პოლიციამ იმერეთში იზოლაციისა და კარანტინის წესების დარღვევისთვის კოვიდინფიცირებული დააჯარიმა. შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, დაჯარიმებული პირი სამტრედიის მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრია.

"2020 წლის 29 ნოემბერს ჩატარებული ტესტირების შედეგად, მ.ბ-ს Covid-19-ით ინფიცირება დაუდგინდა, რის გამოც სპეციალისტების მიერ მის მიმართ თვითიზოლაციის რეკომენდაცია გაიცა. მას შემდეგ ის კოვიდაღრიცხვაზე იმყოფება. ინფიცირებულმა დაარღვია დადგენილი წესები, თვითნებურად დატოვა თვითიზოლაციის ადგილი და საკუთარი ავტომანქანით, სამტრედიიდან ქუთაისის მიმართულებით გაემგზავრა", — აცხადებენ შსს-ში.

უწყების ცნობით, სამართალდამცველებმა სამტრედიის მცხოვრები ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 42-ე პრიმა-10 მუხლით გათვალისწინებული დანაშაულისთვის 2 000 ლარით იმ დროს დააჯარიმეს, როცა მ.ბ. სამტრედიის მუნიციპალიტეტის სოფელ იანეთის მიმდებარე ტერიტორიაზე ავტომანქანით გადაადგილდებოდა.

მომხდარზე ფეისბუქში პოსტი დაწერა თავად საკრებულოს წევრმა, მამუკა ბიბილეიშვილმა. ის წერს, რომ მე-13 დღეა თვითიზოლაციაშია და რადგან სიმპტომი რამდენიმე დღეა არ აქვს, მეუღლესთან ერთად გარეთ, საკუთარი მანქანით, სამედიცინო გამოკვლევისთვისთვის გავიდნენ.