"საზოგადოებასთან კომუნიკაცია დაგვიანებული იყო" — ISFED-ის გამგეობა ნიჟარაძის გადადგომაზე
ორგანიზაცია სამართლიანი არჩევნების გამგეობის წევრმა, ბაია პატარაიამ დღეს გამართულ ბრიფინგზე დაადასტურა, რომ ISFED-ის აღმასრულებელი დირექტორის თანამდებობას ელენე ნიჟარაძე აღარ იკავებს. მისი განმარტებით, ნიჟარაძეს ნოემბრის ბოლოს უკვე ჰქონდა ინფორმაცია ხარვეზის შესახებ, მაგრამ გამომდინარე იქიდან, რომ ეს ცდომილება გავლენას არ ახდენდა მანდატების გადანაწილებაზე, ნიჟარაძემ გადაწყვიტა, ინფორმაცია მოგვიანებით გამოექვეყნებინა.
"ISFED უკვე ატარებდა შიდა აუდიტს, როდესაც ერთ-ერთმა საერთაშორისო ორგანიზაციის წარმოამდგენელმა დარეკა და დაუსვა შეკითხვა: შემთხვევით, ბათილი ბიულეტენებიც ხომ არ იყო მითვლილი? როცა ეს კითხვა დაისვა, დაიწყო ამის გადამოწმება და აღმოჩნდა, რომ ნამდვილად იყო ხარვეზი ფორმულაში, რომელიც ბათილ ბიულეტენებსაც ათვლიდა. შემდეგ გაჩნდა კითხვა, ხომ არ იყო სხვა შეცდომები? დაიწყო ორგანიზაციამ იმის შესწავლა ზოგადად რა გავლენა ჰქონდა ამას სხვა მონაცემებზე და ნოემბრის ბოლომდე მათ უკვე ჰქონდათ სრული სურათი, რომ ეს ხარვეზი იყო ერთი და მას გავლენა არ ჰქონდა სხვა მონაცემებზე", — განაცხადა პატარაიამ.
პატარაიას თქმით, ამ ინფორმაციას მხოლოდ აღმასრულებელი დირექტორი და მისი მოადგილე ფლობდნენ, ხოლო მასთან დაკავშრებით გადაწყვეტილებას ელენე ნიჟარაძე იღებდა. რაც შეეხება ყიფილი აღმასრულებელი დირექტორის პოზიციას, თუ რატომ არ გაამჟღავნა ეს ინფორმაცია მაშინვე, პატარია განმარტავს, რომ რადგანაც ცდომილება გავლენას არ ახდენდა მანდატების განაწილებაზე, ნიჟარაძემ გადაწყვიტა, რომ აუდიტის დასრულებამდე გადაედო ეს, გადაემოწმებინა ყველა სხვა მონაცემი და გამოექვეყნებინა შუალედურ ანგარიშთან ერთად.
პატარაიას განცხადებით, გამგეობამ მიიღო გადაწყვეტილება, რომ ამ ინფორმაციის გამჟღავნების გადადება მიზანშეწონილი არ იყო, საზოგადოებასთან კომუნიკაცია დაგვიანდა და ეს ნიჟარაძის პასუხისმგებლობას აყენებდა.
"ISFED-ის გამგეობა მიიჩნევს, რომ მიზანშეწონილი არ იყო ამ ხარვეზის შესახებ გაუმჟღავნებლობა. მიიჩნევს, რომ ამან გამოიწვია ძალიან ბევრი ეჭვი, რამაც მიაყენა რეპუტაციული ზიანი მთლიანად ორგანიზაციას და კითხვის ნიშნები გააჩინა აღმასრულებელი დირექტორის მიმართ: ხომ არ იყო იგი რაიმე გავლენის ქვეშ? ხომ არ ხორციელდებოდა ზეწოლა? და უშალოდ PVT-ის სანდოობა დადგა ეჭვის ქვეშ. ჩვენ მიგვაჩნია, რომ ეს არის არასწორი გადაწყვეტილება, მიგვაჩნია, რომ ხარვეზი იყო ადამიანური შეცდომა, რომელზეც პასუხისმგებლბა მთლიანად PVT-ის ექსპერტთა ჯგუფს ეკისრება და არა რომელიმე კონკრეტულ ადამიანს. შესაძლებელი იყო ამ ხარვეზის რეალურად თავიდან აცილება და ვერ მოხერხდა ეს, ხოლო მოგვიანებით უკვე, ვფიქრობ, აღმასრულებელმა დირექტორმა სწორად ვერ შეაფასა ამ ხარვეზის მნიშვნელობა და დაგვიანებული კომუნიკაციის შედეგად მიღებული შედეგები, რომელიც არის ISFED-ისთვის დამაზიანებელი, კომუნიკაციაში დაშვებული შეცდომები და დაგვიანებით განხორციელებული კომუნიკაცია არის ისეთი შეცდომა, რომელიც აყენებდა აღმასრულებელი დირექტორის პასუხისმგებლობის საკითხს. რაც შეეხება ელენე ნიჟარაძეს, დღეს აღარაა აღმასურლებელი დირექტორი", — განაცხადა მან.
რაც შეეხება ელენე ნიჟარაძეს, მან განაცხადა, რომ მისთვის გადადმომა პრობლემას არ წარმოადგენდა, თუ ეს ორგანიზაციის რეპუტაციას დაიცავდა და მას თავდასხმებს აარიდებდა. ნიჟარაძის განმარტებითვე, ეს ხარვეზი არ იყო ისეთი მნიშვნელოვანი, რომ ქვეყანაში პოლიტიკური კრიზისი გამოეწვია და მმართველი გუნდის მიერ ამით მანიპულირება მიმართული იყო იქეთკენ, რომ საზოგადოებას ყურადღება გადაეტანა და სერიოზული დარღვევების იგნორირება მომხდარიყო.
"9 დეკემბერს ჩემთვის ცნობილი გახდა, რომ PVT-ის შედეგებით ერთგვარი მანიპულირება ხდებოდა მმართველი პარტიის მხრიდან მოლაპარაკებების პროცესში, შესაბამისად, მას შემდეგ რაც ეს ცნობილი გახდა, ძალიან არასწორი იქნებოდა გადადებულიყო ხარვეზის შესახებ ინფორმაციის გამოქვეყნება. ჩავთვალე, რომ უნდა ყოფლიყო დაუყოვნებლივ მიწოდებული საზოგადოებისთვის. იყო მაქსიმალურად დაჩქარებული ეს განცხადება და გამოვაქვეყნეთ 11 დეკემბერს. ეს იყო ძალიან მცირედი ხარვეზი და ძალიან დიდი გაზვიადება მიენიჭა მმართველი პარტის მხრიდან, წარმოჩენილი იყო, რომ პოლიტიკური კრიზისი გამოიწვია, რაც არის არასწორი და გაზვიადებული შეფასება", — განაცხადა ნიჟარაძემ.
ამასთან, მან დაადასტურა, რომ იგი ტოვებს არა მხოლოდ თანამდებობას, არამედ მთლიანად ორგანიზაციას. რაც შეეხება ვაკანტურ პოზიციას, ახალი აღმასრულებელი დირექტორის არჩევამდე მის მოვალეობას გამგეობის თავმჯდომარე, თამარა სართანია შეასრულებს.
გუშინ ცნობილი გახდა, რომ ISFED-ის აღმასრულებელი დირექტორის თანამდებობას ელენე ნიჟარაძე აღარ იკავებდა. ამას წინ უძღვოდა არჩევნების პირველი ტურის პარალელურ დათვლასთან დაკავშირებული ხარვეზი.
ხმების პარალელური დათვლის შემდეგ, როცა ISFED ცდომილებაზე საუბრობდა, ცნობილი გახდა, რომ პირველადი შიდა აუდიტის შედეგებმა საარჩევნო სუბიექტების მიერ მიღებული ხმების გამოსათვლელ ფორმულაში ხარვეზი გამოავლინა. ინფორმაცია ამის შესახებ ISFED-მა გაავრცელა და ხმების პარალელური დათვლის ხელახალი შედეგები გამოქვეყნა.
მანამდე ცნობილი გახდა, რომ მმართველი პარტიის წარმომადგენლები ISFED-ს შეხვდნენ. ქართულ ოცნებაში აცხადებდნენ, რომ შეხვედრა ISFED-ის მიერ ჩატარებული პარალელური ხმის დათვლის შედეგებს ეხებოდა და მათ ორგანიზაციას მეთოდოლოგიის შესახებ მონაცემების წარმოდგენა მოსთხოვეს.
ქართული ოცნების აღმასრულებელი მდივნის, ირაკლი კობახიძის განცხადებით, ISFED-ის პარალელური დათვლა აჩვენებდა, რომ ცესკომ მეტი შედეგი დაუწერა არა მხოლოდ ქართულ ოცნებას, არამედ პროპორციულად სხვა პოლიტიკურ პარტიებსაც. როგორც მან ბრიფინგზე თქვა, სწორედ ამის გამო ნათელი იყო, რომ PVT-ში (პარალელურ დათვლაში) შეცდომა იყო დაშვებული.
თავდაპირველად, 31 ოქტომბრის არჩევნების პარალელური დათვლის (PVT) შედეგების მიხედვით, ქართულმა ოცნებამ 45,8% აიღო, ხოლო ნაციონალურმა მოძრაობამ 26,4%. 11 დეკემბერს ISFED-ის მიერ გასწორებული მონაცემების მიხედვით კი, ქართულმა ოცნებამ 47,6%, ხოლო ნაციონალურმა მოძრაობამ 27,4% აიღო, რაც ცდომილების ზღვარის გათვალისწინებით, ცესკოს მონაცემებთან უფრო ახლოსაა. ცესკოს დათვლით, ქართულმა ოცნებამ ხმების 48,22%, ნაციონალურმა მოძრაობამ კი — 27,17% მიიღო.
ელენე ნიჟარაძის განმარტებით, ISFED-ის პარალელურ დათვლაში გამოვლინდა ხარვეზი იმ კუთხით, რომ საარჩევნო სუბიექტების ხმებთან ერთად დათვლილი იყო ბათილი ბიულეტენები, რამაც ცესკოს მონაცემებთან შედარებით სამი პარტიის შემთხვევაში ცდომილება გამოიწვია. ესენია: ქართული ოცნება, ნაციონალური მოძრაობა და სტრატეგია აღმაშენებელი.
როგორც იგი ამბობს, ეს არის მცირე ხარვეზი, რომელსაც მანდატების გადანაწილებაზე გავლენა არ აქვს. თუმცა, ამავე დროს, აღიარებს, რომ რეპუტაციულად ორგანიზაციისთვის მძიმე დარტყმაა.
ოპოზიციაში მიაჩნიათ, რომ საქმე გვაქვს უკანონო ქმედებებთან. ევროპული საქართველოს ლიდერმა, გიგა ბოკერიამ განაცხადა, რომ, დიდი ალბათობით, ISFED-ის პარალელურ დათვლაში მიღებული ხმების გამოსათვლელ ფორმულაში გამოვლენილი ხარვეზების შესახებ ქართულმა ოცნებამ "უკანონოდ ან მიყურადების" ფორმით იცოდა და ოპოზიციას "მახეს უგებდა". ნაციონალური მოძრაობის წევრს, ხატია დეკანოიძეს მიაჩნია, რომ ეს ფარული მიყურადებისა და დახურულ მონაცემთა ბაზაში შეღწევის ღია მაგალითია.
ელენე ნიჟარაძე მმართველი პარტიის მხრიდან ზეწოლას უარყოფს, თუმცა არ იცის საიდან ჰქონდათ მათ ინფორმაცია ხარვეზთან დაკავშირებით. იგი ამბობს, რომ მტკიცებულებები არ აქვს, თუმცა არ გამორიცხავენ, რომ საქმე ფარულ მიყურადებასთან გვქონდეს.
პარლამენტის თავმჯდომარის, არჩილ თალაკვაძის თქმით, ISFED-ის განცხადების შემდეგ, მთელმა ოპოზიციამ ბოდიში უნდა მოიხადოს.
ამავე თემაზე:
- ძალიან მძიმე იყო ამ განცხადების გამოქვეყნება — ISFED-ის ხელმძღვანელი PVT-ს შედეგებზე
- კინაღამ ქვეყანა აყირავეთ ამ "შეცდომით"! — თეა წულუკიანი ISFED-ზე
- არ ვიცი, "ოცნებაში" საიდან მიიღეს ამაზე ინფორმაცია — ნიჟარაძე პარალელურ დათვლაზე
- იმედია, ადამიანები, რომლებიც დამნაშავეებად გვაცხადებდნენ, გაიაზრებენ, რომ სიმართლე არ იკარგება — ჟვანია
- საუბარი იყო მიყურადებაზე, რაც აბსურდია — კობახიძე ISFED-ის დათვლებზე
- ყოველგვარი საუბარი არჩევნების გაყალბებაზე მტკნარი სიცრუე და სპეკულაციაა — კობახიძე ISFED-ზე
-
როგორი იქნება iPhone 18 Pro? — 3 მთავარი ცვლილება, რომლებსაც წლები ველოდით როგორი იქნება iPhone 18 Pro? — 3 მთავარი ცვლილება, რომლებსაც წლები ველოდით
გადახედვა
-
CERN-ში შექმნეს მატერია, რომელიც უშუალოდ დიდი აფეთქების შემდეგ არსებობდა CERN-ში შექმნეს მატერია, რომელიც უშუალოდ დიდი აფეთქების შემდეგ არსებობდა
გადახედვა
-
თამაზ ელიზბარაშვილის საქმეში ერთ-ერთი დაზარალებული "ქართული ოცნების" მხარდამჭერი შაკო კუჭაშვილია თამაზ ელიზბარაშვილის საქმეში ერთ-ერთი დაზარალებული "ქართული ოცნების" მხარდამჭერი შაკო კუჭაშვილია
გადახედვა
-
თელავში პიტბულმა პატრონი დაგლიჯა თელავში პიტბულმა პატრონი დაგლიჯა
გადახედვა
-
“ელიზბარაშვილი იყო შეიარაღებული და ცდილობდა რესტორანში შეჭრას” — POG ვიდეოს აქვეყნებს “ელიზბარაშვილი იყო შეიარაღებული და ცდილობდა რესტორანში შეჭრას” — POG ვიდეოს აქვეყნებს
გადახედვა
-
მოემზადეთ ახალი სასწავლო წლისთვის — ნახეთ საქართველოს ბანკის PLUS შეთავაზებები მოემზადეთ ახალი სასწავლო წლისთვის — ნახეთ საქართველოს ბანკის PLUS შეთავაზებები
-
OpenAI-მ "მსოფლიოში ყველაზე ჭკვიანი და უსაფრთხო მოდელი" წარადგინა — GPT-6 Astra OpenAI-მ "მსოფლიოში ყველაზე ჭკვიანი და უსაფრთხო მოდელი" წარადგინა — GPT-6 Astra
გადახედვა
-
სააკაშვილი წერს, რომ ღარიბაშვილს ციხეში მოწამვლისა და შესაძლო ლიკვიდაციის ეშინია სააკაშვილი წერს, რომ ღარიბაშვილს ციხეში მოწამვლისა და შესაძლო ლიკვიდაციის ეშინია
გადახედვა
-
მსოფლიოს N1 იუთუბერი Google-ის ახალი სახე გახდა — რას გეგმავს MrBeast ტექგიგანტთან ერთად? მსოფლიოს N1 იუთუბერი Google-ის ახალი სახე გახდა — რას გეგმავს MrBeast ტექგიგანტთან ერთად?
გადახედვა
-
რუსთაველის გამზირზე ყოფილი კავშირგაბმულობის სახლის დემონტაჟი მიმდინარეობს | ფოტოები რუსთაველის გამზირზე ყოფილი კავშირგაბმულობის სახლის დემონტაჟი მიმდინარეობს | ფოტოები
გადახედვა
-
OpenAI ახალი AI მოდელისთვის უსაფრთხოების ზომებს ამკაცრებს — ამდენად მძლავრია Astra? OpenAI ახალი AI მოდელისთვის უსაფრთხოების ზომებს ამკაცრებს — ამდენად მძლავრია Astra?
გადახედვა
-
როგორ მოქმედებს ჩაი და ყავა ქალების ძვლების ჯანმრთელობაზე? როგორ მოქმედებს ჩაი და ყავა ქალების ძვლების ჯანმრთელობაზე?
გადახედვა
-
პროკურატურამ თამაზ ელიზბარაშვილს ბრალდება წარუდგინა — მას 1 წლამდე პატიმრობა ემუქრება პროკურატურამ თამაზ ელიზბარაშვილს ბრალდება წარუდგინა — მას 1 წლამდე პატიმრობა ემუქრება
გადახედვა
-
წინანდლის ფესტივალის მერვე სეზონის გახსნამდე ისტორიულ მამულში პრესკონფერენცია გაიმართა წინანდლის ფესტივალის მერვე სეზონის გახსნამდე ისტორიულ მამულში პრესკონფერენცია გაიმართა
-
ქვიზი: ფილოსოფოსმა თქვა თუ სელებრითმა? ქვიზი: ფილოსოფოსმა თქვა თუ სელებრითმა?
-
OC Media: მოქანდაკე ლევან ბუჯიაშვილის განცხადებით, რუსთაველის გამზირზე მისი 21 მინიატურული ქანდაკება მოიპარეს OC Media: მოქანდაკე ლევან ბუჯიაშვილის განცხადებით, რუსთაველის გამზირზე მისი 21 მინიატურული ქანდაკება მოიპარეს
გადახედვა
-
კვანტური ექსპერიმენტისას მეცნიერებმა "ნეგატიური დრო" გაზომეს კვანტური ექსპერიმენტისას მეცნიერებმა "ნეგატიური დრო" გაზომეს
გადახედვა
-
გაერო: ელ-ნინიო 2027 წლის თებერვლამდე გაგრძელდება და შესაძლოა რეკორდულად ძლიერი იყოს გაერო: ელ-ნინიო 2027 წლის თებერვლამდე გაგრძელდება და შესაძლოა რეკორდულად ძლიერი იყოს
გადახედვა
-
შესაძლოა, მეცნიერებმა ბნელი მატერიის პირველი პირდაპირი კვალი დააფიქსირეს შესაძლოა, მეცნიერებმა ბნელი მატერიის პირველი პირდაპირი კვალი დააფიქსირეს
გადახედვა
-
მოემზადე ახალი სასწავლო წლისთვის — საქართველოს ბანკის შეთავაზებები სტუდენტებისთვის და მოსწავლეებისთვის მოემზადე ახალი სასწავლო წლისთვის — საქართველოს ბანკის შეთავაზებები სტუდენტებისთვის და მოსწავლეებისთვის
-
BSP: ყულევის ნავთობგადამამუშავებელმა საწარმომ სრულად არარუსული ნედლეულის გადამუშავება დაიწყო BSP: ყულევის ნავთობგადამამუშავებელმა საწარმომ სრულად არარუსული ნედლეულის გადამუშავება დაიწყო
გადახედვა
კომენტარები