ჯეფ ბეზოსის რაკეტამ NASA-ს მთვარეზე დასაჯდომი ტექნოლოგია გამოსცადა
Blue Origin ჯეფ ბეზოსის დაარსებული კომპანიაა, რომელიც ხშირად Space X-ის კონკურენტად მოიაზრება. Blue Origin-ის რაკეტას - "New Shepard"-ს კიდევ ერთი წარმატებული ფრენა ჰქონდა და მან, ამჯერად, NASA-ს მთვარის მისიისთვის შემუშავებული სენსორებიც გამოსცადა.
მომავალში Blue Origin-ის ეს რაკეტა სუბორბიტალური ფრენით ტურისტებს მოემსახურება. ჯეფ ბეზოს კომპანიამ ეკიპაჟისთვის განკუთვნილი კაპსულაც შექმნა, რომელსაც კოსმოსური ხომალდების ისტორიაში ყველაზე დიდი ფანჯრები აქვს, რაც მომავალი ტურისტებისთვის სანახაობას კიდევ უფრო თვალწარმტაცს გახდის.
ამ სატესტო ფრენისას New Shepard-ს ნასას Splice (უსაფრთხო და ზუსტი დაშვება - ინტეგრირებული შესაძლებლობების ევოლუცია) სისტემა გადაჰქონდა, რომელიც ორი სენსორითაა აღჭურვილი.
NASA ზემოხსენებული სისტემის გამოყენებას Artemis-ის მისიაზე გეგმავს. Splice სისტემა რაკეტის მთვარეზე ხარვეზების გარეშე და ზუსტად დაშვებას უზრუნველყოფს. 1960-იანებში, როცა მთვარეზე ნილ ალმსტრონგი და ბაზ ალდრინმა პირველად დააბიჯეს ფეხი, Apolo 11-ს ავარიულთან მიახლოვებული დაშვება ჰქონდა, რადგან იმ დროს Splice-ის მსგავსი ტექნოლოგია არ არსებობდა.
მომდევნო წლებში, Artemis-ის პროგრამის ფარგლებში, NASA მთვარეზე ადამიანების გაშვებას გეგმავს. სამომავლოდ, NASA-ს უფრო გრანდიოზული გეგმებიც აქვს, როგორიცაა მთვარეზე ადამიანებისთვის მუდმივი საცხოვრებლის აშენება.
NASA და Blue Origins მთვარეზე, მარსზე გამშვები სადგურის აშენებაზეც მუშაობენ. სავარაუდოდ სწორედ აქედან გაემართება მარსზე ასტრონავტების პირველი ეკიპაჟი.
Blue Origins მთვარის ლენდერის შემუშავებაზე NASA-ს დაკვეთით მუშაობს.
კომენტარები