დაავადებათა კონტროლის ცენტრის ცხელი ხაზი 116 001
ჯანდაცვის სამინისტროს ცხელი ხაზი 15 05
მთავრობის ცხელი ხაზი 144

30 ნოემბრის მონაცემებით, ბოლო 24 საათის განმავლობაში კორონავირუსის 3 216 ახალი შემთხვევა დადასტურდა. გამოჯანმრთელდა — 3 937, ხოლო გარდაიცვალა — 37.

ქვეყანაში კოვიდ-19-ის პანდემიის გავრცელებიდან დღემდე გამოვლენილი დადასტურებული შემთხვევების საერთო რაოდენობა შეადგენს 135 584-ს. ასევე, გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა გაიზარდა 113 986-მდე. ხოლო, 2020 წლის 26 თებერვლიდან დღემდე სულ გვაქვს 1 267 გარდაცვალების შემთხვევა.

დღეს გამოვლენილი ინფიცირების 3 216 ახალი შემთხვევიდან, დედაქალაქისა და რეგიონების მიხედვით მაჩვენებლები გამოიყურება შემდეგი სახით:

  • თბილისი — 1 622;
  • აჭარა — 313;
  • იმერეთი — 517;
  • ქვემო ქართლი — 187;
  • შიდა ქართლი — 82;
  • გურია — 19;
  • სამეგრელო-ზემო სვანეთი — 160;
  • კახეთი — 161;
  • მცხეთა-მთიანეთი — 77;
  • სამცხე-ჯავახეთი — 74;
  • რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი — 4.

ამ ეტაპზე ინფიცირების მიმდინარე აქტიური შემთხვევა არის 20 305. მათ შორის, 6 383 ადამიანი მკურნალობს საავადმყოფოში. აქედან, თბილისში — 2 798, აჭარაში — 991, იმერეთში — 1 240.

მძიმე პაციენტის რაოდენობაა 1 038. მათ შორის, თბილისში — 488, აჭარაში —165, იმერეთში — 217. აქედან, ხელოვნური სუნთქვის აპარატზე იმყოფება 466 პირი, მათგან, თბილისში — 221, აჭარაში — 122, იმერეთში — 39.

3 857 ადამიანი მოთავსებულია კოვიდ-სასტუმროში, ხოლო 10 065 პირი ვირუსის მკურნალობს კურსს გადის საცხოვრებელ ბინაზე. საკარანტინე სივრცეებში კი მოთავსებულია 2 104 ადამიანი/

ამ ეტაპისთვის თვითიზოლაციაში იმყოფება 52 822 ადამიანი, მათ შორის, თბილისში — 18 901 პირი, აჭარაში — 12 485, იმერეთში — 4 986.

წაიკითხეთ NCDC-სა და WHO-ს რეკომენდაციები კორონავირუსის პრევენციაზე: