Microsoft Windows-ის განახლებების მოწოდების ახალ მეთოდებს ტესტავს
Microsoft ახალი ფუნქციების დატესტვის ეტაპზეა, რომლებიც რეგულარულად დაგეგმილი განახლებების გარეშე ახალი ფუნქციების დამატებასა და გაუმჯობესებას გულისხმობს.
ისტორიულად, Microsoft მსგავს სიახლეებს მხოლოდ დაგეგმილი განახლებების სერიებში გვთავაზობდა, თუმცა, ეს პროცესი არაეფექტური აღმოჩნდა, რადგან კომპანია სწრაფად ვერ რეაგირებდა თითოეულ პროგრამულ ხარვეზსა თუ შეცდომაზე.
ამ პრობლემის აღმოსაფხვრელად კომპანია ახალ მეთოდს გვთავაზობს "Windows Feature Experience Packs"-ის სახით.
ბოლოს გაჟღერებული ინფორმაციის თანახმად, Microsoft-მა განაცხადა, რომ Windows Feature Experience Packs გამოყენებული იქნება ძირითადი ოპერაციებისგან დამოუკიდებლად, ცალკეული მახასიათებლების გაუმჯობესებისა და შეცდომების გამოსწორების მიზნით.
"ჩვენ ტესტირების ეტაპზე ვართ და ვცდილობთ, მომხმარებელს გავუმარტივოთ ეს პროცესი, Windows-ის ძირითადი განახლების თავის არიდების მიზნით. Windows Feature Experience Pack–ის საშუალებით, ჩვენ შეგვიძლია გავაუმჯობესოთ გარკვეული მახასიათებლები, რომლებიც OS–სგან დამოუკიდებლად მუშაობენ. ამ ეტაპისთვის მხოლოდ შეზღუდული რაოდენობის ფუნქციებია დამატებული, თუმცა უახლოეს მომავალში მათი რიცხვი საგრძნობლად გაიზრდება", —აცხადებენ კომპანიაში.
ჯერჯერობით, კომპანიაში არ აცხადებენ კონკრეტულად რომელ ფუნქციებზეა საუბარი, თუმცა, თუ შევხედავთ Windows Feature Experience Packs-ის სიას, ის შემდეგნაირად გამოიყურება:
- Windows 10 Start Menu
- Windows Snipping Tool
- Internet Explorer
- XBOX integration
- Windows Subsystem for Linux
- Notepad
- Paint
- Other features that are installed via the Optional Features settings.
ეს ახალი ფუნქცია, ჯერჯერობით, Windows Insider-ის ბეტა ვერსიაში იტესტება. აღნიშნული განახლების მისაღებად საჭიროა თქვენს კომპიუტერზე ეყენოს Windows 10 20H2 build 19042.662 სისტემა, სადაც "Check for updates" ღილაკს დააჭერთ, გადმოსაწერად.
პირველი პაკეტის სერიული ნომერია 120.2212.1070.0, რომელიც Snipping Tool-ისა და the Touch Keyboard-ის ფუნქციების გაუმჯობესებას გთავაზობთ.
მომხმარებლებს შეუძლიათ გაიგონ მათ კომპიუტერზე Windows Feature Experience Pack დაყენებულია თუ არა შემდეგი ინსტრუქციით: Settings > System > About და შეხედონ მახასიათებლებს, როგორც ქვედა სურათშია წარმოდგენილი.
როგორც ხედავთ, იმისდა მიუხედავად Insider Build-ში შესულია თუ არა მომხმარებელი, Windows Feature Experience Pack მაინც დაყენებულია, თუმცა Microsoft-ს აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით, ჯერჯერობით, განცხადება არ გაუკეთებია.
Windows Feature Experience Packs–ის გამოყენებით, Microsoft–ს შეუძლია გამოყოს განახლებების სერია დამოუკიდებელი მახასიათებლებისთვის ძირითადი ოპერაციული სისტემის განახლებისგან.
აღნიშნული სიახლე Microsoft-ს დაეხმარება სწრაფად გაუმჯობესებასა და შეცდომების აღმოფხვრაში, რაც Windows–ის განვითარების ჯგუფებისთვის პროდუქციის მართვის პროცესს უფრო ეფექტიანსა და ადვილად სამართავს გახდის.
კომენტარები