აუცილებელია ამერიკის სამხედრო ბაზების დაუყოვნებელი განლაგება საქართველოში — ხაზარაძე
გთავაზობთ ლელო საქართველოსთვის ერთ-ერთი დამფუძნებელისა და თავმჯდომარის, მამუკა ხაზარაძის ინტერვიუს აშშ-ის სახელმიფო მდივნის, მაიკ პომპეოს საქართველოში ვიზიტის მნიშვნელობასა და მოლოდინებზე, 31 ოქტომბრის არჩევნებსა და ოპოზიციასა და ხელისუფლებას შორის დალოგზე, რეგიონში მიმდინარე გეოპოლიტიკურ პროცესებზე, ანაკლიის ღრმაწყლოვან პორტზე და სხვა მნიშვნელოვან საკითხებზე.
— მამუკა, ახლახანს გამოქვეყნდა ამერიკის საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI) ძალიან მკაცრი და კრიტიკული წინასწარი დასკვნა ჩატარებულ არჩევნებზე. დოკუმენტში ნათქვამია, რომ კენჭისყრის დღეს გამოვლენილი დარღვევები ეჭვქვეშ აყენებენ საარჩევნო პროცესისა და ოფიციალურ მონაცემთა სანდოობას.
თქვენი აზრით, აშშ-ის სახელმწიფო მდივნის ვიზიტამდე რამდენიმე დღით ადრე ესოდენ ავტორიტეტული ორგანიზაციის კრიტიკული დასკვნის გამოქვეყნება რისი მომასწავებელია ხელისუფებისათვის და, ამავე დროს, რა იმედის მომცემია ოპოზიციისა და მთელი ქართული საზოგადოებისთვის?
ეს არის მართლაც ძალიან სერიოზული დოკუმენტი. რა დიპლომატიური ფორმულირებებიც არ უნდა იყოს მასში ასახული, შინაარსობრივად ძალიან მკაფიოდ არის ნათქვამი, რომ საქართველოში 31 ოქტომბრის არჩევნები გაყალბდა! სწორედ ეს იკითხება ამ კომპეტენტურ და პროფესიულად გამართულ ანგარიშში.
ეს არის ძალიან სერიოზული გზავნილი მაიკ პომპეოს ვიზიტის წინ. რა თქმა უნდა, ამერიკის სახელმწიფო მდივანი, საქართველოში ყოფნისას, უპირველესად დემოკრატიის დაცვის აუცილებლობაზე, მათ შორის არჩევნების სამართლიანობაზე იმსჯელებს. IRI-ს ანგარიში არ არის არჩევნების მონაწილე რომელიმე პარტიის შეფასება. ესაა ძალიან სოლიდური საერთაშორისო ინსტიტუტის შუალედური ანგარიში, რომელიც აშშ მმართველი წრეების დამოკიდებულებას გამოხატავს. მით უმეტეს, რესპუბლიკური ინსტიტუტის რაიმე პოლიტიკურ ანგაჟირებულობაზე ლაპარაკიც ზედმეტია.
— მამუკა, თქვენი აზრით, რამ განაპირობა ასე უეცრად ამ დონის ვიზიტის დაგეგმვა საქართველოში? აშშ-ის სახელმწიფო მდივანი დიდი ხანია არ ყოფილა ჩვენს ქვეყანაში.
30 წელიწადია საქართველოსთვის ერთ-ერთი ყველაზე დიდი მოკავშირე, მეგობარი და სტრატეგიული პარტნიორი არის ამერიკის შეერთებული შტატები. ამერიკამ, ამ ათწლეულების მანძილზე, ჩვენს ქვეყანას უდიდესი ფინანსური, საინვესტიციო და ჰუმანიტარული დახმარება აღმოუჩინა. ამასთან, უმთავრეს მიმართულებად სწორედ დემოკრატიის განვითარება მიიჩნეოდა.
სამწუხაროდ, ამჟამინდელი ხელისუფლების დროს ეს პარტნიორობა შესუსტდა ოფიციალური თბილისის მხრიდან, მაგრამ, ვაშინგტონის პოზიციები კვლავინდებურად მტკიცეა, რომ საქართველოს დაეხმაროს ევროატლანტიკურ ინტეგრაციაში, რის შესახებაც, თბილისში ვიზიტის პირველივე დღეს განაცხადა მაიკ პომპეომ.
ფაქტია, რომ რამდენიმე დღის წინ, ვითარება რეგიონში რადიკალურად შეიცვალა მთიანი ყარაბაღის გარშემო განვითარებული სამხედრო-პოლიტიკური მოვლენების შედეგად. გაიზარდა რუსი სამხედროების რიცხვი რეგიონში. ამით დიდწილად დაირღვა ძალთა ბალანსი. ვფიქრობ, ეს არის ერთ-ერთი მიზეზი და წინაპირობა სახელმწიფო მდივნის ვიზიტისა. მეორე მიზანი კი, უდავოდ, საქართველოში დემოკრატიის კონსოლიდაცია და სახელმწიფოს ვერ მიტაცების ამოცანაა.
ამერიკა არ შეეგუება, რომ ამჟამინდელმა მმართველმა კლანმა მიიტაცოს ქართული სახელმწიფო. არადა, საფრთხე რეალურია და ეს ჩვენმა ამერიკელმა მეგობრებმა კარგად იციან. ისინი ხედავენ, რომ ჩვენს ქვეყანაში დამყარდა ოლიგარქიული მმართველობა, რომელმაც გახრწნა ყველა სახელმწიფო ინსტიტუცია, წაართვა ამომრჩეველს ფუნდამენტური უფლება — არჩევანის უფლება. ეს სუფთად რუსული სცენარია, რასაც ამერიკა მთელს მსოფლიოში ეწინააღმდეგება.
სახელმწიფოს მიტაცების და მისი დეგრადირების მცდელობის ყველაზე თვალსაჩინო მაგალითია ანაკლიის პროექტის წინააღმდეგ ბრძოლა. იმ პროქტისა, რომლის მხარდამჭერები და კონტრიბუტორები იყვნენ ამერიკული და ევროპული კომპანიები, რომლებმაც დიდი ინვესტიციები განახორციელეს ურთულეს რეგიონში, საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიიდან სულ ოთხ კილომეტრში! ქართული ოცნების მთავრობამ ამ ინვესტიციის და სხვა ინვესტორთა შენატანის ექსპროპრირება გაბედა და ეს მოხდა თვით სახელმწიფო მდივან, პომპეოს ანაკლიის პროექტის მხარდამჭერი განცხადების ფონზე. მაიკ პომპეომ მოგვიწოდა, სასწრაფოდ დავასრულოთ ანაკლია, როგორც ჩვენი ქვეყნისა და მთელი რეგიონის უსაფრთხოების მნიშვნელოვანი გარანტია. ვფიქრობ, სწორედ ეს საკითხები იქნება პრიორიტეტული აშშ-ის სახელმწიფო მდივნის თბილისში ყოფნისას.
— ჩვენს თვალწინ მოხდა რეგიონის ისტორიული "გადაფორმატირება" ყარაბაღის "გარდატეხის" შედეგად. ძალიან მნიშვნელოვან მოთამაშედ იქცა NATO-ს წევრი თურქეთი. თქვენი აზრით, პრაქტიკული თვალსაზრისით, რა ნაბიჯის გადადგმაა საჭირო, რათა ჩვენი ქვეყნის მიმართ ამერიკის ესოდენ მკაფიოდ "მანიფესტირებული" ინტერესის ფონზე მოხდეს ორი ქვეყნის საბოლოო სტრატეგიული დაახლოება და კავშირის გაფორმება დღევანდელ რთულ რეგიონულ სიტუაციაში?
ჩემი აზრით, ყველაზე მიზანშეწონილი, აუცილებელი, თამამი და სასურველი ნაბიჯი იქნება ამერიკის სამხედრო ბაზების სასწრაფო განლაგება საქართველოში, რათა ჩვენმა ქვეყანამ შეინარჩუნოს დამოუკიდებლობა და სტაბილურობა, რაც ძალზედ მნიშვნელოვანია მთელი რეგიონისათვის, ხოლო, ჩვენთვის — სასიცოცხლოდ აუცილებელი.
ეს ნამდვილად გეოპოლიტიკურად და ისტორიულად გარდამტეხი ნაბიჯი იქნებოდა. ახლა უკვე ნათელია, რატომ და რა მიზნით წამოიწყო ხელისუფლებამ ომი "ანაკლიის" წინააღმდეგ, რატომ მიაჩნდა აუცილებლად მისი შეჩერება ნებისმიერ ფასად. სწორედ ამ კონტექსტში მაქვს კითხვა: ბიძინა ივანიშვილის ხელისუფლებამ რა სასიკეთო პროცესთა ბლოკირება სცადა ან შეძლო "ანაკლიის" წინააღმდეგ დესტრუქციული მოქმედებით?
ჩვენ უნდა გვესმოდეს, რომ "ანაკლია", როგორც პირდაპირი, ასევე მეტაფორული საზრისით, არის მსოფლიოს კარიბჭე კავკასიაში და კავკასიის კარიბჭე მსოფლიოში!
ანაკლიის პორტისა და ქალაქ ანაკლიას მშენებლობით, საქართველო იძენს უდიდეს გეოსტრატეგიულ მნიშვნელობას, ისევე, როგორც 1990-იან წლებში იყო ძალიან მნიშვნელოვანი მონაპოვარი ჩვენი ქვეყნის ტერიტორიაზე დიდი საერთაშორისო ნავთობსადენის გატარება.
"ანაკლია" იქცევა უკანმოუბრუნებლობის წერტილად, სწორედ უსაფრთხოების თვალსაზრისით. ამაზე მეტყველებს ინვესტორთა, ასევე პროექტში ჩართულ ბანკთა გეოგრაფია და მათი წარმომადგენლობა. აქ არის როგორც ჩინეთი, ასევე შეერთებული შტატები. სწორედ ზესახელმწიფოების წარმომადგენელ ინვესტორთა ამგვარი კონცენტრაცია უქმნის ჩვენს ქვეყანას საშუალებას, უთხრას მთელს მსოფლიოს, რომ საქართველო უსაფრთხოა ინვესტიციებისათვის.
თავისთავად, თვით საქართველოსათვის ამ დონის ინვესტიცია გულისხმობს უსაფრთხოების საერთაშორისო გარანტიათა გაძლიერებას. გარდა ამისა, ქვეყანა ამით აცხადებს, რომ შეუძლია შექმნას სატრანსპორტო დერეფანი უდიდესი რაოდენობის ტვირთთა გასატარებლად წყნარი ოკეანიდან ატლანტიკის ოკეანემდე. ასევე, მათ გადასამუშავებლად და ადგილზე საწარმოებლად. იგულისხმება, სამეგრელოს რეგიონის განვითარება, ასევე ახალი დიალოგის დაწყება აფხაზებთან და ოსებთან საერთო ინტერესისა და ერთად საქმის კეთების საფუძველზე. ეს გახდება ახალი ფურცელი ჩვენს ურთიერთობებში აფხაზ და ოს თანამემამულეებთან.
მთლიანობაში, მე მიმაჩნია, რომ სწორედ ანაკლიის პროექტი უნდა იქცეს საქართველო-ამერიკის სტრატეგიული ურთიერთკავშირის საფუძვლად.
— წარმოვიდგინოთ, ახლა რომ უკვე განხორციელებული იყოს "ანაკლიის' პირველი ფაზა, როდესაც ჯერ არამოქმედებული რუსული ტამანის პორტი. რა სიკეთეს მოუტანდა ეს საქართველოს ამ კონფიგურაციაში?
და აქვე, თქვენი აზრით, ანაკლიის პროექტის შეჩერებით, მიადგა თუ არა ზიანი საქართველოს ევროატლანტიკურ ინტეგრაციას, თუ გავითვალისწინებთ შავი ზღვის უსაფრთხოების თემას, ასევე, საქართველოს ეროვნულ ინტერესებს. მოგეხსენებათ, ეს იყო ისტორიული შესაძლებლობა, ქვეყანას ჰქონოდა ღრმაწყლოვანი პორტი და გამხდარიყო მნიშვნელოვანი სატრანზიტო ჰაბი.
ივანიშვილის ხელისუფლებას რომ არ გამოეცხადებინა ომი ამ საშვილიშვილო პრიოექტისათვის, ჩვენი გეგმით, დეკემბრის ბოლოს ჩვენ უკვე პირველი გემი უნდა მიგვეღო, ანუ, გვექნებოდა პირდაპირი ხაზი რუმინულ პორტ კონსტანცასთან. საქართველო გახდებოდა ცენტრალური აზიის იმ ტვირთთა ბენეფიციარი, რომელიც დღეს რუსეთის გავლით მიედინება დასაველთისკენ. ეს იქნებოდა ახალი ეტაპი საქართველოს ისტორიაში. პირდაპირ უნდა ითქვას — თუ ჩვენ რაიმე დიდი პროექტი არ დავიწყთ საქართველოში, ამ ქვეყანას სხვა პერსპექტიული რესურსი უბრალოდ არ გააჩნია.
— თქვენ უკვე ბრძანეთ ამერიკული სამხედრო ბაზების განლაგების მიზანშეწონილობაზე. ამერიკელმა გენერალმა, ბენ ჰოჯესმა, რამდენიმე დღის წინ, Europetime-თან განაცხადა, რომ კარგი იქნება, თუ აშშ სამხედრო-სამოქალაქო ინფრასტრუქტურას და როტაციულ ძალებს გაზრდის საქართველოში. ეს განცხადება რეგიონში ახალი რეალობის კვალდაკვალ გაკეთდა. თქვენი აზრით, შესწევს თუ არა ამჟამინდელ ხელისუფლებას უნარი, გადადგას ნაბიჯები ამ მიმართულებით?
სრულიად ვიზიარებ გენერალ ჰოჯესის ამ მოსაზრებას. მით უმეტეს, ამ ვითარებაში. ჩვენი ქვეყნისთვის ეს ძალზედ მნიშვნელოვანი იქნებოდა და ჩვენ ამ მიმართულებით უნდა ვიმუშავოთ. თუმცა, საერთოდ არ მიმაჩნია, რომ საქართველოს დღეს ეროვნული ხელისუფლება ჰყავს, რომელიც ეროვნული ინტერესებით ხელმძღვანელობს. ეროვნული ხელისუფლება მინიმუმ იმას მაინც გააკეთებდა, რომ ანაკლიის პროქტისთვის ხელი არ შეეშალა, საუკეთესო შემთხვევაში კი პროაქტიულ პოლიტიკურ ხაზს გაატარებდა მის მხარდასაჭერად.
სამწუხაროდ, საქართველო საერთოდ გაქრა საერთაშორისო რადარებიდან. არც ერთ მნიშვნელოვან საერთაშორისო პროცესში აღარ ვიღებთ მონაწილეობას. საქართველოს დიპლომატია, დღეს, შეიძლება ითქვას, მკვდარია. ჩვენი პრემიერმინისტრები და მმართველი პარტიის ლიდერები არც ერთხელ ოფიციალურად არ მიუწვევიათ ამერიკის შეერთებულ შტატებში. არ ტარდება შეხვედრები, არ ჩანს ახალი პროექტები, ახალი რეალობის შექმნის ან თუნდაც, მასთან ადაპტირების მცდელობები.
სწორედ ეს არის თანდათანობითი, მაგრამ მიზანმიმართული, გეგმაზომიერი პრორუსული ხაზი. ბოლო მოვლენებმაც დაადასტურა, რომ საქართველომ დაკარგა რეგიონული ფუნქცია. ეს იმას ნიშნავს, რომ ჩვენსავე სამეზობლოს არ ვჭირდებით. რითღა ვართ საინტერესო თუნდაც მეზობლებისათვის? იმ ვითარებაში, როცა ტურიზმი, ფაქტობრივად, აღარ არის, რაღა დარჩა? რაიმე ინოვაციას სთავაზობს დღეს საქართველო რეგიონს? მიზიდულობის ცენტრი ვართ რომელიმე თვალსაზრისით? რაიმე ისეთი გვაქვს, რისთვისაც აუცილებლად აქ უნდა ჩამოხვიდე, თორემ სხვაგან ვერ ნახავ? რაიმე ჰაბი ვართ? რაიმე ლოჯისტიკური ცენტრი ვართ? რაიმეს ისეთს ვაწარმოებთ, რითაც საინტერესო ვხდებით მომხმარებლისათვის? — არა! ვაგებთ ფეხბურთშიც და ვაგებთ სხვა ყველაფერს, რაკი ქვეყანა ვერ სძლევს დამარცხებათა გაუთავებელ სერიას ქართული ოცნების ხელში.
— თქვენი აზრით, მაიკ პომპეოს ვიზიტისას, ხომ არ წამოიწევს ისევ ანაკლიის თემა და გახდება განსაკუთრებით აქტუალური?
ყველა გამოკითხვით, საქართველოს მოქალაქეთა უდიდესი უმრავლესობა მიიჩნევს, რომ "ანაკლია" ჩვენი ქვეყნისათვის სასიცოცხლოდ აუცილებელია. როცა ასეთი გამოკითხვა ტარდება და სახელმწიფო მდივანი, იმდროინდელი პრემიერ-მინისტრის, მამუკა ბახტაძის თანდასწრებით მიგითითებს, რომ ეს არის მნიშვნელოვანი პროექტი, მათ შორის ამერიკის შეერთებული შტატებისათვის, როგორც გზაჯვარედინი აღმოსავლეთიდან დასავლეთით მიმავალ გზაზე და შენ ამას ბლოკავ, მაშასადამე, საკუთარი ქვეყნის ინტერესთა წინააღმდეგ მიდიხარ, ხოლო ის მთავრობა, რომელიც ეროვნული ინტერესების საწინააღმდეგოდ მიდის, ამთავრებს პოლიტიკურ მოღვაწეობას. ეს მოხდება ქართული ოცნების შემთხვევაშიც.
— მოგეხსენებათ, ამერიკის საგარეო პოლიტიკა ღირებულებათა დაცვას ეფუძნება. ამ ფონზე, როდესაც ჩამოდის ამერიკის სახელმწიფო მდივანი, რა პერსპექტივა აქვს მოლაპარაკებებს, რომლებიც ახლა მიმდინარეობს ელჩ კელი დეგნანისა და ევროკავშირის ელჩის ფასილიტატორობით?
ჩვენ პასუხისმგებლობით ვეკიდებით და მივესალმებით ნებისმიერ მოლაპარაკებას ქვეყნის ინტერესებიდან გამომდინარე. მოლაპარაკების გარეშე გამორიცხულია რაიმეს მივაღწიოთ. ერთია პროტესტი კონსტიტუციის ფარგლებში, თუმცა, ასევე, ძალიან მნიშვნელოვანია მოლაპარაკებაც, რათა ქვეყანამ იპოვოს გამოსავალი. ამრიგად, მოლაპარაკებას ალტერნატივა არა აქვს. თავად ის ფაქტი, რომ ელჩების თანდასწრებით ამგვარი საკითხები განიხილება, უკვე პრობლემის არსებობის აღიარებასაც ნიშნავს.
რაც შეეხება მოლაპარაკებათა პერსპექტივას, მთავარია, ჩატარდეს ახალი არჩევნები. იქნება ეს ექვსი თვის თავზე, ერთი წლის განმავლობაში, უფრო ადრე, ან უფრო გვიან — ყველა შემთხვევაში, ძალიან მნიშვნელოვანია არ ვაღიაროთ ის ყალბი არჩევნები, რაც ახლა ვითომ ჩატარდა. სანამ მოქალაქეს ექნება განცდა, რომ ვიღაცამ ხმა მოპარა, ჩვენ ამ ქვეყანაში დემოკრატიას ვერ ავაშენებთ.
— თქვენი აზრით, იმ ყოველივეს გათვალისწინებით, რაზეც ვისაუბრეთ, რა კითხვებს პასუხობს ის შემოტევა პირადად თქვენს წინააღმდეგ, რაც ბოლოხანს განახორციელა ხელისუფლებამ? მიგაჩნიათ თუ არა, რომ მთავარი მიზეზი სწორედ "ანაკლია" იყო?
ცალსახად! დიახ, ეს იყო ანაკლიის პროექტი. დღევანდელმა გეოპოლიტიკურმა ვითარებამაც წარმოაჩინა, თუ რაოდენ მნიშვნელოვანი იყო ეს პროექტი და როგორ არ შედიოდა რუსეთის ინტერესებში იგი.
ჩვენ 29 წელი ვიყავით ბიზნესში, ვთანამშრომლობდით საერთაშორისო პარტნიორებთან და საერთაშორისო ინსტიტუციებთან. არასდროს ვყოფილვართ რომელიმე პოლიტიკურ ძალაზე ან პიროვნებაზე ჩამოკიდებული. ვიყავით ნამდვილად დამოუკიდებელი ბიზნესმენები, მსოფლიო მოთამაშენი, უზარმაზარი მიღწევებით და, როგორც სჩანს, ამანაც შეაწუხა ოლიგარქი, რადგან ეს პროფესიონალიზმი, საერთაშორისო ინსტიტუციებთან და ორგანიზაციებთან ჩვენი კავშირები ანაკლიის პროექტის წარმატებით განხორციელების წინაპირობად მიიჩნია და ათმაგად საშიში გახდა მისთვის ჩვენი მონაწილეობა ამ პროექტში. მათ არ სჯეროდათ, რომ ჩვენ ასე შორს წავიდოდით — მოვაწერდით ხელს 400 მილიონიან ინვესტიციას და როდესაც დაინახეს, რომ ჩვენ ეს შევძელით, მერე დაიწყეს ფიქრი, როგორ გავეჩერებინეთ. დაიწყეს ჩვენი დისკრედიტაცია. მოიგონეს 12 წლის წინანდელი ე.წ. ფულის გათეთრების სრულიად აბსურდული თემა. აღარაფერს ვამბობ იმ შავ პიარზე, რომელიც მთელი წელიწადი გრძელდებოდა ჩემი და ჩემი თანაგუნდელების წინააღმდეგ. გვებრძოდნენ ყველა საშუალებით და მეთოდებით — ფეიკ ნიუსებით, ბოტების და ტროლების შემოსევით. დაუჯერებელია, მაგრამ ფაქტია ის, რომ ჩვენი გადასახადის გადამხდელების ფულით აგორებული ეს კამპანია, ერთადერთ მიზანს ემსახურებოდა: გაეჩერებინათ უდიდესი ეროვნულ-სახელმწიფოებრივი მნიშვნელობის ანაკლიის პროექტი. მე კი ვიტყოდი, რომ ანაკლიის პროექტი ცოცხალია და გარდაუვლად განხორციელდება. განხორციელდება ძირეულ ცვლილებებთან ერთად ჩვენს ქვეყანაში.
— გმადლობთ საინტერესო საუბრისათვის.
ინტერვიუ თავდაპირველად გამოქვეყნდა EXPERTI.GE-ზე. ავტორი: დავით გამცემლიძე.
-
გადახედვაკობახიძე: პრაგმატული პოლიტიკა და რუსეთთან კონფლიქტის მშვიდობიანი დარეგულირება არის ერთ-ერთი უმთავრესი პრიორიტეტი კობახიძე: პრაგმატული პოლიტიკა და რუსეთთან კონფლიქტის მშვიდობიანი დარეგულირება არის ერთ-ერთი უმთავრესი პრიორიტეტი
-
გადახედვაირაკლი კობახიძე: ჩვენი უმნიშვნელოვანესი ამოცანა აშშ-სთან და ევროკავშირთან ურთიერთობების გადატვირთვაა ირაკლი კობახიძე: ჩვენი უმნიშვნელოვანესი ამოცანა აშშ-სთან და ევროკავშირთან ურთიერთობების გადატვირთვაა
-
გადახედვაირაკლი კობახიძე: ინტელექტით რომ აიღოთ მარტო ჩვენი ეკონომიკური გუნდი, მთელ ოპოზიციას ერთად გადააჭარბებს ირაკლი კობახიძე: ინტელექტით რომ აიღოთ მარტო ჩვენი ეკონომიკური გუნდი, მთელ ოპოზიციას ერთად გადააჭარბებს
-
გადახედვანინო ლომჯარია: საკონსულო აღრიცხვაზე მხოლოდ დღეს 4 500 მოქალაქე დარეგისტრირდა ნინო ლომჯარია: საკონსულო აღრიცხვაზე მხოლოდ დღეს 4 500 მოქალაქე დარეგისტრირდა
-
გადახედვა8 ოქტომბერს, თბილისის ქუჩებს ელექტრომომარაგება დროებით შეეზღუდება 8 ოქტომბერს, თბილისის ქუჩებს ელექტრომომარაგება დროებით შეეზღუდება
-
გადახედვაზურაბიშვილი: ცესკო, საგარეო, საკონსულოები, ყველა ჩართული იყო იმაში, რომ ყველანაირი შეფერხებები ყოფილიყო ზურაბიშვილი: ცესკო, საგარეო, საკონსულოები, ყველა ჩართული იყო იმაში, რომ ყველანაირი შეფერხებები ყოფილიყო
-
გადახედვაპრეზიდენტი: არჩევნების დღეს ორბელიანების სასახლეში საკოორდინაციო პლატფორმა მოეწყობა პრეზიდენტი: არჩევნების დღეს ორბელიანების სასახლეში საკოორდინაციო პლატფორმა მოეწყობა
-
გადახედვაგაიცანით "დრაკულა" — გიგანტური ფრინველი პრეისტორიული დედამიწიდან გაიცანით "დრაკულა" — გიგანტური ფრინველი პრეისტორიული დედამიწიდან
-
-
-
გადახედვასაპარლამენტო ჯგუფი "გირჩი" "ქართულ ოცნებასთან" კოალიციას არ გამორიცხავს საპარლამენტო ჯგუფი "გირჩი" "ქართულ ოცნებასთან" კოალიციას არ გამორიცხავს
-
გადახედვასაქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ბრიფინგს გამართავს საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ბრიფინგს გამართავს
-
გადახედვაბჟანიამ და გაგლოევმა რუსეთის პრეზიდენტს დაბადების დღე მიულოცეს — პუტინი 72 წლის გახდა ბჟანიამ და გაგლოევმა რუსეთის პრეზიდენტს დაბადების დღე მიულოცეს — პუტინი 72 წლის გახდა
-
გადახედვაეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
-
გადახედვაერდოღანი: როგორც ჰიტლერი შეაჩერეს, ასევე შეაჩერებენ ნეთანიაჰუსაც ერდოღანი: როგორც ჰიტლერი შეაჩერეს, ასევე შეაჩერებენ ნეთანიაჰუსაც
-
გადახედვასკოლის მოსწავლეების მშობლებმა, პროტესტის ნიშნად, ცოტნე დადიანის ქუჩა გადაკეტეს სკოლის მოსწავლეების მშობლებმა, პროტესტის ნიშნად, ცოტნე დადიანის ქუჩა გადაკეტეს
-
გადახედვაავიაკომპანია Emirates-მა თვითმფრინავში რაციებისა და პეიჯერების ატანა აკრძალა ავიაკომპანია Emirates-მა თვითმფრინავში რაციებისა და პეიჯერების ატანა აკრძალა
-
გადახედვაასტრონომებმა ერთმანეთთან რეკორდულად ახლომდებარე 3 ვარსკვლავის სისტემა აღმოაჩინეს ასტრონომებმა ერთმანეთთან რეკორდულად ახლომდებარე 3 ვარსკვლავის სისტემა აღმოაჩინეს
-
გადახედვამაია სანდუ სალომე ზურაბიშვილს ტელეფონით ესაუბრა და ევროპული მისწრაფებების გზაზე მხარდაჭერა აღუთქვა მაია სანდუ სალომე ზურაბიშვილს ტელეფონით ესაუბრა და ევროპული მისწრაფებების გზაზე მხარდაჭერა აღუთქვა
-
გადახედვაგვარამია პრეზიდენტთან შეხვედრაზე: კონკრეტული სახელები და გვარები არ დასახელებულა გვარამია პრეზიდენტთან შეხვედრაზე: კონკრეტული სახელები და გვარები არ დასახელებულა
-
გადახედვაზურაბ ჯაფარიძე: რის იმპიჩმენტი? ეგენი ხელისუფლებაში აღარ იქნებიან და მორჩება ზურაბ ჯაფარიძე: რის იმპიჩმენტი? ეგენი ხელისუფლებაში აღარ იქნებიან და მორჩება
კომენტარები