2020 წელს ბლოკჩეინზე თავდასხმისას, ჰაკერებმა 3.8 მილიარდი დოლარი მოიპარეს
Atlas VPN–მა დაადგინა, რომ 2020 წლის განმავლობაში, ბლოკჩეინზე 122 თავდასხმის დროს, ჰაკერებმა თითქმის 3.8 მილიარდი დოლარი მოიპარეს.
ჰაკერების შეტევის სამიზნე ყველაზე ხშირად Ethereum (ETH) DApps იყო. მხოლოდ 2020 წელს მასზე 47 წარმატებული შეტევა განხორციელდა, დაკარგულმა თანხამ კი 436 მილიონი დოლარი შეადგინა.
ასევე, გასულ წელს კრიპტოვალუტის ბირჟებზეც ხდებოდა თავდასხმები. 2020 წელს კრიპტოვალუტის მიმოცვლაზე 28 შეტევა განხორციელდა, რომელმაც მთლიანობაში 300 მილიონი დოლარის ზარალი შეადგინა.
სიაში მესამე ადგილი ბლოკჩეინის საფულეებს უკავიათ. გასულ წელს კრიპტოვალუტის "საფულეებზე" 27 წარმატებული შეტევა განხორციელდა და დაკარგულმა თანახამ 3 მილიარდი მოიცვა.
მიუხედავად ამისა, აღსანიშნავია, რომ 2020 წელს ბლოკჩეინთან დაკავშირებული ჰაკერული თავდასხმები ბოლო ხუთი წლის განმავლობაში პირველად შემცირდა.
2019 წელს ბლოკჩეინის სხვადასხვა პლატფორმებზე 133 კოორდინირებული შეტევა დაფიქსირდა. 2020 წელს ამ რიცხვმა 8 პროცენტით იკლო. მიუხედავად იმისა, რომ ვარდნა ძალიან მნიშვნელოვანი არ არის, ის შეტევების შემცირებაზე მაინც მიანიშნებს.
რაც შეეხება 2021 წელს, იანვარში, უკვე დაფიქსირდა ორი წარმატებული შეტევა, ისევე როგორც ერთი შანტაჟის შემთხვევა კრიპტოვალუტასთან დაკავშირებით.
”ძნელია იმის თქმა, თუ როგორი იქნება ბლოკჩეინის უსაფრთხოება მომავალში. თუმცა, სავარაუდოა, რომ ბლოკჩეინთან დაკავშირებული დარღვევები 2021 წელს კვლავ შემცირდება.“ — ამბობს რეიჩელ უელჩი, Atlas VPN-ის მთავარი ოპერაციული ოფიცერი (COO).
კომენტარები