როგორ გავუმკლავდეთ პანდემიური სტრესის და სეზონური დეპრესიის ორმაგ შემოტევას
ფოტო: Gracia Lam
შემოდგომის დასასრულს ბევრი ადამიანი განიცდის სეზონური აფექტური აშლილობის სინდრომით გამოწვეულ დეპრესიას. წლევანდელ ზამთარს მოსალოდნელია, რომ ამ აშლილობისკენ მიდრეკილი ადამიანების დეპრესიული ფონი პანდემიის მდგომარეობამ კიდევ უფრო გაამწვავოს. The New York Times-ის ჟურნალისტი, ჯეინ ბროუდი ამ ფენომენსა და მასთან გამკლავების გზებზე საკუთარ გამოცდილებაზე დაყრდნობით გვიყვება.
შემოდგომის სეზონზე, დღის ხანგრძლივობის მკვეთრი შემცირებისას, იმ საშემოდგომო აქტივობების მიმართ, რომლებიც წარსულში დიდ სიამოვნებას მანიჭებდა, ენთუზიაზმის საგრძნობი კლება შევნიშნე. მაგალითად, აღარ მახალისებდა ისეთი საშინაო პროექტები, როგორიცაა კერვა, ქარგვა, ახალი რეცეპტებით გემრიელი კერძების მომზადება, წიგნების კითხვა თუ მეგობრების მიერ შემოთავაზებული ფილმების ყურება.
ამგვარი მოწყენილობის მიზეზს მალევე მივხვდი — ეს შეგრძნებები პანდემიის მიერ გამოწვეულ შეზღუდვებსა და იზოლაციას უკავშირდებოდა.
შემოდგომის სეზონმა ძალიან შეამცირა დისტანციურად გამართული სოციალური ღონისძიებებისა და შეკრებების რაოდენობა. ადამიანები ვეღარ ახერხებენ მეგობრებთან თუ ოჯახის წევრებთან ერთად სეირნობას, ღია ცის ქვეშ წახემსებას, ვარჯიშს თუ სახლის გარეთ მუშაობას. ეს ყველაფერი იწვევს ისეთ გრძნობას, თითქოს საკუთარ ცხოვრებაზე კონტროლი დავკარგეთ.
ფოტო: Holly Warburton
ძალიან რთულია, ცხოვრების ხალისი და ენთუზიაზმი შევინარჩუნოთ მაშინ, როდესაც მხოლოდ შეზღუდულად ვახერხებთ იმ ადამიანებთან სოციალიზებას, რომლებსაც ჩვენი განწყობის გამოკეთება შეუძლიათ. ასევე, ჩვენი ენთუზიაზმის დაქვეითებას დიდწილად იწვევს ის ფაქტიც, რომ ვეღარ ვესწრებით ჩვენთვის საინტერესო კულტურულ თუ სპორტულ ღონისძიებებს, რომლებიც მონოტონური რუტინიდან ცოტა ხნით თავის დაღწევაში დაგვეხმარებოდა.
პანდემიის მიერ გამოწვეულ აურაცხელ პროფესიულ, საგანმანათლებლო, ეკონომიკურ თუ სოციალურ შეფერხებასთან შეგუება იმ ადამიანებისთვისაც კი რთული აღმოჩნდა, რომლებიც ზოგადად არ არიან მიდრეკილნი დეპრესიისა თუ მელანქოლიისკენ. შესაბამისად, მათთვის, ვინც სეზონურ დეპრესიას ისედაც განიცდის, წლევანდელი გვიანი შემოდგომისა და ზამთრის მოკლე დღეები, შესაძლოა, კიდევ უფრო პირქუშნი გამოდგნენ.
სეზონური აშლილობის სინდრომს, რომელიც ჩრდილოეთ ნახევარსფეროში მცხოვრებლებს შემოდგომაზე, დღის სინათლის კლებასთან ერთად უმწვავდებათ, ბევრი ისეთი სიმპტომი ახასიათებს, რომლებიც კლინიკური დეპრესიისთვისაცაა ნიშნეული. ასეთი სიმპტომებია: ღრმა სევდიანობა, გადაჭარბებული დაღლილობის შეგრძნება, კონცენტრაციის ნაკლებობა, ზედმეტი ძილიანობა, საყვარელი საქმიანობებისადმი ინტერესის დაკარგვა და სახამებლის და შაქრის შემცველი საკვებისკენ მიდრეკილება, რასაც თან ახლავს წონაში მატება.
ფოტო: Fix
"ეს ზამთარი სეზონური აფექტური აშლილობის მქონე ადამიანებისთვის განსაკუთრებით მძიმე იქნება, რადგან ისინი სტრესული მოვლენებისადმი ზოგადად მეტად მგრძნობიარენი არიან", — ამბობს კელი როჰანი, ფსიქოლოგიის მეცნიერების პროფესორი ვერმონტის უნივერსიტეტში, — "ამის ნიშნები ჯერ კიდევ გასულ მარტს, სეზონური აფექტური აშლილობის მქონე 26 ადამიანის კვლევისას შევნიშნეთ. მათთან ყოველ კვირას გვქონდა ინტერვიუ, რამაც აჩვენა, რომ მას შემდეგ, რაც კარანტინის შედეგად ყველაფერი დაიხურა, ცუდი განწყობისა და დეპრესიის მაჩვენებელი მათში საგრძნობლად გაიზარდა".
ზოგადად, სეზონური აფექტური აშლილობის სიმპტომები ზაფხულისთვის ქრება ხოლმე, თუმცა, დოქტორი როჰანი ამბობს, რომ 2020 წლის ზაფხულში პაციენტებმა სრულად გამოჯანმრთელება ვერ შეძლეს, რადგან გამძაფრებული სტრესული ფონის გამო სიმპტომები ზამთრის შემდეგაც გაუგრძელდათ. ეს სუბკლინიკური სეზონური აშლილობის კლინიკურ აშლილობაში გადაზრდის საფრთხეს აჩენს მათ შემთხვევაშიც, ვინც ნორმალურ პირობებში მდგომარეობასთან გამკლავებისთვის საჭირო რესურსებს ფლობს.
დოქტორი როზენთალი, რომელმაც 1980-იან წლებში პირველად განსაზღვრა სეზონური აფექტური აშლილობის სიმპტომები, აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით ამბობს, რომ სირთულეებთან გასამკლავებლად, უპირველეს ყოვლისა, მათი გააზრებაა საჭირო. მისი თქმით, სეზონური აშლილობის სინდრომის მქონე ადამიანებისთვის ყველაზე სასარგებლო იქნება 20 წუთით ან ნახევარი საათით მზის სინათლის ან მისი ხელოვნური შემცვლელის მიღება. სინათლის სტანდარტული რაოდენობა, რაც ადამიანმა უნდა მიიღოს, 10 000 ლუქსია. სინათლის საჭირო დოზის მისაღებად სპეციალური მოწყობილობის, "ლაითბოქსის" სიახლოვეს ჯდომაც კი საკმარისი შეიძლება იყოს. ასევე, რეკომენდებულია საძინებელ ოთახში განთიადის სინათლის სიმულატორის გამოყენება.
ფოტო: Robert Neubecker
სეზონური აშლილობის სიმპტომთა დასაძლევად კიდევ ერთი კარგი საშუალება დილაობით 20 წუთით სასეირნოდ გასვლა ან ძაღლის გასეირნებაა. სეირნობა, ზოგადად, განწყობის გამოკეთებისთვის ერთობ სასარგებლოა. ამასთან, არსებითად მნიშვნელოვანია სისტემატური ვარჯიშისა და მზის სინათლის კომბინაციაც. ეს გვეხმარება, დავუკავშირდეთ ჩვენს გარემოს და ბუნებას — არა მარტო სინათლეს, არამედ ჩიტებს, ხეებს, ცხოველებს — რაც ჩვენთვის სოციალური იზოლაციის ანტიდოტად შეიძლება იქცეს.
როზენთალთან საუბრისას გამახსენდა, როგორ ვახერხებდი კარგი განწყობის შენარჩუნებას პანდემიის პირველ თვეებში: ვცდილობდი, ყოველდღე შემემჩნია რაღაც კარგი და სასიამოვნო — მაგალითად, სამეზობლოში გაზრდილი ხეები, ახლად აყვავებული ყვავილები ეზოებში, ჩემი ძაღლის სხვა ძაღლებთან თამაში. საღამოობით კი სხვა მრავალ ადამიანთან ერთად ტაშს ვუკრავდი სამედიცინო თუ სხვა სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი მომსახურების სფეროებში მომუშავე პერსონალს, რომლებიც საკუთარ სიცოცხლეს აყენებდნენ საფრთხის ქვეშ საზოგადოების კეთილდღეობისთვის.
"ნუ გამოწურავთ ხალისს თქვენი ცხოვრებიდან", — ჩემი სიტყვების დასტურად აღნიშნა დოქტორმა როზენთალმა, — "ყოველდღე სიხარულს უნდა ვგრძნობდეთ. ეს ინვესტიცია კარგ შედეგს გამოიღებს". ის ასევე გვთავაზობს ისეთი ონლაინ კურსების გავლას, რომელთა დახმარებითაც სამკაულების გაკეთებას, ხატვას ან ინსტრუმენტზე დაკვრას ვისწავლით. ასევე, არ უნდა შევწყვიტოთ ურთიერთობა ადამიანებთან. მაგალითად, შეგვიძლია, მეგობრებთან ვიდეოზარით შევიკრიბოთ და დავლიოთ ჩაი, ყავა ან მივირთვათ ლანჩი.
ფოტო: Luke Wohlgemuth
პანდემიის პერიოდში განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, შევინარჩუნოთ ენთუზიაზმი ჩვენი საყვარელი საქმიანობის მიმართ და არ დავკარგოთ კონტაქტი ჩვენს იმ მეგობრებთან თუ ოჯახის წევრებთან, რომლებიც ჩვენგან შორს ცხოვრობდნენ.
კიდევ ერთი ძალიან სასარგებლო რჩევაა, ჩამოაყალიბოთ და შეინარჩუნოთ დღის სტრუქტურა, რომელიც შესაძლებლობას მოგცემთ, უფრო პროდუქტიულები იყოთ, რადგან სწორედ სასარგებლო რუტინის დაკარგვა იწვევს განწყობის გაფუჭებას და მელანქოლიას.
დაბოლოს, მინდა, ისევ დოქტორი როზენთალის რჩევით დავასრულოთ: "დროის სასიამოვნო რუტინით შევსება მნიშვნელოვანია ცირკადული რიტმის შესანარჩუნებლად. ამ გზით ძილის რეჟიმიც გვიწესრიგდება, რაც მენტალური ჯანმრთელობის ერთ-ერთი წინაპირობაა".
თუ სტატიაში განხილული თემა და ზოგადად, მენტალურ ჯანმრთელობასთან დაკავშირებული საკითხები თქვენთვის საინტერესოა, შემოგვიერთდით Facebook ჯგუფში – მენტალური ჯანმრთელობის ფორუმი.
-
TBILISI OPEN AIR 2026 – რეგიონის ყველაზე მასშტაბურ მუსიკალურ ფესტივალამდე დღეები რჩება TBILISI OPEN AIR 2026 – რეგიონის ყველაზე მასშტაბურ მუსიკალურ ფესტივალამდე დღეები რჩება
-
შირლი ჯექსონის "ლატარია" — მოთხრობა, რომელმაც ამერიკა შეძრა შირლი ჯექსონის "ლატარია" — მოთხრობა, რომელმაც ამერიკა შეძრა
გადახედვა
-
ვიქტორ ყიფიანი: თავს უფლებას მივცემ გითხრათ, გთხოვოთ, მოგიწოდოთ — "ჯერ საქართველოს" პარტიად დაფუძნების გადაწყვეტილება თქვენი ხელმოწერით გაამყაროთ ვიქტორ ყიფიანი: თავს უფლებას მივცემ გითხრათ, გთხოვოთ, მოგიწოდოთ — "ჯერ საქართველოს" პარტიად დაფუძნების გადაწყვეტილება თქვენი ხელმოწერით გაამყაროთ
გადახედვა
-
"არათუ ქვეყანა, "ქართული ოცნებაც" არ იმსახურებს ასეთ პრემიერს" — რის გამო დაიწყო ჩხუბი პარლამენტში? "არათუ ქვეყანა, "ქართული ოცნებაც" არ იმსახურებს ასეთ პრემიერს" — რის გამო დაიწყო ჩხუბი პარლამენტში?
გადახედვა
-
კახა კალაძე: ელენე ხოშტარიას ჯანმრთელობას ვუსურვებ, საარჩევნო კამპანიის პროცესში ხელის შეშლა, დანაშაულია კახა კალაძე: ელენე ხოშტარიას ჯანმრთელობას ვუსურვებ, საარჩევნო კამპანიის პროცესში ხელის შეშლა, დანაშაულია
გადახედვა
-
Global Finance-მა საქართველოს ბანკი ქვეყანაში 2026 წლის საუკეთესო Sub-Custodian ბანკად დაასახელა Global Finance-მა საქართველოს ბანკი ქვეყანაში 2026 წლის საუკეთესო Sub-Custodian ბანკად დაასახელა
-
რა ეღირება ლარი უქმეებზე? რა ეღირება ლარი უქმეებზე?
გადახედვა
-
10 ფეხბურთელი წლევანდელი ჩემპიონატიდან, რომლებზეც წამებში დაიქრაშები 10 ფეხბურთელი წლევანდელი ჩემპიონატიდან, რომლებზეც წამებში დაიქრაშები
გადახედვა
-
ირაკლი კობახიძე: სამართალდამცავ სტრუქტურებს მინდა, მადლობა გადავუხადო 4 ოქტომბერს იუველირული მუშაობისთვის ირაკლი კობახიძე: სამართალდამცავ სტრუქტურებს მინდა, მადლობა გადავუხადო 4 ოქტომბერს იუველირული მუშაობისთვის
გადახედვა
-
სიღარიბის სრულად აღმოფხვრა 2029 წლისთვის შესაძლებელი იქნება — ირაკლი კობახიძემ პარლამენტში ანგარიში წარადგინა სიღარიბის სრულად აღმოფხვრა 2029 წლისთვის შესაძლებელი იქნება — ირაკლი კობახიძემ პარლამენტში ანგარიში წარადგინა
გადახედვა
-
მომჩივანმა სასამართლო AI იურისტის დახმარებით მოიგო მომჩივანმა სასამართლო AI იურისტის დახმარებით მოიგო
გადახედვა
-
EU-ში ბლოკის არაწევრი ქვეყნებიდან გამოწერილ ამანათებზე ნივთზე "3 ევროიანი" მოსაკრებელი წესდება EU-ში ბლოკის არაწევრი ქვეყნებიდან გამოწერილ ამანათებზე ნივთზე "3 ევროიანი" მოსაკრებელი წესდება
გადახედვა
-
საუდის არაბეთში ექიმებმა სიამის ტყუპი დები წარმატებით განაცალკევეს საუდის არაბეთში ექიმებმა სიამის ტყუპი დები წარმატებით განაცალკევეს
გადახედვა
-
"ბათუმელები": ბათუმში ატრაქციონზე ბავშვი დაშავდა, ბავშვს ფეხი აქვს დაზიანებული, თაბაშირში აქვს ჩასმული "ბათუმელები": ბათუმში ატრაქციონზე ბავშვი დაშავდა, ბავშვს ფეხი აქვს დაზიანებული, თაბაშირში აქვს ჩასმული
გადახედვა
-
Swatch საათების ციფრული კლონების გამო Samsung-ისგან $170 მილიონს ითხოვს Swatch საათების ციფრული კლონების გამო Samsung-ისგან $170 მილიონს ითხოვს
გადახედვა
-
"სიჯიუტე მიზნის მიღწევაში გეხმარება" — გაიცანით ადამიანი, რომელმაც ნიქოზსა და ბედიანში საცოცი კედლები მოაწყო "სიჯიუტე მიზნის მიღწევაში გეხმარება" — გაიცანით ადამიანი, რომელმაც ნიქოზსა და ბედიანში საცოცი კედლები მოაწყო
-
"კატეგორიულად მიუღებელია ვანდალიზმი" — კახა კალაძე ლოტკინზე მომხდარ უბედურ შემთხვევაზე "კატეგორიულად მიუღებელია ვანდალიზმი" — კახა კალაძე ლოტკინზე მომხდარ უბედურ შემთხვევაზე
გადახედვა
-
ქვიზი: გამოიცანი ქართული ზღაპარი ერთი ფრაზით ქვიზი: გამოიცანი ქართული ზღაპარი ერთი ფრაზით
-
"ფარას“ და "გრანტების შესახებ" კანონში შეტანილ ცვლილებებზე სტრასბურგის სასამართლომ კომუნიცირების ეტაპი დაიწყო "ფარას“ და "გრანტების შესახებ" კანონში შეტანილ ცვლილებებზე სტრასბურგის სასამართლომ კომუნიცირების ეტაპი დაიწყო
გადახედვა
-
ადამიანთა დაახლოებით მესამედი ამ პარაზიტითაა ინფიცირებული — მეცნიერები რისკებზე საუბრობენ ადამიანთა დაახლოებით მესამედი ამ პარაზიტითაა ინფიცირებული — მეცნიერები რისკებზე საუბრობენ
გადახედვა
-
თბილისში 500 Global in Eurasia-ს მეათე ნაკადის დასკვნითი ღონისძიება — დემო დღე გაიმართა თბილისში 500 Global in Eurasia-ს მეათე ნაკადის დასკვნითი ღონისძიება — დემო დღე გაიმართა
კომენტარები