მეცნიერთა ჯგუფმა მანქანებისთვის საწვავის წარმოების ახალი, სუფთა გზა შეიმუშავა
მეცნიერთა ჯგუფმა შეიმუშავა მანქანებისთვის საწვავის წარმოების სუფთა გზა. მათი კონცეფცია ემყარება განახლებად ენერგიას. კონცეფციის თანახმად, ნახშირორჟანგი და წყალი ერთიანდება საწვავის მეთანოლში, ელექტროენერგიის გამოყენებით, შედეგად მეთანოლი შესაძლებელია გამოყენებულ იქნას საწვავად.
The Drive-ის თანახმად, კონცეფციით შესაძლებელია მიივიღოთ სინთეზური ბენზინი, რაც წიაღისეული საწვავის გაცილებით სუფთა ალტერნატივას წარმოადგენს. როგორც წესი, ნახშირორჟანგის მეთანოლში გარდაქმნას ძალიან მაღალი ტემპერატურა სჭირდება. მაგრამ ჩინეთის საუნივერსიტეტო სისტემის მკვლევარების გუნდმა შეიმუშავა ორგანზომილებიანი ნანოპლატები, რომლებსაც საკმარისი ელექტროენერგიის გამომუშავება შეუძლიათ, მხოლოდ დღისა და ღამის ტემპერატურის ცვლილების წყალობით. შესაბამისი კვლევა Nature Communications-ში გამოქვეყნდა.
სისტემა მხოლოდ მცირე მასშტაბის ლაბორატორიულ გარემოში იქნა შემოწმებული, ამიტომ მეცნიერებმა ნახშიროჟანგი, მცირე რაოდენობით მეთანოლის მოლეკულად გარდაქმნეს. რამდენიმე დღის და ღამის ციკლის შემდეგ, ფირფიტებმა საკმარისი ელექტროენერგია გამოიმუშავეს.
რა თქმა უნდა, სუფთა სინთეზირებული მეთანოლი მაინც გამოიმუშავებს სათბურის გაზებს, ასე რომ, ეს ახალი პროცესიც კი არ იქნებოდა პლანეტისთვის ისეთივე კარგი, როგორც ელექტროფიკაცია და ბენზინის საერთოდ გაქრობა, მაგრამ კონცეფცია მნიშვნელოვნად აუმჯობესებს საწვავის გამომუშავებას და ენერგიის წარმოებას. რაც მთავარი მცირდება მავნე აირების გამოყოფა.
კომენტარები