პროკურატურის განცხადებით, ახალ სპორტის სასახლესთან სასტიკად ნაცემმა კაცმა ტრავმა დაცემით მიიღო
16 მაისს, თბილისში, ახალი სპორტის სასახლის მიმდებარე ტერიტორიაზე ახალგაზრდა კაცს სცემეს. ბექა ონიანი თავის ტრავმით კავკასიის მედიცინის ცენტრშია გადაყვანილი, მისი მდგომარეობა სტაბილურად მძიმეა, იმყოფება ხელოვნურ კომაში.
დაზარალებულის დეიდამ ტაბულასთან საუბარში განაცხადა, რომ ფუტსალის მატჩის დროს, ფეხბურთელებს შორის შელაპარაკება მოხდა. ოჯახის წევრების განცხადებით, ბექა ონიანი ინციდენტში არ მონაწილეობდა, მაგრამ მას თავს დაესხნენ.
ბექა ონიანის დეიდა, სავარაუდო თავდამსხმელის ვინაობასაც ასაჯაროებს. მისი თქმით, ონიანს ივა ტყეშელაშვილი დაესხა თავს. ოჯახი მომხდარის დროულ გამოძიებას ითხოვს. მათი განცხადებით, ივა ტყეშელაშვილის მამა პოლიციელი იყო და შესაძლოა, გამოძიების გაჭიანურება ამასაც უკავშირდებოდეს.
18 მაისს, შინაგან საქმეთა სამინისტროს ცნობით, ბექა ონიანზე თავდამსხმელი დააკავეს. უწყების განმარტებით, ონიანმა მძიმე ტრავმა დარტყმის შემდეგ დაცემისგან მიიღო. მას ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე მუხლის პირველი ნაწილით (ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანება) წარედგინა, რაც სასჯელის სახედ და ზომად 7 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
"გამოძიებით დადგინდა, რომ მიმდინარე წლის 16 მაისს, ბრალდებულმა თბილისში, უნივერსიტეტის ქუჩაზე მდებარე ახალი სპორტის სასახლის მიმდებარე ტერიტორიაზე ფიზიკურად იძალადა 1998 წელს დაბადებულ ბ.ო.-ზე, რის შედეგად ბ.ო. წაიქცა და თავის არეში დაზიანება მიიღო.
მომხდარის შედეგად ი.ტ. შემთხვევის ადგილიდან მიიმალა, ხოლო დაშავებული მამაკაცი კლინიკაში გადაიყვანეს, სადაც შესაბამისი მკურნალობა უტარდება. სამართალდამცველებმა ჩატარებული საგამოძიებო მოქმედებების შედეგად ბრალდებული მომხდარიდან რამდენიმე საათში დააკავეს.
გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე მუხლის 1-ლი ნაწილით მიმდინარეობს, რაც ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანებას გულისხმობს," — აღნიშნულია შსს-ის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.
ბექა ონიანი კომპანია "ტენეს" თანამშრომელია. კომპანიის განცხადებაში ვკითხულობთ, რომ მძიმე დაზიანებების გამო ონიანი მეორე დღეა ხელოვნურ კომაში იმყოფება და მათი მოთხოვნაა დამნაშავე სათანადოდ დაისაჯოს.
"გუშინ წარმოუდგენელი ბოროტება მოხდა: ჩვენს თანამშრომელს ბექა ონიანს, ფეხბურთის თამაშის დასრულების შემდეგ გასახდელიდან გამოსვლისას თავს დაესხნენ, თავში ჯერ ხელით, ხოლო ძირს დავარდნის შემდეგ ორი ფეხით მიაყენეს დაზიანება.
ინციდენტის შედეგად მას თავში განუვითარდა სისხლჩაქცევა, რის გამოც ექიმებს მოუწიათ მისი ხელოვნურ კომაში გადაყვანა და თავის ქალის ნაწილობრივი ტრეპანაცია.
ბექას მდგომარეობა სტაბილურად მძიმეა და იგი მეორე დღეა სიცოცხლისთვის იბრძვის!
მიზეზი თამაშის დროს მომხდარი შელაპარაკებაა, რომელშიც ბექას არც კი მიუღია მონაწილეობა!
ზოგადად ბექა სრულიად უკონფლიქტო და თავაზიანი ადამიანია, გამოირჩევა კომუნიკაბელურობით და დიპლომატიით. მისი მხრიდან რაიმე სახის კონფლიქტის გამოწვევა არავის ახსოვს.
ონო არის ფეხბურთელი, მწვრთნელი, მუსიკოსი და ჩვენი მარკეტინგისა და საზოგადოებასთან ურთიერთობის მენეჯერი. იგი წერს მუსიკას და სკოლებში ატარებს ლექციებს გარემოსდაცვით საკითხებზე.
რა გამართლებაც არ უნდა მოუძებნოს დამნაშავემ, არანორმალურია მის მიმართ ასეთი სისასტიკის გამოჩენა.
მის ოჯახთან სისტემატურ კავშირზე ვართ და მათთვის ამ ეტაპზე უპირველესი მნიშვნელობის საკითხია ბექას მდგომარეობიდან გამოყვანა... სხვა არაფერს ამბობენ ამჟამად ისინი.
ჩვენი მხრიდან, კი გეტყვით, რომ ამ ეტაპზე საჭიროა საზოგადოების კონსოლიდაცია, რომ დამნაშავე, რომელიც საბედნიეროდ უკვე დაკავებულია კანონის სრული სიმკაცრით დაისაჯოს.
არ მოხდეს რაიმე სახით მისი დანაშაულის შემსუბუქება, მიუხედავად მისი ოჯახის შესაძლო გავლენებისა.
ერთხელ და სამუდამოდ უნდა დასრულდეს ჩვენს ქვეყანაში მსგავსი ბოროტება და არაფრისმთქმელი ძალადობა.
ყველამ უნდა იცოდეს, რომ ასეთი საქციელი და მითუმეტეს წაქცეული კაცისთვის წიხლის ჩარტყმა, არა ვაჟკაცობად, არამედ დეგრადაციად და არასრულფასოვნებად შეფასდება საზოგადოების მხრიდან," — ვკითხულობთ განცხადებაში.
-
სუს-ის უფროსის პოსტზე თამაზ ბორაშვილის კანდიდატურას პარლამენტი კენჭს ოთხშაბათს უყრის სუს-ის უფროსის პოსტზე თამაზ ბორაშვილის კანდიდატურას პარლამენტი კენჭს ოთხშაბათს უყრის
გადახედვა
-
"ფაქტობრივად, ბადრი პატარკაციშვილი [7 ნოემბრის მოვლენებმა] მოკლა" — ირაკლი რუხაძე მიხეილ სააკაშვილის სასამართლოზე "ფაქტობრივად, ბადრი პატარკაციშვილი [7 ნოემბრის მოვლენებმა] მოკლა" — ირაკლი რუხაძე მიხეილ სააკაშვილის სასამართლოზე
გადახედვა
-
მიხეილ ყაველაშვილის ადმინისტრაციის უფროსად ლუკა ეხვაია დაინიშნა მიხეილ ყაველაშვილის ადმინისტრაციის უფროსად ლუკა ეხვაია დაინიშნა
გადახედვა
-
რისგან შედგება სამყარო ყველაზე ღრმა დონეზე? — მატერიის საბოლოო ნაწილაკების ძიებაში რისგან შედგება სამყარო ყველაზე ღრმა დონეზე? — მატერიის საბოლოო ნაწილაკების ძიებაში
გადახედვა
-
ჭკვიანი საკვებურები მიუსაფარი ცხოველებისთვის — თეგეტა სმარტფოს ინოვაციური პროგრამის მხარდამჭერია ჭკვიანი საკვებურები მიუსაფარი ცხოველებისთვის — თეგეტა სმარტფოს ინოვაციური პროგრამის მხარდამჭერია
-
ვენეციის კინოფესტივალის პრიზიორ რეჟისორებს ისრაელში მოქალაქეობის შეწყვეტით ემუქრებიან ვენეციის კინოფესტივალის პრიზიორ რეჟისორებს ისრაელში მოქალაქეობის შეწყვეტით ემუქრებიან
გადახედვა
-
სპილოებმა მნიშვნელოვანი ფსიქოლოგიური ტესტი წარმატებით ჩააბარეს — რა გვეუბნება ეს მათზე? სპილოებმა მნიშვნელოვანი ფსიქოლოგიური ტესტი წარმატებით ჩააბარეს — რა გვეუბნება ეს მათზე?
გადახედვა
-
WSJ: თბილისში Trump Tower აშშ-ის მიერ სანქცირებული ბიძინა ივანიშვილის ფონდთან დაკავშირებულ მიწაზე აშენდება WSJ: თბილისში Trump Tower აშშ-ის მიერ სანქცირებული ბიძინა ივანიშვილის ფონდთან დაკავშირებულ მიწაზე აშენდება
გადახედვა
-
საქართველოს ბანკის სპეციალური შეთავაზება კვების ობიექტებში სტუდენტებისა და მოსწავლეებისთვის 15 სექტემბერს საქართველოს ბანკის სპეციალური შეთავაზება კვების ობიექტებში სტუდენტებისა და მოსწავლეებისთვის 15 სექტემბერს
-
iPhone-ისთვის Apple საკუთარ სათამაშო კონტროლერებს ქმნის iPhone-ისთვის Apple საკუთარ სათამაშო კონტროლერებს ქმნის
გადახედვა
-
კრის როკმა განაცხადა, რომ ოსკარებზე მხოლოდ ერთ შემთხვევაში დაბრუნდება კრის როკმა განაცხადა, რომ ოსკარებზე მხოლოდ ერთ შემთხვევაში დაბრუნდება
გადახედვა
-
მზის სისტემის შორეულ ასტეროიდს რგოლების სისტემა აქვს, რომელიც ჩვენს თვალწინ იცვლება მზის სისტემის შორეულ ასტეროიდს რგოლების სისტემა აქვს, რომელიც ჩვენს თვალწინ იცვლება
გადახედვა
-
მზად იყავი ცვლილებებისთვის – გაიარე მეტი თეგეტა მოტორსთან ერთად მზად იყავი ცვლილებებისთვის – გაიარე მეტი თეგეტა მოტორსთან ერთად
-
ევროპაში ბუნებრივი აირის ფასი 2022 წლის შემდეგ ყველაზე მაღალ ნიშნულზეა ევროპაში ბუნებრივი აირის ფასი 2022 წლის შემდეგ ყველაზე მაღალ ნიშნულზეა
გადახედვა
-
უკრაინული დრონებით სოჭზე თავდასხმის შედეგად 5 ადამიანი დაშავდა უკრაინული დრონებით სოჭზე თავდასხმის შედეგად 5 ადამიანი დაშავდა
გადახედვა
-
როგორები იქნებოდნენ დისნეის პრინცესები დღეს? — ნახეთ ფოტოები როგორები იქნებოდნენ დისნეის პრინცესები დღეს? — ნახეთ ფოტოები
გადახედვა
-
ჰარი პოტერს თუ მხარს უჭერ, მხარს უჭერ ტრანსგენდერების გენოციდს — ლილი ვაჩოვსკი ჰარი პოტერს თუ მხარს უჭერ, მხარს უჭერ ტრანსგენდერების გენოციდს — ლილი ვაჩოვსკი
გადახედვა
-
საქართველოს ბანკის წარმომადგენელმა ეროვნული ბანკის მიერ განათლების ხელშეწყობის მიზნით ორგანიზებულ კონფერენციაზე პანელურ დისკუსიაში მიიღო მონაწილეობა საქართველოს ბანკის წარმომადგენელმა ეროვნული ბანკის მიერ განათლების ხელშეწყობის მიზნით ორგანიზებულ კონფერენციაზე პანელურ დისკუსიაში მიიღო მონაწილეობა
-
მდინარე არაგვზე მდებარე ხიდებზე სარეკონსტრუქციო-საკვლევი სამუშაოების გამო მოძრაობა დროებით შეიზღუდება მდინარე არაგვზე მდებარე ხიდებზე სარეკონსტრუქციო-საკვლევი სამუშაოების გამო მოძრაობა დროებით შეიზღუდება
გადახედვა
-
RS-ს — მამუკა ბარათაშვილი, საგამოძიებო სამსახურს მერაბ გამყრელიძე უხელმძღვანელებს RS-ს — მამუკა ბარათაშვილი, საგამოძიებო სამსახურს მერაბ გამყრელიძე უხელმძღვანელებს
გადახედვა
-
შპს თბილისი მოლის განცხადება შპს თბილისი მოლის განცხადება
კომენტარები