ჯორჯიის შტატში პირველი შავკანიანი სენატორი აირჩიეს — წინასწარი შედეგები
წინასწარი შედეგებით, სენატის არჩევნებზე დემოკრატი რაფაელ უორნოქი ლიდერობს. გამარჯვების შემთხვევაში ის პირველი შავკანიანი იქნება სენატში, რომელიც ჯორჯიის შტატს წარმოადგენს.
ჯორჯიის შტატი ორ სენატორს ირჩევს. 3 ნოემბრის არჩევნებზე ვერც ერთმა კანდიდატმა ხმების საჭირო, 50 პროცენტზე მეტი ვერ მოიპოვა და სწორედ ამიტომ, განმეორებითი არჩევნები ჩაინიშნა.
რაფაელ უორნოქი 15 წელია პასტორია და იმავე ეკლესიაში ქადაგებდა, სადაც მარტი ლუთერ კინგი მოღვაწეობდა. როგორც წინასწარი შედეგები ცხადყოფს, მან მოქმედი სენატორი, რესპუბლიკელი კელი ლეფლერი დაამარცხა. ხმების 98 პროცენტის დათვლის შემდეგ, უორნოქს 50,6 პროცენტი აქვს მოპოვებული, ხოლო ლეფლერს — 49,4 პროცენტი.
კელი ლეფრელს სენატორის არჩევნებში მონაწილეობა არასდროს მიუღია. ის სენატორის პოსტზე გუბერნატორმა მას შემდეგ დანიშნა, რაც ჯონი აიზეკმა ჯანმრთელობის მდგომარეობის მიზეზით პოსტი დატოვა.
ახლა ყურადღება ჯორჯიის სენატორის მეორე ადგილზეა მიპყრობილი, სადაც ბრძოლა დემოკრატ ჯო ოსოფსა და რესპუბლიკელ დევიდ პერდიუს შორის არის. როგორც AP წერს, ჯერჯერობით ნაადრევია გამარჯვებულის დასახელება, რადგან კანდიდატები თითქმის ერთნაირად მიდიან.
ჯორჯიის შტატის სენატორობისთვის ბრძოლა გადამწყვეტი იქნება არჩეული პრეზიდენტი, ჯო ბაიდენისთვისაც. თუ ორივე ადგილს დემოკრატი კანდიდატი მოიპოვებს, მაშინ პარტიებს შორის ადგილები 50/50-ზე გადანაწილდება და ეს დემოკრატებს უფრო გააძლიერებს, რაც ბაიდენს მოქმედებების არეალს გააფართოებს.
-
გადახედვაატაკამის უდაბნოს მიწისქვეშ, 4 მეტრ სიღრმეში, მიკრობული სიცოცხლე აღმოაჩინეს ატაკამის უდაბნოს მიწისქვეშ, 4 მეტრ სიღრმეში, მიკრობული სიცოცხლე აღმოაჩინეს
-
გადახედვავცხოვრობთ თუ არა სიმულაციაში — მეცნიერის თქმით, მან ამის მტკიცებულებას მიაგნო ვცხოვრობთ თუ არა სიმულაციაში — მეცნიერის თქმით, მან ამის მტკიცებულებას მიაგნო
-
გადახედვამეცნიერებმა ალმასი სულ რაღაც 150 წუთში შექმნეს მეცნიერებმა ალმასი სულ რაღაც 150 წუთში შექმნეს
-
გადახედვაLIO with ILA — ქართული მუსიკალური პროექტი, რომლის სიმღერა პროტესტის ჰიმნად იქცა LIO with ILA — ქართული მუსიკალური პროექტი, რომლის სიმღერა პროტესტის ჰიმნად იქცა
-
გადახედვაკროსვორდი: გამოიცანი ევროპის ქალაქი ღირშესანიშნაობით კროსვორდი: გამოიცანი ევროპის ქალაქი ღირშესანიშნაობით
-
-
გადახედვაჰაბლის მონაცემებში 1000-ზე მეტი ახალი ასტეროიდი აღმოაჩინეს ჰაბლის მონაცემებში 1000-ზე მეტი ახალი ასტეროიდი აღმოაჩინეს
-
გადახედვამანჯგალაძე: მინდა იცოდეს ყველამ, ვინც აპირებს 29 აპრილის აქციაზე მისვლას, ეს არ არის უბრალოდ თბილისში გასეირნება, ეს არის ღალატში თანამონაწილეობა მანჯგალაძე: მინდა იცოდეს ყველამ, ვინც აპირებს 29 აპრილის აქციაზე მისვლას, ეს არ არის უბრალოდ თბილისში გასეირნება, ეს არის ღალატში თანამონაწილეობა
-
გადახედვათვითმკვლელობამდე მიყვანის და ადევნების ფაქტებზე ერთ პირს ბრალდება წარედგინა თვითმკვლელობამდე მიყვანის და ადევნების ფაქტებზე ერთ პირს ბრალდება წარედგინა
-
გადახედვა"ლგბტ პროპაგანდის ამკრძალავი" კანონის გამო, რუსეთში პაზოლინის ბიოგრაფიულ წიგნის ნაწილს ცენზურა დაადეს "ლგბტ პროპაგანდის ამკრძალავი" კანონის გამო, რუსეთში პაზოლინის ბიოგრაფიულ წიგნის ნაწილს ცენზურა დაადეს
-
გადახედვაჯო ბაიდენმა TikTok-ის აკრძალვის კანონპროექტს ხელი მოაწერა ჯო ბაიდენმა TikTok-ის აკრძალვის კანონპროექტს ხელი მოაწერა
-
გადახედვატროლები და ბოტები: როგორ გამოვააშკარაოთ ყალბი პროფილები — ინტერვიუ ანი ქისტაურთან ტროლები და ბოტები: როგორ გამოვააშკარაოთ ყალბი პროფილები — ინტერვიუ ანი ქისტაურთან
-
გადახედვავენეციაში შესასვლელად €5 უნდა გადაიხადოთ ვენეციაში შესასვლელად €5 უნდა გადაიხადოთ
-
გადახედვადააკავეს საქართველოს 4 მოქალაქე, რომლებმაც ევროკავშირის ქვეყნების ბიბლიოთეკებიდან ძვირადღირებული წიგნები მოიპარეს დააკავეს საქართველოს 4 მოქალაქე, რომლებმაც ევროკავშირის ქვეყნების ბიბლიოთეკებიდან ძვირადღირებული წიგნები მოიპარეს
-
გადახედვაორბანი მიიჩნევს, რომ კობახიძე პოლიტიკაში დიდი მოჭადრაკეა, მას გროსმაისტერის უნარები აქვს — რა თქვეს ლიდერებმა უნგრეთში, კონფერენციაზე ორბანი მიიჩნევს, რომ კობახიძე პოლიტიკაში დიდი მოჭადრაკეა, მას გროსმაისტერის უნარები აქვს — რა თქვეს ლიდერებმა უნგრეთში, კონფერენციაზე
-
-
გადახედვარამ გამოიწვია ათენის ცის გასაოცარი მოწითალო შეფერილობა რამ გამოიწვია ათენის ცის გასაოცარი მოწითალო შეფერილობა
-
გადახედვაემა სტოუნს უნდა, თავისი ნამდვილი სახელი დავუძახოთ ემა სტოუნს უნდა, თავისი ნამდვილი სახელი დავუძახოთ
-
გადახედვახატია დეკანოიძე: 29 აპრილს იქნება აქცია "რუსული მარში" რუსული კანონის დასაცავად ხატია დეკანოიძე: 29 აპრილს იქნება აქცია "რუსული მარში" რუსული კანონის დასაცავად
-
გადახედვაროგორი ამინდი იქნება საქართველოში უქმეებზე როგორი ამინდი იქნება საქართველოში უქმეებზე
-
კომენტარები