ოპოზიციონერი ლიდერების შეწყალების შესახებ ყაველაშვილის განცხადებას პოლიტიკოსები პასუხობენ
ოცნების პრეზიდენტმა, მიხეილ ყაველაშვილმა თვითმმართველობის არჩევნებთან დაკავშირებით განცხადება გააკეთა. მან აღნიშნა, რომ თუკი ოპოზიციური პოლიტიკური პარტიების დაკავებული ლიდერები შეწყალების თხოვნით მიმართავენ და დაადასტურებდნენ, რომ მათ სურთ ადგილობრივ არჩევნებში მონაწილეობის მიღება, ის დაუყოვნებლივ გამოსცემს აქტს შესაბამისი მსჯავრდადებულების შეწყალების თაობაზე.
"ზუსტად სამ თვეში, 2025 წლის 4 ოქტომბერს გაიმართება ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები, რომელშიც საქართველოს მოსახლეობამ 64 მუნიციპალიტეტის მერი და საკრებულო უნდა აირჩიოს. მნიშვნელოვანია, ამ არჩევნებში სრულფასოვანი მონაწილეობა მიიღოს ყველა პოლიტიკურმა პარტიამ, რომელიც საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად არის რეგისტრირებული და არჩევნებში მონაწილეობის სურვილს გამოხატავს. ასევე მნიშვნელოვანია, სრულფასოვანი საარჩევნო კამპანიის ჩატარება ყველა პოლიტიკურმა პარტიამ შეძლოს.
როგორც საზოგადოებას მოეხსენება, რამდენიმე პოლიტიკური პარტიის კონკრეტული ლიდერები საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად იხდიან სასჯელს თავისუფლების აღკვეთის დაწესებულებაში. ამ გარემოების გათვალისწინებით, ვთავაზობ ყველა შესაბამის მსჯავრდადებულ პოლიტიკოსს, მომმართოს განცხადებით შეწყალების შესახებ და იმავე განცხადებით დაადასტუროს საკუთარი სურვილი არჩევნებში მონაწილეობის შესახებ. ამგვარი განცხადებით მომართვის შემთხვევაში, დაუყოვნებლივ გამოვცემ აქტს შესაბამისი მსჯავრდადებულების შეწყალების თაობაზე," — დაწერა მიხეილ ყაველაშვილმა.
ოცნების პრეზიდენტის ამ განცხადებას მალევე მოჰყვა ოპოზიციური პოლიტიკური პარტიებისა და ოპოზიციონერების განცხადებები.
ერთიანი ნაციონალური მოძრაობის თავმჯდომარემ, თინა ბოკუჩავა ყაველაშვილის ამ განცხადებას TV პირველის ეთერში გამოეხმაურა. მისი თქმით, ოცნების ხელისუფლება ლეგიტიმაციის მოპოვებას ამ გზით ცდილობს. მანვე აღნიშნა, რომ ყაველაშვილს ეს განცხადება "ივანიშვილის სხვა მსახურებმა დაუწერეს".
"ეს განცხადება არის ძალიან მნიშვნელოვანი, მორიგი დასტური იმის, რომ სასიცოცხლოდ სჭირდება ივანიშვილის რეჟიმს ლეგიტიმაცია და გადარჩენის ერთადერთ შანსს რეალურად ხედავს აღიარებაში და ლეგიტიმაციაში. ეს კიდევ ერთხელ ადასტურებს იმას, რომ ჩვენი საერთო ძალისხმევა საერთაშორისო ასპარეზზე, ისევე როგორც ქვეყნის შიგნით, რომელიც მიმართული იყო რეჟიმის არაღიარებაზე, იყო ძალიან სწორი ფოკუსი. ამ ფოკუსის შენარჩუნება შეგვიძლია მხოლოდ და მხოლოდ იმით, რომ არ შევყვეთ ივანიშვილს ამ ფარსში, ამ სპეცოპერაციაში, რომელსაც თავად ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებად მოიხსენიებს, მაგრამ სინამდვილეში ამ მოვლენას ძალიან კარგად ვიცით, რომ არაფერი საერთო არჩევნებთან არ ექნება.
რაც შეეხება, ამ კომიკური ფიგურის განცხადებას, დარწმუნებული ვარ, რომ თუ მის საპარლამენტო საქმიანობას გადავხედავთ, რომლის პირდაპირ მომსწრე მე ვიყავი, რომ საზოგადოებას მხოლოდ და მხოლოდ ბილწსიტყვაობით დაამახსოვრა თავი პლენარულ დარბაზში მისი გამოსვლით, დარწმუნებული ვარ, რომ ეს განცხადებაც ბუნებრივია, ივანიშვილის სხვა მსახურებმა დაუწერეს. ასევე დარწმუნებული ვარ, რომ რა თქმა უნდა, ეს არ შეეხება პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილს, რომელიც მე-4 წელია პოლიტიკურ ტყვეობაში იმყოფება," — განაცხადა თინა ბოკუჩავამ.
ოცნების პრეზიდენტის განცხადებას პარტია გახარია საქართველოსთვის ლიდერი, გიორგი გახარია ფორმულას ეთერში გამოეხმაურა. მან აღნიშნა, რომ ყაველაშვილის მიზანი ოპოზიციური პარტიების ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებიდან ჩამოცილებაა. მისივე თქმით, ამ რთულ პროცესში აუცილებელია არსებობდნენ ისეთი პოლიტიკურად ნეიტრალური კანდიდატები, რომლისთვისაც ხმის მიცემას შეძლებენ იმ პარტიის მხარდაჭერებიც, რომლებიც შეიძლება ბოიკოტში დარჩნენ.
"ყაველაშვილის განცხადების მიზანი არის ის, რომ ადგილობრივ არჩევნებში არავინ მიიღოს მონაწილეობა და ეს დაჰბრალდეს მათ ვინც არ მიიღებს მონაწილეობას. ეს არჩევნები იქნება კიდევ ერთი უსამართლობა. მაგრამ ეს არ ნიშნავს, რომ ის ადამიანები, რომლებიც ჯერ კიდევ ცდებიან და ოცნებას აძლევენ ხმას, ისინი დავტოვოთ მარტო იმედისა და რუსთავი 2-ის პირისპირ. მათ ყველას უნდა ავუხსნათ, რომ ეს ძალა არ იმსახურებს მათ ხმას და მხარდაჭერას, იმიტომ რომ ამ ძალას ეს ადამიანები ფეხებზე ჰკიდია და ამის ბევრი მაგალითი გვაქვს.
ეს არ უნდა იყოს ოპოზიციურ პარტიებს შორის დაპირისპირება, ეს ძალიან რთული პროცესი იქნება. ამიტომ უნდა იყოს ისეთი პოლიტიკურად ნეიტრალური კანდიდატები, რომლისთვისაც ხმის მიცემას შეძლებენ იმ პარტიის მხარდაჭერებიც, რომლებიც შეიძლება ბოიკოტში დარჩნენ. მე ხომ არ ვამბობ, რომ ამა თუ იმ ქალაქის მერობის კანდიდატი უნდა იყოს პარტიული, არა ეს ნეიტრალური ხალხი უნდა ვიპოვოთ. ისეთი ხალხი, რომლისთვისაც ხმის მიცემის შესაძლებლობა ექნებათ იმ ხალს, რომლებიც სხვა დროს, სხვა პარტიას მისცემდნენ ხმას, შეიძლება ისეთს, რომლებიც ახლა ბოიკოტში არიან," — თქვა გიორგი გახარიამ.
სტრატეგია აღმაშენებელი ყაველაშვილის განცხადებას სოციალურ ქსელში გამოეხმაურა. ისინი აღნიშნავენ, რომ არ აღიარებენ არც არალეგიტიმურ პარლამენტს და არც არალეგიტიმურ პრეზიდენტს და ამ კრიზისიდან ერთადერთი გამოსავალი ახალი საპარლამენტო არჩევნებია.
"როგორც არ ვაღიარებთ არალეგიტიმურ პარლამენტს, ისე არ ვაღიარებთ არალეგიტიმურ პრეზიდენტს!
პოლიტიკური ლიდერები და სინდისის პატიმრები არიან რეჟიმის ტყვეობაში თავისუფლებისა და სიმართლისთვის ბრძოლისთვის.
სახეზეა რეჟიმის პოლიტიკური კრიზისი. ამ კრიზისიდან ერთადერთი გამოსავალი არის ახალი საპარლამენტო არჩევნები და ყველა სინდისის პატიმრის გათავისუფლება, და არა არალეგიტიმური პარლამენტის მიერ არჩეული არალეგიტიმური პრეზიდენტის შეწყალება.
ამიტომ ბრძოლა იქნება ღირსებით და ბოლომდე!" — წერია სტრატეგია აღმაშენებლის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
ყაველაშვილის განცხადებას საქართველოს მეხუთე პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილიც გამოეხმაურა. მისი თქმით, ყაველაშვილის განცხადებაში იგივე ლოგიკა იკითხება, რაც ზელენსკის მიმართ პუტინის ქცევაში.
"ერთმა სთქვა მაღიარეთო თუ არა … რას გიზამთო, და კიდევ სთქვა მაღიარეთო და თან ყველაფერი რაც გაგაჩნიათ — ღირსება, რეპუტაცია და სინდისი — მე ჩამაბარეთო და გაგანთავისუფლებთ … მონობისათვის!
ეს იგივე ლოგიკაა რაც პუტინის ლოგიკა ზელენსკისთან მიმართებაში, ჩამბარდითო და თან ყირიმს წაგართმევთ სამუდამოდ, თან დონეცკსა და ლუგანსკს, და ამის გარდა იცოდეთ არც შემიცვლია ჩემი პირველადი სამხედრო მიზანი: თქვენი განადგურებაო!
ცოტა რუსული კგბ-შნიკური სცენარებიდან რომ გამოხვიდეთ და თქვენით იფიქროთ, და ქართული ხასიათიც გაითვალისწინოთ, ურიგო არ იქნება და შეიძლება რამე მაინც უკეთ გამოგივიდეთ!
მაგრამ ამას თავისუფალი ფიქრისა და აზროვნების უნარი სჭირდება …"— დაწერა სალომე ზურაბიშვილმა საკუთარ სოციალურ ქსელში.
ყაველაშვილის ბოლო განცხადებას კოალიცია ცვლილებისთვის გამოეხმაურა. მათ სოციალურ ქსელში განცხადება გაავრცელეს. მათი თქმით, რეჟიმი ლეგიტიმაციის ერთადერთ გზად პროდასავლური ძალების მიერ თვითმმართველობის არჩევნებში მონაწილეობის მიღებას ხედავს. განცხადებაში აღნიშნულია ისიც, რომ კოალიცია ცვლილებებისთვის არ აპირებს რეჟიმისთვის ლეგიტიმაციის მინიჭებას და მათთან თანამშრომლობას.
"ე.წ. პრეზიდენტის პირით რეჟიმმა დაადასტურა, რომ ადგილობრივ არჩევნებად წოდებულ ყალბ, კრიმინალურ პროცესში პროდასავლური ძალების მონაწილეობა არის რეჟიმის გადარჩენისა და ცვლილებების გადავადების ერთადერთი გზა და რომ ამის მისაღწევად ყველანაირ გარიგებაზე წავლენ.
დადასტურდა ისიც, რომ პოლიტიკური ლიდერები რეალურად უსამართლოდ და მხოლოდ და მხოლოდ იმიტომ დაატყვევეს, რომ მათ არ აღიარეს გაყალბებული არჩევნების შედეგები და არ ცნეს რეჟიმის ლეგიტიმაცია.
ნათელი გახდა, რომ რეჟიმი საკუთარი ლეგიტიმაციის ერთადერთ გზად განიხილავს პროდასავლური ძალების ე.წ. თვითმმართველობის არჩევნებში მონაწილეობას და სწორედ ამ საკითხზე ვაჭრობს პოლიტიკური პატიმრების თავისუფლებით.
ჩვენი პოზიცია არის უცვლელი — არცერთ ეტაპზე არ ვაპირებთ რეჟიმთან თანამშრომლობასა და მათთვის ლეგიტიმაციის მინიჭებას. გამარჯვების გზა გადის არ თანამშრომლობასა და წინააღმდეგობაზე.
ბოლომდე!" — წერია განცხადებაში.
პარტია ლელო საქართველოსთვის გენერალური მდივანი, ირაკლი კუპრაძე ოცნების პრეზიდენტის, განცხადებას "ვაჭრობის მცდელობას" უწოდებს და აღნიშნავს, რომ ლელოს ლიდერები, მამუკა ხაზარაძე და ბადრი ჯაფარიძე პრეზიდენტს შეწყალების თხოვნით არ მიმართავენ. ხოლო, ყაველაშვილი ეს განცხადება თავის მხრივ, "ივანიშვილის შიშების დემონსტრაციაა."
"ჩვენ დღეს მოვისმინეთ რუსული რეჟიმის არალეგიტიმური პრეზიდენტის მხრიდან სასაცილო და უბადრუკი მცდელობა ივაჭროს პოლიტიკური ლიდერების თავისუფლებით, ჩვენი პასუხი მარტივია — ჩვენ ამ ვაჭრობაში არ შევდივართ რუსულ რეჟიმთან. მიუხედავად იმისა, რომ არ მაქვს შესაძლებლობა დავეკონტაქტო პატიმრობაში მყოფ ჩვენს ლიდერებს დროის, შეზღუდვების და შესაბამისი წესების მიხედვით, რითაც საპატიმრო დაწესებულებები სარგებლობენ.
მიუხედავად ამისა, რომ ვერ ვეკონტაქტებით, პატიმრობაში მყოფ ჩვენ ლიდერებს, მე როგორც ლელოს გენერალური მდივანი და მათი მეგობარი, ვიცი თუ რა ღირებულებებით ცხოვრობენ მამუკა ხაზარაძე და ბადრი ჯაფარიძე, რა პრინციპებით და ღირსებით იცავენ ქართველი ხალხის ინტერესებს და ქართველ ხალხთან ერთობით სჯერათ ბრძოლის და გამარჯვების. მათთან შეუთანხმებლად, თუმცა რწმენით, რომ ეს არის 100%-ით მამუკა ხაზარაძის და ბადრი ჯაფარიძის პოზიცია, ვაცხადებ, არანაირი შეწყალების მიმართვა არალეგიტიმური პრეზიდენტისთვის არ იქნება, ჩვენ ყაველაშვილს მივუთითებთ გზას რუსული ხომალდის მიმართულებით.
თავის მხრივ ყაველაშვილის ეს უბადრუკი მცდელობა არის ივანიშვილის შიშების დემონსტრირება, მორალური დილემებით გაართულოს ოპოზიციის მიერ გადაწყვეტილებების მიღების შესაძლებლობა — ვიბრძოლოთ ყველა ველზე.
შესაბამისად, კიდევ ერთხელ მივმართავთ ქალბატონ პრეზიდენტს, სალომე ზურაბიშვილს, ავუსრულოთ ივანიშვილს თავისი რუსული კოშმარი და ვთხოვთ ქალბატონ პრეზიდენტს, კიდევ ერთხელ ვცადოთ ერთიანობა და ავასრულოთ მთავარი შიში, რაც ივანიშვილს და მის რუსულ რეჟიმს აქვს. ამ შიშით არის შეპყრობილი ივანიშვილი და მისი ბანდა. ივანიშვილს ეშინია ერთობის და საერთო ბრძოლის, სადაც ის სამარცხვინოდ დამარცხდება. ამ ბრძოლაში ჩვენ ვითხოვთ ერთობას და ერთიანობას," — განაცხადა ირაკლი კუპრაძემ.
ცნობისთვის, წულუკიანის კომისიაზე გამოუცხადებლობის საქმეზე ციხეში არიან: კოალიცია ცვლილებისთვის 3 ლიდერი — ნიკა მელია, ნიკა გვარამია, ზურაბ ჯაფარიძე და ლელოს 2 ლიდერი — მამუკა ხაზარაძე და ბადრი ჯაფარიძე და სტრატეგია აღმაშენებლის ლიდერი, გიორგი ვაშაძე.
იხილეთ ასევე:
- ნიკა გვარამიას წულუკიანის კომისიაზე გამოუცხადებლობის გამო 8-თვიანი პატიმრობა შეეფარდა
- Amnesty International: საქართველოს ხელისუფლებამ უნდა შეწყვიტოს დაუნდობელი თავდასხმა განსხვავებული აზრის მქონე პირებზე
- წულუკიანის კომისიაზე გამოუცხადებლობის გამო ნიკა მელიას 8 თვით პატიმრობა მიესაჯა
- წულუკიანის კომისიაზე გამოუცხადებლობისთვის გივი თარგამაძეს 7-თვიანი პატიმრობა მიუსაჯეს
- გიორგი ვაშაძეს 7-თვიანი პატიმრობა შეუფარდეს — მას ხელბორკილი პარტიის ოფისში დაადეს
- მამუკა ხაზარაძეს 8 თვით პატიმრობა შეუფარდეს
- ელენე ხოშტარია: მონა მოსამართლემ, ჯვებემ მიიღო გადაწყვეტილება და გამოაცხადა, რომ ამ ქვეყანაში ბრძოლა ისჯება 7 თვით პატიმრობით
- ზურაბ ჯაფარიძეს 7 თვით პატიმრობა მიესაჯა და 2 წლით თანამდებობის დაკავება აეკრძალა
-
სემ ალტმანი: AI-ს სარგებლიანობის სანაცვლოდ მსოფლიო უნდა შეეგუოს "ცუდ რაღაცებს" სემ ალტმანი: AI-ს სარგებლიანობის სანაცვლოდ მსოფლიო უნდა შეეგუოს "ცუდ რაღაცებს"
გადახედვა
-
თამაზ ელიზბარაშვილი საპროცესო შეთანხმების გაფორმებას ითხოვს თამაზ ელიზბარაშვილი საპროცესო შეთანხმების გაფორმებას ითხოვს
გადახედვა
-
ევროკომისიამ გაფართოებისთვის მოსამზადებელი დოკუმენტები მიიღო ევროკომისიამ გაფართოებისთვის მოსამზადებელი დოკუმენტები მიიღო
გადახედვა
-
ოპოზიციური პარტიების აკრძალვის შესახებ "ქართული ოცნების" სარჩელი საკონსტიტუციო სასამართლოს პლენუმს გადაეცა ოპოზიციური პარტიების აკრძალვის შესახებ "ქართული ოცნების" სარჩელი საკონსტიტუციო სასამართლოს პლენუმს გადაეცა
გადახედვა
-
Wikipedia-ს მშობელი ორგანიზაცია აცხადებს, რომ OpenAI-ს AI აგენტების სამიზნე გახდა Wikipedia-ს მშობელი ორგანიზაცია აცხადებს, რომ OpenAI-ს AI აგენტების სამიზნე გახდა
გადახედვა
-
ვიდეო: ვირტუალური უჯრედები და ბიოლოგიის მომავალი AI-ს ეპოქაში | ილია ყიფშიძე ვიდეო: ვირტუალური უჯრედები და ბიოლოგიის მომავალი AI-ს ეპოქაში | ილია ყიფშიძე
გადახედვა
-
ნარკოდანაშაულის ბრალდებით ჟურნალისტი ნოდარ ჩაჩუა დაკაავეს ნარკოდანაშაულის ბრალდებით ჟურნალისტი ნოდარ ჩაჩუა დაკაავეს
გადახედვა
-
საქართველოს ბანკის ინდმეწარმეების გათამაშებაში სექტემბრის გამარჯვებულები გამოვლინდნენ საქართველოს ბანკის ინდმეწარმეების გათამაშებაში სექტემბრის გამარჯვებულები გამოვლინდნენ
-
მეცნიერებმა კატებსა და ბედნიერებას შორის კავშირი აღმოაჩინეს მეცნიერებმა კატებსა და ბედნიერებას შორის კავშირი აღმოაჩინეს
გადახედვა
-
შალვა პაპუაშვილი: რაც უფრო მეტად გაქებს ბრიუსელი, მით უფრო მეტად გვნებს ის საკუთარი გადაწყვეტილებებით შალვა პაპუაშვილი: რაც უფრო მეტად გაქებს ბრიუსელი, მით უფრო მეტად გვნებს ის საკუთარი გადაწყვეტილებებით
გადახედვა
-
განათლების ხარისხის განვითარების ეროვნულ ცენტრს EQAR-ის რეგისტრაცია აღუდგა განათლების ხარისხის განვითარების ეროვნულ ცენტრს EQAR-ის რეგისტრაცია აღუდგა
გადახედვა
-
რატომ ვუწოდებთ ნობელიანტებს "ლაურეატებს"? რატომ ვუწოდებთ ნობელიანტებს "ლაურეატებს"?
გადახედვა
-
KIIS: უკრაინელების 62% მზად არის, ომს იმდენ ხანს გაუძლოს, რამდენიც საჭირო იქნება KIIS: უკრაინელების 62% მზად არის, ომს იმდენ ხანს გაუძლოს, რამდენიც საჭირო იქნება
გადახედვა
-
პაველ ჰერჩინსკი: საკუთარი იდენტობის შენარჩუნებასა და ევროინტეგრაციას შორის არჩევანის გაკეთება არ გიწევთ, ეს ყალბი დილემაა პაველ ჰერჩინსკი: საკუთარი იდენტობის შენარჩუნებასა და ევროინტეგრაციას შორის არჩევანის გაკეთება არ გიწევთ, ეს ყალბი დილემაა
გადახედვა
-
ბაზისბანკმა, ქართული ბიზნესის მხარდასაჭერად, BSTDB-ისგან 25 მილიონი ევროს დაფინანსება მიიღო ბაზისბანკმა, ქართული ბიზნესის მხარდასაჭერად, BSTDB-ისგან 25 მილიონი ევროს დაფინანსება მიიღო
-
ვის უწინასწარმეტყველებენ წლევანდელ ნობელს ლიტერატურაში ვის უწინასწარმეტყველებენ წლევანდელ ნობელს ლიტერატურაში
გადახედვა
-
თეონა ჭალიძე: პროტესტის გამოხატვის გამო ვასილ მაღლაფერიძემ საზმაუს რადიოგადაცემაში სტუმრობა გამიუქმა თეონა ჭალიძე: პროტესტის გამოხატვის გამო ვასილ მაღლაფერიძემ საზმაუს რადიოგადაცემაში სტუმრობა გამიუქმა
გადახედვა
-
საქართველოში ახალი კომერციული ბანკი შეიქმნა — ვინ არიან დამფუძნებლები? საქართველოში ახალი კომერციული ბანკი შეიქმნა — ვინ არიან დამფუძნებლები?
გადახედვა
-
კიმ კარდაშიანსა და კანიე ვესტს შვილებზე მეტი ძიძა ჰყავთ კიმ კარდაშიანსა და კანიე ვესტს შვილებზე მეტი ძიძა ჰყავთ
გადახედვა
-
სემ ალტმანი: AI-ს სარგებლიანობის სანაცვლოდ მსოფლიო უნდა შეეგუოს "ცუდ რაღაცებს" სემ ალტმანი: AI-ს სარგებლიანობის სანაცვლოდ მსოფლიო უნდა შეეგუოს "ცუდ რაღაცებს"
გადახედვა
-
POG: 90 500 ლარის თაღლითურად დაუფლების ფაქტებზე ერთ პირს ბრალდება წარედგინა POG: 90 500 ლარის თაღლითურად დაუფლების ფაქტებზე ერთ პირს ბრალდება წარედგინა
გადახედვა
კომენტარები