მეცნიერებმა 300 000 წლის წინ მცხოვრები უძველესი ჰომო საპიენსის სახე აღადგინეს
როგორი იყო უძველესი ადამიანი.
მკვლევრებმა უძველესი ადამიანის სახე აღადგინეს. მას უკვე უწოდეს "პირველი ადამიანი".
2017 წელს მოროკოში აღმოჩენილ თავის ქალას ქვედა ყბა აკლდა. მკვლევრებმა დაადგინეს, რომ ეს ადამიანი 300 000 წლის წინ ცხოვრობდა და ამით ის უძველეს ჰომო საპიენსად შერაცხეს.
და, აი, ახლა მკვლევრებმა თავის ქალას ციფრული სკანირების შემდეგ, 300 000 წლის წინ მცხოვრები ადამიანის სახე აღადგინეს.
ადრე მიაჩნდათ, რომ ჰომო საპიენსი 200 000 წლის წინ გაჩნდა, თუმცა 2017 წლის აღმოჩენა იმაზე მეტყველებს, რომ ჩვენი სახეობა ბევრად უფრო ძველია.
სახის აღდგენაზე ბრაზილიელი გრაფიკოსი, ციცერო მორეესი მუშაობდა. პროექტის ფარგლებში, ის მაქს პლანკის უნივერსიტეტის მკვლევრებთან თანამშრომლობდა.
"თავის ქალას 3D სკანირება მაქს პლანკის ინსტიტუტის მკვლევრების მიერ მოწოდებული მონაცემების გამოყენებით მოვახერხე. ამის შემდეგ, ალგორითმების გამოყენებით სახის ფორმა და კანის სტრუქტურა აღვადგინე", — თქვა მორესსმა.
ეს თავის ქალა იმიტომ შეირჩა, რომ ის აქამდე აღმოჩენილი ჰომო საპიენსის ნაშთებიდან უძველესია.
აღსანიშნავია, რომ სახის გარკვეული დეტალები მკვლევრების ინტერპრეტაციაა, რადგან მენჯის ძვლების არ არსებობის გამო, ზუსტად იმის თქმაც ვერ ხერხდება, რომელ სქესს მიეკუთვნებოდა ინდივიდი.
რაც შეეხება უშუალოდ თავის ქალას, ის 2017 წელს მაქს პლანკის ინსტიტუტის მკვლევრებმა ჯებელ ირჰაუდის ტერიტორიაზე ქვის იარაღებთან და ცხოველების ძვლებთან ერთად აღმოაჩინეს.
ეს კიდევ ერთხელ მიანიშნებს იმაზე, რომ ჰომო საპიენსი დაახლოებით 300 000 წლის წინ, აღმოსავლეთ აფრიკაში წარმოიშვა.
კომენტარები