მართლმადიდებელ მშობელთა კავშირი ჩცდ-ს ეთერიდან ჩახსნას ითხოვს
ხვალ, 31 დეკემბერს, კომუნიკაციების კომისია განიხილავს მართლმადიდებელ მშობელთა კავშირის (მმკ) საჩივარს ტელეკომპანია ფორმულას წინააღმდეგ. მმკ ითხოვს სერიალი ჩემი ცოლის დაქალები ეთერიდან მოიხსნას.
განცხადებაში, რომელიც კომუნიკაციების კომისიაში 4 დეკემბერს შევიდა, ვკითხულობთ, რომ ჩემი ცოლის დაქალების "თითქმის ყველა სერიაში არის შეურაცხმყოფელი ლექსიკა და გინება".
"ვიღაც იგინება, ვიღაც არ იგინება. არავის თვითმიზანი არ არის იგინებოდეს, უბრალოდ, პერსონაჟის ხასიათში თუ ზის, იგინება", — განმარტავს სერიალის პროდიუსერი, ირაკლი საღინაძე.
საჩივრის საფუძველი, ქართული ოცნების ყოფილი დეპუტატისა და მე-9 მოწვევის პარლამენტის ადამიანის უფლებათა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარის, სოფო კილაძის ინიცირებული კანონი გახდა. ეს არის სპეციალური კანონი, ბავშვთა უფლებათა კოდექსი, რომელიც დაადგენს საკანონმდებლო საფუძვლებს ბავშვთა უფლებების დასაცავად.
ფორმულას გენერალური დირექტორი, ზურაბ გუმბერიძე აღნიშნულს მედიის ცენზურას უწოდებს.
"ხვალ იქნება ჩემი ცოლის დაქალების შეზღუდვა, ამის შემდეგ დაიწყება სხვა ტიპის კონტენტის შეზღუდვა", — განაცხადა გუმბერიძემ ფორმულასთან საუბარში.
მედიის განვითარების ფონდის აღმასრულებელი დირექტორი, თამარ კინწურაშვილი ფორმულასთან საუბარში აცხადებს, რომ მარეგულირებელი კომისიის მიერ მმკ-ს საჩივრის დაკმაყოფილება იქნება ხელისუფების მიმართ კრიტიკულად განწყობილი მედიის კონტროლს მცდელობა.
"თუკი მარეგულირებელი მედიის საწინააღმდეგოდ განმარტავს ამ ნორმას, მხატვრული ნაწარმოების შემთხვევაში, მაშინ, როდესაც დღისით, პირდაპირ ეთერში, პარლამენტში ვისმენთ ჩვენ გინებას, ეს იქნება კიდევ ერთი მცდელობა მარეგულირებლის მხრიდან გააკონტროლოს ხელისუფლების მიმართ კრიტიკულად განწყობილი ტელეარხები", — განაცხადა თამარ კინწურაშვილმა.
ჩემი ცოლის დაქალების ახალი, მე-17 სეზონის დაწყებამდე, ძველი სერიები ფორმულას დღის ეთერში, განმეორებით გადის.
გაიგეთ მეტი:
-
გადახედვაGOT-ის და The Last of Us-ის რეჟისორი — ვინ იმუშავებს ჰარი პოტერის სერიალზე GOT-ის და The Last of Us-ის რეჟისორი — ვინ იმუშავებს ჰარი პოტერის სერიალზე
-
გადახედვარა არის საჭირო საფეხბურთო მატჩების მოსაგებად — ნეირომეცნიერები თამაშის ინტელექტის შესახებ რა არის საჭირო საფეხბურთო მატჩების მოსაგებად — ნეირომეცნიერები თამაშის ინტელექტის შესახებ
-
-
გადახედვაკროსვორდი: გამოიცანი ეროვნული ნაკრების ფეხბურთელი ნომრით კროსვორდი: გამოიცანი ეროვნული ნაკრების ფეხბურთელი ნომრით
-
გადახედვაროგორ ჩნდება ქარბორბალა — რა მოხდა ალავერდში როგორ ჩნდება ქარბორბალა — რა მოხდა ალავერდში
-
გადახედვააღმოაჩინეს გენი, რომელიც ჭარბწონიანობასთან არის დაკავშირებული აღმოაჩინეს გენი, რომელიც ჭარბწონიანობასთან არის დაკავშირებული
-
-
-
-
-
-
გადახედვაNeuralink-ის პირველი პაციენტის თქმით, იმპლანტმა მისი შესაძლებლობები მნიშვნელოვნად გაზარდა Neuralink-ის პირველი პაციენტის თქმით, იმპლანტმა მისი შესაძლებლობები მნიშვნელოვნად გაზარდა
-
გადახედვანატო-ს გენერალური მდივნის თანამდებობაზე იენს სტოლტენბერგს მარკ რუტე შეცვლის ნატო-ს გენერალური მდივნის თანამდებობაზე იენს სტოლტენბერგს მარკ რუტე შეცვლის
-
-
გადახედვარა ვითარებაა ალავერდის სამონასტრო კომპლექსში, ქარბორბალას შემდეგ რა ვითარებაა ალავერდის სამონასტრო კომპლექსში, ქარბორბალას შემდეგ
-
-
-
გადახედვანარკოდანაშაულის ბრალდებით 24 პირი დააკავეს, მათ შორის 11 ნარკორეალიზატორია ნარკოდანაშაულის ბრალდებით 24 პირი დააკავეს, მათ შორის 11 ნარკორეალიზატორია
-
-
გადახედვაახლომდებარე ვარსკვლავის სასიცოცხლო ზონაში პოტენციური სუპერდედამიწა აღმოაჩინეს ახლომდებარე ვარსკვლავის სასიცოცხლო ზონაში პოტენციური სუპერდედამიწა აღმოაჩინეს
-
გადახედვაეპილეფსიის საწინააღმდეგო ახალი ნეიროსტიმულატორი მოზარდის ტვინში პირველად ჩანერგეს ეპილეფსიის საწინააღმდეგო ახალი ნეიროსტიმულატორი მოზარდის ტვინში პირველად ჩანერგეს
კომენტარები