ახალი კვლევის მიხედვით, მიკრობებს ღია კოსმოსში გადარჩენა შეუძლიათ
ბაქტერიების კონკრეტულ კლასს კოსმოსის მკაცრ პირობებში გადარჩენა შეუძლია, რაც იმ თეორიის დამამტკიცებელ საბუთს წარმოადგენს, რომ მიკრობული სიცოცხლე, შესაძლოა, სხვა ობიექტებზე, მათ შორის ასტეროიდებზეც არსებობდეს.
ვენის უნივერსიტეტის მკვლევრების მიერ გამოქვეყნებული კვლევის მიხედვით, ბაქტერია Deinococcus radiodurans საერთაშორისო კოსმოსური სადგურის გარეთ მთელი წლის განმავლობაში გადარჩა. და არამხოლოდ გადარჩა, არამედ ახალი გარემოს მიმართ ადაპტაციაც განიცადა და დაზიანებული ნაწილების აღდგენაც შეძლო — რაც ნიშნავს, რომ მიკრობულ სიცოცხლეს გადარჩენა დედამიწის გარეთაც შეუძლია.
ერთი წლის განმავლობაში ბაქტერია კოსმოსურ რადიაციას, მიკროგრავიტაციას, ექსტრემალიურ სიცივესა და ვაკუუმს უძლებდა.
"ამ ექსპერიმენტების წყალობით შეგვიძლია დედამიწის გარეთ სიცოცხლის არსებობის მექანიზმს ჩავწვდეთ. რაც ჩვენ ცოდნას გარე კოსმოსში გადარჩენასა დაადაპტირების შესახებ მნიშნელოვნად გაზრდის", — განაცხადა კვლევის ავტორმა ტატიანა მილოიევიჩმა.
Deinococcus radiodurans-ის მაგალითით შეგვიძლია ვივარაუდოთ, რომ მიკრობული სიცოცხლე დედამიწაზე კოსმოსიდან ასტეროიდების მეშვეობით აღმოჩნდა.
"შედეგების მიხედვით, ამდენი ხნის განმავლობაში ბაქტერიის გადარჩენა მისი მოლეკულური სისტემის ეფექტური საპასუხო რეაქციის წყალობით მოხდა, ეს მიგვანიშნებს, რომ მას გადარჩენა უფრო დიდხანსაც შეუძლია", — განაცხადა მილოიევიჩმა.
კვლევა ჟურნალ Microbiome-ში გამოქვეყნდა.
კომენტარები