ვოლვო ქარ საქართველოს მხარდაჭერით, თბილისმა საერთაშორისო რეგატას პირველად უმასპინძლა — ახალი ეტაპი აფროსნობის განვითარებაში
ფოტო: ვოლვო ქარ საქართველო
მსოფლიო აფროსნობის რუკაზე თბილისმა მნიშვნელოვანი ადგილი დაიკავა — ვოლვო ქარ საქართველოს მხარდაჭერით, ისტორიაში პირველად, ქვეყნის დედაქალაქმა იალქნიანი საკრეისერო ნავების საერთაშორისო რეგატას უპასპინძლა. შეჯიბრება 15-17 აგვისტოს საქართველოს საიალქნო კლუბში გაიმართა და მასში მონაწილეობდნენ სხვადასხვა ქვეყნიდან ჩამოსული პროფესიონალი იახტსმენები და მაღალი დონის საერთაშორისო მსაჯები.
ფოტო: ვოლვო ქარ საქართველო
ეკა კევლიშვილი, ვოლვო ქარ საქართველოს მარკეტინგის ხელმძღვანელი: “ვოლვო ქარ საქართველო აქტიურად უწყობს ხელს საქართველოში აფროსნობის განვითარებას. სამი წლის წინ ხელი მოეწერა საქართველოს საიალქნო კლუბთან პარტნიორობის მემორანდუმს. ამ ხნის განმავლობაში კლუბმა სხვადასხვა საერთაშორისო რეგატაში მიიღო მონაწილეობა. ვოლვო ქარ საქართველო ყველა ეტაპზე მისი მხარდამჭერი იყო.
რაც შეეხება საერთაშორისო რეგატას, მოხარულები ვართ, რომ თბილისმა პირველად უმასპინძლა ასეთ გრანდიოზულ ღონისძიებას. მსოფლიოს მასშტაბით, ვოლვო აფროსნობის აქტიური მხარდამჭერია. ვოლვო ქარ საქართველო კი იზიარებს ბრენდის გლობალურ ღირებულებებს ჯანსაღი ცხოვრების პოპულარიზაციის კუთხით და ცდილობს, მაქსიმალურად შეუწყოს ხელი საქართველოში სპორტის ამ სახეობის მიმართ ინტერესის ზრდას, იმისთვის, რომ მასში კიდევ უფრო მეტი ადამიანი ჩაერთოს“.
საერთაშორისო ღონისძიების პარტნიორები იყვნენ საავიაციო კომპანია, ვან კლიკი და ლიბერთი ბანკის პრემიუმ მომსახურება, სტუდიო ლიბერთი.
საქართველოს საიალქნო კლუბი 2022 წელს დაფუძნდა და სწრაფად ვითარდება. ცოტა ხნის წინ კლუბმა, საქართველოში პირველმა, შეიძინა მსოფლიოში მოწინავე სპორტული ნავები — ინგლისური წარმოების RS21, რაც აფროსნობის განვითარების თვალსაზრისით ახალი ეტაპის დასაწყისია. ეს მოდელი, თავისი მახასიათებლებით, სრულად აკმაყოფილებს საერთაშორისო რეგატის სტანდარტებს და ქართველ სპორტსმენებს შესაძლებლობას აძლევს, მონაწილეობა მიიღონ პრესტიჟულ საერთაშორისო შეჯიბრებებში.
ფოტო: ვოლვო ქარ საქართველო
კახა ნონიაშვილი, საქართველოს საიალქნო კლუბის დამფუძნებელი და დირექტორი: “საერთაშორისო რეგატის ორგანიზებისთვის საქართველოს საიალქნო კლუბი რამდენიმე თვის განმავლობაში ემზადებოდა. RS21 ნავების შეძენითა და საერთაშორისო რეგატის ორგანიზებით, კლუბი კიდევ ერთხელ ადასტურებს მზადყოფნას აფროსნობის სფეროს განვითარებისა და საერთაშორისო ასპარეზზე ღირსეული კონკურენციისთვის. სწორედ ახალმა სპორტულმა ნავებმა მოგვცა შესაძლებლობა, რომ ქართველი სპორტსმენები მსოფლიო ლიდერებთან შეჯიბრებით ახალ ეტაპზე გადავიდნენ. საერთაშორისო რეგატა, რომელსაც საქართველოს საიალქნო კლუბმა უმასპინძლა, ყველა საერთაშორისო წესის დაცვით გაიმართა და 3 გამარჯვებული გამოვლინდა.
ვოლვო ქარ საქართველოკლუბის გახსნის დღიდან გვიჭერს მხარს გასვლითი რეგატებისა თუ საბავშვო სკოლის განვითარების მხრივ. მოხარულები ვართ, რომ ჩვენი პარტნიორი ასეთი მაღალი დონის კომპანიაა, რომელიც აქტიურად მონაწილეობს ქვეყანაში აფროსნობის განვითარებასა და პოპულარიზაციაში. კერძო სექტორის როლი ამ პროცესში განსაკუთრებულად მნიშვნელოვანია“.
საქართველოს საიალქნო კლუბის მწვრთნელთა გუნდი 8 კვალიფიციურ სპეციალისტს აერთიანებს. მას აქვს საბავშვო სპორტსკოლა, რომლის მიზანი საქართველოში აფროსნობის განვითარების ხელშეწყობა და ამ სპორტით, რაც შეიძლება მეტი მოზარდის დაინტერესებაა.
ვოლვო ქარ საქართველო უკვე 3 წელია, საქართველოს საიალქნო კლუბის მხარდამჭერია და ქვეყანაში აფროსნობის განვითარებას აქტიურად უწყობს ხელს. გლობალურად კი, ვოლვო რეგატა — Volvo Ocean Race მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე პრესტიჟული და მოთხოვნადი შეჯიბრებაა და მასში მონაწილეობა ყველა აფროსნისთვის სასურველი და მნიშვნელოვანია.
--
თეგეტა ჰოლდინგის ერთ-ერთ მიმართულებაში, თეგეტა ქარსში შემავალი კომპანია ვოლვო ქარ საქართველო შვედურ ბრენდს საქართველოში 2019 წლიდან წარმოადგენს. კომპანია პრემიუმ კლასის ავტომობილების ოფიციალური იმპორტიორია. კომპანია მომხმარებელს SUV-ებს, სედანებსა და უნივერსალებს სთავაზობს, მათ შორის არის, როგორც დამუხტვადი ჰიბრიდები, ისე შიგაწვის ძრავიანი უახლესი მოდელები. შოურუმის გარდა, მომხმარებელს შესაძლებლობა აქვს, კომპანიის ციფრული მაღაზიით ისარგებლოს, კომპანიის ვებგვერდზე ავტომობილი 360-გრადუსიანი სისტემით, დისტანციურად შეაფასოს და კონფიგურატორის დახმარებით, სასურველი კომპლექტაციის მოდელი საკუთარი გემოვნებით ააწყოს, რომლის ჩამოყვანასაც ვოლვო ქარ საქართველო უზრუნველყოფს.
-
AfD-ის დეპუტატი ევროპარლამენტს საქართველოს საკითხზე "ორმაგ სტანდარტებში" ადანაშაულებს AfD-ის დეპუტატი ევროპარლამენტს საქართველოს საკითხზე "ორმაგ სტანდარტებში" ადანაშაულებს
გადახედვა
-
"დასანქცირდეს ივანიშვილი" — რა განცხადებები გაკეთდა ევროპარლამენტში საქართველოსთან დაკავშირებულ დებატებზე? "დასანქცირდეს ივანიშვილი" — რა განცხადებები გაკეთდა ევროპარლამენტში საქართველოსთან დაკავშირებულ დებატებზე?
გადახედვა
-
Claude-ში ხელოვნური ინტელექტის მოდელი განაახლეს — გაიცანით Haiku 5.5 Claude-ში ხელოვნური ინტელექტის მოდელი განაახლეს — გაიცანით Haiku 5.5
გადახედვა
-
პაატა ბურჭულაძე: "ოცნებასთან" საპროცესო შეთანხმება არა მონანიება, არამედ უკანონო პატიმრობისგან გათავისუფლების შესაძლებლობაა" პაატა ბურჭულაძე: "ოცნებასთან" საპროცესო შეთანხმება არა მონანიება, არამედ უკანონო პატიმრობისგან გათავისუფლების შესაძლებლობაა"
გადახედვა
-
აქტივისტ სერგეი ყანჩელის თქმით, პოლიციელებმა ის სასაფლაოზე სცემეს და სქესობრივი კავშირის დამყარებას აიძულებდნენ აქტივისტ სერგეი ყანჩელის თქმით, პოლიციელებმა ის სასაფლაოზე სცემეს და სქესობრივი კავშირის დამყარებას აიძულებდნენ
გადახედვა
-
პრორუსი ნიკოლოზ მჟავანაძის განცხადებით, სანქციები "სახუმარო არ ყოფილა" პრორუსი ნიკოლოზ მჟავანაძის განცხადებით, სანქციები "სახუმარო არ ყოფილა"
გადახედვა
-
რუსთავის N6 საპყრობილეში მყოფი პატიმარი ამბობს, რომ გიორგი დავითაძისადმი სოლიდარობის ნიშნად "ვენები დაისერა" რუსთავის N6 საპყრობილეში მყოფი პატიმარი ამბობს, რომ გიორგი დავითაძისადმი სოლიდარობის ნიშნად "ვენები დაისერა"
გადახედვა
-
საია-ის ადვოკატს გიორგი დავითაძესთან შეხვედრისას გაკეთებული ჩანაწერების გამოტანის უფლება არ მისცეს საია-ის ადვოკატს გიორგი დავითაძესთან შეხვედრისას გაკეთებული ჩანაწერების გამოტანის უფლება არ მისცეს
გადახედვა
-
სოხუმში ავიარეისები რუსეთის კიდევ ერთი ქალაქიდან დაიწყო სოხუმში ავიარეისები რუსეთის კიდევ ერთი ქალაქიდან დაიწყო
გადახედვა
-
ერდოღანი პუტინს ტელეფონით შავი ზღვის უსაფრთხოების შესახებ ესაუბრა ერდოღანი პუტინს ტელეფონით შავი ზღვის უსაფრთხოების შესახებ ესაუბრა
გადახედვა
-
რუსეთის მასშტაბურ სარაკეტო იერიშს უკრაინაში სულ მცირე 20 ადამიანი ემსხვერპლა რუსეთის მასშტაბურ სარაკეტო იერიშს უკრაინაში სულ მცირე 20 ადამიანი ემსხვერპლა
გადახედვა
-
2025 წლის მონაცემებით, 22 767 მსჯავრდებულიდან 79% უმუშევარია — SJC-ის ანალიზი 2025 წლის მონაცემებით, 22 767 მსჯავრდებულიდან 79% უმუშევარია — SJC-ის ანალიზი
გადახედვა
-
პროკურატურამ ბრალი წარუდგინა პირს, რომელიც "ურანის" გაყიდვას $700 000-ად გეგმავდა პროკურატურამ ბრალი წარუდგინა პირს, რომელიც "ურანის" გაყიდვას $700 000-ად გეგმავდა
გადახედვა
-
კობახიძე განმარტავს, რა არის მისთვის "ნაცობა"? კობახიძე განმარტავს, რა არის მისთვის "ნაცობა"?
გადახედვა
-
კროსვორდი: გამოიცანი სერიალი პერსონაჟით კროსვორდი: გამოიცანი სერიალი პერსონაჟით
გადახედვა
-
ევროპარლამენტის შენობაში დონალდ ტრამპის მოოქროვილი ქანდაკება გამოფინეს ევროპარლამენტის შენობაში დონალდ ტრამპის მოოქროვილი ქანდაკება გამოფინეს
გადახედვა
-
რა ქონებას ფლობს პენიტენციური სამსახურის გენერალური დირექტორი გიორგი პატარიძე? რა ქონებას ფლობს პენიტენციური სამსახურის გენერალური დირექტორი გიორგი პატარიძე?
გადახედვა
-
დინამიტიდან ნობელის პრემიამდე — ვინ იყო ალფრედ ნობელი? დინამიტიდან ნობელის პრემიამდე — ვინ იყო ალფრედ ნობელი?
გადახედვა
-
როგორ გააერთიანა ერთმა სამეცნიერო სტატიამ ოთხი თაობა? როგორ გააერთიანა ერთმა სამეცნიერო სტატიამ ოთხი თაობა?
-
ექიმებმა ნაყოფის მავნე წარმონაქმნის ზომა მუცლად ყოფნისასვე შეამცირეს — ახალი მიღწევა ექიმებმა ნაყოფის მავნე წარმონაქმნის ზომა მუცლად ყოფნისასვე შეამცირეს — ახალი მიღწევა
გადახედვა
-
"ჩვენ შეგვიძლია მხოლოდ იმდენის გაკეთება, რამდენის გაკეთებაც წევრ სახელმწიფოებს სურთ" — მარტა კოსი საქართველოზე "ჩვენ შეგვიძლია მხოლოდ იმდენის გაკეთება, რამდენის გაკეთებაც წევრ სახელმწიფოებს სურთ" — მარტა კოსი საქართველოზე
გადახედვა
კომენტარები