როგორ გარდაქმნა 2020-მა წელმა ვარჯიშის კულტურა
ფოტო: Kemal Yildirim / Getty Images
2020 წელს კორონავირუსმა ჩვენი ცხოვრების ყველა ასპექტი შეცვალა — მათ შორის, ჩვენი ვარჯიშის სტილი და მისით მიღებული გამოცდილებაც. ამ ცვლილებით როგორც მოულოდნელი, ასევე სასარგებლო და, შესაძლოა, ისეთი ჩვევებიც შევიძინეთ, რომლებსაც პანდემიის დასრულების შემდეგაც კი შევინარჩუნებთ. გარდაიქმნა ვარჯიშის ჩვენეული მანერა, მიზნები და მასთან დაკავშირებული საჭიროებებიც.
წლის დასაწყისში არავინ ველოდით, რომ ახალი ვირუსი ვარჯიშის ჩვენს რუტინასა და, ზოგადად, ჩვენს მთლიან ცხოვრებას თავდაყირა დააყენებდა. იანვრისა და თებერვლის თვეში მსოფლიოს გარშემო მცხოვრები ვარჯიშის მოყვარულთათვის ისეთი საკითხები იყო მნიშვნელოვანი, როგორებიცაა: რამდენად აგდებს საფრთხეში კეტო დიეტა ათლეტების ძვლების ჯანმრთელობას; რა გავლენას ახდენს სიარულის მანერაზე სქელძირიანი სპორტული ფეხსაცმელი; ან რა მოსდით არტერიებს მარათონში მონაწილეობის პირველად მიღების მერე.
სხვათა შორის, ამ თემებზე ჩატარებულ კვლევებზე დაყრდნობით, ზემოთ დასმულ კითხვებს მსგავსი პასუხები ეცემა: 1. რამდენიმე კვირის განმავლობაში ნახშირწყლებზე უარის თქმა აქტიური ათლეტების ძვლის სტრუქტურას მნიშვნელოვნად აზიანებს; 2. სქელძირიანი ფეხსაცმლით სირბილისას ადამიანი მიწას მეტი სიმძლავრით ჰკრავს ფეხს; 3. მარათონში მონაწილეობის ერთხელ მიღების შემდეგაც კი ახალბედა მორბენალების არტერიები მეტად მოქნილი ხდება და ბიოლოგიურად ახალგაზრდავდება.
თუმცა, მარტში ხალხს სპორტული ფეხსაცმლებისა და მარათონებისადმი ინტერესი თანდათან გაუქრა. სწორედ ამ დროს ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ COVID-19-ის პანდემია გამოაცხადა და მოულოდნელად სრულიად ახალ საზრუნავთან შეჯახება მოგვიწია. ამ დროიდან სოციალურ დისტანციაზე, ნიღბებზე, ჰაერწვეთოვანი გზით გადამდებ დაავადებასა და იზოლაციაზე დაუსრულებელი წუხილი დაიწყო.
ფოტო: Victor He / Unsplash
ამ პროცესებმა ჩვენი ვარჯიშის რუტინაზე სწრაფი და ფუნდამენტური ზემოქმედება მოახდინა. თავდაპირველად, არავინ ვიცოდით, ახალ პირობებში როგორ ან თუ უნდა გაგვეგრძელებინა ვარჯიში. შეიძლებოდა, რომ ველოსიპედი გვეტარებინა, გვერბინა ან გვესეირნა მაშინ, როდესაც შეზღუდვების ფონზე სახლში დარჩენას გვირჩევდნენ? განა შესაძლებელი იყო, რომ ვარჯიშის დროს ნიღაბი გაგვეკეთებინა და ნორმალურად გვესუნთქა? ან, თუნდაც, უსაფრთხო იყო თუ არა წყლის დასალევი შადრევნებით სარგებლობა?
ამ მოვლენათა საპასუხოდ, The New York Times-ის ვებგვერდზე 19 მარტს კორონავირუსისა და ფიტნესის საკითხზე სტატია გამოქვეყნდა. იმ დროისთვის ექსპერტები გადაჭრით ამბობდნენ, რომ პანდემიის განმავლობაში ფიზიკური აქტივობის შენარჩუნება იყო საჭირო, თუმცა, ამასთან, პარკებში განთავსებული შადრევნებიდან წყლის დალევისგან თავი უნდა შეგვეკავებინა. ისინი ასევე აღნიშნავდნენ, რომ ვირუსის შესახებ დასმული ბევრი კითხვა, უსაფრთხოდ ვარჯიშის საკითხის ჩათვლით, პასუხგაუცემელი რჩებოდა.
დროთა განმავლობაში პანდემიის ფონზე ვარჯიშის გამოცდილება და ამ საკითხთან დაკავშირებული კვლევების რაოდენობა თანდათან გაიზარდა. მაგალითად, აპრილში ჩატარებულმა, ფართოდ განხილვადმა კვლევამ აჩვენა, რომ სწრაფი სიარულისა და სირბილისას ჩვენ გარშემო არსებული ჰაერის ნაკადი მიმართულებას იცვლის და სწრაფდება კიდეც. ამ დროს ჩვენ მიერ ამოსუნთქული ნაწილაკები უფრო შორს იფანტებიან, ვიდრე უმოძრაო მდგომარეობაში ყოფნისას. სწორედ ამიტომ, კვლევის მიხედვით დადგინდა, რომ მორბენლებმა ან სწრაფად მოსიარულეებმა მინიმუმ 4.5-მეტრიანი დისტანცია უნდა დაიცვან, რაც დადგენილ სტანდარტულ დისტანციაზე ორჯერ მეტია (მომდევნო კვლევებმა ცხადყო, რომ გარე აქტივობები შედარებით უსაფრთხოა, თუმცა ექსპერტები დისტანციის მაქსიმალურად დაცვასა და ნიღბის ტარებას მაინც გვირჩევენ).
ფოტო: Under Armour
უკვე ივნისში ინტერნეტსივრცეში გამოჩნდა სტატიები კვლევაზე, რომელმაც სამხრეთ კორეაში ზუმბას გაკვეთილებზე გავრცელებული 112 კოვიდ-შემთხვევა აღრიცხა. ინფექციის წყარო რამდენიმე ინსტრუქტორი იყო, რომლებმაც კორონავირუსი თავიანთ მოსწავლეებს დახურულ სივრცეში ხალხმრავალი ვარჯიშისას გადასდეს. მოვარჯიშეთაგან რამდენიმემ კი ოჯახის წევრები და მეგობრები დააინფიცირა. მათი უმეტესობა მალევე გამოჯანმრთელდა, თუმცა კვლევით შემაშფოთებელი საფრთხე გაცხადდა: "სპორტულ დარბაზში ვარჯიშისას დაინფიცირების მაღალი რისკი არსებობს", — თქვა კვლევის თანაავტორმა.
საბედნიეროდ, სხვა სამეცნიერო სიახლეები, რომლებიც კორონავირუსის ფონზე ვარჯიშს შეეხებოდა, უფრო დამაიმედებელი აღმოჩნდა. ორი ბოლოდროინდელი ექსპერიმენტის საფუძველზე, რომლებში მონაწილეებიც ნიღბებით ვარჯიშობდნენ, მკვლევრებმა დაადგინეს, რომ ნიღაბი პულსის სიხშირესა და სუნთქვას პრობლემებს არ უქმნის. ხოლო მას შემდეგ, რაც მოხალისეები ნიღაბს შეეჩვიენ, მათ ასე ვარჯიში სუბიექტურადაც არ მოჩვენებიათ უფრო რთული.
უფრო მეტიც, ახალმა კვლევამ დაადგინა, რომ პანდემიამ ზოგ ადამიანს უფრო აქტიური ცხოვრებისკენ უბიძგა. ივნისში ჩატარებულმა ონლაინ გამოკითხვამ ცხადყო, რომ ფიზიკურად აქტიური ადამიანების უმეტესობა პანდემიის ფონზე უფრო ხშირად ვარჯიშობს.
თუმცა სხვა, ამჯერად ბრიტანულმა კვლევამ უფრო დეტალური შედეგები წარმოადგინა. ადამიანების აქტივობის მონაცემების აღმრიცხავი აპლიკაციის მეშვეობით, კვლევის ავტორებმა აღმოაჩინეს, რომ პანდემიის დაწყების შემდეგ ბევრმა ხანშიშესულმა მომხმარებელმა უფრო რეგულარულად დაიწყო სიარული. თუმცა, მომუშავე ახალგაზრდების უმეტესობა ახლა თითქმის მთელ დღეებს მჯდომარედ ატარებს — მაშინაც კი, თუ ისინი პანდემიამდე ცხოვრების აქტიური წესით გამოირჩეოდნენ.
რა თქმა უნდა, ჩვენს ფიზიკურ აქტივობებზე კორონავირუსის ხანგრძლივი ზეგავლენის დადგენა ჯერ შეუძლებელია და, სავარაუდოდ, ეს თემა მომავალ წლებში ძალიან მნიშვნელოვანი კვლევების საგანი გახდება. თუმცა, იმ ადამიანებისთვის, რომლებსაც უყვართ ვარჯიში, მაგრამ ზოგჯერ პროკრასტინაციაც აწუხებთ, ამ წლის მთავარი გაკვეთილი ის იყო, რომ ფიტნესმა, ფიზიკური თუ მენტალური ჯანმრთელობის მხრივ, უპრეცედენტოდ დიდი მნიშვნელობა შეიძინა.
ფოტო: Gabriella Clare Marino / Unsplash
მაგალითად, აგვისტოში ჩატარებულმა კვლევამ აჩვენა, რომ ახალგაზრდა სპორტსმენების ორგანიზმი გრიპის ვაქცინის საპასუხოდ უფრო მეტ ანტისხეულს გამოიმუშავებს, ვიდრე ახალგაზრდა ადამიანის ასევე ჯანსაღი, მაგრამ გაუწვრთნელი ორგანიზმი. ამ კვლევის შედეგმა კი ზოგი კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინის ეფექტიანობაზე დააფიქრა.
ამ მიგნებას სექტემბერში თაგვებზე ჩატარებული კვლევაც ამყარებს. კვლევამ აჩვენა, რომ მორბენალი ცხოველები უცხო სხეულებსა და სტრესს გალიაში წყნარად მჯდომ ცხოველებზე გაცილებით უკეთ ებრძვიან.
ასევე, გასულ წელს ჩატარდა კვლევა სეირნობის იმ ტიპზე, რომელიც დაძაბულობის მოხსნაში გვეხმარება. ამ დროს მოსიარულე ადამიანები მათ გარშემო არსებულ დეტალებში მშვენიერების ძიებასა და მათზე კონცენტრირებას ცდილობენ. კვლევამ დაადგინა, რომ ისინი თავს გაცილებით მხნედ და ბედნიერად გრძნობდნენ, ვიდრე ადამიანები, რომლებიც სირულისას გარემოთი დატკბობას არ ცდილობდნენ.
სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, ჩვენ სამყაროში გადაადგილებით ნუგეში და ემოციური თუ ფიზიკური ძალა შეგვიძლია ვიპოვოთ, თუკი გარემომცველი რეალობის მშვენიერებას და მიმზიდველობას გავუსწორებთ თვალს.
-
აბა ვინმემ ამიხსნას "მტკივნეული რეგიონები" რას ნიშნავს!!!! — სალომე ზურაბიშვილი საპატრიარქოს განცხადებაზე აბა ვინმემ ამიხსნას "მტკივნეული რეგიონები" რას ნიშნავს!!!! — სალომე ზურაბიშვილი საპატრიარქოს განცხადებაზე
გადახედვა
-
საქართველოს პატრიარქმა მოსკოვის საპატრიარქოს დელეგაციას უმასპინძლა — რაზე ისაუბრეს მხარეებმა? საქართველოს პატრიარქმა მოსკოვის საპატრიარქოს დელეგაციას უმასპინძლა — რაზე ისაუბრეს მხარეებმა?
გადახედვა
-
POLITICO: ევროკავშირი კანდიდატ ქვეყნებს ერთიან ბაზართან წვდომას შესთავაზებს POLITICO: ევროკავშირი კანდიდატ ქვეყნებს ერთიან ბაზართან წვდომას შესთავაზებს
გადახედვა
-
ირანმა ძვირადღირებული ავტომობილების იმპორტი აკრძალა ირანმა ძვირადღირებული ავტომობილების იმპორტი აკრძალა
გადახედვა
-
მზია ამაღლობელს ლეხ ვალენსას სოლიდარობის ჯილდო გადასცეს მზია ამაღლობელს ლეხ ვალენსას სოლიდარობის ჯილდო გადასცეს
გადახედვა
-
ვან გოგისა და სეზანის ათწლეულების განმავლობაში უხილავი ტილოები აუქციონზე შესაძლოა, ჯამში $300 მილიონზე მეტად გაიყიდოს ვან გოგისა და სეზანის ათწლეულების განმავლობაში უხილავი ტილოები აუქციონზე შესაძლოა, ჯამში $300 მილიონზე მეტად გაიყიდოს
გადახედვა
-
პროკურატურამ პირს, რომელსაც TikTok-ითა და whatsapp-ით 8 და 11 წლის მოზარდებთან სექსუალური შინაარსის კომუნიკაცია ჰქონდა, ბრალი წარუდგინა პროკურატურამ პირს, რომელსაც TikTok-ითა და whatsapp-ით 8 და 11 წლის მოზარდებთან სექსუალური შინაარსის კომუნიკაცია ჰქონდა, ბრალი წარუდგინა
გადახედვა
-
ადამიანის ტვინი ორი ორგანოა? — ინტერვიუ კვლევის თანაავტორთან ადამიანის ტვინი ორი ორგანოა? — ინტერვიუ კვლევის თანაავტორთან
გადახედვა
-
ათ წელზე მეტი ხნის შემდეგ აშშ-ის ჯარები ერაყს ტოვებენ ათ წელზე მეტი ხნის შემდეგ აშშ-ის ჯარები ერაყს ტოვებენ
გადახედვა
-
როგორი იყო ხელისგულის ზომის მანქანა, რომელმაც ნაწილაკების ფიზიკა სამუდამოდ შეცვალა როგორი იყო ხელისგულის ზომის მანქანა, რომელმაც ნაწილაკების ფიზიკა სამუდამოდ შეცვალა
გადახედვა
-
ბერა ივანიშვილი განცხადებას ავრცელებს და აცხადებს, რომ ცილისმწამებლურ ბრალდებებთან დაკავშირებით სამართლებრივ პასუხს მოითხოვს ბერა ივანიშვილი განცხადებას ავრცელებს და აცხადებს, რომ ცილისმწამებლურ ბრალდებებთან დაკავშირებით სამართლებრივ პასუხს მოითხოვს
გადახედვა
-
მარატ კამბოლოვმა ოკუპირებული ცხინვალის რეგიონის ე.წ პრეზიდენტის პოსტი დაიკავა მარატ კამბოლოვმა ოკუპირებული ცხინვალის რეგიონის ე.წ პრეზიდენტის პოსტი დაიკავა
გადახედვა
-
დუბაი-თელ-ავივის რეისის პილოტი, რომელმაც, სავარაუდოდ, თვითმფრინავის ჩამოგდება სცადა, დააკავეს დუბაი-თელ-ავივის რეისის პილოტი, რომელმაც, სავარაუდოდ, თვითმფრინავის ჩამოგდება სცადა, დააკავეს
გადახედვა
-
5 ნიშანი, რომ კოალა ხარ და არ იცოდი 5 ნიშანი, რომ კოალა ხარ და არ იცოდი
გადახედვა
-
ელისაშვილი: ნორმალური ხელისუფლება ირანის ელჩს გააძევებდა, ბოდიშს მოახდევინებდა ელისაშვილი: ნორმალური ხელისუფლება ირანის ელჩს გააძევებდა, ბოდიშს მოახდევინებდა
გადახედვა
-
ბაზისბანკის მხარდაჭერით საერთაშორისო თეატრალური ფესტივალი — თბილისური ბროწეულები გაიმართა ბაზისბანკის მხარდაჭერით საერთაშორისო თეატრალური ფესტივალი — თბილისური ბროწეულები გაიმართა
-
2027 წლიდან ხელფასები საჯარო სექტორში 8.4%-ით მოიმატებს 2027 წლიდან ხელფასები საჯარო სექტორში 8.4%-ით მოიმატებს
გადახედვა
-
რუსეთის მოქალაქეს, რომელმაც აივნიდან გადმოშარდა, 15-დღიანი პატიმრობა და საქართველოდან გაძევება მიესაჯა რუსეთის მოქალაქეს, რომელმაც აივნიდან გადმოშარდა, 15-დღიანი პატიმრობა და საქართველოდან გაძევება მიესაჯა
გადახედვა
-
ევროკავშირიდან გაძევებული მოქალაქეების რაოდენობით საქართველო მესამე ადგილზეა ევროკავშირიდან გაძევებული მოქალაქეების რაოდენობით საქართველო მესამე ადგილზეა
გადახედვა
-
ირანის ელჩი საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროში დაიბარეს ირანის ელჩი საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროში დაიბარეს
გადახედვა
-
დიმიტრი პესკოვი: კატეგორიულად უარვყოფთ რუსეთში პოლიტიკური პატიმრების არსებობას დიმიტრი პესკოვი: კატეგორიულად უარვყოფთ რუსეთში პოლიტიკური პატიმრების არსებობას
გადახედვა
კომენტარები