საქართველოს ვირუსის ბოლოდროინდელ მძლავრ ტალღაზე საპასუხო ზომების მიღება უძნელდება
საქართველოს მხოლოდ ერთი თვე დასჭირდა საერთაშორისო დონეზე კორონავირუსთან გამკლავების სამაგალითო ქვეყნის სტატუსიდან მაღალი რისკის ზონაში გადასასვლელად. გაზაფხულისგან განსხვავებით, კომენდანტის საათის დაწესების ნაცვლად, მთავრობა ამჯერად მოქალაქების ურთიერთდახმარებას მიენდო და უფრო თავისუფალი მიდგომა განავითარა.
ფოტო: United Nations COVID-19 Response
სტატია თავდაპირველად გამოქვეყნდა Covidingeorgia.com-ზე. გამოქვეყნებული მასალა წარმოადგენს ავტორთა მოსაზრებას და, შესაძლოა, არ ასახავდეს On.ge-ს რედაქციის პოზიციას.
საქართველოში ახალ დადასტურებულ შემთხვევათა რიცხვი ყოველდღიურად მატულობს, ხოლო გარდაცვლილთა რაოდენობა 183-მდე გაიზარდა. ჯერ კიდევ კვირას, თბილისის ინფექციური საავადმყოფოს ბოქსირებული განყოფილების ხელმძღვანელმა მარინა ენდელაძემ ქვეყანაში არსებულ სიტუაციას საგანგაშო უწოდა.
ოთხშაბათის მდგომარეობით, ქვეყანაში საშუალო ინციდენტობა ყოველ 100 000 მოსახლეზე გასული ორი კვირის შუალედში 308-ს უდრის, რაც თორმეტჯერ აღემატება ევროკავშირის მწვანე ზონის ზღვარს. რეგიონების მიხედვით კი ინციდენტობის ყველაზე დიდი მაჩვენებელი აჭარაშია, სადაც დაფიქსირებულია ინციდენტობის 1002 შემთხვევა, რომელსაც მოსდევს იმერეთი – 445 და თბილისი – 348 შემთხვევით.
შემთხვევათა უეცარი მოზღვავება ევროპაში კორონავირუსის შემთხვევების თვალშისაცემი ზრდის ფონზე მიმდინარეობს. ბევრი ქალაქი და რეგიონი ისევ ნაწილობრივ ან სრულ იზოლაციაში იმყოფება, მათ შორის, ესპანეთი, საფრანგეთი, ბელგია, პოლონეთი, ჩეხეთის რესპუბლიკა, გაერთიანებული სამეფო და ნიდერლანდები. როგორც ინციდენტობის ამსახველი რუკა აჩვენებს, ევროპის ქვეყანათა უმეტესობა ძალიან ჩამორჩება მწვანე ზონის კრიტერიუმებს. ქვეყანათა ჯგუფში ლიდერობს ჩეხეთის რესპუბლიკა 14 დღის ინციდენტობის 974 შემთხვევით 100 000 მოსახლეზე.
ფოტო: Lorenz Hilfiker
ახალი დადასტურებული შემთხვევები 100 000 მოსახლეზე 14 დღის შუალედში აშშ-ში, ევროპასა და საქართველოში 14 აპრილს, 14 ივლისს და 20 ოქტომბერს. აშშ-მ, ნიუ-ორკში პანდემიის ერთი ხანგრძლივი აფეთქების ტალღა გაზაფხულზე გამოსცადა, რომელმაც ზაფხულში სამხრეთის შტატებში, შემოდგომაზე კი შუა-დასავლეთში გადაინაცვლა. დასავლეთ ევროპის ქვეყნებში (შვედეთის გარდა) ვირუსის ტალღა გაზაფხულსა და შემდგომაზე წარმოიშვა. აღმოსავლეთ ევროპასა და საქართველოს პირველმა დიდმა ტალღამ ახლა დაარტყა. როგორც ყოველთვის, მხედველობაში უნდა გვქონდეს, რომ დადასტურებული შემთხვევები გარკვეულწილად ტესტირებათა რაოდენობაზეა დამოკიდებული. კერძოდ, აპრილში ინციდენტობის მაჩვენებელი არ შეიძლება პირდაპირ შევადაროთ ივლისსა და ოქტომბერს, ვინაიდან ტესტირებათა რაოდენობა აპრილის პირველ ნახევარში მნიშვნელოვნად შეზღუდული იყო ბევრ ქვეყანაში, მათ შორის, აშშ-ში. იმდროინდელი ტესტირება ახლა ჩატარებულტესტთა რაოდენობის ტოლი რომ ყოფილიყო, აპრილის მდგომარეობის ამსახველ რუკაზე ევროპისა და აშშ-ს ბევრი ადგილი ერთი ტონით მუქი იქნებოდა. დადასტურებულ შემთხვევებზე უფრო სანდო საზომი დადასტურებულ გარდაცვალებათა რაოდენობაა, თუმცა, ამგვარ მონაცემებს საქართველოს ჯანდაცვის წარმომადგენლები თანმიმდევრულად არ აქვეყნებენ [აშშ-სა და ევროპის მონაცემები ეფუძნება ჯონ ჰოპკინსის კორონავირუსის რესურსცენტრის მონაცემებს; საქართველოს რეგიონების მონაცემები ეფუძნება დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის პრეს-რელიზებსა და ცნობებს]
ვირუსის მეორე ტალღამ არ დაინდო ცენტრალურ და აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნები. დასავლეთ ევროპისგან განსხვავებით, ამ ქვეყნათა ძირითადმა ნაწილმა მარტში და აპრილში, საზღვრების ჩაკეტვითა და იზოლაციით, წარმატებით აიცილა ვირუსის კატასტროფული გავრცელება, თუმცა ახლა ისინი დღევანდელი მოვლენების ეპიცენტრში არიან. საინფორმაციო ცნობები მიუთითებს, რომ ჯანდაცვის სისტემები ამ ქვეყნებში მაქსიმალური სიმძლავრით მუშაობენ, იწურება საწოლების, ექიმების, მედდებისა და ტესტების რესურსი.
მრავალ ცენტრალურ და აღმოსავლეთის ევროპის ქვეყნებში კოვიდის ისტორიები ძალიან მსგავსია: გაზაფხულზე ნებისმიერ ფასად ვირუსის აღმოფხვრის ძლიერი მცდელობა, რომელსაც ვირუსზე გამარჯვების ნაადრევი გამოცხადება და ასევე საზოგადოების მზარდი ეჭვები მოჰყვა იმასთან დაკავშირებით, თუ რამდენად ღირდა წარმატებად გაღებული ეკონომიკური საფასური.
შეესატყვისება საქართველოს ამბავიც ამ ისტორიებს? კავკასიის კვლევითი რესურსების ცენტრის (CRRC) მიერ მაისსა და ივნისში ჩატარებული გამოკითხვების მიხედვით მონაწილეების ძირითადი ნაწილი მხარს უჭერდა მთავრობის მიერ საპასუხო ზომების გატარებას, თუმცა, ასევე აღნიშნავდნენ, რომ ქვეყნისთვის მიყენებული ეკონომიკური ზარალი უფრო დამანგრეველია, ვიდრე თვითონ ვირუსი.
ალბათ, რაც უფრო საყურადღებოა, გამოკითხულთაგან მხოლოდ მცირე ნაწილმა განაცხადა, რომ საქართველოში კოვიდ-19-ის მეორე ტალღის აფეთქებას ელოდა, რაც მთავრობის საზოგადოებასთან კომუნიკაციის სტრატეგიაზე კარგად არ მეტყველებს.
ამ მოლოდინებისა და 31 ოქტომბერს მომავალი არჩევნების ფონზე, მთავრობამ საჭიროდ არ ჩათვალა სექტემბერში შეზღუდვების გამკაცრება, როცა პანდემიამ კვლავ შემოუტია ქვეყანას. კომენდანტის საათის დაწესება თავიდანვე გამოირიცხა, თუმცა, პრემიერ-მინისტრის ბოლოდროინდელი კომენტარები მიგვანიშნებს, რომ ის ამგვარი სცენარის განვითარების თავიდან არიდებას უმთავრესად მოქალაქეების პასუხისმგებლობად ხდის.
ამ დროისთვის მთავრობამ ვირუსის გავრცელების შესამცირებლად გარკვეული ზომები მიიღო. ზოგიერთი სახის ფართომასშტაბიანი შეკრებები 10 სექტემბრიდან მოყოლებული მთელი ქვეყნის მასშტაბით აკრძალულია, ამავდროულად, ვირუსის გავრცელების ცხელ წერტილებში რესტორნებს, ბარებს და სხვა გასართობ დაწესებულებებს მუშაობის საათები შეეზღუდათ. საზოგადროებივი ტრანსპორტის მოძრაობა აჭარაში სამი კვირით შეჩერდა, საგანმანათლებლო დაწესებულებებს კი მრავალი შეზღუდვა დაუწესდათ. მაგრამ რამდენად ეფექტურია ასეთი ღონისძიებები?
ბათუმში, აგვისტოს ბოლოს ვირუსის აფეთქების შემდეგ, გადაადგილების საშუალო რადიუსის მაჩვენებელი 25 პროცენტით დაეცა, რაც ბევრად დაბალია ბათუმში ზამთარში გადაადგილების ჩვეულებრივ მაჩვენებელზე.
ერთ-ერთი შესაძლო ინდიკატორი მოქალაქის გადაადგილების სიხშირეა, მაგალითად, როგორც ეს გაიზომა ფეისბუქის გრანულირებული მოძრაობის რადიუსის მონაცემებით. ფეისბუქის მონაცემთა მეცნიერებმა დედამიწის ზედაპირი დაახლოებით 500×500 მეტრის ფილებად დაყვეს, და ყოველდღიურად ასეთ კვადრატებზე თითოეული სმარტფონის გამოჩენას მიადევნეს თვალი. ეს მონაცემები საჯაროდ ხელმისაწვდომია ანონიმური ფორმით და ყველა მომხმარებლის მონაცემი მუნიციპალიტეტების მიხედვით არის დაჯგუფებული.
საქართველოს სხვადასხვა ნაწილში სმარტფონის იმ მომხმარებელთა მოძრაობის რადიუსი,რომელთაც გააქტიურებული აქვთ GPS სერვისი,თებერვალში მობილობის დონესთან მიმართებით. აგვისტოს განმავლობაში, მობილობამ უფრო მეტად დასავლეთ საქართველოში, განსაკუთრებით ბათუმში აიწია. პანდემიის აფეთქების შემდგომ, მობილობა დასავლეთში მნიშვნელოვნად დაეცა, თუმცა აღმოსავლეთში მხოლოდ მცირედით შეიცვალა. გამოყენებულია ფეისბუქის მონაცემები უკეთესობისთვის.
ბათუმში, აგვისტოს ბოლოს ვირუსის აფეთქების შემდეგ, გადაადგილების საშუალო რადიუსის მაჩვენებელი 25 პროცენტით დაეცა, რაც ბევრად დაბალია ბათუმში ზამთარში გადაადგილების ჩვეულებრივ მაჩვენებელზე. სხვადასხვა ხარისხით, მობილობის შემცირება ასევე აღინიშნება დასავლეთ საქართველოს სხვა ადგილებშიც. ეს შესაძლოა გამოწვეული იყოს 10 სექტემბრიდან ფართომასშტაბიანი შეკრებების აკრძალვით, მაგრამ ტურისტული სეზონის ნაადრევ დასრულებასა და ქცევის ნებაყოფლობით ცვლილებას შესაძლოა ასევე შეჰქონდეს გარკვეული წვლილი.
ბათუმში, საზოგადოებრივი ტრანსპორტის მოძრაობის შეჩერებისა და ბარებისა და რესტორნების დახურვის შედეგები იოლად გასარჩევია მობილობის მონაცემებში. როგორც ჩანს, მათი ერთობლივი ზეგავლენა ხალხის გადაადგილებათა რადიუსზე შედარებით მცირეა. ამავდროულად, დაახლოებით ერთი კვირის შემდეგ აშკარად გამოიკვეთა ახალ შემთხვევათა რაოდენობის სტაგნაცია, თუმცა, 2 ოქტომბერს ტესტირების პოლიტიკის ცვლილების შემდგომ, ეჭვქვეშ დგება ამ უკანასკნელის სანდოობა.
დაავადებათა კონტროლის ცენტრმა 2 ოქტომბერს ტესტირების პოლიტიკაში ცვლილებები შეიტანა. როგორც მოსალოდნელი იყო, ამ ცვლილებამ მომავალი კვირის ახალი შემთხვევების რაოდენობის კლება გამოიწვია.
დასავლეთის ეპიდემიის აფეთქების ეპიცენტრებთან შედარებით, აღმოსავლეთ საქართველოში, შეკრებების აკრძალვის კვალდაკვალ, დასახლებულ პუნქტებში მობილობა მცირედით შეიცვალა. სექტემბერის დასაწყისში, ადვილი შესამჩნევი იყო შემთხვევების დროებითი ზრდა, რაც, სავარაუდოდ, შვებულებებიდან ხალხის აღმოსავლეთში დაბრუნებას უკავშირდება. როგორც მოსალოდნელი იყო, ოქტომბერში ვირუსის გავრცელების მაჩვენებელი ბათუმთან შედარებით ბევრად გაიზარდა თბილისში. თბილისსა და იმერეთში პარასკევს შემოღებული შეზღუდვების ზეგავლენის შესაფასებლად კი ჯერჯერობით ძალიან ადრეა.
ამასობაში, იზრდება სამწუხარო ცნობები ჯანდაცვის სისტემაში არსებულ დაბრკოლებებზე. საავადმყოფოს თავისუფალი საწოლების რაოდენობა მცირდება როგორც ბათუმში, ასევე დედაქალაქში, ხოლო ტესტირება ყოველდღიურად მაქსიმალური შესაძლებლობებით მიმდინარეობს – დღეში დაახლოებით 10 000 PSR ტესტი კეთდება. სავარაუდოდ ამის შედეგია, რომ დაავადებათა კონტროლის ცენტრმა 2 ოქტომბერს ტესტირების პოლიტიკაში ცვლილებები შეიტანა, რის მიხედვითაც ტესტი მხოლოდ მაშინ კეთდება, როცა პაციენტს ვირუსის სიმპტომები გამოუვლინდება. როგორც მოსალოდნელი იყო, ამ ცვლილებამ მომავალი კვირის ახალი შემთხვევების რაოდენობის კლება გამოიწვია.
რიგ ქვეყნებში, ვირუსის 10%-ზე ბევრად მეტი ადამიანისთვის დადასტურებას, როგორც წესი, პანდემიის უკონტროლო აფეთქება მოჰყვა და კონტაქტების კვლევა-ძიება თითქმის შეუძლებელი გახდა.
PSR ტესტირება ახლა ზრუნვის უმთავრესი საგანი უნდა იყოს. ამჟამად, ჩატარებული ტესტებიდან ვირუსი 10%-ზე მეტს უდასტურდება. საკითხი ფართო კონტექსტში რომ დავინახოთ, ევროკავშირი მწვანე ზონისთვის 3%-იანი დადასტურების მაჩვენებელს აწესებს. საერთაშორისო გამოცდილებამ გაზაფხულზე აჩვენა, რომ რიგ ქვეყნებში, ვირუსის 10%-ზე ბევრად მეტი ადამიანისთვის დადასტურებას, როგორც წესი, პანდემიის უკონტროლო აფეთქება მოჰყვა და კონტაქტების კვლევა-ძიება თითქმის შეუძლებელი გახდა.
ამჟამად, ტესტის დადებითობის მაჩვენებელი ცენტრალური და აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნებში 13%-დან 25%-მდეა, ხოლო კონტაქტების ძიების სისტემამ რამდენიმე მათგანში უკვე მარცხი განიცადა, თუმცა, ზოგ ქვეყანაში ის ბოლომდე არც განხორციელებულა. სხვა მაგალითი რომ მოვიყვანოთ, შვეიცარიაში, ინციდენტობის მაჩვენებელი საქართველოს მაჩვენებლის მსგავსია, ხოლო ტესტის დადებითობის მაჩვენებელმა 10%-ს ახლახანს გადააჭარბა. საინფორმაციო ცნობები შვეიცარიის კანტონებიდან მიუთითებს, რომ სამედიცინო პერსონალისა და ტესტების ნაკლებობასთან ერთად, კონტაქტების მოძიების სისტემა სერიოზულად გადატვირთულია, ზოგიერთ რეგიონში კი უკვე უშედეგოა.
საქართველოში გამოქვეყნებული ინფორმაციიდან რთულია შეაფასო ჯერ კიდევ კარგად მუშაობს თუ არა კონტაქტების მოძიების სისტემა. თუმცა, თუ შემთხვევათა რაოდენობა ზრდას მალე არ შეწყვეტს, სისტემა აუცილებლად ჩამოინგრევა.
კრიტიკული ვითარების მიუხედავად, საპარლამენტო არჩევნები საქართველოში დაგეგმილია და 31 ოქტომბერს ჩატარდება. მთავრობა ფრთხილი მოქმედებებით წონასწორობის შენარჩუნებას ცდილობს. ბევრი ფიქრობს, რომ პანდემია ქართული ოცნების წისქვილზე ასხამს წყალს. ამ მოცემულობაში, რელსებიდან ამოვარდნილ ეკონომიკასთან ერთად, ნებისმიერმა დამატებითმა შეზღუდვამ შესაძლოა ამომრჩეველს აზრი შეაცვლევინოს და მთავრობის მიმართ მტრულად განაწყოს. თუმცა, მრავალი დაპირების მიუხედავად, თუ რამდენიმე დღეში ვირუსის გავრცელების შეკავება ვერ მოხერხდება, კომენდანტის საათის კიდევ ერთხელ დაწესება გარდაუვალია. საქართველო არ იქნება პირველი ქვეყანა, რომელიც უკან დაბრუნდა.
-
ხელოვნური ინტელექტი დამწყებთათვის სამუშაო ადგილებს ამცირებს — აშშ-ის ახალი მონაცემები ხელოვნური ინტელექტი დამწყებთათვის სამუშაო ადგილებს ამცირებს — აშშ-ის ახალი მონაცემები
გადახედვა
-
ხულო-ზარზმის 47-კილომეტრიანი გზის მონაკვეთიდან სამუშაოები 3 კმ-ზეა დარჩენილი — მინისტრი ხულო-ზარზმის 47-კილომეტრიანი გზის მონაკვეთიდან სამუშაოები 3 კმ-ზეა დარჩენილი — მინისტრი
გადახედვა
-
UNWTO-ს გენმდივანი საქართველოში იმყოფება UNWTO-ს გენმდივანი საქართველოში იმყოფება
გადახედვა
-
ევროს ღირებულება 3 ლარს ჩამოსცდა ევროს ღირებულება 3 ლარს ჩამოსცდა
გადახედვა
-
ახალი პრეპარატი კიბოს უჯრედებს საკუთარივე დამცავი მექანიზმით ანადგურებს ახალი პრეპარატი კიბოს უჯრედებს საკუთარივე დამცავი მექანიზმით ანადგურებს
გადახედვა
-
მოზარდებში სოციალური ქსელების ჭარბი გამოყენება დეპრესიისა და შფოთვის რისკთან დააკავშირეს მოზარდებში სოციალური ქსელების ჭარბი გამოყენება დეპრესიისა და შფოთვის რისკთან დააკავშირეს
გადახედვა
-
ნიადაგში მოხვედრილი მიკროპლასტმასა ტოქსინებისა და მიკრობების გავრცელებას უწყობს ხელს ნიადაგში მოხვედრილი მიკროპლასტმასა ტოქსინებისა და მიკრობების გავრცელებას უწყობს ხელს
გადახედვა
-
ქომაგობა არ ჩერდება — ერთად ვუგულშემატკივროთ საქართველოს ნაკრებს. თუ სტადიონზე ვერ შევიკრიბებით, მთელი ქალაქი ტრიბუნად იქცევა ქომაგობა არ ჩერდება — ერთად ვუგულშემატკივროთ საქართველოს ნაკრებს. თუ სტადიონზე ვერ შევიკრიბებით, მთელი ქალაქი ტრიბუნად იქცევა
-
ნეტფლიქსმა სტენფორდის ციხის ექსპერიმენტი გაიმეორა და მალე სერიალს გამოუშვებს ნეტფლიქსმა სტენფორდის ციხის ექსპერიმენტი გაიმეორა და მალე სერიალს გამოუშვებს
გადახედვა
-
წელს, ქვიშა-ხრეშის უკანონო მოპოვების 81 ფაქტი გამოვლინდა — გარემოსთვის მიყენებული ზიანი 1,3 მლნ ლარია წელს, ქვიშა-ხრეშის უკანონო მოპოვების 81 ფაქტი გამოვლინდა — გარემოსთვის მიყენებული ზიანი 1,3 მლნ ლარია
გადახედვა
-
სად ქრებიან ფრინველები? — მიგრაციის საიდუმლო, რომლის ამოხსნასაც საუკუნეები დასჭირდა სად ქრებიან ფრინველები? — მიგრაციის საიდუმლო, რომლის ამოხსნასაც საუკუნეები დასჭირდა
გადახედვა
-
სერგეი შოიგუ შალვა პაპუაშვილს ციტირებს და მის განცხადებას იწონებს სერგეი შოიგუ შალვა პაპუაშვილს ციტირებს და მის განცხადებას იწონებს
გადახედვა
-
"საქართველოს სუვერენიტეტის პატივისცემა ევროპული უსაფრთხოებისთვის აუცილებელია" — SOC Group "საქართველოს სუვერენიტეტის პატივისცემა ევროპული უსაფრთხოებისთვის აუცილებელია" — SOC Group
გადახედვა
-
ნიკოლ ფაშინიანი: თუ ჩვენი CSTO-დან გარიცხვა უნდათ, მაშინ გაგვრიცხონ ნიკოლ ფაშინიანი: თუ ჩვენი CSTO-დან გარიცხვა უნდათ, მაშინ გაგვრიცხონ
გადახედვა
-
ChatGPT-სთან ჩვენს მიმოწერებს სხვა ადამიანები კითხულობენ — რა ვიცით ChatGPT-სთან ჩვენს მიმოწერებს სხვა ადამიანები კითხულობენ — რა ვიცით
გადახედვა
-
რომელი ბრენდი იმსახურებს ჩემპიონს? — თეგეტა პარტნიორობას პარალიმპიელ ჩემპიონთან გვანცა ზადიშვილთან იწყებს რომელი ბრენდი იმსახურებს ჩემპიონს? — თეგეტა პარტნიორობას პარალიმპიელ ჩემპიონთან გვანცა ზადიშვილთან იწყებს
-
ნონა ქურდოვანიძე: "გრანტების მართვის სააგენტოს დაფუძნება მოსაჩვენებლად გადადგმული ნაბიჯი იყო" ნონა ქურდოვანიძე: "გრანტების მართვის სააგენტოს დაფუძნება მოსაჩვენებლად გადადგმული ნაბიჯი იყო"
გადახედვა
-
თათა ოქრუაშვილი — მუსიკა, სცენა და ახალი შეხვედრა მსმენელთან თათა ოქრუაშვილი — მუსიკა, სცენა და ახალი შეხვედრა მსმენელთან
-
კანადა ევროკავშირთან "ასოცირებული წევრობის" იდეას მიესალმება კანადა ევროკავშირთან "ასოცირებული წევრობის" იდეას მიესალმება
გადახედვა
-
მთავრობის ეფექტიანობის დეპარტამენტი სამშენებლო ზედამხედველობის გაციფრულებას გეგმავს მთავრობის ეფექტიანობის დეპარტამენტი სამშენებლო ზედამხედველობის გაციფრულებას გეგმავს
გადახედვა
-
ილჰამ ალიევმა ევროპარლამენტს "კორუმპირებულების ბუდე" უწოდა ილჰამ ალიევმა ევროპარლამენტს "კორუმპირებულების ბუდე" უწოდა
გადახედვა
კომენტარები