ჩინურმა მაგნიტოპლანმა მატარებელმა 643 კმ/სთ სიჩქარე განავითარა
ჩინელმა მკვლევრებმა გამოსცადეს მაგნიტოპლანი მატარებლის ახალი პროტოტიპი, რომელიც მკლევრების თქმით, საათში 643 კმ/სთ სიჩქარეს ავითარებს.
მატარებელი, რომელიც გაიტესტა საცდელი ლიანდაგის მოკლე მონაკვეთზე ოთხშაბათს, მიიჩნევა ქალაქებს შორის ტრანსპორტირების პოტენციურ, ახალ სწრაფ საშუალებად. მატარებლის სიჩქარე სავარაუდოდ, მომავალში თვითმფრინავისაზე სწრაფი იქნება, იუწყება South China Morning Post. ახალ ტექნოლოგიას დასჭირდება სრულყოფილად მოწესრიგება, სანამ მზად იქნება ადამიანების გადაყვანისთვის, მაგრამ მატარებლის ახალმა ზეგამტარმა ტექნოლოგიამ ის უკვე გახადა უფრო სწრაფი, მსუბუქი და ეფექტური მაგნიტოპლანი მატარებელი, ვიდრე სხვა ტრანსპორტია.
სამხრეთ–დასავლეთ ჯიაოტონის უნივერსიტეტის მეცნიერებს, რომლებიც პროტოტიპის უკან დგანან, ეჭვი აქვთ, რომ მატარებელი კომერციულად სიცოცხლისუნარიანი გახდება. დაახლოებით, ექვსი წლის შემდეგ კი, მას შესაძლოა, 800 კმ/სთ სიჩქარის განვითარებაც შეეძლოს.
ამ დროის ნაწილი დაიხარჯება მატარებლის წონის შემცირებაზე. მიზანი კი არის შემუშავდეს ისეთი მატარებლის დიზაინი, რომელიც უფრო მსუბუქია, ვიდრე მისი წინამორბედები, ისე, რომ ახალი ხაზების, გვირაბებისა და ხიდების მშენებლობის ღირებულებაც შემცირდება.
სამხრეთ-დასავლეთი ჯიაოტონის მკვლევრებმა განაცხადეს, რომ მას შემდეგ, რაც დასრულდება ახალი მაგნიტოპლანი მატარებელის პროექტი, მნიშვნელოვნად გაუმჯობესდება იაპონიაში, ჩინეთსა და სხვა ქვეყნებში გადაადგილება. თუმცა, ეს ჯერ კიდევ წლების განმავლობაში გაწელილი პროცესია. მიუხედავად იმისა, რომ პროტოტიპი საკმაოდ შთამბეჭდავია, მასზე ჯერ კიდევ ბევრია სამუშაო.
კომენტარები