რესპუბლიკური პარტიის წევრმა, დავით ბერძენიშვილმა განაცხადა, რომ მისთვის დიდი პატივია ქუთაისის მაჟორიტარობის კანდიდატის, გრიგოლ ვაშაძის წარდგენაზე ყოფნა. მან ამისთვის მადლობაც კი გადაუხადა მას.

"მე მინდა, რომ თქვენ სწორედ ქუთაისში აირჩიოთ და რაც შეიძლება დიდი უპირატესობით ის პოლიტიკოსი, რომელმაც შეძლო, რომ მე აქ ვიდგე. მასთან ერთად. არც ერთ შეხვედრაზე მე არ ვყოფილვარ, მე ვარ გრიგოლ ვაშაძის შეხვედრაზე. მე მადლობა მინდა მას გადავუხადო ჩემი მოწვევისთვის და ჩემთვის პატივია მის წარდგენაში მონაწილეობა, იმიტომ, რომ ჩვენ გვაქვს განსხვავებული წარსული, ჩვენ გვაქვს განსხვავებული შეფასებები წარსულზე, რესპუბლიკურ პარტიასა და ერთიან ნაციონალურ მოძრაობაზე, მაგრამ ჩვენ გვაერთიანებს გაცილებით მეტი", — განაცხადა ბერძენიშვილმა.

ქუთაისში ძალა ერთობაშიამ მაჟორიტარობის კანდიდატი ქუთაისში მრავალრიცხოვან შეკრებაზე წარადგინეს.