ალეკო ელისაშვილი: იოლი გასეირნება არ გველის, თავგანწირულ უთანასწორო ბრძოლაში შევდივართ
"არანაირი იოლი გასეირნება არ გველის, ყველამ კარგად ვიცით. თავგანწირულ უთანასწორო ბრძოლაში შევდივართ, მაგრამ ეს არის ბრძოლა. ჩვენ რთულად, მაგრამ მაინც მოვახერხეთ ერთობლივ ბრძოლაზე, ერთობლივ სტრატეგიაზე შეთანხმება, ეს ძალიან მახარებს," — ამის შესახებ ლელო-ძლიერი საქართველოს ერთ-ერთმა ლიდერმა ალეკო ელისაშვილმა, რიყის პარკში გამართულ ღონისძიებაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა, სადაც პარტიამ გახარია საქართველოსთვის და ლელო-ძლიერმა საქართველომ თბილისის მერობის საერთო კანდიდატი წარადგინეს.
"დღეს მთელ საქართველოს და მსოფლიოს, მტერსაც და მოყვარესაც, ვაჩვენებთ, რომ ჩვენ შეგვიძლია საერთო მიზნისთვის, საქართველოსთვის, ქართველი ხალხის ინტერესისთვის, საქართველოს დაბრუნებისთვის გაერთიანება და ერთ მუშტად შეკვრა. ეს არ უნდოდათ ზუსტად იმათ, აქ რომ ჰქონდათ ოფისი, ამ სულგაყიდულებს, ამ ბაღლინჯოებს. ეს არ უნდოდათ, მაგრამ მოვახერხეთ. ყველანაირი წინააღმდეგობა შეგვიქმნეს, უამრავი დაბრკოლება შეგვიქმნეს, მაგრამ დღეიდან ჩვენ, გახარია საქართველოსთვის და ლელო-ძლიერი საქართველო ერთობლივ ბრძოლას ვიწყებთ საქართველოს დასაბრუნებლად, თბილისის დასაბრუნებლად, ჩვენი თითოეული სოფლისა და კალმით ნახატი ქალაქების დასაბრუნებლად. მერე, საერთო ჯამში, ქვეყანაც დავიბრუნოთ და ჩვენი გადახვეწილი ხალხი დავაბრუნოთ ჩვენს ქვეყანაში, ამოვისუნთქოთ. უნდა დავიბრუნოთ ჩვენი საქართველო. მე პირადად ამ არჩევნებში მონაწილეობას ვუყურებ, როგორც ბრძოლას. არანაირი იოლი გასეირნება არ გველის, ყველამ კარგად ვიცით. თავგანწირულ უთანასწორო ბრძოლაში შევდივართ, მაგრამ ეს არის ბრძოლა. ჩვენ რთულად, მაგრამ მაინც მოვახერხეთ ერთობლივ ბრძოლაზე, ერთობლივ სტრატეგიაზე შეთანხმება, ეს ძალიან მახარებს. როგორც პოლიტიკოსს კი არა, როგორც ქართველს და ამ ქვეყნის მოქალაქეს. იმიტომ, რომ მეც დავიღალე, საკუთარი თავიც დავღალე სხვების ლანძღვით, თათხვით. ერთობლივი ბრძოლით გავახაროთ ყველა, ვისაც ჩვენი იმედი აქვს. მთელი გულით მინდა, სანამ შემიძლია, სანამ ჯანი მაქვს, ჩემს საქართველოს დავუმტკიცო, რომ მისთვის რაღაც გავაკეთე. რომ მოვა მიქელ-გაბრიელი, მასთანაც, ჩემს სამშობლოსთანაც, მშობლებთან, წინაპრებთან, ჩემს შვილებთან ვიყო მართალი, არანაირ ბრძოლას ჩემთვის ფასი არ აქვს, სადაც ხალხის დარდი, გასაჭირი, პრობლემები არ ისმის. ისე გავერთეთ ეს ერთი წელია არავის საყვედურს არ ვეუბნები, ამ პოლიტიკურ ბრძოლაში, რომ ხალხი დაგვავიწყდა საერთოდ. ამ არჩევნებზე, ამ ბრძოლაში განსაკუთრებით უნდა დავაბრუნოთ ხალხის ხმა. არანაირ ბრძოლას ფასი არ აქვს, თუ წინ ყოჩი არ მიგიძღვის, თან ისეთი ფალავანი არ არის, ვისი იმედიც გაქვს," — განაცხადა ალეკო ელისაშვილმა.
როგორც მან აღნიშნა, სწორედ ასეთი კანდიდატია გახარია საქართველოსთვის და ლელო-ძლიერი საქართველოს თბილისის მერობის ერთობლივი კანდიდატი ირაკლი კუპრაძე.
-
AfD-ის დეპუტატი ევროპარლამენტს საქართველოს საკითხზე "ორმაგ სტანდარტებში" ადანაშაულებს AfD-ის დეპუტატი ევროპარლამენტს საქართველოს საკითხზე "ორმაგ სტანდარტებში" ადანაშაულებს
გადახედვა
-
"დასანქცირდეს ივანიშვილი" — რა განცხადებები გაკეთდა ევროპარლამენტში საქართველოსთან დაკავშირებულ დებატებზე? "დასანქცირდეს ივანიშვილი" — რა განცხადებები გაკეთდა ევროპარლამენტში საქართველოსთან დაკავშირებულ დებატებზე?
გადახედვა
-
Claude-ში ხელოვნური ინტელექტის მოდელი განაახლეს — გაიცანით Haiku 5.5 Claude-ში ხელოვნური ინტელექტის მოდელი განაახლეს — გაიცანით Haiku 5.5
გადახედვა
-
აქტივისტ სერგეი ყანჩელის თქმით, პოლიციელებმა ის სასაფლაოზე სცემეს და სქესობრივი კავშირის დამყარებას აიძულებდნენ აქტივისტ სერგეი ყანჩელის თქმით, პოლიციელებმა ის სასაფლაოზე სცემეს და სქესობრივი კავშირის დამყარებას აიძულებდნენ
გადახედვა
-
პრორუსი ნიკოლოზ მჟავანაძის განცხადებით, სანქციები "სახუმარო არ ყოფილა" პრორუსი ნიკოლოზ მჟავანაძის განცხადებით, სანქციები "სახუმარო არ ყოფილა"
გადახედვა
-
საია-ის ადვოკატს გიორგი დავითაძესთან შეხვედრისას გაკეთებული ჩანაწერების გამოტანის უფლება არ მისცეს საია-ის ადვოკატს გიორგი დავითაძესთან შეხვედრისას გაკეთებული ჩანაწერების გამოტანის უფლება არ მისცეს
გადახედვა
-
ერდოღანი პუტინს ტელეფონით შავი ზღვის უსაფრთხოების შესახებ ესაუბრა ერდოღანი პუტინს ტელეფონით შავი ზღვის უსაფრთხოების შესახებ ესაუბრა
გადახედვა
-
2025 წლის მონაცემებით, 22 767 მსჯავრდებულიდან 79% უმუშევარია — SJC-ის ანალიზი 2025 წლის მონაცემებით, 22 767 მსჯავრდებულიდან 79% უმუშევარია — SJC-ის ანალიზი
გადახედვა
-
საქართველოს ბანკმა, Visa-სთან თანამშრომლობით, ახალი სუპერ PLUS Visa ბარათი შექმნა საქართველოს ბანკმა, Visa-სთან თანამშრომლობით, ახალი სუპერ PLUS Visa ბარათი შექმნა
-
ირაკლი კობახიძე: ბიძინა ივანიშვილს პრემიერობის სურვილი რომ ჰქონოდა, 2013 წელს დარჩებოდა პრემიერმინისტრად ირაკლი კობახიძე: ბიძინა ივანიშვილს პრემიერობის სურვილი რომ ჰქონოდა, 2013 წელს დარჩებოდა პრემიერმინისტრად
გადახედვა
-
კობახიძე განმარტავს, რა არის მისთვის "ნაცობა"? კობახიძე განმარტავს, რა არის მისთვის "ნაცობა"?
გადახედვა
-
კროსვორდი: გამოიცანი სერიალი პერსონაჟით კროსვორდი: გამოიცანი სერიალი პერსონაჟით
გადახედვა
-
ევროპარლამენტის შენობაში დონალდ ტრამპის მოოქროვილი ქანდაკება გამოფინეს ევროპარლამენტის შენობაში დონალდ ტრამპის მოოქროვილი ქანდაკება გამოფინეს
გადახედვა
-
რა ქონებას ფლობს პენიტენციური სამსახურის გენერალური დირექტორი გიორგი პატარიძე? რა ქონებას ფლობს პენიტენციური სამსახურის გენერალური დირექტორი გიორგი პატარიძე?
გადახედვა
-
კობახიძე: ეკონომიკური ზრდა არც ღარიბაშვილის და არც ჩემი დამსახურება არ არის — ეს ბიძინა ივანიშვილის დამსახურებაა კობახიძე: ეკონომიკური ზრდა არც ღარიბაშვილის და არც ჩემი დამსახურება არ არის — ეს ბიძინა ივანიშვილის დამსახურებაა
გადახედვა
-
დინამიტიდან ნობელის პრემიამდე — ვინ იყო ალფრედ ნობელი? დინამიტიდან ნობელის პრემიამდე — ვინ იყო ალფრედ ნობელი?
გადახედვა
-
როგორ გააერთიანა ერთმა სამეცნიერო სტატიამ ოთხი თაობა? როგორ გააერთიანა ერთმა სამეცნიერო სტატიამ ოთხი თაობა?
-
ექიმებმა ნაყოფის მავნე წარმონაქმნის ზომა მუცლად ყოფნისასვე შეამცირეს — ახალი მიღწევა ექიმებმა ნაყოფის მავნე წარმონაქმნის ზომა მუცლად ყოფნისასვე შეამცირეს — ახალი მიღწევა
გადახედვა
-
აკა მორჩილაძე ნობელს იმსახურებს — გერმანული გაზეთი აკა მორჩილაძე ნობელს იმსახურებს — გერმანული გაზეთი
გადახედვა
-
"ჩვენ შეგვიძლია მხოლოდ იმდენის გაკეთება, რამდენის გაკეთებაც წევრ სახელმწიფოებს სურთ" — მარტა კოსი საქართველოზე "ჩვენ შეგვიძლია მხოლოდ იმდენის გაკეთება, რამდენის გაკეთებაც წევრ სახელმწიფოებს სურთ" — მარტა კოსი საქართველოზე
გადახედვა
-
რა არის პნევმონიური ჭირი და რამდენად საშიშია ის? რა არის პნევმონიური ჭირი და რამდენად საშიშია ის?
გადახედვა
კომენტარები