How I Met My Therapist ანუ როგორ შევხვდი ჩემს ფსიქოთერაპევტს vol.3
ფოტო: Stephanie DeAngelis
How I Met My Therapist, ანუ როგორ შევხვდი ჩემს ფსიქოთერაპევტს, ჩანაწერების სერიაა, რომელშიც ავტორი, ფსევდონიმით ნია ბარათაშვილი, ყოველ კვირას გვიყვება ფსიქოთერაპიულ სეანსებზე სიარულის გამოცდილების შესახებ. ნახსენები პირების ანონიმურობის დაცვის მიზნით, ტექსტში ყველა პერსონაჟის სახელი შეცვლილია.
სერიის ყველა დანარჩენი თავი შეგიძლიათ იხილოთ აქ.
მთელი მოზარდობაა ვამბობ, ტრავმული ბავშვობა არ მქონია-მეთქი. თურმე, როგორ არა. თურმე, ტრავმა მაინცდამაინც ფიზიკური კი არაა. არც იმას გულისხმობს, იქამდე გირტყამდნენ, სანამ ტრავმატოლოგიურში არ მოხვდები. არც იმას, შენი რომელიმე მშობელი მეორეს დანით დასდევდეს შენს თვალწინ. საერთოდაც, ტრავმას არ აქვს საზომი - ზუსტად იგივე მოვლენა, რაც შენთვის “არც არაფერია” ვიღაცისთვის, შესაძლოა, ყველაფერია და დიდწილად განსაზღვრავს მის პიროვნებას.
ტრავმა ზოგჯერ ძალიან მარტივია, უფერული, მაგრამ გახსოვს. მაგალითად, ერთხელ, მეოთხე კლასში, სკოლიდან დაბრუნებულმა ჩაი რომ დავლიე, მოგვიანებით, სამსახურიდან მოსულმა მამაჩემმა არ დაიჯერა, რომ ჩაი დავლიე. მაფიცებინა ყველა და ყველაფერი, მატირა, მაჩხუბა, მაგრამ მაინც არ დაიჯერა. მიმტკიცებდა, მატყუებო. არ ვატყუებდი. მართლა დავლიე ის… - თეა, უცენზურო სიტყვები შეიძლება თერაპიაზე? - რაც და როგორც გინდა, ისე გამოხატე, ნია… მართლა დავლიე ის დედამ**ლი ჩაი!!! არგუმენტად გაციებული ჩაის პაკეტი მოჰქონდა. თუ ჩაი დალიე, ცივი რატომ არისო? უბრალოდ, სანამ მოვიდოდა, მაცივარში დაბრუნებული ჩაის პაკეტი გაცივდა. მა-ცივარი - ა-ცივებს. მე კი ამ ცივ ჩაის პაკეტს ლოყაზე მადებდა და ისე მიმტკიცებდა რომ ცივი იყო და რომ, შესაბამისად, ვატყუებდი. ჰოდა, არ იყო ეს "ვითომც არაფერი" - ტრავმა? დღესაც, თუ ვინმეს ჩემი სიმართლის არ სჯერა, ისტერიული ტირილი მეწყება. ტრავმა არ ნიშნავს მაინცდამაინც ტრავმატოლოგიურში მოხვედრას.
რაღა დაგიმალოთ და, მამაჩემთან მსგავსი ინციდენტების სიხშირის გამო, ყოველთვის ძალიან მიჭირდა კონტაქტი. მეტიც, ზუსტად ამის გამო, დღემდე მიჭირს სხვა ადამიანებთან კონტაქტი. რაც გავიზარდე, სულ ვამბობ, რომ ინტროვერტი ვარ, სულ ვამბობ, რომ უბრალოდ მეზარება ადამიანებთან კონტაქტი. სულ ვღიზიანდები, როცა ჩემს სიჩუმეზე მიმითითებენ, ჩემი საუბრის დაბალ ტემბრს აკრიტიკებენ - ასეთი ვარ! უბრალოდ არ მინდა ხალხთან კონტაქტი! ასოციალური ვარ!… (- თეა, შეიძლება კიდევ გინება? - მიდი, ჰო.) …ეს დედა**ლი!!! ამეებს რომ ვამბობ ხოლმე, ეგრევე ნირვანა ირთვება ფონურ მუსიკად და ისევ რებელა თინეიჯერი ვარ, რომელსაც ყველა ეზიზღება. ჯობს გეზიზღებოდე ისეთი, როგორიც ვარ, ვიდრე გიყვარდე ისეთი, როგორიც არ ვარ!!!! კურტ კობეინ ფორევერ!!!! ხალხი *ლეა!!!
თურმე, რა ხდება? სოციალიზაცია მეზარებაში - "მეზარება" სინამდვილეში, მატყუარა ზმნა ყოფილა და უკან, თითქმის ყოველთვის, შიში უდგას. ეს ყველაფერი თეამ ამიხსნა, აბა, მე მეზარებოდა. თურმე ლაპარაკი კი არ მეზარება, ლაპარაკის მეშინია. იმიტომ, რომ მთელი ბავშვობა ჩემი ხმის ამოღება ავტომატურად ნიშნავდა შენიშვნის მიღებას მამაჩემისგან - ჩემს აზრებზე, ჩემს ტონზე, ჩემს შერჩეულ სიტყვებზე, ჩემს შერჩეულ დროზე ხმის ამოსაღებად და ა.შ. და ა.შ. შესაბამისად - ნელ-ნელა დავუწიე ხმას, შევამცირე სიტყვები, შევიყუჟე ნიჟარაში და, დღემდე, ხმას ვიღებ მხოლოდ მას მერე, რაც დავრწმუნედები, რომ საპასუხოდ არავინ მიყვირებს.
საქმე ის კი არაა, ვის ვერ, არ ან ბევრს ველაპარაკები - საქმე ისაა, მე რა გამოცდილება მაქვს ლაპარაკთან, მე რა ტრავმები მაქვს. ამის აღიარება წლებია მიჭირს. მეტიც, არც კი მიცდია აღიარება - შევეგუე რომ უბრალოდ არაა ლაპარაკი ჩემი საქმე. თეასთანაც, ერთ-ერთი პირველი ეს პრობლემა წარმოვაჩინე. ჩაღრმავება როცა დავიწყეთ, ჩემი მუდმივი პასუხი “მეზარება” იყო. მაგრამ სესიის ბოლოს, როცა ჩემი კომუნიკაციის ჩვევები ტრავმად არაღიარებულ ტრავმებთან დავაკავშირეთ, ნელ-ნელა ამის ამოცნობაც დავიწყე. როგორც უკვე გითხარით, პირველი ნაბიჯი ამოცნობაა. მერე, უკვე, როცა არ ლაპრაკობ იმიტომ, რომ "გეზარება", შენს თავსვე უსვამ კითხვას - ეს "მეზარებაა" თუ …?
საერთოდაც, ეს თემა იმიტომ შევაგორე თეასთან, რომ მამაჩემთან ლაპარაკი მიწევს ამ დღეებში. საკმაოდ სერიოზულ საკითხზე (ამაზე - მერე). და ერთადერთი რაც ამ ყველაფერზე ვიცი ისაა, რომ ეს საუბარი იქნება საშინელება, სხვაგვარი გამოცდილება მე უბრალოდ არ მაქვს. ისე ვემზადები, თითქოს ომში მივდიოდე, ღამით ამაზე შფოთვა არ მაძინებს და დილით ისევ ამაზე შფოთვა მაღვიძებს. თავს ისე ვიწამლავ ამაზე ფიქრებით, რომ ყველაფერზე მოქმედებს - ვღიზიანდები სამსახურში, მამაჩემზე წინასწარ გაბრაზებული ვეჩხუბები მეგობრებს და ა.შ. ყოველდღე ვიჭერ ჩემს თავს იმაზე, რომ მუდმივად ამ საუბარს ვგეგმავ, ვცდილობ წარმოვიდგინო ნებისმიერი კითხვა-პასუხი, რომ მზად ვიყო, რეპეტიციებს გავდივარ - როგორ არ ამეტიროს, როგორ არ ავყვე ჩხუბში, როგორ არ დამაპატარაოს ყვირილის გაგონებამ, როგორ გავაგონო მიუხედავად დახშული ყურებისა, როგორ ამოვთქვა, როგორ დავაჯერო ჩემი სიმართლე. როგორ ვარ უკვე დიდი, დამოუკიდებელი გოგო და ყველაფერს ისე ვიზამ, როგორც მე მინდა. და აქ უკვე შემოდის ელექტრო-გიტარა! და მე ვიცი, რომ მართალი ვარ და საზოგადოება ვერ შემცვლის იმიტომ რომ კურტ კობეინ ფორევერ!!!!! თვეობით იმიტომ ვწელავ, ვწელავ, ვწელავ ამ საუბარსაც, რომ მეზარება… ჰოდა, ზუსტად აქ ვიპოვეთ ძაღლის თავიც.
-ჰოდა, დაფიქრდი აბა, კარგად, რატომ არ ელაპარაკები?
-რავი, რა, მეზარება.
-ნია, მეზარება რას ნიშნავს?
-აი, რო გეზარება, რავი.
-ჰოდა, განმიმარტე რა ცოტა დეტალურად.
-აი რაღაცის ინიცირება არ გინდება, გეზარება ხმა ამოიღო, ენერგია დახარჯო, რამე მოიმოქმედო, უსიამოვნო იქნება რა და…
-გინება შეიძლება, კი
-ტვინი მომეტყვნება.
-ანუ გეზარება თუ, ის გაშინებს რა უკუკავშირიც წარმოგიდგენია, რომ უნდა მიიღო?
-აუ, რავი, რა გიკვირს? მთელი ბავშვობა ყვირილი ან შენიშვნა მოყვებოდა მაგ კაცთან ლაპარაკს. რაც არ უნდა მეთქვა და როგორც არ უნდა მეთქვა…
-არ მიკვირს. ანუ გეზარება თუ…
-ვიჯვამ, ჰო, ვიჯვამ!
აი, ასე გამოვედი ამ სესიიდან. ახალი ცოდნით, საკუთარ თავზე, საკუთარ შიშზე. მორჩა, უკვე ვცნობ ამ ნაბიჭვარს! კი არ მეზარება, მეშინია! ახლა კი ნამდვილად გავბედავ საუბარს და მამაჩემთან თუ გავბედავ, მერე ხომ ყველგანაც გავბედავ და აღარ შემაწუხებს მეც და მთელ სამყაროსაც ჩემი ასოციალურობა. ჯერ მხოლოდ თეას გასასვლელ კართან ვიდექი, მაგრამ იმ 10 წამშიც მოვასწარი ამ გეგმების აშენება.
-ნია?
-ჰომ?
-არ ჩაიჯვა.
გაგრძელება, იქნება.
თუ ფსიქოთერაპიულ გამოცდილებებზე კითხვა ან საკუთარის გაზიარება შენთვის საინტერესოა, შეგიძლია შემოგვიერთდე დახურულ ჯგუფში - მენტალური ჯანმრთელობის ფორუმი.
-
35 წლის წინ, სვანეთში არასრულწლოვანზე ნათლიის ძმა და მისი 3 ნათესავი კაცი ძალადობდნენ — საქმეზე გამოძიება ერთი თვის დაიწყო 35 წლის წინ, სვანეთში არასრულწლოვანზე ნათლიის ძმა და მისი 3 ნათესავი კაცი ძალადობდნენ — საქმეზე გამოძიება ერთი თვის დაიწყო
გადახედვა
-
პიტერ სიიარტომ უნგრეთის პარლამენტის წევრის მანდატი დატოვა და ჩინურ კომპანია BYD-ში გადავიდა პიტერ სიიარტომ უნგრეთის პარლამენტის წევრის მანდატი დატოვა და ჩინურ კომპანია BYD-ში გადავიდა
გადახედვა
-
მეცნიერებმა დედამიწის უდიდესი მასობრივი გადაშენების საიდუმლო ამოხსნეს მეცნიერებმა დედამიწის უდიდესი მასობრივი გადაშენების საიდუმლო ამოხსნეს
გადახედვა
-
POG: გორში მომხდარ ავტოსაგზაო შემთხვევაზე, რომელსაც დედა-შვილის სიცოცხლე ემსხვერპლა, პირს ბრალი წარუდგინეს POG: გორში მომხდარ ავტოსაგზაო შემთხვევაზე, რომელსაც დედა-შვილის სიცოცხლე ემსხვერპლა, პირს ბრალი წარუდგინეს
გადახედვა
-
სუხიშვილების ღია სცენა თაკარა ახალი პროგრამით — რეკონსტრუქცია ბრუნდება | ღონისძიებების მხარდამჭერია SOLO სუხიშვილების ღია სცენა თაკარა ახალი პროგრამით — რეკონსტრუქცია ბრუნდება | ღონისძიებების მხარდამჭერია SOLO
-
რუსი სპორტსმენების ოლიმპიადაზე დაშვების გამო EU-ის 9 ქვეყანა მოითხოვს, რომ ოლიმპიურ კომიტეტს დაფინანსება შეუწყდეს რუსი სპორტსმენების ოლიმპიადაზე დაშვების გამო EU-ის 9 ქვეყანა მოითხოვს, რომ ოლიმპიურ კომიტეტს დაფინანსება შეუწყდეს
გადახედვა
-
ისტორიაში პირველად, ასტრონავტებმა კოსმოსში რენტგენი გადაიღეს ისტორიაში პირველად, ასტრონავტებმა კოსმოსში რენტგენი გადაიღეს
გადახედვა
-
პეტერ მადიარი აცხადებს, რომ პეტერ სიიარტომ "ფიდესი" დატოვა და ჩინურ კომპანიას უხელმძღვანელებს პეტერ მადიარი აცხადებს, რომ პეტერ სიიარტომ "ფიდესი" დატოვა და ჩინურ კომპანიას უხელმძღვანელებს
გადახედვა
-
Anthropic-მა Claude-ის შიდა "აზროვნების სივრცე" აღმოაჩინა Anthropic-მა Claude-ის შიდა "აზროვნების სივრცე" აღმოაჩინა
გადახედვა
-
შალვა ნათელაშვილი: მალე ბიძინა ივანიშვილი მოხვდება ჰააგის საერთაშორისო ტრიბუნალზე, სადაც ბრალდების ერთ-ერთი მთავარი ეპიზოდი იქნება პარტიების გენოციდური დევნა შალვა ნათელაშვილი: მალე ბიძინა ივანიშვილი მოხვდება ჰააგის საერთაშორისო ტრიბუნალზე, სადაც ბრალდების ერთ-ერთი მთავარი ეპიზოდი იქნება პარტიების გენოციდური დევნა
გადახედვა
-
დიდ ბრიტანეთში 16-17 წლის მოზარდებისთვის ღამით სოციალურ ქსელებზე წვდომის შეზღუდვა იგეგმება დიდ ბრიტანეთში 16-17 წლის მოზარდებისთვის ღამით სოციალურ ქსელებზე წვდომის შეზღუდვა იგეგმება
გადახედვა
-
ზურა ჯაფარიძეს მანქანა დაეჯახა | ვიდეო კლინიკიდან ზურა ჯაფარიძეს მანქანა დაეჯახა | ვიდეო კლინიკიდან
გადახედვა
-
TI: თანამდებობის პირებმა 8 თვეში 24 მილიონი ლარის საჩუქრები მიიღეს TI: თანამდებობის პირებმა 8 თვეში 24 მილიონი ლარის საჩუქრები მიიღეს
გადახედვა
-
ევროპელი ლიდერები "უკრაინა — სამხრეთ-აღმოსავლეთ ევროპის" სამიტში მონაწილეობის მისაღებად კიევში ჩავიდნენ ევროპელი ლიდერები "უკრაინა — სამხრეთ-აღმოსავლეთ ევროპის" სამიტში მონაწილეობის მისაღებად კიევში ჩავიდნენ
გადახედვა
-
ქუთაისში, მშენებარე საცხოვრებელი კორპუსის ხარაჩო ჩამოიშალა — მაშველებმა ნანგრევებში 30 წლამდე კაცი გარდაცვლილი იპოვეს ქუთაისში, მშენებარე საცხოვრებელი კორპუსის ხარაჩო ჩამოიშალა — მაშველებმა ნანგრევებში 30 წლამდე კაცი გარდაცვლილი იპოვეს
გადახედვა
-
ქვიზი: მითია თუ რეალობა — რამდენად კარგად იცი ისტორია? ქვიზი: მითია თუ რეალობა — რამდენად კარგად იცი ისტორია?
-
თიბისის მხარდაჭერით საქართველოს ხელოვნური ინტელექტის ნაკრები IOAI 2026-ის ოლიმპიადაზე იასპარეზებს თიბისის მხარდაჭერით საქართველოს ხელოვნური ინტელექტის ნაკრები IOAI 2026-ის ოლიმპიადაზე იასპარეზებს
-
დავით მათიკაშვილი: რა გასაკვირია, თუკი ხდება, იმ ადამიანების დასახელება სასამართლო პროცესებზე, ვინც რევოლუციური და ძალადობრივი გეგმების უკან იდგა დავით მათიკაშვილი: რა გასაკვირია, თუკი ხდება, იმ ადამიანების დასახელება სასამართლო პროცესებზე, ვინც რევოლუციური და ძალადობრივი გეგმების უკან იდგა
გადახედვა
-
ნინო წილოსანი: ის, რაც 2024 წელს ხდებოდა, არ იხარშებოდა საქართველოში, მას ჰქონდა ძალიან დიდი მხარდაჭერა "დიფ სთეითის" ნინო წილოსანი: ის, რაც 2024 წელს ხდებოდა, არ იხარშებოდა საქართველოში, მას ჰქონდა ძალიან დიდი მხარდაჭერა "დიფ სთეითის"
გადახედვა
-
რიკი მარტინმა 16 ივლისს რუსთავში დაგეგმილი კონცერტი გააუქმა რიკი მარტინმა 16 ივლისს რუსთავში დაგეგმილი კონცერტი გააუქმა
გადახედვა
-
კონსტანტინე გამსახურდიას ცნობით, ქუთაისში, კიკვიძის ძეგლის ადგილას, ზვიად გამსახურდიას ძეგლი დაიდგმება კონსტანტინე გამსახურდიას ცნობით, ქუთაისში, კიკვიძის ძეგლის ადგილას, ზვიად გამსახურდიას ძეგლი დაიდგმება
გადახედვა

კომენტარები