სერგეი ლაგოდინსკი

სერგეი ლაგოდინსკი

19 Aug. 2025, 13:25

ევროკავშირს ვარიანტები აქვს, იმის საპირისპიროდ როგორ იმოქმედებს მმართველი პარტია თბილისში. ევროკავშირს შეუძლია უვიზო რეჟიმის გადახედვა. თუ მოვლენები ისევ ამგვარად განვითარდა, თუ 8-დან 7 ოპოზიციონერი ლიდერი ციხეში იქნება, თუ ხალხი, რომელიც აპროტესტებს სცემენ და ზოგის თქმით, აწამებენ. ეს სხვა გზას არ დაგვიტოვებს, გარდა იმისა, რომ ვიმოქმედოთ. ეს ვარიანტებია, უვიზო რეჟიმის შეჩერებაზე საუბარი, ასოცირების შეთანხმების გადახედვა, შეჩერება ან დახურვა საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანების საკითხისა.

ბევრი განცხადება მომისმენია, რომ გეოპოლიტიკურად ევროკავშირს საქართველო სჭირდება. სიმართლე გითხრათ, ევროკავშირს თურქეთი სჭირდება, თუმცა, ანკარასაც ძალიან მკაფიოდ ვესაუბრებით ადამიანის უფლებების დარღვევებზეც, გაწევრიანებაზე მოლაპარაკებები თურქეთთან მრავალი წლის განმავლობაშია გაყინული, რის გამოც ჩვენი თურქი პარტნიორები ძალიან უკმაყოფილონი არიან, ამ პრობლემების გამო, ჩვენ არ განგვიახლებია სავაჭრო კავშირი თურქეთთან და მაინც, ჩვენ გვჭირდება თურქეთი. არ ვფიქრობ, რომ გეოპოლიტიკურად თურქეთის როლის შედარება შეგვიძლია საქართველოსთან. გულწრფელად რომ გითხრათ, თუ ჩვენ გავყინეთ გაწეერიანების პროცესი თურქეთთან. არ ვფიქრობ რომ საქართველოს გარეშე ვერ გადარჩება ევროკავშირი. ეს ძალიან რეალისტური ვარიანტია, ეს არ არის ვარიანტი, რომელსაც ავირჩევდი, მაგრამ ამჟამინდელი მთავრობა სხვა გზას უბრალოდ აღარ გვიტოვებს.

მეც კი, რომელიც არასდროს ვსაუბრობდი უვიზო რეჟიმის შეჩერებაზე, ახლა ვამბობ, იქნებ სხვა გზა აღარ გვაქვს. ჩვენ გვჭირდება ზეწოლა საქართველოს მთავრობაზე. ორ ვარიანტს შორის, რიგითი ქართველების დასჯასა და ტარგეტირებულ სანქციებს შორის, ვინც პასუხისმგებელია ამ საშინელი მოვლენებისა, მე მეორეს ავირჩევდი.

1. ტარგეტირებული სანქციები იქნებოდა ძლიერი სიგნალი, მათთვის ვინც ამ დღის წესრიგიდან უხვევს.
2. ასე ნუ ელაპარაკებით ევროპელ პარტნიორებს, ჩვენ მეგობრები ვართ, ჩვენ პარტნიორები ვართ. ჩვენ არ ვსაუბრობთ "დიფ სთეითზე," 


კომენტარები

კვირის ტოპ-5

  1. შსს: სასაზღვრო-გამშვებ პუნქტ "დარიალიდან" მოქალაქეთა ევაკუაცია განხორციელდა
  2. ვინ მიიღებს სასკოლო ფორმებს უფასოდ? — განათლების სამინისტრომ ახალი წესი დაამტკიცა
  3. გომის მთაზე მომხდარი ავარიისას დაშავებული 11 პირი საავადმყოფოშია გადაყვანილი — მათგან 6 ბავშვია
  4. ირაკლი ღარიბაშვილი: დღეიდან ჩემი და ჩემი ოჯახის უსაფრთხოებაზე სრული პასუხისმგებლობა ეკისრება ბიძინა ივანიშვილს და მთელ ხელისუფლებას!
  5. პროკურორი: "რომეო მიქაუტაძის მეშვეობით, კონკრეტულ ორ შემთხვევაში, გრიგოლ ლილუაშვილმა ქრთამი აიღო"

გირჩევთ

ახლა კითხულობენ

გადახედვა

ქრთამის აღებისა და კომერციული მოსყიდვის ბრალდებით ტყის მცველი, ვეტერინარი და ნაგავსაყრელის ოპერატორი დააკავეს

საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის თანამშრომლებმა სამ სხვადასხვა კორუფციულ დანაშაულზე სამი პირი…