ევროპული საქართველოს ერთ-ერთი ლიდერი და ზუგდიდის მაჟორიტარობის კანდიდატი, გიგი უგულავა, აცადებს, რომ ქართული ოცნების წევრი, გია ვოლსკი პოლიტიკური ლეშია, რომელსაც არც ერთი სვავი არ მიეკარება.

უგულავას თქმით, როგორც ვოლსკი, ისე მთლიანი ხელისუფლება და მათი პროპაგანდისტული მედია საშუალებები ცდილობენ, რომ ადამიანური უბედურებაც კი გამოიყენონ იმისთვის, რომ ოპონენტებს მიაყენონ ჩრდილი.

"ვის გულისხმობს სვავში, შეგიძლიათ გია ვოლსკის ჰკითხოთ, მაგრამ ის უდავოდ არის პოლიტიკური ლეში, თუმცა ისეთი ლეში, რომელსაც არც ერთი სვავი არ მიეკარება. ვოლსკის კომენტარი სრულიად ამოვარდნილია და ისევ იმავე ხაზს აგრძელებს, რომ ხელისუფლება ნებისმიერ ტრაგედიას, ნებისმიერ ადამიანურ უბედურებას გამოიყენებს მხოლოდ და მხოლოდ იმისთვის, რომ ოპონენტებს მიაყენოს ჩრდილი. უბრალოდ ვერ ხვდება, რომ არსებობს სახელმწიფოს წითელი ხაზები, როცა გადასცდება პოლიტიკურ ოპონენტებთან ბრძოლას. სახელმწიფოს წითელ ხაზებს არ უნდა გადასცდეს და სახელმწიფოებრიობის წინააღმდეგ არ უნდა გადადგა ნაბიჯი. სწორედ კარტოგრაფების საქმე და არა გარეჯის საქმე არის სახელმწიფოებრიობის წინააღმდეგ გადადგმული წითელ ხაზს მიღმა ნაბიჯი", — განაცხადა უგულავამ.

გია ვოლსკიმ გუშინ ზუგდიდში განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით განაცხადა, რომ იქ უამრავი პოლიტიკური სვავი ხეზე შემომჯდარი ელოდება როდის დაიღვრება სისხლი, რომ დაეწაფოს.