დიზელის ძრავაზე მომუშავე ავტომობილებს თეგეტა მოტორსის თანამედროვე დანადგარებით აღჭურვილი სერვისცენტრი ემსახურება
ფოტო: თეგეტა
ექსკლუზიური სერვისები, მომსახურების მაღალი ხარისხი და პროფესიონალთა გუნდი — თეგეტა მოტორსის დიზელის სერვისცენტრი მომხმარებელს ორი ათწლეულია ემსახურება. აქ დიზელისძრავიანი ავტოტრანსპორტისა და სპეცტექნიკის საწვავის სისტემის დიაგნოსტირება და გამართვა თანამედროვე სისტემების გამოყენებითაა შესაძლებელი.
დიზელის ძრავის საწვავის სისტემა მნიშვნელოვნად განსხვავდება ბენზინზე მომუშავე ძრავისგან და მასთან შედარებით უფრო კომპლექსური და მდგრადია. სწორედ ამიტომ, წელიწადში ორჯერ, ტემპერატურის ცვლილების შესაბამისად, საწვავის სისტემის დიაგნოსტირება აუცილებელია.
ზაფხულში დიზელის ძრავა საკმაოდ მაღალ წნევაზე მუშაობს, ამიტომ საწვავის გაჟონვისა და აალების საფრთხის თავიდან ასარიდებლად, უნდა შემოწმდეს საწვავის სისტემის მდგომარეობა, ზამთარში კი ყურადღება მიექცეს აალების სანთლებსა და საწვავის სპეციალური დანამატის რაოდენობას.
აღნიშნული მომსახურების მიღება სწორედ დიზელის სერვისცენტრშია შესაძლებელი, რომელიც საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ რეგისტრირებულ ორგანიზაციებსა და ფიზიკურ პირებს ემსახურება. ის განკუთვნილია როგორც მსუბუქი, ისე სატვირთო ავტომობილებისთვის, მიკროავტობუსებისა და სპეცტექნიკისთვის. მომხმარებელს ასევე შესაძლებლობა აქვს, ისარგებლოს ისეთი სერვისებით, რომელთა მიღება, არა მხოლოდ საქართველოში, არამედ ამიერკავკასიის რეგიონში, მხოლოდ თეგეტა მოტორსშია შესაძლებელი. ეს სერვისებია: Bosch Piezo მფრქვევანას შეკეთება; სკანიას HP მფრქვევანას რემონტი; სკანიას ძრავის სარქვლების რეგულირება HP და XPI სისტემაზე; Bosch CP ტუმბოსა და Caterpillar-ის მფრქვევანების რემონტი; Bosch VP ტუმბოს შემოწმება სტენდზე; სკანიას ავტომობილებზე ელექტროკოჭებისა და MAN-ის სატვირთო ავტომობილებზე CP3 ტუმბოს შეკეთება.
ჯონი ბარიშვილი, თეგეტა მოტორსის დიზელების სერვისცენტრის ხელმძღვანელი: "ჩვენს სერვისცენტრში მომართვიანობა ხშირია უმეტესად დიზელისძრავიანი ავტოტრანსპორტის მძღოლების მხრიდან საწვავის მფრქვევანების გაუმართავი მუშაობისა და მაღალი წნევის ტუმბოების დაზიანების შემთხვევაში. ასევე საკმაოდ მოთხოვნადია ეკოლოგიის ფილტრის გაწმენდა-რეგენერაციის მომსახურება. იმ შემთხვევაში, თუ ავტოტრანსპორტის შესაკეთებლად საჭირო რომელიმე დეტალი ადგილზე არ აღმოგვაჩნდა, მომხმარებელს ავტონაწილის უცხოეთიდან გამოწერის სერვისსაც ვთავაზობთ."
ფოტო: თეგეტა
თეგეტა მოტორსის დიზელის სერვისცენტრი საქართველოში Bosch-ის ოფიციალური წარმომადგენელია და სერვისცენტრი სწორედ აღნიშნული ბრენდის ხელსაწყო-დანადგარებითაა აღჭურვილი. ამასთანავე, გასულ წელს Euro 6-ის სტანდარტის შესაბამისი დანადგარები დამონტაჟდა, რომელთა საშუალებითაც ახალი ეკოლოგიური ემისიის დიზელის ძრავით აღჭურვილ ავტოსატრანსპორტო საშუალებებსა და სპეცტექნიკას ემსახურება.
Euro 6 დიზელის საწვავი სისტემის ბოლო თაობაა. გამოირჩევა საწვავის ნაკლები მოხმარებით. მასში გაუმჯობესებულია ეკოლოგიის ფილტრები. დამატებული აქვს ავტომატური რეგენერაციის სისტემები, რაც მავნე აირებისა და გამონაბოლქვის სწრაფად აღმოფხვრას უზრუნველყოფს. შესაბამისად, ნაკლებ ზემოქმედებას ახდენს გარემოზე.
ჯონი ბარიშვილი, თეგეტა მოტორსის დიზელების სერვისცენტრის ხელმძღვანელი: "განვითარებულმა ქვეყნებმა დიზელისძრავიანი ავტომობილებისთვის ევრო 6 სტანდარტი დანერგეს, რათა საავტომობილო ტრანსპორტმა გარემოზე ნაკლებად მავნე ზემოქმედება მოახდინოს. გამონაკლისი არც საქართველოა. კომპანიების დიდი ნაწილი უკვე ზრუნავს, ავტოპარკი ევრო 6 სტანდარტის დიზელისძრავიანი კომერციული ავტოტრანსპორტით განაახლოს, რომელთა გამართულად მუშაობას თეგეტა მოტორსის დიზელის სერვისცენტრი უახლესი ტექნოლოგიების გამოყენებით უზრუნველყოფს.
დიზელისძრავიან ავტომობილებს სჭირდება როგორც რეგლამენტირებული, ისე არაგეგმური სერვისი. ყველა ამ მომსახურებას კი ჩვენი გამოცდილი გუნდი უზრუნველყოფს, რომელიც 16-ზე მეტი წელია, გამოწვევებს წარმატებით ართმევს თავს. მათ გავლილი აქვთ არაერთი საკვალიფიკაციო ტრენინგი როგორც საქართველოში, ისე საზღვარგარეთ."
დიზელის სერვისცენტრი, მომხმარებელთა რაოდენობის ზრდის პარალელურად, გაფართოებას გეგმავს, რათა მომხმარებლებს კიდევ უფრო მაღალი ხარისხის მომსახურება შესთავაზოს.
თეგეტა მოტორსის შესახებ: თეგეტა ჰოლდინგში შემავალი კომპანია თეგეტა მოტორსი 1995 წლიდან ოპერირებს ბაზარზე მსუბუქი, სატვირთო და სპეციალური დანიშნულების სერვისის მიმართულებით. ავტოინდუსტრიის ლიდერი კომპანია მომხმარებელს ავტომომსახურების სრულ სპექტრს სთავაზობს, როგორც მსუბუქი და სატვირთო ავტომობილების, ისე ავტობუსებისა და მიკროავტობუსების, ასევე სპეციალური დანიშნულების ტექნიკის მიმართულებით. კომპანიას მთელი ქვეყნის მასშტაბით 28 ფილიალი აქვს, რომლებიც 500 000-მდე საცალო და 35 000-მდე კორპორაციულ მომხმარებელს ემსახურება. თეგეტა მოტორსი 300-მდე მსოფლიო ბრენდის წარმომადგენელია საქართველოში, მათ შორის არის Bridgestone, Michelin, Varta, Shell, Motul, Hengst და სხვა.
-
sCool Card-ით სასკოლო ფორმის შეძენისას მოსწავლეები 30%-მდე ქეშბექს მიიღებენ sCool Card-ით სასკოლო ფორმის შეძენისას მოსწავლეები 30%-მდე ქეშბექს მიიღებენ
-
3 ოქტომბერს ვანის, წალკის, დმანისისა და ახმეტის საკრებულოების შუალედური არჩევნები გაიმართება 3 ოქტომბერს ვანის, წალკის, დმანისისა და ახმეტის საკრებულოების შუალედური არჩევნები გაიმართება
გადახედვა
-
BM.GE: ოკუპირებულ აფხაზეთში "სოლიდუსის" მიერ გატანილი საწვავის მოცულობა 400 ტონამდე გაიზარდა BM.GE: ოკუპირებულ აფხაზეთში "სოლიდუსის" მიერ გატანილი საწვავის მოცულობა 400 ტონამდე გაიზარდა
გადახედვა
-
სერგეი ლავროვი:ახლა რომ მოულოდნელად ფრონტის ხაზზე გავჩერდეთ, ფაქტობრივად, ჩვენ ჩვენი ბაბუებისა და დიდი ბაბუების გმირობას, რომლებმაც ნაციზმი დაამარცხეს, გადავხაზავთ სერგეი ლავროვი:ახლა რომ მოულოდნელად ფრონტის ხაზზე გავჩერდეთ, ფაქტობრივად, ჩვენ ჩვენი ბაბუებისა და დიდი ბაბუების გმირობას, რომლებმაც ნაციზმი დაამარცხეს, გადავხაზავთ
გადახედვა
-
ბენეფიტების ახალი პროგრამა თეგეტას ყოფილი თანამშრომლებისთვის ბენეფიტების ახალი პროგრამა თეგეტას ყოფილი თანამშრომლებისთვის
-
MD: ირაკლი კობახიძის "რუსოფობიასთან" ბრძოლასთან დაკავშირებით გავრცელებული განცხადებების მომწონებელი 230 AI-ით გენერირებული ტროლი გამოვლინდა MD: ირაკლი კობახიძის "რუსოფობიასთან" ბრძოლასთან დაკავშირებით გავრცელებული განცხადებების მომწონებელი 230 AI-ით გენერირებული ტროლი გამოვლინდა
გადახედვა
-
DW: ჩრდილოეთ კორეა რუსეთში 50 000-მდე ჯარისკაცის გაგზავნას გეგმავს DW: ჩრდილოეთ კორეა რუსეთში 50 000-მდე ჯარისკაცის გაგზავნას გეგმავს
გადახედვა
-
მედუზების "თავდასხმამ" საფრანგეთში ატომური ელექტროსადგურის მუშაობა შეაფერხა მედუზების "თავდასხმამ" საფრანგეთში ატომური ელექტროსადგურის მუშაობა შეაფერხა
გადახედვა
-
ათწლეულებია, დაბალცხიმიან რძეს გვირჩევენ — ახალი კვლევა სხვა რამეს ამბობს ათწლეულებია, დაბალცხიმიან რძეს გვირჩევენ — ახალი კვლევა სხვა რამეს ამბობს
გადახედვა
-
NATO-ს იტალიურმა გამანადგურებელმა ლატვიის საჰაერო სივრცეში დრონი ჩამოაგდო NATO-ს იტალიურმა გამანადგურებელმა ლატვიის საჰაერო სივრცეში დრონი ჩამოაგდო
გადახედვა
-
ქვიზი: გამოიცანი საქართველოს კუთხე ერთი მინიშნებით ქვიზი: გამოიცანი საქართველოს კუთხე ერთი მინიშნებით
-
ოზურგეთის მერმა, პაატა კუნჭულიამ თანამდებობა დატოვა ოზურგეთის მერმა, პაატა კუნჭულიამ თანამდებობა დატოვა
გადახედვა
-
ირაკლი კობახიძე ყირგიზეთის რესპუბლიკის შინაგან საქმეთა მინისტრს შეხვდა ირაკლი კობახიძე ყირგიზეთის რესპუბლიკის შინაგან საქმეთა მინისტრს შეხვდა
გადახედვა
-
გარღვევამ, შესაძლოა, მეტასტაზური პროსტატის კიბოს მკურნალობა შეცვალოს გარღვევამ, შესაძლოა, მეტასტაზური პროსტატის კიბოს მკურნალობა შეცვალოს
გადახედვა
-
რა პირობით განაახლებს რუსეთი სომხური პროდუქციის იმპორტს? — მოსკოვის ახალი მოთხოვნები რა პირობით განაახლებს რუსეთი სომხური პროდუქციის იმპორტს? — მოსკოვის ახალი მოთხოვნები
გადახედვა
-
როგორ მოქმედებს ჩვენზე შვებულება? — თიბისისა და ნიკო ნერგაძის ვიდეო პოდკასტის ახალ ეპიზოდში როგორ მოქმედებს ჩვენზე შვებულება? — თიბისისა და ნიკო ნერგაძის ვიდეო პოდკასტის ახალ ეპიზოდში
-
პოლიციამ "გლოვოს" კურიერის ჯანმრთელობის ჯგუფურად დაზიანების ბრალდებით კიდევ ორი პირი დააკავა პოლიციამ "გლოვოს" კურიერის ჯანმრთელობის ჯგუფურად დაზიანების ბრალდებით კიდევ ორი პირი დააკავა
გადახედვა
-
სელენა გომესსა და მომღერლის მიერ დაფუძნებულ მენტალური ჯანმრთელობის სტარტაპს თაღლითობაში ადანაშაულებენ სელენა გომესსა და მომღერლის მიერ დაფუძნებულ მენტალური ჯანმრთელობის სტარტაპს თაღლითობაში ადანაშაულებენ
გადახედვა
-
დააკავეს ჯგუფი, რომელიც ლომბარდში ნამდვილის ნაცვლად ყალბ ოქროს ინახავდა დააკავეს ჯგუფი, რომელიც ლომბარდში ნამდვილის ნაცვლად ყალბ ოქროს ინახავდა
გადახედვა
-
sCoolApp-ის სპეციალური შეთავაზება მშობლებისთვის sCoolApp-ის სპეციალური შეთავაზება მშობლებისთვის
-
იაპონიაში AI ნელა ინერგება — რატომ? იაპონიაში AI ნელა ინერგება — რატომ?
გადახედვა
კომენტარები