საქართველოს ბანკის მხარდაჭერით, DataFest Tbilisi ვორკშოპს გამართავს
ფოტო: საქართველოს ბანკი
საქართველოს ბანკი, როგორც წამყვანი ტექნოლოგიური კომპანია ინოვაციების განვითარებასა და ამ დარგში ცოდნის გაზიარებაზე ორიენტირებული ღონისძიებების მხარდაჭერას აგრძელებს. ამ მიზნით, ფინანსური ინსტიტუტი და DataFest Tbilisi თანამშრომლობას აგრძელებენ და ტექნოლოგიებით დაინტერესებულ პირებს ვორკშოპზე- „მომხმარებელზე ორიენტირებული AI მმართველობა” იწვევენ.
შეხვედრაზე განიხილება ბიზნესში AI მმართველობის პროცესების დანერგვა და ცვლილებები, რომლებიც საჭიროა ამ ტექნოლოგიისგან საუკეთესო შედეგის მისაღებად.
როგორც ღონისძიების ორგანიზატორები ამბობენ, მომხმარებელზე ორიენტირებული AI მმართველობით, პრიორიტეტი ადამიანების სპეციფიკურ საჭიროებებს ენიჭება. იგი განსხვავდება სხვა მეთოდებისგან, რადგან ბიზნესს მკაფიო მოთხოვნებს უყენებს და მას რეალისტურ მიზნად აქცევს. AI სისტემებში მომხმარებელთა უკუკავშირისა და პრეფერენციების ინტეგრაცია კი ეფექტიანი გადაწყვეტილებების მიღების შესაძლებლობას იძლევა. ამასთან, ეთიკური სტანდარტებისა და რეგულაციების დაკმაყოფილება პროცესის ბუნებრივი ნაწილი ხდება. მათი თქმით, მომხმარებელზე ორიენტირებული AI მმართველობა მომხმარებლებთან ურთიერთობების გამყარებას, სერვისის მუდმივ გაუმჯობესებასა და ინოვაციების დანერგვას უწყობს ხელს.
ვორკშოპს ანა ჩუბინიძე, AdalanAI-ის დამფუძნებელი და დირექტორი გაუძღვება. იგი, ასევე, Springer Nature-ის "ხელოვნური ინტელექტისა და ეთიკის" ჟურნალის დამფუძნებელი სარედაქციო საბჭოს წევრია.
"ხელოვნური ინტელექტი ჩვენს ყოველდღიურობას რადიკალურად ცვლის და ეს ტენდენცია მომავალში კიდევ უფრო გაიზრდება. ჩვენ, როგორც ინოვაციებზე ორიენტირებული ტექნოლოგიური ორგანიზაცია, მუდმივად ვაკვირდებით სიახლეებს ამ სფეროში და როგორც ბიზნესებს, ისე ტექ.პროფესიონალებს განახლებულ ინფორმაციას და გამოცდილებას ვუზიარებთ. მოხარული ვართ, რომ საქართველოს ბანკისა და DataFest Tbilisi_ის პარტნიორობა გრძელდება და ჩვენ კვლავ მხარს ვუჭერთ ინოვაციების გავრცელებაზე ორიენტირებულ ღონისძიებებს. ვფიქრობთ, აღნიშნულ ვორკშოპზე ხელოვნური ინტელექტის ინჟინრები, ბიზნეს ლიდერები და ტექნოლოგიებით დაინტერესებული ადამიანები საინტერესო მიგნებებს მოისმენენ", — აცხადებენ საქართველოს ბანკში.
ვორქშოპი 28 ივნისს, 4-დან 7 საათამდე, ჰიბრიდულ რეჟიმში, Zoom-ის პლატფორმის საშუალებით და 4B-ის შენობაში, ალ. ყაზბეგის 15-ში გაიმართება. ღონისძიებაზე დასასწრებად გაიარეთ რეგისტრაცია ამ ბმულზე. ვორკშოპის სამუშაო ენაა ქართული.
-
Anthropic-მა ახალი მოდელი Opus 5.5 გამოუშვა — კომპანია სიმძლავრეს უფრო იაფად გვპირდება Anthropic-მა ახალი მოდელი Opus 5.5 გამოუშვა — კომპანია სიმძლავრეს უფრო იაფად გვპირდება
გადახედვა
-
20-მდე მუნიციპალიტეტის ნაგავსაყრელების რეაბილიტაციისთვის ტენდერები გამოცხადდა 20-მდე მუნიციპალიტეტის ნაგავსაყრელების რეაბილიტაციისთვის ტენდერები გამოცხადდა
გადახედვა
-
რუსთაველზე მინიქანდაკებების რესტავრაცია/ხელახლა დამზადებისთვის მერია 273 815 ლარს გადაიხდის რუსთაველზე მინიქანდაკებების რესტავრაცია/ხელახლა დამზადებისთვის მერია 273 815 ლარს გადაიხდის
გადახედვა
-
თბილისის საჯარო ბაგა-ბაღების მენიუდან რძის პროდუქტი ამოიღეს თბილისის საჯარო ბაგა-ბაღების მენიუდან რძის პროდუქტი ამოიღეს
გადახედვა
-
საქართველოს ბანკის მხარდაჭერით, 500 Global in Eurasia—ს აქსელერაციის პროგრამის მეთერთმეტე ნაკადის გადამზადება დაიწყო საქართველოს ბანკის მხარდაჭერით, 500 Global in Eurasia—ს აქსელერაციის პროგრამის მეთერთმეტე ნაკადის გადამზადება დაიწყო
-
თბილისის არქიტექტურის ფორუმმა 800-ზე მეტი მონაწილე, თემის - „Places in Transition“-ის გარშემო გააერთიანა თბილისის არქიტექტურის ფორუმმა 800-ზე მეტი მონაწილე, თემის - „Places in Transition“-ის გარშემო გააერთიანა
გადახედვა
-
16 მიწის ნაკვეთი — რა ქონებას ფლობს სოდ-ის ახალი ხელმძღვანელი თამაზ შუბითიძე დეკლარაციის მიხედვით? 16 მიწის ნაკვეთი — რა ქონებას ფლობს სოდ-ის ახალი ხელმძღვანელი თამაზ შუბითიძე დეკლარაციის მიხედვით?
გადახედვა
-
მიხეილ ყაველაშვილმა საკონსტიტუციო სასამართლოს მოსამართლედ გოგა კიკილაშვილი დანიშნა მიხეილ ყაველაშვილმა საკონსტიტუციო სასამართლოს მოსამართლედ გოგა კიკილაშვილი დანიშნა
გადახედვა
-
კიდევ 5 წუთი — რატომ გვღლის მაღვიძარას გადაწევა უფრო მეტად, ვიდრე ადრე ადგომა კიდევ 5 წუთი — რატომ გვღლის მაღვიძარას გადაწევა უფრო მეტად, ვიდრე ადრე ადგომა
-
ბოლო 100 წელში პირველად, მეცნიერებმა პინგვინის ახალი სახეობა აღმოაჩინეს ბოლო 100 წელში პირველად, მეცნიერებმა პინგვინის ახალი სახეობა აღმოაჩინეს
გადახედვა
-
Nvidia-ს ხელმძღვანელი: "0%-ია იმის შანსი, რომ 2030 წლისთვის AI სამყაროს გაანადგურებს" Nvidia-ს ხელმძღვანელი: "0%-ია იმის შანსი, რომ 2030 წლისთვის AI სამყაროს გაანადგურებს"
გადახედვა
-
რა არის ნოროვირუსი — ინფექცია, რომელსაც ბაგა-ბაღების აღსაზრდელთა ავადობას უკავშირებენ რა არის ნოროვირუსი — ინფექცია, რომელსაც ბაგა-ბაღების აღსაზრდელთა ავადობას უკავშირებენ
გადახედვა
-
60 წელს გადაცილებულ კაცს, რომელმაც არასრულწლოვანი გააუპატიურა, ბრალი წარუდგინეს 60 წელს გადაცილებულ კაცს, რომელმაც არასრულწლოვანი გააუპატიურა, ბრალი წარუდგინეს
გადახედვა
-
კოვიდით გარდაცვლილი 20 წლის ფეხბურთელის, ვახტანგ ჩარკვიანის მამამ პროკურატურასთან შიმშილობა დაიწყო კოვიდით გარდაცვლილი 20 წლის ფეხბურთელის, ვახტანგ ჩარკვიანის მამამ პროკურატურასთან შიმშილობა დაიწყო
გადახედვა
-
დენიელ რედკლიფმა ხინკალს შქმერული ამჯობინა — ნახეთ ჰარი პოტერი ქართულ რესტორანში დენიელ რედკლიფმა ხინკალს შქმერული ამჯობინა — ნახეთ ჰარი პოტერი ქართულ რესტორანში
გადახედვა
-
ტექნიკოსებმა iPhone 18 Pro-ს კამერა გახსნეს და შიგნიდან დაათვალიერეს — აი, რას ფიქრობენ ტექნიკოსებმა iPhone 18 Pro-ს კამერა გახსნეს და შიგნიდან დაათვალიერეს — აი, რას ფიქრობენ
გადახედვა
-
"გრანტის გადარიცხვა არ მომხდარა" — ევროპის საბჭო პოლიტიკური სწავლების სკოლის ბახმაროს სემინარზე "გრანტის გადარიცხვა არ მომხდარა" — ევროპის საბჭო პოლიტიკური სწავლების სკოლის ბახმაროს სემინარზე
გადახედვა
-
როგორ დავუსტვინოთ — 4 ხერხი როგორ დავუსტვინოთ — 4 ხერხი
გადახედვა
-
მევენახეების პროტესტის ფონზე მთავრობა ყურძნის შესასყიდ ფასს ზრდის მევენახეების პროტესტის ფონზე მთავრობა ყურძნის შესასყიდ ფასს ზრდის
გადახედვა
-
თავდაცვის სამინისტროს კუთვნილი 770 000-მდე ლარის მითვისება-გაფლანგვისთვის მეგის ქარდავას 5.5-წლიანი პატიმრობა მიესაჯა თავდაცვის სამინისტროს კუთვნილი 770 000-მდე ლარის მითვისება-გაფლანგვისთვის მეგის ქარდავას 5.5-წლიანი პატიმრობა მიესაჯა
გადახედვა
-
რატომაა ვენერა უთანამგზავრო პლანეტა? — შესაძლოა, მან საკუთარი "მთვარე" შთანთქა რატომაა ვენერა უთანამგზავრო პლანეტა? — შესაძლოა, მან საკუთარი "მთვარე" შთანთქა
გადახედვა
კომენტარები