელიდან ცეცხლი გადმოვიდა, მუშამ კი, დიდი რაოდენობით კვამლი შეისუნთქა, რის შედეგადაც გარდაიცვალა. შემთხვევა 10 იანვარს მოხდა.

შინაგან საქმეთა სამინისტროში On.ge-ს განუცხადეს, რომ მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 240-ე მუხლის მე-2 ნაწილით დაიწყო, რაც სამთო, სამშენებლო ან სხვა სამუშაოს წარმოებისას უსაფრთხოების წესის დარღვევას გულისხმობს, რამაც ადამიანის სიცოცხლის მოსპობა ან სხვა მძიმე შედეგი გამოიწვია.