ნოღაიდელმა ჩვენებაში თქვა, რომ საბჭოზე ერთპიროვნულ გადაწყვეტილებებს სააკაშვილი იღებდა — ილიჩოვას ადვოკატი
აზერბაიჯანთან საზღვრის საქმეზე ბრალდებული კარტოგრაფის, ნატალია ილიჩოვას ადვოკატის, ნესტან ლონდარიძის განცხადებით, ნოღაიდელის დაკითხვაზე დაისვა კითხვა — ვინ იღებდა იმ დროს უშიშროების საბჭოს სხდომაზე გადაწყვეტილებებს? — რაზეც მან უპასუხა, რომ სხდომაზე ერთპიროვნულ გადაწყვეტილებებს პრეზიდენტი იღებდა. იმ პერიოდში კი, საქართველოს პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი იყო.
ილიჩოვას ადვოკატმა On.ge-სთან საუბრისას აღნიშნა ისიც, რომ ნოღაიდელის ჩვენებას ვერ განვიხილავთ, როგორც ილიჩოვასა და მელაშვილის წინააღმდეგ მიმართულს, რადგან მისი თქმით, ჩვენებაში ბრალდებულების სახელები საერთოდ არ ფიგურირებს.
"ნოღაიდელი, ასევე, იხსენებს, რამდენიმე შეხვედრას. მათ შორის, უშიშროების საბჭოს სხდომას, სადაც ეს საკითხი განიხილეს. თუმცა აქ არ არის თარიღი დაკონკრეტებული და ამბობს, რომ საბჭოს სხდომაზე განიხილავდნენ აზერბაიჯანის საზღვრის საკითხს, კერძოდ, ამ კომისიის მუშაობის საკითხს, სადაც მოსული იყო კომისიის წევრი. იგი სახელსა და გვარს ვერ იხსენებს, მაგრამ ამბობს, რომ სავარაუდოდ, ეს იქნებოდა თავმჯდომარე, რომელმაც მოგვაწოდა ინფორმაცია იმ საზღვრების მდგომარეობის შესახებ, იმ დროისათვის ჩვენს ხელთ არსებული დოკუმენტაციით ვის მხარეზე, რა ნაწილი ხვდებოდაო. ნოღაიდელმა თქვა, ვინაიდან, ჩიჩხიტურის კოშკის ნაწილი და უდაბნოს ნაწილი მოქცეული იყო მათ მხარესო, ჩვენ მივიღეთ გადაწყვეტიელბა, ამ ნაწილების რეაბილიტაციაზე გვეზრუნა, რომ შეგვენარჩუნებინა მათი მდგომარეობა ქვეყნსითვისო", — განაცხადა ადვოკატმა.
ზურაბ ნოღაიდელი საქართველო-აზერბაიჯანის საზღვრის საქმეზე პროკურატურაში გამოიკითხა. იგი საქართველოს პრემიერმინისტრის თანამდებობას 2005-2007 წლებში იკავებდა. დაახლოებით ამ პერიოდს ეხება გამოძიებაც.
საქართველო-აზერბაიჯანის საზღვრის საქმე
29 სექტემბერს საქართველოს გენერალურმა პროკურატურამ განაცხადა, რომ 17 აგვისტოს თავდაცვის სამინისტროსგან მიიღეს ინფორმაცია, რომელიც ეხებოდა საქართველო-აზერბაიჯანის საზღვრის დელიმიტაცია-დემარკაციის კომისიის საქმიანობას. მათივე განცხადებით, დაიწყო გამოძიება, რომელიც უცხო ქვეყნისათვის საქართველოს ტერიტორიის ნაწილის გაცემისკენ მიმართული მოქმედებას ეხებოდა. როგორც უწყებაში ამბობენ, საქართველოს საზიანოდ მეზობელი ქვეყანისთვის 3 500-მდე ჰა ფართობი მიწის გადაცემის საფრთხე შეიქმნა.
2 ოქტომბერს, პირველმა არხმა გაავრცელა ინფორმაცია, რომ ორიგინალი რუკებისა, რომლის საფუძველზეც პროკურატურამ აზერბაიჯანთან საზღვრის დადგენის საქმეზე გამოძიება დაიწყო, ქართულ მხარეს ბიზნესმენმა, დავით ხიდაშელმა გადასცა. ვრცელდება ინფორმაცია იმაზეც, რომ რუკების დედნები მან რუსეთში საგარეო დაზვერვის დახმარებით მოიპოვა.
გაიგეთ მეტი რუკებზე:
- 1936-37 წლის რუკა უვარგისია, ვერ გამოდგება მეორე მხარესთან არგუმენტად — მელაშვილი
- დეკანოზი ჭიკაიძე: რუკებისთვის მამა კირიონმა ღარიბაშვილს მიმართა, რომლის თხოვნით ივანიშვილი ხიდაშელს დაუკავშირდა
საგამოძიებო ორგანოებმა ამ საქმეზე საზღვრის დამდგენი კომისიის წევრების, ივერი მელაშვილისა და ნატალია ილიჩოვას სახლები და სამუშაო ოფისები გაჩხრიკეს. ორივე მათგანი გამოძიების დაწყებას პოლიტიკას და არჩევნებს უკავშირდება.
7 ოქტომბერს კომისის წევრები დააკავეს. 9 ოქტომბერს კი ილიჩოვასა და მელაშვილის აღკვეთის ღონისძიების სახით სასამართლომ პატიმრობა შეუფარდა.
ოპოზიცია მიმდინარე გამოძიებას წინასაარჩევნო პროცესს უკავშირებს. ნაწილი აცხადებს იმასაც, რომ ყარაბაღში მიმდინარე კონფლიქტის ფონზე მსგავსი გამოძიება პარტნიორ ქვეყანასთან ურთიერთობის დაძაბვის მცდელობაა. არასათავრობო ორგანიზაციები ამბობენ, რომ საზღვარზე გამოძიება აჩენს ეჭვს პოლიტიკურ მოტივაციებზე.
მმართველ გუნდში ამას უარყოფენ და ამტკიცებენ, რომ მეზობელ ქვეყანასთან ურთიერთობას ვერაფერი დააზიანებს.
გაიგეთ მეტი:
- ბრალდება, რაც წარგვიდგინეს, ჩვენთვის ძალიან უცხოა — ილიჩოვა
- ვერც გაქცეული, ვერც აქ მყოფი, ამისთანა ბრალდებით ვერ ვიცოცხლებ, არ შემიძლია — მელაშვილი
- შიდასახელმწიფოებრივი საქმეა — კალაძე აზერბაიჯანთან საზღვრის დემარკაციის საქმეზე დაკავებულებზე
- ვინ თუ არა მე ვწუხვარ, როგორც უწყების ხელმძღვანელი — ზალკალიანი მელაშვილის დაკავებაზე
- ეკლესია ვერ გაჩერდება, ვიდრე საკითხი სასიკეთოდ არ გადაწყდება — საპატრიარქო დავით გარეჯზე
- სახალხო დამცველი დავით გარეჯის საქმეზე დაკავებული კომისიის წევრების საქმეს შეისწავლის
-
გადახედვაატაკამის უდაბნოს მიწისქვეშ, 4 მეტრ სიღრმეში, მიკრობული სიცოცხლე აღმოაჩინეს ატაკამის უდაბნოს მიწისქვეშ, 4 მეტრ სიღრმეში, მიკრობული სიცოცხლე აღმოაჩინეს
-
გადახედვავცხოვრობთ თუ არა სიმულაციაში — მეცნიერის თქმით, მან ამის მტკიცებულებას მიაგნო ვცხოვრობთ თუ არა სიმულაციაში — მეცნიერის თქმით, მან ამის მტკიცებულებას მიაგნო
-
გადახედვამეცნიერებმა ალმასი სულ რაღაც 150 წუთში შექმნეს მეცნიერებმა ალმასი სულ რაღაც 150 წუთში შექმნეს
-
გადახედვა126 სამოქალაქო და მედიაორგანიზაცია ხელისუფლებასთან თანამშრომლობას წყვეტს 126 სამოქალაქო და მედიაორგანიზაცია ხელისუფლებასთან თანამშრომლობას წყვეტს
-
გადახედვაკროსვორდი: გამოიცანი ევროპის ქალაქი ღირშესანიშნაობით კროსვორდი: გამოიცანი ევროპის ქალაქი ღირშესანიშნაობით
-
-
გადახედვაჰაბლის მონაცემებში 1000-ზე მეტი ახალი ასტეროიდი აღმოაჩინეს ჰაბლის მონაცემებში 1000-ზე მეტი ახალი ასტეროიდი აღმოაჩინეს
-
გადახედვაშსს-მ დააკავა პირი, რომელმაც გარდაბანში თანასოფლელი მოკლა შსს-მ დააკავა პირი, რომელმაც გარდაბანში თანასოფლელი მოკლა
-
გადახედვასანქციები ივანიშვილს და უვიზო რეჟიმის პუნქტების გადახედვა — ევროპარლამენტმა საქართველოზე რეზოლუცია შესწორებებით მიიღო სანქციები ივანიშვილს და უვიზო რეჟიმის პუნქტების გადახედვა — ევროპარლამენტმა საქართველოზე რეზოლუცია შესწორებებით მიიღო
-
გადახედვანიკა გვარამია : სრული კატასტროფა — რუსული კანონის გამო, ევროპარლამენტი საქართველოსთან უვიზო მიმოსვლის გადახედვას ითხოვს ნიკა გვარამია : სრული კატასტროფა — რუსული კანონის გამო, ევროპარლამენტი საქართველოსთან უვიზო მიმოსვლის გადახედვას ითხოვს
-
გადახედვათვითმკვლელობამდე მიყვანის და ადევნების ფაქტებზე ერთ პირს ბრალდება წარედგინა თვითმკვლელობამდე მიყვანის და ადევნების ფაქტებზე ერთ პირს ბრალდება წარედგინა
-
გადახედვაჯო ბაიდენმა TikTok-ის აკრძალვის კანონპროექტს ხელი მოაწერა ჯო ბაიდენმა TikTok-ის აკრძალვის კანონპროექტს ხელი მოაწერა
-
გადახედვატროლები და ბოტები: როგორ გამოვააშკარაოთ ყალბი პროფილები — ინტერვიუ ანი ქისტაურთან ტროლები და ბოტები: როგორ გამოვააშკარაოთ ყალბი პროფილები — ინტერვიუ ანი ქისტაურთან
-
გადახედვავენეციაში შესასვლელად €5 უნდა გადაიხადოთ ვენეციაში შესასვლელად €5 უნდა გადაიხადოთ
-
გადახედვაორბანი მიიჩნევს, რომ კობახიძე პოლიტიკაში დიდი მოჭადრაკეა, მას გროსმაისტერის უნარები აქვს — რა თქვეს ლიდერებმა უნგრეთში, კონფერენციაზე ორბანი მიიჩნევს, რომ კობახიძე პოლიტიკაში დიდი მოჭადრაკეა, მას გროსმაისტერის უნარები აქვს — რა თქვეს ლიდერებმა უნგრეთში, კონფერენციაზე
-
-
გადახედვარამ გამოიწვია ათენის ცის გასაოცარი მოწითალო შეფერილობა რამ გამოიწვია ათენის ცის გასაოცარი მოწითალო შეფერილობა
-
გადახედვაემა სტოუნს უნდა, თავისი ნამდვილი სახელი დავუძახოთ ემა სტოუნს უნდა, თავისი ნამდვილი სახელი დავუძახოთ
-
გადახედვახატია დეკანოიძე: 29 აპრილს იქნება აქცია "რუსული მარში" რუსული კანონის დასაცავად ხატია დეკანოიძე: 29 აპრილს იქნება აქცია "რუსული მარში" რუსული კანონის დასაცავად
-
გადახედვაროგორი ამინდი იქნება საქართველოში უქმეებზე როგორი ამინდი იქნება საქართველოში უქმეებზე
-
კომენტარები