საზღვარზე გამოძიება აჩენს ეჭვს, რომ ის პოლიტიკურ მოტივაციებს ემსახურება — არასამთავრობოები
არასამთავრობო ორგანიზაციების განცხადებით, საქართველო-აზერბაიჯანის საზღვრის თაობაზე დაწყებული გამოძიება აჩენს ეჭვს, რომ გამოძიება პოლიტიკურ მოტივაციებს ემსახურება.
"მიგვაჩნია, რომ გამოძიების დაწყების დრო, წინასაარჩევნო კონტექსტი, გამოძიების პროცესში შერჩევითი მიდგომის ნიშნები და მმართველი პარტიის ლიდერების უდანაშაულობის პრეზუმფციის დარღვევით გაკეთებული პოპულისტური განცხადებები აჩენს ეჭვს, რომ გამოძიება პოლიტიკურ მოტივაციებს ემსახურება და მიმართულია საქართველოს მოქალაქეებისთვის მცდარი წარმოდგენების შექმნისა და პოლიტიკური ოპონენტების დისკრედიტაციისაკენ", — აცხადებენ არასამთავრობოები.
ისინი აცხადებენ, რომ გამოძიების ინიცირება პოლიტიკურად მოტივირებული რამდენიმე მიზეზის გამოა:
- გამოძიება მიმდინარეობს წინასაარჩევნო პერიოდში საქართველოს მოქალაქეებისთვის უკიდურესად სენსიტიურ თემაზე;
- ივერი მელაშვილისა და ნატალია ილიჩოვას დაკავების შემდეგ, ხელისუფლების ლიდერებმა მიმდინარე საქმეზე, უდანაშაულობის პრეზუმფციის პრინციპის დარღვევით, გააკეთეს პოლიტიზებული და პოპულისტური განცხადებები;
- პროკურატურის ინფორმაციით, ბრალდება კომისიის საქმიანობის 2005 - 2007 წლების პერიოდს შეეხება. იმის მიუხედავად, რომ 2005 წელს საქართველოს ამჟამინდელი პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი ქვეყნის საგარეო საქმეთა მინისტრის თანამდებობას იკავებდა, ჩვენს ხელთ არსებული ინფორმაციით იგი ამ დრომდე არ არის გამოკითხული.
ისინი აცხადებენ იმასაც, რომ გამოძიების წინასაარჩევნო კონტექსტთან ერთად, ასევე საყურადღებოა აღნიშნული საქმის უფრო ფართო ჭრილში განხილვა და რეგიონში მეზობელ აზერბაიჯანსა და სომხეთს შორის საომარი მოქმედებების მიმდინარეობის დროს ამ თემის გააქტიურების მიზეზების გარკვევაც.
არასამთავრობო ორგანიზაციები მოუწოდებენ ხელისუფლებას, შეწყვიტოს წინასაარჩევნოდ მოსახლეობისათვის სენსიტიური თემებით მანიპულირება, შეისწავლოს საქართველოს შიდა საქმეებში რუსეთის სპეცსამსახურებისაგან ჩარევის რისკები და გამოძიებაში რუსეთთან დაკავშირებული პირების ჩართულობის საკითხი. ასევე, უზრუნველყოს ივერი მელაშვილისა და ნატალია ილიჩოვას სამართლიანი სასამართლო პროცესი და არ დაუშვას უდანაშაულო პირთა უფლებების დარღვევა. მნიშვნელოვანია, რომ საქმეზე მაღალი საჯარო ინტერესის გათვალისწინებით, უზრუნველყოს საზოგადოების დროული ინფორმირება გამოძიების მსვლელობისა და შედეგების თაობაზე, საქმეზე სასამართლოს საბოლოო გადაწყვეტილების მიღებამდე მკაცრად დაიცვას უდანაშაულობის პრეზუმფცია და აღნიშნული საკითხი პოლიტიკური მიზნებისთვის არ გამოიყენოს.
არასამთავრობო ორგანიზაციები, რომლებიც აღნიშნული დასკვნის დაწერაში მონაწილეობდნენ:
- საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველო;
- ღია საზოგადოების ფონდი;
- სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოება;
- მედიის განვითარების ფონდი;
- საზოგადოება და ბანკები;
- კვლევითი ჟურნალისტიკისა და ადვოკატირების ცენტრი;
- ადამიანის უფლებათა ცენტრი;
- ეკონომიკური პოლიტიკის კვლევის ცენტრი;
- საქართველოს რეფორმების ასოციაცია;
- საქართველოს ატლანტიკური საბჭო;
- ადამიანის უფლებების სწავლებისა და მონიტორინგის ცენტრი;
- სამოქალაქო განვითარების სააგენტო;
- საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია;
- საქართველოს გაეროს ასოციაცია.
აზერბაიჯანთან საზღვრის შეთანხმების საქმეზე სახელმწიფო კომისიის ყოფილი წევრები, ივერი მელაშვილი და ნატალია ილიჩოვა დააკავეს, მათი სასამართლო პროცესი ამ წუთებსი მიმდინარეობს.
მელაშვილი საგარეო საქმეთა სამინისტროს მეზობელი ქვეყნების დეპარტამენტის სასაზღვრო ურთიერთობათა სამსახურის უფროსია, ხოლო ილიჩოვა შს სამინისტროს სასაზღვრო პოლიციის სახმელეთო საზღვრის დაცვის დეპარტამენტის მთავარი ინსპექტორია. ორივე მიმართ პროკურატურა პატიმრობის შეფარედებას მოითხოვს.
მიმდინარე წლის 17 აგვისტოს საქართველოს გენერალურ პროკურატურაში გამოძიება დაიწყო, რომელიც უცხო ქვეყნისათვის საქართველოს ტერიტორიის ნაწილის გადაცემისაკენ მიმართული მოქმედების განხორციელების საქმეს ეხებოდა. როგორც უწყებაში ამბობენ, საქართველოს საზიანოდ მეზობელ ქვეყანას 3 500-მდე ჰა ფართობი მიწის გადაცემის საფრთხე შეიქმნა.
საქმის აღძვრის შემდეგ საგამოძიებო ორგანოებმა მელაშვილისა და ილიჩოვას სახლები და სამუშაო ოფისები გაჩხრიკეს. ორივე მათგანი გამოძიების დაწყებას პოლიტიკას და არჩევნებს უკავშირდება.
რას ამბობენ პროკურატურაში
როგორც პროკურატურაში აცხადებენ გამოძიების დაწყებას საფუძვლად დაედო საქართველოს თავდაცვის სამინისტროდან მიღებული წერილობითი ინფორმაცია, რომლის თანახმადაც წლების მანძილზე სახელმწიფო საზღვრის დელიმიტაცია-დემარკაციის კომისიის ექსპერტები საზღვრის შეთანხმებისას აიგნორებდნენ რელევანტურ დოკუმენტაციას და საქართველოს საზიანო გადაწყვეტილებას იღებდნენ. ამავე ინფორმაციის თანახმად, საქართველოს მოქალაქემ, სხვა ქვეყანებში მოიძია და თავდაცვის სამინისტროს გადასცა მნიშვნელოვანი საარქივო მასალა, მათ შორის ტოპოგრაფიული რუკები, რომლებიც წარმოდგენილი იქნა გამოძიების წინაშე.
საგამოძიებო ორგანოში ამბობენ, რომ საბჭოთა კავშირის არსებობის პერიოდში, საქართველოსა და აზერბაიჯანის რესპუბლიკებს შორის ადმინისტრაციული საზღვრის ხაზი რამოდენიმეჯერ შეიცვალა და საბოლოოდ 1938 წელს ორმხრივად შეთანხმდა. კერძოდ, 1938 წლის მარტში, საქართველოს და აზერბაიჯანის უმაღლესმა მმართველობითმა ორგანოებმა დაამტკიცეს 1:500 000 მასშტაბის რუკაზე დატანილი ადმინისტრაციული საზღვრის ხაზი. 1996 წლის ივნისში, საქართველოს და აზერბაიჯანის სამთავრობო კომისიები ერთობლივ შეხვედრაზე შეთანხმდნენ, რომ სახელმწიფოებს შორის საზღვრის დადგენის საფუძველი იქნებოდა 1938 წელს მათ შორის ორმხრივად დამტკიცებული ადმინისტრაციული საზღვრის ხაზი.
ამ პროცესში ჩართულნი იყვნენ სამთავრობო კომისიის ერთ-ერთი წევრი და ექსპერტთა ჯგუფის ხელმძღვანელი, ივერი მელაშვილი და კომისიის ექსპერტ-კარტოგრაფი ნატალია ილიჩოვა.
პროკურატურის ვერსიით: ბრალდებულები ვალდებული იყვნენ ჩაეტარებინათ გეოდეზიური და კარტოგრაფიული სამუშაოები, მოეძიებინათ შესაბამისი რუკები და სხვა მასალები, ამის საფუძველზე კი საქართველოს საზღვრის ამსახველი რუკის ალბომები შეედგინათ. ამის საწინააღმდეგო კი მათ არ ჩაატარეს აუცილებელი კვლევები და პროცესში არ ჩართეს კარტოგრაფიის დარგის სპეციალისტები.
"მიუხედავად იმისა, რომ მათ მთელი საქმიანობის პერიოდში, გააჩნდათ 1937-1938 წლების 1:200 000-იანი მასშტაბის ტოპოგრაფიული რუკის დედანი, საქართველოს სამთავრობო კომისიის წევრებს უმალავდნენ ინფორმაციას აღნიშნულის თაობაზე, რათა არ მოეხდინათ მისი გამოყენება საზღვრების დელიმიტაციის პროცესში. ხსენებული რუკის დედანი გამოძიების მიერ სასამართლოს განჩინების საფუძველზე აღმოჩენილი იქნა ბრალდებულ ნატალია ილიჩოვას სამუშაო კაბინეტში
აღსანიშნავია, რომ კომისიის წევრებისათვის ხელმისაწვდომი იყო დასახელებული რუკის მხოლოდ ასლი და მათ მიერ არაერთი მოთხოვნის მიუხედავად, რომ მომხდარიყო ამ რუკის გამოყენება საზღვრის დელიმიტაციის პროცესში, ბრალდებულები იმ მიზეზით რომ არ არსებობდა რუკის დედანი, მისი ასლი კი არ იყო ავთენტური დოკუმენტი, ეწინააღმდეგებოდნენ მის გამოყენებას", — აცხადებენ პროკურატურაში.
საგამოძიებო ორგანოები ამტკიცებენ, რომ ბრალდებულებმა რუკის ალბომებში საზღვრის გავლებისას განზრახ გამოიყენეს ისეთი კარტოგრაფიული მასალა, რომელიც ისტორიულად და სამართლებრივად არ ემყარებოდა და არ ასახავდა სახელმწიფოს რეალურ პოზიციას მის კუთვნილ ტერიტორიებთან დაკავშირებით.
კერძოდ, პროკურატურაში ამბობენ, რომ:
მელაშილმა და ილიჩოვამ დელიმიტაციის პროცესში, სასაზღვრო ხაზზე შეთანხმებისას, ნაცვლად 1938 წლის კარტოგრაფიული მასალისა, მიზანმიმართულად გამოიყენეს 1970-80-იან წლებში გამოცემული 1:100 000-იანი და 1: 50 000 მასშტაბის რუკებზე არსებული საზღვრის ხაზი, რომლებიც სახელმწიფოთაშორის ორმხრივად დამტკიცებული არასდროს ყოფილა და არსებით წინააღმდეგობაში მოდიოდა ჩვენს ისტორიულ საზღვრებთან.
ბრალდებულმა მელაშვილმა გამოძიებას არ გადასცა მის ხელთ არსებული 1970-80-იან წლებში გამოცემული 1:100 000-იანი მასშტაბის რუკები, რომლებიც მან საზღვრების დელიმიტაციის პროცესში რეალურად გამოიყენა, ქვეყნის ინტერესების საწინააღმდეგოდ. აღნიშნული მასალების მოპოვება გამოძიებამ მხოლოდ მისი სამუშაო ოთახში ჩატარებული ჩხრეკის შედეგად შეძლო.
როგორც ისინი ამბობენ, 1:200 000-იანი მასშთაბის მოპოვების შემდეგ შესწავლისა და შეთანხმებულ საზღვრის ხაზთან დადარების მიზნით დაინიშნა ექსპერტიზა, რომლის დაკსვნის თანახმად, ბრალდებულები საზღვრების დელიმიტაციის პროცესში ხელმძღვანელობდნენ 1970-80-იან წლებში გამოცემული რუკებზე დატანილი საზღვრის ხაზებით, რაც ეწინააღმდეგება ქვეყნის ისტორიულ საზღვარს, მათ შორის დავით გარეჯთან მიმართებაში.
ამასთან, ექსპერტიზის შედეგად გამოვლინდა, რომ 1:500 000 მასშტაბის ამონახაზი, რომელიც ბრალდებულების ძირითადი სახელმძღვანელო დოკუმენტი იყო, ვერ გამოდგება, რადგან ასეთი ამონახაზები არ მოიცავს სრულფასოვან ტოპოგრაფიულ ინფორმაციას, მასზე არ არის დატანილი ადგილმდებარეობის გეოგრაფიული ობიექტები და ტოპოგრაფიული ელემენტები.
"რაც ყველაზე მნიშვნელოვანია, ჩატარებული ექსპერტიზით დადგინდა, რომ საქართველოსა და აზერბაიჯანს შორის, 2007 წლის ჩათვლით პერიოდში, შეთანხმებული საზღვრის რიგი მონაკვეთები არ შეესაბამება 1937-1938 წლებში გამოცემულ 1:200 000 მასშტაბის ტოპოგრაფიულ რუკებზე დატანილ საქართველოს საზღვრის ხაზს, სხვაობა საქართველოს საზიანოდ, შეადგენს 3 500-მდე ჰა ფართობს. შესაბამისად, ბრალდებულთა დანაშაულებრივი ქმედების შედეგად საქართველოს ისტორიულად კუთვნილი ტერიტორიების დაკარგვის საფრთხე შეიქმნა", — აცხადებენ პროკურატურაში.
რას ამბობდა მელაშვილი რუკაზე
დაკავებამდე რამდენიმე დღით ადრე ივერი მელაშვილი ამბობდა, რომ გამოძიების ერთი-ერთი მთავარი ინტერესი სწორედ 1:200 000 მასშტაბის 1937-38 წლებში გამოცემული რუკა იყო.
მელაშვილი ამბობდა, რომ აღნიშნული რუკა ხარვეზიანია და უზუსტობებს შეიცავს. მისივე თქმით, აზერბაიჯანთან საზღვრის დადგენისთვის ამ რუკის გამოყენება არ შეიძლება. მისივე თქმით, რუკა ახალი აღმოჩენილი არაა და ის ჯერ კიდევ 1996-97 წლებში მოიპოვეს.
"თავიდან ჩვენც გვეგონა, რომ, აი, რაღაც გამოსადეგი აღმოვაჩინეთ, მაგრამ ანალიზი რომ ჩაუტარდა, შედარებულ იქნა სხვა რუკებთან, აღმოჩნდა, რომ ერთსა და იმავე ელემენტებს შორის ამ და სხვა რუკაზე საკმაოდ დიდი სხვაობაა, 250-300 და მეტი მეტრი. [...] სპეციალურად გადაიდო ეს რუკა გვერდზე, რადგან უვარგისი იყო, ვერ გამოგადგებოდა არგუმენტად მეორე მხარესთან შენი პოზიციის გასაძლიერებლად, უფრო პირიქით იქნებოდა", — აღნიშნავს კომისიის ყოფილი წევრი.
მელაშვილის განმარტებით, მის დროს კომისია 1938 წელს დამტკიცებული და ხელმოწერილი რუკით, ასევე, 1942-43 წლებში გამოცემული რუკებით ხელმძღვანელობდა, რომელიც 1:100 000 მასშტაბისაა.
ივერი მელაშვილი ამბობდა, რომ კომისიების დონეზე საქართველო-აზერბაიჯანის საზღვრის ჯერ მხოლოდ 66 პროცენტია შეთანხმებული და მათ შორის დავით გარეჯის ქედი არ შედის. ამის მიზეზად კი ის იმას ასახელებს, რომ "ქართულ მხარეს განსხვავებული მიდგომა აქვს".
იგი აღნიშნავდა, რომ კომისიის საქმიანობა კონტრდაზვერვის დეპარტამენტმა 2014 წელსაც შეისწავლა:
"მაშინაც შევიდა შუამდგომლობა პრემიერთან, კომისიაში რამე ხომ არ მოხდაო. მოვიდა ხალხი, წაიღეს რაღაც მასალა, გამოიძიეს. ახლა ჩემთვის საერთოდ წარმოუდგენელი რაღაც მოხდა, რომ იქ, ჯერ ეს ერთი, თავდაცვის სამინისტრო რა შუაშია, ან პროკურატურა. თუ რაღაცის გარკვევა გსურს, მაგიდასთან შეიძლება ამის გარკვევა".
ივერი მელაშვილი დღევანდელ პროცესებს პოლიტიკას უკავშირებდა. ამასთან, იგი ამბობს, რომ აჟიოტაჟი და ბრალდებები კომისიის ყოფილი წევრების მიმართ პროცესს ზიანს აყენებს:
"როცა კომისიები მუშაობენ არის პრინციპი, რომ ვმუშაობთ დოკუმენტალურ მასალებზე, სამართლებრივ მასალებზე. როცა ამ რუკას არ აქვს სამართლებრივი გამყარება და სუსტია ტექნიკური თვალსაზრისით, ჩათვალე, რომ დაუდო არგუმენტად მეორე მხარეს უნდა მისცე საშუალება, რომ იოლად გაგამტყუნოს".
-
ჩემი მიზანი ჩემი პირადი თავისუფლება არ არის; ჩემი მიზანია თავისუფლება ქართველი ხალხისთვის — ელენე ხოშტარია რასა რასა იუკნევიჩიანეს ჩემი მიზანი ჩემი პირადი თავისუფლება არ არის; ჩემი მიზანია თავისუფლება ქართველი ხალხისთვის — ელენე ხოშტარია რასა რასა იუკნევიჩიანეს
გადახედვა
-
მოისმინეთ ბზიკების სიმღერა, რომლითაც ევროვიზია 2026-ზე წარვდგებით (ვიდეო) მოისმინეთ ბზიკების სიმღერა, რომლითაც ევროვიზია 2026-ზე წარვდგებით (ვიდეო)
-
გოლფსტრიმი ჩრდილოეთისკენ მიიწევს — შეიძლება ეს ბუნების ნაადრევი გაფრთხილება იყოს გოლფსტრიმი ჩრდილოეთისკენ მიიწევს — შეიძლება ეს ბუნების ნაადრევი გაფრთხილება იყოს
გადახედვა
-
10 გამორჩეული სამოსი ოსკარების ისტორიიდან 10 გამორჩეული სამოსი ოსკარების ისტორიიდან
გადახედვა
-
ტესტი: რამდენად კარგად გასწავლა ინგლისური ფილმებმა და სიმღერებმა? ტესტი: რამდენად კარგად გასწავლა ინგლისური ფილმებმა და სიმღერებმა?
-
"რთულ" ადამიანებთან ურთიერთობა შეიძლება უფრო სწრაფად გვაბერებდეს — კვლევა "რთულ" ადამიანებთან ურთიერთობა შეიძლება უფრო სწრაფად გვაბერებდეს — კვლევა
გადახედვა
-
პროტესტი ChatGPT-ს შემქმნელი კომპანიის წინააღმდეგ: OpenAI მაღალი თანამდებობის პირმა დატოვა პროტესტი ChatGPT-ს შემქმნელი კომპანიის წინააღმდეგ: OpenAI მაღალი თანამდებობის პირმა დატოვა
გადახედვა
-
ნიკოლ ფაშინიანი: სომხეთის EU-ში ინტეგრაციის გზაზე ამჟამად ყველაზე დიდი პრობლემა EU-სა და საქართველოს შორის პოლიტიკური დიალოგის გაყინვაა. ჩვენი თხოვნაა, რომ EU-საქართველოს კონსტრუქციული პროცესი განვითარდეს ნიკოლ ფაშინიანი: სომხეთის EU-ში ინტეგრაციის გზაზე ამჟამად ყველაზე დიდი პრობლემა EU-სა და საქართველოს შორის პოლიტიკური დიალოგის გაყინვაა. ჩვენი თხოვნაა, რომ EU-საქართველოს კონსტრუქციული პროცესი განვითარდეს
გადახედვა
-
ქვიზი: გამოიცანი ქვეყანა პირველი ასოს მიხედვით ქვიზი: გამოიცანი ქვეყანა პირველი ასოს მიხედვით
-
ლევან იოსელიანი პატიმარ მშობლებთან შვილების კომუნიკაციის უზრუნველყოფისთვის შალვა პაპუაშვილს მიმართავს ლევან იოსელიანი პატიმარ მშობლებთან შვილების კომუნიკაციის უზრუნველყოფისთვის შალვა პაპუაშვილს მიმართავს
გადახედვა
-
რაპუნცელის ახალ ადაპტაციაში კეტრინ ჰანს დედა გოთელის როლში ვიხილავთ რაპუნცელის ახალ ადაპტაციაში კეტრინ ჰანს დედა გოთელის როლში ვიხილავთ
გადახედვა
-
East Duo — მუსიკალური ჯგუფი, რომელიც არასდროს ჩერდება და ქართულ ხმას მსოფლიოს აცნობს East Duo — მუსიკალური ჯგუფი, რომელიც არასდროს ჩერდება და ქართულ ხმას მსოფლიოს აცნობს
-
დრეზდენში, ელბას ნაპირზე, 250კგ-იანი ბრიტანული ბომბი აღმოაჩინეს — ევაკუირებული 18 000 ადამიანი დრეზდენში, ელბას ნაპირზე, 250კგ-იანი ბრიტანული ბომბი აღმოაჩინეს — ევაკუირებული 18 000 ადამიანი
გადახედვა
-
ირაკლი კობახიძე საქართველოში ისრაელის ელჩს შეხვდა ირაკლი კობახიძე საქართველოში ისრაელის ელჩს შეხვდა
გადახედვა
-
შსს: ამოღებულია უკანონო ცეცხლსასროლი იარაღი, საბრძოლო მასალა და ასაფეთქებელი ნივთიერებები — დაკავებულია 51 პირი შსს: ამოღებულია უკანონო ცეცხლსასროლი იარაღი, საბრძოლო მასალა და ასაფეთქებელი ნივთიერებები — დაკავებულია 51 პირი
გადახედვა
-
ტოიოტა ცენტრი თეგეტამ Kaizen Award-ის ჯილდო ზედიზედ მეორედ მოიპოვა ტოიოტა ცენტრი თეგეტამ Kaizen Award-ის ჯილდო ზედიზედ მეორედ მოიპოვა
-
დუბაის საერთაშორისო აეროპორტთან 2 დრონის შეჯახების შედეგად 4 ადამიანი დაშავდა დუბაის საერთაშორისო აეროპორტთან 2 დრონის შეჯახების შედეგად 4 ადამიანი დაშავდა
გადახედვა
-
კროსვორდი: გამოიცანი ქართველი რეჟისორი ფილმით კროსვორდი: გამოიცანი ქართველი რეჟისორი ფილმით
გადახედვა
-
ადვოკატების თქმით, ზურა მენთეშაშვილს და დენის კულანინს კარცერში სიბინძურეში ამყოფებენ და ბანაობის საშუალებას არ აძლევენ ადვოკატების თქმით, ზურა მენთეშაშვილს და დენის კულანინს კარცერში სიბინძურეში ამყოფებენ და ბანაობის საშუალებას არ აძლევენ
გადახედვა
-
რუსეთის მონაწილეობის გამო, ევროკავშირმა შესაძლოა ვენეციის ბიენალეს გრანტი შეუწყვიტოს რუსეთის მონაწილეობის გამო, ევროკავშირმა შესაძლოა ვენეციის ბიენალეს გრანტი შეუწყვიტოს
გადახედვა
-
მთავარი ამბები კახეთიდან: თელავში 8 თვის ორსული ქალი გარდაიცვალა მთავარი ამბები კახეთიდან: თელავში 8 თვის ორსული ქალი გარდაიცვალა
გადახედვა
კომენტარები