რა მოხდა 18 ივნისს? – ზედაზენის დაუვიწყარი სიურპრიზი ფეხბურთის ქართველ ქომაგებს
18 ივნისს ევრო 2024-ზე თურქეთთან საქართველოს ნაკრების სადებიუტო შეხვედრა გაიმართა. კომპანია ზედაზენმა გადაწყვიტა, კრეატიულ სააგენტო ლივინგსტონთან ერთად, ამ ისტორიულ დღეს სიურპრიზი მოეწყო ფეხბურთის იმ ქომაგებისთვის, ვინც სხვადასხვა მიზეზის გამო მატჩის ყურებას ვერ მოახერხებდა. ასე მიაკვლიეს გიორგისა და დავითს – დაცვის ბიჭებს, რომლებიც 18 ივნისს სამსახურებრივ მოვალეობას ასრულებდნენ. იპოვეს კოჯორში მცხოვრები მწყემსი რამაზი, რომელიც იალაღზე ყოფნის გამო მატჩის ნახვას ვერ შეძლებდა და თორნიკე, სოფელ იუხოს ერთადერთი მოსახლე, რომელიც თამაშით მიღებულ ემოციებს ვერავის გაუზიარებდა.
იმისათვის, რომ ფეხბურთის ამ დიდი გულშემატკივრებისთვის ისტორიული თამაშის ყურება შესაძლებელი გამხდარიყო, ზედაზენმა შექმნა ქომაგმობილი – უზარმაზარი ეკრანით აღჭურვილი მანქანა და ათობით გულშემატკივართან ერთად ამ ადამიანებისკენ დაიძრა. ასე შეძლეს გიორგიმ, დავითმა, რამაზმა და თორნიკემ გამხდარიყვნენ ისტორიული დღის მონაწილეები და გაეზიარებინათ ის უსაზღვრო ემოციები, რომლებიც სადებიუტო მატჩმა ყველა ჩვენგანს მოგვანიჭა.
კამპანიაზე უფრო დეტალურად ზედაზენის მარკეტინგისა და კომუნიკაციების დეპარტამენტის დირექტორს, მიშა ქურდაძეს, ზედაზენის ქართული ლუდების
განვითარების ხელმძღვანელს, მაიკო გოგიაშვილსა და ლივინგსტონის
კრეატიულ დირექტორს, ლევან ლეფსვერიძეს ვესაუბრეთ.
როგორ ფიქრობთ, მიაღწიეთ თუ არა დასახულ მიზანს თქვენი კამპანიით?
მიშა ქურდაძე: ზედაზენისთვის თითოეული გულშემატკივარი მნიშვნელოვანი და ძვირფასია, გვეამაყებიან ჩვენი სპორტსმენები და გვახარებს ის მიღწევები, რასაც ქართულ სპორტში ბოლო დროს ვხედავთ. კამპანიის მიზანიც ზედაზენის სწორედ ამ დამოკიდებულების გამოხატვა და ქართველი ქომაგების მხარდაჭერა იყო. გვინდოდა, ამ ისტორიულ დღეს იმ ადამიანებთან ერთად ვყოფილიყავით, ვინც მატჩის ყურებას ვერ ახერხებდა ან გოლის ემოციის გაზიარება არავისთვის შეეძლო. კამპანია სულ ორი დღეა, რაც ჩაეშვა. გამოხმაურება იმდენად გულწრფელი და სასიამოვნოა, რომ ვრწმუნდებით, მიზანს მივაღწიეთ. ეს კი გვაძლევს მოტივაციას კიდევ უფრო მეტი გავაკეთოთ ქართული სპორტისა და მისი ქომაგებისთვის.
რას მიეძღვნა კამპანია და როგორ ფიქრობთ, რამდენად გაამართლა იდეამ?
ფოტო: ზედაზენი
ლევან ლეფსვერიძე: ეს კამპანია თავიდან ბოლომდე გემრიელ ქომაგობას ეძღვნება. რეალურად, ის დაიწყო ლუდი ზედაზენის განახლებული ეტიკეტებით, რომლებზეც ქომაგობისას ყველაზე ხშირად გაგონილი ფრაზები – „მიდი, ბოლომდე!“, „აუუ, რა პასი!“ და ა.შ. – დავაწერეთ. ამის შემდეგ კი შევქმენით „ქომაგმობილი“ – ზედაზენის მანქანა, უდიდესი ეკრანით, რომლის დახმარებითაც ჩვენი კამპანიის გმირებს მოულოდნელად გემრიელი ქომაგობის განცდები ჩავუტანეთ.
მჯერა, რომ გულწრფელი კამპანიები ყოველთვის ამართლებს. ამას უსაზღვროდ პოზიტიური გამოხმაურებაც მოწმობს. როგორც ჩანს, ხალხს მართლა მოენატრა გულწრფელი სიკეთე ბრენდების მხრიდან. მე კი ვფიქრობ, რომ ეს ნამდვილი ამბავი ერთ-ერთი ყველაზე გამორჩეული და ემოციური სარეკლამო აქტივობა გამოდგა, რაც ფეხბურთის გარშემო ქვეყანაში გაკეთებულა.
როგორი იყო კამპანიაზე მუშაობის პროცესი?
ლევან ლეფსვერიძე: სულ თავიდან, ვფიქრობდით, რომ დიდი ეკრანი მემორიალთან მდგარი ბიჭებისთვის მიგვეტანა, რათა არ გამოკლებოდნენ ამ ისტორიულ მომენტს. შემდეგ გაირკვა, რომ ისინი საღამოს 8 საათამდე ასრულებენ მუშაობას. ამიტომ ალტერნატივაზე დავიწყეთ ფიქრი. ბოლოს შევთანხმდით, რომ მთა და ბარი გაგვეერთიანებინა – ასე მივედით დაცვის ბიჭებიდან მწყემსთან და ერთკაციანი სოფლის მკვიდრთან. წარმოიდგინეთ, რა მაგარია, როცა მოულოდნელად ვიღაც ასეთ სიურპრიზს გიწყობს.
„ზედაზენი“ გერმანიაში მყოფ ქართველ გულშემატკივრებსაც ესტუმრა. მოგვიყევით ამის შესახებ?
ფოტო: ზედაზენი
მაიკო გოგიაშვილი: ზედაზენი ყოველთვის ცდილობს, გვერდში დაუდგეს ქართული სპორტისა და საქართველოს ქომაგებს. სწორედ ამიტომ, ქართული ლუდი გერმანიაში ჩავიტანეთ და Stellingen-ში მოვამზადეთ ზედაზენის სივრცე, სადაც ჩეხეთის თამაშის წინ ყველა ქომაგს ჰქონდა საშუალება ქართული ნაკრების საგულშემატკივროდ ჩვენი ლუდით შემზადებულიყო. როგორც გვითხრეს ძალიან ემოციური და სასიამოვნო იყო უცხო ქვეყანაში ქართული გუნდის საგულშემატკივროდ ქართული პროდუქტის დანახვა.
ძალიან დიდი მადლობა მინდა გადავუხადო გერმანიაში ჩვენს წარმომადგენელ ჯაბას, რომელიც ქართველია, გერმანიაში ცხოვრობს და სწორედ ის უძღვებოდა ჩვენს ამ ინიციატივას. ძნელი წარმოსადგენი არაა, რა განცდა დაეუფლებოდა, ამდენი მონატრებული ქართველი გულშემატკივრის დანახვისას.
როგორ ფიქრობთ, რამდენად მნიშვნელოვანია ქომაგობა, შეუძლია თუ არა მას რაიმეს შეცვლა სპორტში?
მაიკო გოგიაშვილი: ვფიქრობ, დიდი პასუხისმგებლობაა და ძალიან დიდი
მნიშვნელობა აქვს ამას სპორტსმენებისთვის, განსაკუთრებით მაშინ, როდესაც
ჩვენთვის არასასურველი შედეგები დგება. ქომაგობის კულტურა ნელ-ნელა ვითარდება ჩვენთან – უფრო ორგანიზებული და მობილიზებული ხდება. ძლიერდება ერთიანობის განცდა და ეს ერთიანობა ჩვენს სპორტსმენებზეც მამოტივირებლად მოქმედებს.
ლევან ლეფსვერიძე: ქომაგობა სპორტის ულამაზესი ნაწილია. ეს უდიდესი
ენერგიაა, რომელსაც არათუ სპორტზე, არამედ ადამიანების ცხოვრებაზეც
შეუძლია გავლენის მოხდენა.
ფოტო: ზედაზენი
თავად ზედაზენის გუნდი როგორ ქომაგობს ეროვნულ ნაკრებს და რამდენად არის ჩართული ევრო 2024-ის მიმდინარეობის პროცესში?
მაიკო გოგიაშვილი: წელს ევრო 2024 ჩვენი გუნდისთვისაც ისტორიულია. ზედაზენის ყველა თანამშრომლისთვის დამზადდა საგულშემატკივრო მაისურები და საქართველოსთვის ამ მნიშვნელოვან შეხვედრებს ერთად ვუყურეთ. თამაშების დროს წარმოებაც კი გაჩერდა, რათა არც ერთ თანამშრომელს არ გამოეტოვებინა ასეთი მნიშვნელოვანი სპორტული მოვლენა.
ზედაზენი მტკიცედ ჩამოყალიბდა ქართული სპორტისა და ქართველი სპორტსმენების ქომაგ ბრენდად და, შესაბამისად, არა მარტო ფეხბურთში, არამედ სხვა სპორტული მიმართულებებითაც აქტიური დარჩება.
Credits:
Client: Zedazeni
Director of Marketing and Comunication Relations: Mikheil Kurdadze
Head of Georgian Brands Development: Maiko Gogiashvili
Digital Manager: Tinatin Zekalashvili
Creative Agency: Leavingstone
Creative Director: Levan Lepsveridze
Senior Copywriter: Giorgi Quca Rukhadze
Copywriter: Tornike Kobaladze
Design Team Lead: Matassi Sulakauri
Design Team Project Manager: Anna Ckhonia
Design Team: Nikita Mchedlishvili, Eka Vekua
Junior Art Director: Kote Tokhadze
3D Artist: Giorgi Jinoridze
Motion Designer: Luka Shvelidze
Account Directors: Ekaterine Ebanoidze, Zizi Nasrashvili
Sr. Account Manager: Maia Gumberidze
Lion Account Manager: Lana Bachaliashvili
Administrative Team: Erekle Zurmukhtashvili, Natia Demetradze, Nana Tushishvili, Pikria
Javashvili
PRODUCTION COMPANY FIRE PRODUCTION
Director: Tevdore Gogoladze
Executive Producer: Tamar Tvaradze
Producer: Mariam Zubashvili
Unit Producer: Giorgi Mgeladze, Tina Khizanishvili
DOP Team: Nikoloz Chavchavadze, Viktor Sakvarelidze, Avto Jangveladze, Sandro Kutidze, Guga
Gelashvili, Giorgi Psitidze
Drone: Giorgi Ugrekhelidze, Giorbelidze
Set Designer: Shota Izoria
Location Manager: Nikusha Lebanidze, Giorgi Surguladze
Set Manager: Valerian Urushadze
Production Assistant: Dimitri Mamporia, Zaliko Kikodze, Sopio Khetsuriani
Editing and Motion Graphics: Vako Kiladze
Sound Design: UZUPO
Sound Artist: Vano Kurasbediani
-
თიბისის მხარდაჭერით ემიგრანტებისთვის ვარშავაში თბილისობა გაიმართა თიბისის მხარდაჭერით ემიგრანტებისთვის ვარშავაში თბილისობა გაიმართა
-
მზად მომავლისთვის — საბავშვო ანაბრის გახსნა უკვე თიბისი მობაილბანკიდან შეგიძლიათ მზად მომავლისთვის — საბავშვო ანაბრის გახსნა უკვე თიბისი მობაილბანკიდან შეგიძლიათ
-
შალვა პაპუაშვილი: ჯობია მხოლოდ ქაღალდზე ვიყოთ კანდიდატი ქვეყანა, ვიდრე მხოლოდ ქაღალდზე ვიყოთ სახელმწიფო შალვა პაპუაშვილი: ჯობია მხოლოდ ქაღალდზე ვიყოთ კანდიდატი ქვეყანა, ვიდრე მხოლოდ ქაღალდზე ვიყოთ სახელმწიფო
გადახედვა
-
დიუშენის სამკურნალო მეორე პრეპარატზე მოლაპარაკებები დადებითად დასრულდა — ირაკლი კობახიძე დიუშენის სამკურნალო მეორე პრეპარატზე მოლაპარაკებები დადებითად დასრულდა — ირაკლი კობახიძე
გადახედვა
-
მარიამ ქვრივიშვილი ვიცეპრემიერი გახდა მარიამ ქვრივიშვილი ვიცეპრემიერი გახდა
გადახედვა
-
ირაკლი კობახიძე: წელს პირველი წელი იქნება, როდესაც "საქართველოს ფოსტა" მოგებაზე გავა ირაკლი კობახიძე: წელს პირველი წელი იქნება, როდესაც "საქართველოს ფოსტა" მოგებაზე გავა
გადახედვა
-
ივანე ჩხაიძე: ოქტომბერში 200 ათასი დოზა უფასო გრიპის ვაქცინის შემოტანა იგეგმება ივანე ჩხაიძე: ოქტომბერში 200 ათასი დოზა უფასო გრიპის ვაქცინის შემოტანა იგეგმება
გადახედვა
-
მშენებლობა წლიურად გაძვირდა — მიზეზები მშენებლობა წლიურად გაძვირდა — მიზეზები
გადახედვა
-
თბილისში, ბინების გაქურდვის ბრალდებით ორი პირი დააკავეს თბილისში, ბინების გაქურდვის ბრალდებით ორი პირი დააკავეს
გადახედვა
-
პაატა იმნაძე: თუ მართლა შავი ჭირი იყო რუსეთში, მოუვლიან ადგილზე, ჩვენთვის არავითარი რისკი არაა პაატა იმნაძე: თუ მართლა შავი ჭირი იყო რუსეთში, მოუვლიან ადგილზე, ჩვენთვის არავითარი რისკი არაა
გადახედვა
-
კახა კალაძემ საცობების განმუხტვის მიზნით, გზაჯვარედინებზე ე.წ. Yellow Box-ების მოწყობა დააანონსა კახა კალაძემ საცობების განმუხტვის მიზნით, გზაჯვარედინებზე ე.წ. Yellow Box-ების მოწყობა დააანონსა
გადახედვა
-
"საქართველო ირჩევს ღირსებას და მშვიდობას!" — ირაკლი კირცხალია მარტა კოსის განცხადებაზე "საქართველო ირჩევს ღირსებას და მშვიდობას!" — ირაკლი კირცხალია მარტა კოსის განცხადებაზე
გადახედვა
-
ფრენსის ჰალზენი: ბევრი ნიჭიერი ადამიანი გვერდით დამიდგა და სწორედ ამიტომ ვარ დღეს აქ ფრენსის ჰალზენი: ბევრი ნიჭიერი ადამიანი გვერდით დამიდგა და სწორედ ამიტომ ვარ დღეს აქ
გადახედვა
-
რუსეთში შავი ჭირის სავარაუდო შემთხვევის გამო აშშ საკუთარ მოქალაქეებს მოუწოდებს, რუსეთში არ იმოგზაურონ რუსეთში შავი ჭირის სავარაუდო შემთხვევის გამო აშშ საკუთარ მოქალაქეებს მოუწოდებს, რუსეთში არ იმოგზაურონ
გადახედვა
-
დღეს, ევროპარლამენტში საქართველოს საკითხზე დებატები გაიმართება დღეს, ევროპარლამენტში საქართველოს საკითხზე დებატები გაიმართება
გადახედვა
-
რუსთავში ახალი ციხე გაიხსნება რუსთავში ახალი ციხე გაიხსნება
გადახედვა
-
სემ ალტმანი: AI-ს სარგებლიანობის სანაცვლოდ მსოფლიო უნდა შეეგუოს "ცუდ რაღაცებს" სემ ალტმანი: AI-ს სარგებლიანობის სანაცვლოდ მსოფლიო უნდა შეეგუოს "ცუდ რაღაცებს"
გადახედვა
-
სომხეთის პარლამენტში დეპუტატები ერთმანეთს ფიზიკურად დაუპირისპირდნენ სომხეთის პარლამენტში დეპუტატები ერთმანეთს ფიზიკურად დაუპირისპირდნენ
გადახედვა
-
ევროკომისიამ გაფართოებისთვის მოსამზადებელი დოკუმენტები მიიღო ევროკომისიამ გაფართოებისთვის მოსამზადებელი დოკუმენტები მიიღო
გადახედვა
-
ქუთაისში მოძრავი ავტომობილი გაჩერებულს შეეჯახა, რომელიც ქვეითს დაეჯახა — ქალი გარდაიცვალა ქუთაისში მოძრავი ავტომობილი გაჩერებულს შეეჯახა, რომელიც ქვეითს დაეჯახა — ქალი გარდაიცვალა
გადახედვა
-
ოპოზიციური პარტიების აკრძალვის შესახებ "ქართული ოცნების" სარჩელი საკონსტიტუციო სასამართლოს პლენუმს გადაეცა ოპოზიციური პარტიების აკრძალვის შესახებ "ქართული ოცნების" სარჩელი საკონსტიტუციო სასამართლოს პლენუმს გადაეცა
გადახედვა
კომენტარები