მშვიდობიანი პროტესტი გაყალბებულ არჩევნებს — ლელოს ლიდერები მდუმარე აქციას შეუერთდნენ
ფოტო: ლელო
რუსთაველის გამზირზე მაიკლ პომპეოს ვიზიტის პარალელურად მოსახლეობა და ოპოზიციური პარტიები აქციას მართავენ. აქციას ლელოს ლიდერები და მხარდამჭერები ფილარმონიის მიმდებარე ტერიტორიიდან შეუერთდნენ.
აქციის დაწყებამდე ლელოს ლიდერებმა კომენტარები გააკეთეს და პროტესტის მთავარ მესიჯზე ისაუბრეს.
პარტიის ერთ-ერთი ლიდერის, მედეა მეტრეველის თქმით, დღევანდელი აქცია, იქნება კონკრეტული გზავნილი დასავლელი პარტნიორებისა და მეგობრებისთვის, რომ საქართველოს მოსახლეობის უმეტესობა აპროტესტებს არჩევნების გაყალბებას.
"დაიწყო შეუქცევადი პროცესი, რაც იმას ნიშნავს რომ საქართველოს მოსახლეობის დიდი ნაწილი არ ეგუება არჩევნების გაყალბებას და მათი ხმების მოპარვას. არჩევნების გაყალბება არის პირდაპირ პროპორციული ჩვენი ქვეყნის უპერსპექტივობასთან და ჩვენი შვილებისთვის მომავლის წართმევას. ამიტომაც, დღევანდელი აქცია იქნება კონკრეტული გზავნილი დასავლელი პარტნიორებისა და მეგობრებისთვის, რომ საქართველოს მოსახლეობის უმეტესობა აპროტესტებს არჩევნების გაყალბებას. იმედი გვაქვს ჩვენი დასავლელი პარტნიორების, რომ ამ კუთხით ჩვენი ქვეყნის სოლიდარულები იქნებიან", — განაცხადა მეტრეველმა.
ლანა გალდავას გაცხადებით, საქართველომ უნდა მიიღოს ის მხარდაჭერა, რასაც პომპეოს ვიზიტისგან ელოდება.
"დღევანდელი ჩვენი შეკრება არის გზავნილი ჩვენი სტრატეგიული პარტნიორისა და საქართველოში დემოკრატიული პროცესების მხარდამჭერ ამერიკისთვის. ამით ჩვენ ვაჩვენებთ ცივილიზებულ მსოფლიოს, რომ საქართველოში არჩევნები გაყალბდა ტოტალურად, ძალისმიერი მეთოდებით. ჩვენი პროტესტი არ არის ხმაურიანი. ჩვენ გვესმის, პომპეოს ვიზიტის მასშტაბურობა. კიდევ ერთხელ ვადასტურებთ ჩვენს მხარდაჭერას აშშ-ს გენერალური მდივნისადმი და იმასაც ვუსვამთ ხაზს, რომ შიდაპოლიტიკური ვითარების მიუხედავად არ მიადგება ჩრდილი. ჩვენ ვართ მზად მივიღოთ მათი მხარდაჭერა, რომელსაც ამ ვიზიტისგან ველოდებით", — განაცხადა გალდავამ.
ანა ნაცვლიშვილი მადლობას უხდის აშშ-ს საქართველოსთან მეგობრული ურთიერთობისთვის და აღნიშნავს, რომ დღევანდელი აქცია არჩევნების შედეგების წინააღმდეგ მიმართული მშვიდბიანი პროტესია.
"საქართველოსთვის მნიშვნელოვანია ასეთი მაღალი რანგის სტუმრის ვიზიტი. ამ დროს მნიშვნელოვანია გზავნილები რომლითაც აშშ-ს სახელმწიფო მდივანი ჩამოვიდა საქართველოში. ჩვენი მთავარი სათქმელი ამ აქციით არის, პირველ რიგში მადლობა, იმისთვის, რომ წლებია ამერიკა საქართველოს სტრატეგიული მეგობარია. ასევე გვინდა ამ აქციით კიდევ ერთხელ გავამახვილოთ ყურადღება, მიტაცებულ არჩევნებსა და სახელმწიფო ინსტიტუციებზე. დარწმუნებული ვართ რომ პომპეოს აქვს ამის შესახებ ინფორმაცია და ჩვენ ჩვენის მხრივ არ შევეგუებით არჩევნების მიტაცებას", — აღნიშნა ნაცვლიშვილმა.
აქციის მნიშვნელობასა და მოლოდინებზე საუბრობს ლელოს ერთ-ერთი ლიდერი, ლევან სამუშიაც.
"მადლობა აშშ-ს, რომ ყოველთვის გვერდით გვიდგას და ჩვენი ინტერესების დაცვაში გვეხმარება. რაც შეეხება დღევანდელ აქციას, ეს არის საერთაშორისო მედიის, აშშ-სა და ჩვენი დასავლელი მეგობრების მიმართ ჩვენი ხმის გაგონება, რომ საქართველოში არჩევნები ყალბდება, დემოკრატია საფრთხეშია, სამართლიანი საარჩევნო სისტემა არ არის, აქედან გამომდინარე ჩვენ გვსურს ჩვენი ხმის გაგონება მაიკ პომპეოსათვის", — განაცხადა სამუშიამ.
-
Global Finance-მა საქართველოს ბანკი ყველაზე ინოვაციურ ციფრულ ბანკად დაასახელა ცენტრალურ და აღმოსავლეთ ევროპაში Global Finance-მა საქართველოს ბანკი ყველაზე ინოვაციურ ციფრულ ბანკად დაასახელა ცენტრალურ და აღმოსავლეთ ევროპაში
-
ავჭალის ხიდიდან გადავარდნის შედეგად 17 წლის მარიამ ლომიშვილი გარდაიცვალა ავჭალის ხიდიდან გადავარდნის შედეგად 17 წლის მარიამ ლომიშვილი გარდაიცვალა
გადახედვა
-
ასტრონომებმა დააფიქსირეს სისტემა, რომელშიც 4 ვარსკვლავი ერთმანეთს აბნელებს ასტრონომებმა დააფიქსირეს სისტემა, რომელშიც 4 ვარსკვლავი ერთმანეთს აბნელებს
გადახედვა
-
ახსარ ჯიოევი: ცხინვალთან ურთიერთობების მოწესრიგება თბილისის ინტერესებშია ახსარ ჯიოევი: ცხინვალთან ურთიერთობების მოწესრიგება თბილისის ინტერესებშია
გადახედვა
-
ოლეგ ბარციცი: საქართველოს პოზიცია აგებულია ფობიებზე, ფანტომურ ტკივილებზე, ადგილზე არსებული ვითარების უარყოფაზე და რეალობასაა მოწყვეტილი ოლეგ ბარციცი: საქართველოს პოზიცია აგებულია ფობიებზე, ფანტომურ ტკივილებზე, ადგილზე არსებული ვითარების უარყოფაზე და რეალობასაა მოწყვეტილი
გადახედვა
-
რატომ ვუყურებთ ერთსა და იმავე სერიალს მეათედ რატომ ვუყურებთ ერთსა და იმავე სერიალს მეათედ
-
იდეალური მომენტისთვის გადანახული ცხოვრება იდეალური მომენტისთვის გადანახული ცხოვრება
-
3 რჩევა ძილზე, რომლებიც სინამდვილეში არ მუშაობს 3 რჩევა ძილზე, რომლებიც სინამდვილეში არ მუშაობს
-
მეცნიერებმა გლობალური კატასტროფის შემთხვევაში ყველაზე უსაფრთხო ადგილი გამოავლინეს მეცნიერებმა გლობალური კატასტროფის შემთხვევაში ყველაზე უსაფრთხო ადგილი გამოავლინეს
გადახედვა
-
კრიპტოაქტივებში ინვესტირების შეთავაზებების უკან შესაძლოა, ფინანსური პირამიდა იმალებოდეს — სები მოსახლეობას აფრთხილებს კრიპტოაქტივებში ინვესტირების შეთავაზებების უკან შესაძლოა, ფინანსური პირამიდა იმალებოდეს — სები მოსახლეობას აფრთხილებს
გადახედვა
-
მსოფლიოს ყველაზე ხანდაზმული ადამიანი 117 წლის გახდა მსოფლიოს ყველაზე ხანდაზმული ადამიანი 117 წლის გახდა
გადახედვა
-
გავიმარჯვებთ! გადამწყვეტი ფაზა მსოფლიო ჩემპიონატის საგზურის მოსაპოვებლად — საქართველოს ბანკი, საკალათბურთო ნაკრების გენერალური სპონსორი გავიმარჯვებთ! გადამწყვეტი ფაზა მსოფლიო ჩემპიონატის საგზურის მოსაპოვებლად — საქართველოს ბანკი, საკალათბურთო ნაკრების გენერალური სპონსორი
-
საქართველოს ბანკის მხარდაჭერით დომუსი ავლაბარში ახალ მრავალფუნქციურ პროექტს ახორციელებს საქართველოს ბანკის მხარდაჭერით დომუსი ავლაბარში ახალ მრავალფუნქციურ პროექტს ახორციელებს
-
რუსეთში კანიე ვესტის კონცერტები გაურკვეველი ვადით გადაიდო რუსეთში კანიე ვესტის კონცერტები გაურკვეველი ვადით გადაიდო
გადახედვა
-
რუსთაველის გამზირის მიმდებარე ქუჩებზე გადაადგილების დროებითი სქემა ამოქმედდება — რა იცვლება? რუსთაველის გამზირის მიმდებარე ქუჩებზე გადაადგილების დროებითი სქემა ამოქმედდება — რა იცვლება?
გადახედვა
-
თიბისი კამპუსი — სწორი ადგილი განათლებისთვის, ახალი ცოდნიდან კარიერულ შესაძლებლობამდე თიბისი კამპუსი — სწორი ადგილი განათლებისთვის, ახალი ცოდნიდან კარიერულ შესაძლებლობამდე
-
აშშ-მა ვიზის განაცხადების მიღება მთელ მსოფლიოში შეაჩერა აშშ-მა ვიზის განაცხადების მიღება მთელ მსოფლიოში შეაჩერა
გადახედვა
-
მარტო გეორგიევსკის ტრაქტატის ხსენება საკმარისი არ არის — იგორ გიორგაძე "ოცნების" საგარეო ვექტორით უკმაყოფილოა მარტო გეორგიევსკის ტრაქტატის ხსენება საკმარისი არ არის — იგორ გიორგაძე "ოცნების" საგარეო ვექტორით უკმაყოფილოა
გადახედვა
-
CIA-ის დირექტორი მოსკოვში შეხვედრებს მართავს CIA-ის დირექტორი მოსკოვში შეხვედრებს მართავს
გადახედვა
-
ანტიოქიის პატრიარქმა ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ საგარეო საქმეთა მინისტრი საპატრიარქოში მიიღო ანტიოქიის პატრიარქმა ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ საგარეო საქმეთა მინისტრი საპატრიარქოში მიიღო
გადახედვა
-
როგორ დავიცვათ ბავშვები საფრთხის შემცველი ტანსაცმლისგან როგორ დავიცვათ ბავშვები საფრთხის შემცველი ტანსაცმლისგან
კომენტარები