ის მხარდაჭერა, რომელიც თქვენი ვალდებულებაა, არ იგრძნობა — მუჯირი ჟურნალისტებს კითხვების გამო აკრიტიკებს
ფედერაციის გენერალური მდივანი, დავით მუჯირი ჟურნალისტებს აკრიტიკებს იმის გამო, რომ გუშინდელ მატჩზე კახა კალაძის, მისი შვილისა და ირაკლი კობახიძის დასწრებაზე სვამენ კითხვებს. მისი აზრით, ეს არ არის პრიორიტეტული კითხვა და დღეს არ იგრძნობა ჟურნალისტებისგან გუნდისადმი მხარდაჭერა.
"ის მხარდაჭერა, რომელიც თქვენი ვალდებულებაა, ის მხარდაჭერა, რომელიც ქართველი ხალხის ვალდებულებაა, სამწუხაროდ, დღეს არ იგრძნობა. შეიძლება ესეც იყოს ერთ-ერთი ფაქტორი, რომ ჩვენ ჯერ ევროპის ჩემპიონატზე... არ ვართ, ალბათ, ქვეყანა მზად რომ წარმოვადგინოთ", — განაცხადა ფედერაციის გენერალურმა მდივანმა.
მისი თქმით, სამწუხაროა ისიც, როცა ნაკრები ასე ახლოს მივიდა ოცნების ასრულებასთან და მათ არ უჭერენ მხარს.
"ძალიან სამწუხაროა, როცა შეკითხვებს იწყებთ იქიდან, საიდანაც მართლა პრიორიტეტული არ არის დღეს. ლეგიტიმური არის, მაგრამ პრიორიტეტული არ არის. ლეგიტიმურსა და პრიორიტეტულს შორის ძალიან დიდი სხვაობაა ჩემთვის. ლეგიტიმური კითხვა შეგიძლიათ დასვათ, ყველა კითხვაზე გაგეცით პასუხი, მზად ვარ კიდევ, რომ თქვენს კითხვასაც ვუპასუხო. თუმცა სამწუხაროა-თქო ვიძახი, ჩემს აზრს გამოვთქვამ, რომ ლეგიტიმური კითხვა უფრო მნიშვნელოვანია, ვიდრე ნაკრების წარუმატებელი თამაში", — განაცხადა მან.
ფეხბურთის ფედერაციის განცხადებით, საქართველო-მაკედონიის მატჩზე დასწრება სამთავრობო გუნდიდან ბევრს წევრს სურდა, თუმცა ვერ მოხერხდა და სამწუხაროა, რომ თბილისის მერს, კახა კალაძეს მხოლოდ სამი საშვი ჰქონდა.
"სამწუხაროა, რომ მხოლოდ სამი საშვი გადაეცა ბატონ კახის, ქალაქის ხელმძღვანელობას და მთვრობის წარმომადგენლებს. ერთადერთი მთავრობის წარმომადგენელი იყო — სპორტის მინისტრის მოადგილე, შალვა გოგოლაძე. სამწუხაროდ, სხვების დაპატიჟება... მრავალი მსურველი იყო სამთავრობო სექტორიდან, რომ ამ თამაშზე გუნდთან ერთად ყოფილიყო, ისევე, როგორც მრავალი გულშემატკივარი", — განაცხადა მუჯირმა.
მანვე აღნიშნა, რომ კალაძის მატჩზე დასწრება წინასწარ იყო შეთანხმებული უეფასთან.
საქართველო-მაკედონიის მატჩს გულშემატკივარი ვერა, მაგრამ თბილისის მერი და გენერალური მდივანი კახა კალაძე შვილთან ერთად დაესწრო. პირველი არხის პირდაპირი ეთერის კადრებში ჩანს, რომ მატჩზე იყო ქართული ოცნების აღმასრულებელი მდივანი ირაკლი კობახიძე, ფედერაციის პრეზიდენტი და ამავე პარტიის წევრი ლევან კობიაშვილი და სხვა პირებიც.
პარალელურად გულშემატკივარი მატჩს გარეთ დამონტაჟებულ ეკრანზე უყურებდა. ზოგიერთ მათგანი გადაადგილების შეზღუდვის წესის დარღვევისთვის 2 000-ლარით დააჯარიმეს.
მიუხედავად იმისა, რომ UEFA-მ თამაშებზე მაყურებლის ნაწილის მისვლა სპეციალური წესების დაცვით დაუშვა, საკოორდინაციო საბჭომ, კორონავირუსის გავრცელების მიზეზით, უარი თქვა. ამ მიზეზის გამო, წინა მატჩზეც გულშემატკივრები სტადიონის გარეთ იყვნენ შეკრებილები.
-
გადახედვაოპოზიციური პარტიები 28 აპრილს, არასამთავრობო ორგანიზაციების მიერ დაანონსებულ ევროპულ მარშს უერთდებიან ოპოზიციური პარტიები 28 აპრილს, არასამთავრობო ორგანიზაციების მიერ დაანონსებულ ევროპულ მარშს უერთდებიან
-
გადახედვაქალს გულის მექანიკური ტუმბო და ღორის თირკმელი გადაუნერგეს — ისტორიაში პირველად ქალს გულის მექანიკური ტუმბო და ღორის თირკმელი გადაუნერგეს — ისტორიაში პირველად
-
გადახედვა2023 წელს ემიგრანტების რიცხვი 95.6%-ით გაიზარდა — საქსტატი 2023 წელს ემიგრანტების რიცხვი 95.6%-ით გაიზარდა — საქსტატი
-
გადახედვამოქალაქის მიმართ იძულების ფაქტზე შსს-ს თანამშრომელი ამხილეს მოქალაქის მიმართ იძულების ფაქტზე შსს-ს თანამშრომელი ამხილეს
-
-
-
გადახედვადააკავეს პირი, რომელმაც 21 400 დოლარის და 600 ევროს ოდენობის ყალბი კუპიურები გაასაღა დააკავეს პირი, რომელმაც 21 400 დოლარის და 600 ევროს ოდენობის ყალბი კუპიურები გაასაღა
-
-
-
გადახედვააფხაზეთში ანგარიშები გაუყინეს არასამთავრობო ორგანიზაციას, რომელიც მოსახლეობას მატერიალურ და იურიდიულ დახმარებას უწევს აფხაზეთში ანგარიშები გაუყინეს არასამთავრობო ორგანიზაციას, რომელიც მოსახლეობას მატერიალურ და იურიდიულ დახმარებას უწევს
-
გადახედვაორი პოლიციელი დაიღუპა თავდასხმის შედეგად ყარაჩაი-ჩერქეზეთში ორი პოლიციელი დაიღუპა თავდასხმის შედეგად ყარაჩაი-ჩერქეზეთში
-
გადახედვაატაკამის უდაბნოს მიწისქვეშ, 4 მეტრ სიღრმეში, მიკრობული სიცოცხლე აღმოაჩინეს ატაკამის უდაბნოს მიწისქვეშ, 4 მეტრ სიღრმეში, მიკრობული სიცოცხლე აღმოაჩინეს
-
გადახედვავცხოვრობთ თუ არა სიმულაციაში — მეცნიერის თქმით, მან ამის მტკიცებულებას მიაგნო ვცხოვრობთ თუ არა სიმულაციაში — მეცნიერის თქმით, მან ამის მტკიცებულებას მიაგნო
-
გადახედვამეცნიერებმა ალმასი სულ რაღაც 150 წუთში შექმნეს მეცნიერებმა ალმასი სულ რაღაც 150 წუთში შექმნეს
-
გადახედვა126 სამოქალაქო და მედიაორგანიზაცია ხელისუფლებასთან თანამშრომლობას წყვეტს 126 სამოქალაქო და მედიაორგანიზაცია ხელისუფლებასთან თანამშრომლობას წყვეტს
-
გადახედვაკროსვორდი: გამოიცანი ევროპის ქალაქი ღირშესანიშნაობით კროსვორდი: გამოიცანი ევროპის ქალაქი ღირშესანიშნაობით
-
-
-
გადახედვაჰაბლის მონაცემებში 1000-ზე მეტი ახალი ასტეროიდი აღმოაჩინეს ჰაბლის მონაცემებში 1000-ზე მეტი ახალი ასტეროიდი აღმოაჩინეს
-
გადახედვაშსს-მ დააკავა პირი, რომელმაც გარდაბანში თანასოფლელი მოკლა შსს-მ დააკავა პირი, რომელმაც გარდაბანში თანასოფლელი მოკლა
-
გადახედვამანჯგალაძე: მინდა იცოდეს ყველამ, ვინც აპირებს 29 აპრილის აქციაზე მისვლას, ეს არ არის უბრალოდ თბილისში გასეირნება, ეს არის ღალატში თანამონაწილეობა მანჯგალაძე: მინდა იცოდეს ყველამ, ვინც აპირებს 29 აპრილის აქციაზე მისვლას, ეს არ არის უბრალოდ თბილისში გასეირნება, ეს არის ღალატში თანამონაწილეობა
კომენტარები