როგორ აძლიერებს საქართველოს ბანკი ქართულ ფეხბურთს?
2024 წელი ქართული ფეხბურთის ისტორიაში უმნიშვნელოვანესი აღმოჩნდა. ახდა მრავალი თაობის ნანატრი ოცნება — საქართველოს ეროვნული ნაკრები ევროპის ჩემპიონატზე ასპარეზობს. ჩვენმა ფეხბურთელებმა მსოფლიოს მასშტაბით შემოიკრიბეს გულშემატკივრები, ქართველი ქომაგები გერმანიის სხვადასხვა ქალაქში საქართველოს ჰიმნს მღერიან და დროშებს აფრიალებენ.
როგორც ყოველთვის, ამ ისტორიულ მომენტშიც, ნაკრების მთავარი მხარდამჭერი და სპონსორი საქართველოს ბანკია. ბანკის ბრენდ-მენეჯერი, საბა ლეკიაშვილი გვესაუბრება იმაზე, თუ როგორ აძლიერებს საქართველოს ბანკი ეროვნულ ნაკრებს.
როგორ უჭერს მხარს საქართველოს ბანკი ეროვნულ ნაკრებს?
საქართველოს ბანკი უკვე რამდენიმე წელია ეროვნული ნაკრების მთავარი სპონსორია. ამ პერიოდის განმავლობაში ჩვენი ჩართულობა სპონსორობის გარდა გამოიხატება მარკეტინგული მხარდაჭერითაც. ზოგადად, ვცდილობთ ყველა ჩვენს პარტნიორთან ორმხრივი მუშაობის პროცესი გვქონდეს და ჩვენც აქტიურად ვიყოთ ჩართული კომუნიკაციის პროცესში. სწორედ ასეთ პარტნიორობას მოაქვს ყველაზე დიდი შედეგი. როდესაც საქმე ეროვნულ ნაკრებს ეხება, გვაქვს სიამაყის დიდი გრძნობა, უდიდესი სიყვარულიც ჩვენი ეროვნული ნაკრების მიმართ, როგორც ქვეყნისთვის მნიშნველოვანი აქტივისადმი.
რამდენად მნიშვნელოვანია მსგავსი სოციალური კამპანიები? რას ნიშნავს თქვენთვის იყოთ ეროვნული ნაკრების მხარდამჭერი?
ეროვნული ნაკრების მხარდაჭერა დიდ პატივთან ერთად უდიდესი პასუხისმგებლობაა, რადგან ავტომატურად ხდები დიდი საფეხბურთო ოჯახის ერთ-ერთი წევრი. მოედანზე რაც მოხდება ფეხბურთელების და სამწვრთნელო შტაბის დამსახურებაა, ხოლო ჩვენი პასუხისმგებლობა მოედნის მიღმა ვრცელდება. სწორედ ამიტომ ჩვენც ვცდილობთ კომუნიკაციით, და არა მარტო კომუნიკაციით, მუდმივად მოვუწოდოთ ადამიანებს გულშემატკივრობისკენ, რადგან ფეხბურთელებმა იგრძნონ, რომ მათ უკან და მოედანზეც მთელი საქართველოა. ეს არის ჩვენი მთავარი როლი, მაქსიმალურად დავეხმაროთ მათ, ვისი მხარდამჭერებიც ვართ.
რას გვეტყვით ევროპის ჩემპიონატზე, რატომ ეს მნიშვნელოვანი არა მხოლოდ ნაკრებისთვის, არამედ თითოეული ჩვენგანისთვის?
ევროპის ჩემპიონატი ყველა ქართველის ახდენილი ოცნებაა. ჩვენც სულმოუთქმელად ველოდებოდით იმ წამს, როდესაც მსოფლიოს უდიდეს საფეხბურთო სცენებზე საქართველოს ჰიმნი აჟღერდებოდა. თუმცა, რა თქმა უნდა, მხოლოდ ემოციური წარმატება არაა ევროპის ჩემპიონატზე თამაში. იქ უკვე ჩვენს ფეხბურთელებს და ჩვენს ნაკრებს 100-ჯერ მეტი მაყურებელი ყავს. შესაბამისად, ვჩნდებით ბევრი და დიდი საფეხბურთო გამოცემის თვალში, რაც მხოლოდ და მხოლოდ ქართულ ფეხბურთს და საქართველოს, ჩვენი ნაკრების პოპულარიზაციას წაადგება. ჩვენთვის მნიშვნელოვანია ვიყოთ წარმატებული საქართველოს წამყვანი ბანკი. შესაბამისად, ეს წარმატებაც ჩვენი მისიის მისაღწევად უმნიშვნელოვანესი ნაწილია.
რას გვეტყვით სამომავლო გეგმებზე, როგორ გაგრძელდება ნაკრების მხარდაჭერა ევროპის ჩემპიონატის შემდეგ?
ევროპის ჩემპიონატზე გასვლამდეც გვჯეროდა, რომ აუცილებლად შევაღებდით ამ კარს და ევროპის ჩემპიონატის დასრულების შემდეგ, დარწმუნებული ვარ ნაკრებშიც და ჩვენს მხარესაც სხვა მიზნები დაისახება. რა თქმა უნდა, შემდეგი ნაბიჯი რეგულარულად მონაწილეობაა ასეთ მნიშვნელოვან საფეხბურთო ტურნირებში. ამიტომ, ჩვენც გავაგრძელებთ მუშაობას იმისთვის, რომ მაქსიმალურად შევუწყოთ ხელი ნაკრებს ამ მიზნების მიღწევაში.
კომენტარები