ადამიანი ძალიან ცნობისმოყვარე არსებაა, მსოფლიოში კი იმდენი საინტერესო რამ ხდება, რომ ამ ცნობისმოყვარეობის ამოწურვა შეუძლებელია. ბევრი ჩვენგანი ცდილობს მეტი გაიგოს სამყაროზე და ამისთვის ბევრსაც კითხულობს, დოკუმენტურ ფილმებსა თუ სახალისო ვიდეოებსაც ეცნობა და ა.შ. თუმცა, ხშირად, ჩვენს ცნობისმოყვარეობას თან არ ახლავს სიფრთხილე და ხანდახან, ფაქტებად გასაღებულ მითებს ვიჯერებთ.

ხშირად, რამე საინტერესო ფაქტს მეგობრისგან ან მასწავლებლისგან თუ გავიგებთ ხოლმე და ის იმდენად ლოგიკურად ჟღერს, არ ვცდილობთ მის გადამოწმებას. ეჭვის შეტანისას კი გვარწმუნებენ, "ამაზე კვლევაა" ან "ანალიზებიც ამას ამბობენ", როგორც ქართველი პოეტი ივა ნიკოლაძე იტყოდა ხოლმე. თუმცა, ეჭვის შეტანა, კრიტიკული აზროვნება, საკითხისთვის სხვადასხვა კუთხიდან შეხედვის უნარი და ფაქტების გადამოწმება სიმართლის გასაგებად მნიშვნელოვანია. სამყაროში კი, მეცნიერების დამსახურებით, არაერთი ნაკლებსაკამათო საკითხი გვხვდება — ობიექტური რეალობა, რომელსაც ჩვენი სუბიექტური, ემოციური თუ მიკერძოებული დამოკიდებულებებით ვერ ვცვლით ხოლმე (საბედნიეროდ).

ამ ტესტით ვცდილობთ დაგეხმაროთ იმის გარკვევაში, თუ რამდენად კარგად არჩევთ პოპულარ მითებს და სამეცნიერო ფაქტებს ერთმანეთისგან.

ტესტი: რამდენად არჩევ სამეცნიერო ფაქტს მითისგან

ტესტის დაწყება

1 / 10 შაქარი ბავშვებში ჰიპერაქტიულობას იწვევს

2 / 10 სიკვდილის მერე ფრჩხილები და თმა იზრდება

3 / 10 ანტიბიოტიკები ვირუსებს კლავს

4 / 10 ვეფხვს ზოლები კანზეც აქვს და ბეწვზეც

5 / 10 სტრესი გაჭაღარავებას იწვევს

6 / 10 ახალშობილებს ტირილისას ცრემლი არ მოსდით

7 / 10 აქლემები კუზში წყალს ინახავენ

8 / 10 ღამურები ბრმები არიან

9 / 10 მთვარეს ბნელი მხარე აქვს, რომელზეც სინათლე არ ხვდება

10 / 10 ვაქცინაცია აუტიზმს იწვევს

იტვირთება...
ერთი წუთით...