ვინ აჟღერებს ყველაზე ხშირად ანტიდასავლურ გზავნილებს და ვინ სიძულვილის ენას — MDF-ის კვლევა
ფოტო: მედიის განვითარების ფონდი
პოლიტიკური სუბიექტების ანტიდასავლური გზავნილები, სიძულვილის ენა, ყალბი ინფორმაცია და კამპანიების მონიტორინგი — ეს ის ძირითადი ჩამონათვალია, რომელიც მედიის განვითარების ფონდის (MDF) მიერ ჩატარებულ წინასაარჩევნო პერიოდის კვლევაში მოხვდა. დაკვირვება როგორც ტრადიციულ, ასევე, სოციალურ მედიაზე ხორციელდებოდა, მათ შორის რეგიონულ მედიებსა და პოლიტიკურ სუბიექტებთან დაკავშირებულ სოციალურ ანგარიშებზე.
მონიტორინგის პერიოდში შემდეგი ტენდენციები გამოვლინდა:
- ანტიდასავლური გზავნილები: პოლიტიკურმა სუბიექტებმა 157 ანტიდასავლური კომენტარი გააკეთეს, საიდანაც ყველაზე დიდი წილი დასავლეთის, როგორც ღირებულებითი სივრცის, ასევე, გეოგრაფიული და ინსტიტუციური ერთობის წინააღმდეგ იყო მიმართული. შემდეგ ადგილზეა ნატო, აშშ, არასამთავრობო ორგანიზაციები და სოროსი, ხოლო ბოლო ადგილზე — ევროკავშირი.
ფოტო: MDF
- ნატოს წინააღმდეგ ყველაზე მეტი კომენტარი პატრიოტთა ალიანსის წევრებმა გააკეთეს, რა დროსაც ნეიტრალიტეტის და რუსეთთან პირდაპირი დიალოგის გზით პრობლემების მოგვარების საკითხი დომინირებდა.
- ანტიდასავლურ გზავნილებში ყველაზე დიდი წილი თავსმოხვეულ ლიბერალურ კანონმდებლობას შეეხებოდა: ანტიდისკრიმინაციული, ოჯახური ძალადობისა და ბავშვთა საკითხების შესახებ კანონმდებლობის გადახედვასთან ერთად, ქართული მარში პირადობის მოწმობაში ეთნიკურობის გრაფის აღდგენისა და რელიგიური გრძნობების შეურაცხყოფის კანონმდებლობის მიღების ინიციატივით გამოდიოდა.
- სიძულვილის ენა: საარჩევნო სუბიექტების სიძულვილის ენის შემცველი 140 კომენტარიდან ყველაზე დიდი წილი ქსენოფობიაზე მოდის, რასაც ჰომოფობიური შეფასებები თითქმის ნახევარჯერ ჩამორჩება.
ფოტო: MDF
სიძულვილის ენა პარტიების მიხედვით.
ფოტო: MDF
ქსენოფობიური გზავნილების ყველაზე დიდი წილი თურქოფობიაზე (59) მოდის, რასაც “პატრიოტთა ალიანსის” (51) ტრადიციული კამპანია განაპირობებდა, რომელიც მხარდაჭერების მობილიზებას ისტორიული ტრავმის გაღვივებით და რუსეთის საფრთხიდან ყურადღების ისტორიულ საფრთხეებზე გადატანით ცდილობდა. შემდეგ ადგილზეა მიგრანტების (12) და უცხო ქვეყნის მოქალაქეებზე მიწის გასხვისების წინააღმდეგ (6) გაკეთებული კომენტარები, რასაც არმენოფობიური შეფასებები მოსდევს.
ფოტო: MD
კვლევის თანახმად, თურქოფობია პატრიოტთა ალიანსის საარჩევნო კამპანიის შემადგენელი იყო, რაც როგორც სარეკლამო კლიპებსა და ქუჩის გარე რეკლამაზე აისახა, სადაც აჭარა თურქეთის მიერ ოკუპირებულად იყო წარმოჩენილი, ასევე, ტრადიციული და სოციალური მედიით გაკეთებულ კომენტარებში. ისევე, როგორც წინა წლებში, პარტია შემდეგი გზავნილების ტირაჟირებას ახდენდა:
- ახორციელებს ექსპანსიას: "აჭარაში რომ თურქეთის მხრიდან მიზანმიმართული ეკონომიკური და იდეოლოგიური ექსპანსია ხორციელდება, ამაზე მრავალი წელია საჯაროდ ვსაუბრობთ... და რა თქმა უნდა, დასაცავია აჭარა, დასაცავია ჩვენი წილი საქართველო!" (ირმა ინაშვილი, პატრიოტთა ალიანსი). "იმ უმძიმეს წლებში, როცა ოსმალეთი მუსრს ავლებდა მართლმადიდებელ საქრისტიანოს და, მათ შორის, საქართველოს, ის ასევე აქტიურად მიმართავდა ეკონომიკურ ექსპანსიას, რომელსაც სხვადასხვა ფორმით ახორციელებდა"(ვაჟა ოთარაშვილი, პატრიოტთა ალიანსი).
- თურქეთი საფრთხეა: "...და სულ მალე, ისე რომ არანაირი სამხედრო ძალის გამოყენება და რეფერენდუმი არ დასჭირდებათ, მარწუხებში მოგვაქცევენ და დიდი ალბათობით, პოლიტიკურ პარტიასაც შექმნიან და აჭარის უმაღლეს საბჭოშიც უმრავლესობით მოვლენ!!! (გიორგი ლომია, პატრიოტთა ალიანსი).
- თუ რუსეთია ოკუპანტი, თურქეთიც (სხვა მეზობლებიც) ოკუპანტია: "საქართველოს ტერიტორიის ერთ ნაწილში უცხო ქვეყნის ჯარი დგას ჩვენი ქვეყნის ხელისუფლებასთან შეუთანხმებლად, ეს ოკუპაციაა. არის ჩვენი ქვეყნის მეორე ტერიტორიაც, იქ არ დგას ჯარი, მაგრამ ისიც ოკუპირებულია. ასე რომ, საქართველო ორი, სამი თუ მეტი ქვეყნის მიერაა ოკუპირებული და ეს სიმართლეა, რომელზეც არავინ ლაპარაკობს. საქართველო კოლონიაა" (ვიქტორ ცაავა, პატრიოტთა ალიანსი მარტვილი–ჩხოროწყუ–წალენჯიხა–აბაშის ოლქში მაჟორიტარობის კანდიდატი).
წინასაარჩევნო მონიტორინგის კვლევაში ნათქვამია, რომ ყველაზე მეტი ჰომოფობიური კომენტარი ქართულმა მარშმა (22) გააკეთა, რომელსაც მოსდევს პატრიოტთა ალიანსი (12), ქართული იდეა (5) და იდენტური მონაცემებით ქართული ფესვები (2), ლელო (2), თავისუფალი საქართველო (2).
ფოტო: MDF
- პოლიტიკური ოპონირების ფარგლებში, ანტილიბერალური პარტიები მათ კონკურენტ ძალებს ხშირად "გეი-რევოლუციონერებად", "ლგბტ კოალიციად", "ლიბერასტ ურჯულოებად" მოიხსენიებდნენ და აქცენტს აკეთებდნენ იმაზე, რომ ქართველ ხალხს არჩევანი გეი-რევოლუციონერებსა და ეროვნულ ძალებს შორის უნდა გაეკეთებინა.
- პოლიტიკოსების მიერ გავრცელებული დეზინფორმაცია: საანგარიშო პერიოდში მითების დეტექტორმა პოლიტიკოსების მიერ გავრცელებული 22 დეზინფორმაციული და მანიპულაციური შინაარსი გადაამოწმა. პატრიოტთა ალიანსი ყველაზე ხშირად ისტორიით მანიპულირებდა და ამ თემას თურქოფობიური განწყობების გასაღვივებლად იყენებდა. ქართული მარში იდენტობის დაკარგვის საფრთხეების გარდა, ბალტიის ქვეყნებთან მიმართებით კრემლის დეზინფორმციულ გზავნილებს იმეორებდა. ქართული მარშის წევრებმა ესტონეთის მოქმედი და ლიეტუვას ყოფილი პრეზიდენტების, ასევე, აშშ-ში საქართველოს ელჩის წინააღმდეგ 3 დეზინფორმაცია გაავრცელეს, რაც მიზანმიმართული დისკრედიტაციის ხასიათს ატარებდა.
- კონსპირაციები კორონავირუსზე: კორონავირუსთან და ვაქცინაციასთან დაკავშირებით საარჩევნო სუბიექტების (პატრიოტთა ალიანსი, ქართული იდეა, ზვიად ტომარაძე) მიერ გავრცელებული კონსპირაციები ვირუსის არარსებობას და ვაქცინაციის საფრთხეებს შეეხებოდა.
- წყაროები: ყველაზე მეტი ანტიდასავლური კომენტარი, ასევე, სიძულვილის ენის შემცველი განცხადება კრემლისტურმა პარტიამ პატრიოტთა ალიანსმა გააკეთა; რომელსაც მოსდევს ულტრანაციონალისტური ქართული მარში. პატრიოტთა ალიანსი და სხვა ულტრანციონალისტური სუბიექტები დეზინფორმაციულ გზავნილებსაც ყველაზე ხშირად ავრცელებდნენ.
- მონიტორინგის შედეგად გამოვლენილი სუბიექტების უმეტესობა ფიგურირებს სხვადასხვა დოკუმენტში, რომლებიც 2020 წლის საპარლამენტო არჩევნებში კრემლის ჩარევასთან დაკავშირებით გავრცელდა: კერძოდ, ცენტრ დოსიეს ჟურნალისტური გამოძიება შეეხება კრემლთან დაკავშირებულ პატრიოტთა ალიანსს, ხოლო ესტონეთის საგარეო დაზვერვის 2019 წლის ანგარიში — ქართულ მარშსა და პრიმაკოვის სახელობის რუსულ-ქართული ცენტრს.
კვლევაში აღნიშნულია, რომ ყველაზე გავლენიანი დისკრედიტაციის კამპანია, რაც ხელისფულებამ წინასაარჩევნოდ ოპოზიციის წინააღმდეგ წამოიწყო, დავით გარეჯის სამონასტრო კომპლექსის თემას ეხებოდა, რომელიც საქართველო-აზერბაიჯანის სადავო სასაზღვრო მონაკვეთზე მდებარეობს. MDF-ის თანახმად, აღნიშნული კამპანია აყალიბებდა ნარატივს, რომ ოპონენტები ეკლესიებსა და სამშობლოს ჰყიდიან, ხოლო ხელისუფლება, ამ საფრთხეების განეიტრალებს ახდენს.
"კამპანიას სამართლებრივი პროცესიც ახლდა თან, რისი საფუძველიც რუსულ სპეცსამსახურებთან დაახლოებული ბიზნესმენის მიერ საქართველოს ხელისუფლებისთვის ტოპოგრაფიული რუკების მიწოდება გახდა", — წერია კვლევაში.
ამავე დოკუმენტის მიხედვით, პოლიტიკოსების მიერ გავრცელებული დეზინფორმაციის გარდა, სოციალურ მედიაში გამოვლენილი 31 ყალბი შინაარსიდან, ყველაზე მეტი (16) ოპოზიციის წინააღმდეგ იყო მიმართული, 8 შემთხვევა — ქართული ოცნების წინააღმდეგ, 4 მანიპულაციური მასალა კი მმართველი პარტიის მხარდასაჭერად. 2 დეზინფორმაცია მიზანმიმართულად ამერიკის ელჩის წინააღმდეგ გავრცელდა, 1 კი — ტრამპის ქართველი მხარდამჭერი გვერდის მიერ ჯო ბაიდენის წინააღმდეგ.
კვლევაში აღნინშულია, რომ დარღვევის ყველაზე გავრცელებული ფორმა იყო ციტატების გაყალბება (9) და ყალბი ინფორმაცია (9), ასევე გაყალბებული პოსტების/დოკუმენტებისა და ფოტო-ვიდეომანიპულაციის (8) გავრცელება. ამასთანავე მმართველი პარტიიის სასარგებლოდ ქლიქბაიტ საიტებით ცრუ მოლოდინების შექმნის 3 და ოპოზიციის წინააღმდეგ ყალბი მხარდამჭერი გვერდის შექმნის 2 შემთხვევა გამოვლინდა.
"გამოვლინდა 56 ფეისბუკ ანგარიში, რომელიც ოპოზიციის წინააღმდეგ ყალბ ცნობებს ავრცელებდა და მეტწილად მმართველ პარტიასთან იყო აფილირებული; ასევე, 30 ანგარიში, რომელიც ყალბ ცნობებს მმართველი პარტიის წინააღმდეგ აქვეყნებდა და ნაციონალურ მოძრაობასთან იყო დაკავშირებული", — აღნიშნულია კვლევაში.
ამავე დოკუმენტის თანახმად, პრორუსულ პატრიოტთა ალიანსთან დაკავშირებული (9), ასევე, ულტრანაციონალისტური/ანტილიბერალური (4) სოციალური მედიის ანგარიშები შედარებით მცირე იყო, თუმცა ამ ჯგუფების წარმომადგენლები პოლიტიკოსების მიერ გავრცელებული ყალბი ინფორმაციის ნაწილში დომინირებენ (22).
MDF-ში აღნიშნავენ, რომ დეზინფორმაციის დიდი წილი შიდა პოლიტიკურ დაპირისპირებას ასახავდა, 2 შემთხვევაში დეზინფორმაცია როგორც ოპოზიციის, ასევე, ხელისუფლების წინააღმდეგ კრემლის პროპაგანდის დღის წესრიგთან იყო თანხვედრაში. თუმცა, გარკვეულ შემთხვევებში კრემლის პროპაგანდის მსგავსად შიდაპოლიტიკურ დისკურსში სახელისუფლებო ანგარიშები რელიგიური და სექსუალური იდენტობის დაკარგვის საფრთხეებით მანიპულირებას მიმართავდნენ.
ორგანიზაციაში აცხადებენ, რომ მითების დეტექტორის მიერ ფეისბუქზე ყალბი ცნობების დეზინფორმაციად მონიშვნის შემდეგ, რაც ფეისბუქთან Third party Fact-Checking program-ის ფარგლებში გახდა შესაძლებელი, ყალბი ინფორმაციის შესახებ 17 მასალას რეაგირება მოჰყვა და ფეისბუქ ანგარიშებმა მცდარად შეფასებულ შინაარსი თავადვე წაშალეს.
ანტიდასავლური და სიძულვილის ენის შემცველი ნარატივები 1 აგვისტოდან 25 ოქტომბრის ჩათვლით მონიტორინგის შედეგებს ასახავს; ხოლო ყალბი ინფორმაციის 1 აგვისტოდან 10 ნოემბრის ჩათვლით გამოვლენილ შემთხვევებს.
ანგარიში მომზადდა MDF მიერ, ტოლერანტობის, სამოქალაქო ცნობიერებისა და ინტეგრაციის მხარდაჭერის პროგრამის (PITA) ფარგლებში, რომელიც ხორციელდება საქართველოს გაეროს ასოციაციის მიერ, აშშ-ის საერთაშორისო განვითარების სააგენტოს ფინანსური მხარდაჭერით.
ანგარიშში გამოყენებულია კვლევის შერეული მეთოდოლოგია: კონტენტ-ანალიზი და ყალბი ინფორმაციის იდენტიფიცირება და ვერიფიკაცია.
მონიტორინგის სუბიექტებად შეირჩა როგორც ნაციონალური დაფარვის, ასევე რეგიონული მედია საშუალებები. ტრადიციული მედიის გარდა დაკვირვება ფეისბუკის ანალიტიკური ხელსაწყოს CrowdTangle-ის მეშვეობით ფეისბუქ ანგარიშებზეც ხორცილდებოდა, ასევე, პარტიული აქტივისტების ინდივიდუალურ პროფილებზე. აღსანიშნავია, რომ სოციალური მედიის სუბიექტების ბაზა მუდმივად განახლებადია.
ნაციონალური დაფარვის 16 მედია: 4 ტელევიზიის პრაიმ თაიმის ყოველდღიური საინფორმაციო და კვირის ანალიტიკური გამოშვება:
- საზოგადოებრივი მაუწყებელი (მოამბე, ახალი კვირა);
- რუსთავი 2 (კურიერი, P.S.);
- იმედი, (ქრონიკა, იმედის კვირა);
- ობიექტივის საინფორმაციო გამოშვება (ახალი ამბები);
- 5 ტელევიზიის თოქ-შოუ: საზოგადოებრივი მაუწყებელი (კვირის ინტერვიუ);
- რუსთავი 2 (არჩევანი) შემდგომში მთავარი (არჩევანი);
- იმედი (პირისპირ)'
- ობიექტივი (ღამის სტუდია; დღის ბოლოს );
- კავკასია (ბარიერი, სპექტრი);
- 7 ონლაინ გამოცემა: საქინფორმი, ნეტგაზეთი, ინტერპრესნიუსი, საქართველო და მსოფლიო, PIA, მარშალპრესი, News - Front;
- 4 გაზეთი: რეზონანსი, კვირის პალიტრა, ასავალ-დასავალი, ალია.
რეგიონული მედია 5 რეგიონის (აჭარა, იმერეთი, სამეგრელო, სამცხე-ჯავახეთი, ქვემო ქართლი, შიდა ქართლი) მედია საშუალებები მოიცავს: 7 რეგიონული ტელევიზიის პრაიმ თაიმის საინფორმაციო გამოშვება:
- რიონი TV (დღის ამბები);
- მეგა TV (მთავარი);
- თრიალეთი (საინფორმაციო გამოშვება);
- ოდიში (საინფორმაციო გამოშვება);
- ფარვანა TV (საინფორმაციო გამოშვება);
- მარნეული TV/რადიო (საინფორმაციო გამოშვება);
- მეცხრე არხი (საინფორმაციო გამოშვება ექო);
- 6 რეგიონული ტელევიზიის თოქ შოუ, ანალიტიკური გადაცემა: რიონი TV - (პოლიტიკური რუკა);
- TV12 (გუშინ, დღეს, ხვალ); TV12 (ექსპერტის აზრით), TV12 (მედიატორი) თრიალეთი (რეგიონის საათი);
- თრიალეთი (დღის თემა), თრიალეთი (ნიუს რუმი);
- ოდიში (რეალობა);
- TV4 (არჩევნები 2020);
- მარნეული TV (არჩევნები 2020).
- 8 ონლაინ გამოცემა: 24News.ge, InterPress.ge, ქუთაისიპოსტი, შიდა ქართლის საინფორმაციო ცენტრი, ლაივპრესი, Info rustavi, ჯეინიუსი, Akhalkalaki News.
- MDF-ის სრული კვლევა შეგიძლიათ ნახოთ აქ.
-
"ტყუილებს ამბობს და მანიპულირებს" — ალექსანდრე თამაზაშვილი თენგიზ შარმანაშვილზე "ტყუილებს ამბობს და მანიპულირებს" — ალექსანდრე თამაზაშვილი თენგიზ შარმანაშვილზე
გადახედვა
-
Global Finance-მა საქართველოს ბანკი ქვეყანაში საუკეთესო ბანკად დაასახელა ვაჭრობის დაფინანსების სერვისების მიმართულებით Global Finance-მა საქართველოს ბანკი ქვეყანაში საუკეთესო ბანკად დაასახელა ვაჭრობის დაფინანსების სერვისების მიმართულებით
-
ირაკლი კობახიძე: "მთლიანად განახლდება სასკოლო სახელმძღვანელოები, რომლებიც დაეფუძნება ჩვენს ტრადიციულ ღირებულებებს" ირაკლი კობახიძე: "მთლიანად განახლდება სასკოლო სახელმძღვანელოები, რომლებიც დაეფუძნება ჩვენს ტრადიციულ ღირებულებებს"
გადახედვა
-
Apple-ის მოლოდინში: Xiaomi-მ ახალი დასაკეცი სმარტფონი 18 Fold წარადგინა Apple-ის მოლოდინში: Xiaomi-მ ახალი დასაკეცი სმარტფონი 18 Fold წარადგინა
გადახედვა
-
ისარგებლეთ ექსკლუზიური ქეშბექ კამპანიებით სითი მოლში და მოემზადეთ ახალი სასწავლო წლისთვის! ისარგებლეთ ექსკლუზიური ქეშბექ კამპანიებით სითი მოლში და მოემზადეთ ახალი სასწავლო წლისთვის!
-
ბაზისბანკმა ხელი მოაწერა CIPS-ის პირდაპირი წევრობის შეთანხმებას ბაზისბანკმა ხელი მოაწერა CIPS-ის პირდაპირი წევრობის შეთანხმებას
-
ავტომობილის იმპორტი საქართველოში 2026 წელს: აქციზის ახალი წესები და ბაზრის ცვლილებები ავტომობილის იმპორტი საქართველოში 2026 წელს: აქციზის ახალი წესები და ბაზრის ცვლილებები
-
INEOS Automotive ქართულ ბაზარზე — ბრენდის ოფიციალური წარმომადგენელი ავტო გალერი გახდა INEOS Automotive ქართულ ბაზარზე — ბრენდის ოფიციალური წარმომადგენელი ავტო გალერი გახდა
-
9 სექტემბერს Apple სამ ახალ სმარტფონს, მათ შორის პირველ დასაკეც მოდელს წარადგენს — რა ვიცით 9 სექტემბერს Apple სამ ახალ სმარტფონს, მათ შორის პირველ დასაკეც მოდელს წარადგენს — რა ვიცით
გადახედვა
-
მაკა ბოჭორიშვილი აშშ-ის ახლად დანიშნულ საქმეთა დროებით რწმუნებულს, ქორთნი ოსტრიანს შეხვდა მაკა ბოჭორიშვილი აშშ-ის ახლად დანიშნულ საქმეთა დროებით რწმუნებულს, ქორთნი ოსტრიანს შეხვდა
გადახედვა
-
ევროკავშირი საქართველოში "თვითნებურ დაკავებებსა და მზარდ რეპრესიებს" მკაცრად გმობს ევროკავშირი საქართველოში "თვითნებურ დაკავებებსა და მზარდ რეპრესიებს" მკაცრად გმობს
გადახედვა
-
საქართველოს ბანკის ბარათით გადახდა უკვე ქუთაისის საზოგადოებრივ ტრანსპორტშიც შესაძლებელია საქართველოს ბანკის ბარათით გადახდა უკვე ქუთაისის საზოგადოებრივ ტრანსპორტშიც შესაძლებელია
-
ტრამპმა ისლანდია აშშ-ის ტერიტორიად გამოსახა — რეიკიავიკმა აშშ-ის ელჩი დაიბარა ტრამპმა ისლანდია აშშ-ის ტერიტორიად გამოსახა — რეიკიავიკმა აშშ-ის ელჩი დაიბარა
გადახედვა
-
გრენლანდიის უზარმაზარი აისბერგი კუნძულს შეეჯახა და გადარჩა გრენლანდიის უზარმაზარი აისბერგი კუნძულს შეეჯახა და გადარჩა
გადახედვა
-
8 ყველაზე ფერადი შენობა მსოფლიოში — ნახეთ ფოტოები 8 ყველაზე ფერადი შენობა მსოფლიოში — ნახეთ ფოტოები
გადახედვა
-
ხელოვნური ინტელექტი ცდისპირებს ჯერ ვერ ანაცვლებს — მეცნიერებმა "ციფრული ტყუპისცალები" დატესტეს ხელოვნური ინტელექტი ცდისპირებს ჯერ ვერ ანაცვლებს — მეცნიერებმა "ციფრული ტყუპისცალები" დატესტეს
გადახედვა
-
PISA 2025: საქართველოს ზრდა აქვს ოთხივე კატეგორიაში, მაგრამ ჩამორება საშუალო მაჩვენებელს, — შედეგები PISA 2025: საქართველოს ზრდა აქვს ოთხივე კატეგორიაში, მაგრამ ჩამორება საშუალო მაჩვენებელს, — შედეგები
გადახედვა
-
შეიძინე ალდაგის სამოგზაურო დაზღვევა და დასაჩუქრდი შეიძინე ალდაგის სამოგზაურო დაზღვევა და დასაჩუქრდი
-
8 სექტემბერს სუხიშვილები ქუთაისის სცენაზე — საქართველოს ბანკი, სუხიშვილების გენერალური სპონსორი 8 სექტემბერს სუხიშვილები ქუთაისის სცენაზე — საქართველოს ბანკი, სუხიშვილების გენერალური სპონსორი
-
გადაიხადეთ თიბისი ბარათებით და დაიბრუნეთ 50% ქეშბექი ქუთაისის მუნიციპალურ ტრანსპორტში გადაიხადეთ თიბისი ბარათებით და დაიბრუნეთ 50% ქეშბექი ქუთაისის მუნიციპალურ ტრანსპორტში
-
საპროცესო შეთანხმების შუამდგომლობის თანახმად, ჯუანშერ ბურჭულაძე 3 წელს ციხეში მოიხდის, დაეკისრება 1 მლნ ჯარიმაც საპროცესო შეთანხმების შუამდგომლობის თანახმად, ჯუანშერ ბურჭულაძე 3 წელს ციხეში მოიხდის, დაეკისრება 1 მლნ ჯარიმაც
გადახედვა
კომენტარები