გიგი უგულავა

12 Oct. 2020, 15:00

იმაზე, რომ 120/30 მიღების შემდეგ, საერთო ოპოზიციური სია არარეალური და არაფრისმომცემი იქნებოდა, ყველა ვთანხმდებოდით. სამაგიეროდ, ერთიანი მაჟორიტარის შერჩევა ერთობის და მრავალფეროვნების ყველაზე სწორ მოდელად გვესახებოდა. ამ აზრზე იყო ნაციონალური მოძრაობის ადგილობრივი ლიდერშიფიც. ამასობაში გამოჩნდა მერაბიშვილი, რომელმაც ენმ-ს შიგნით ძალაუფლებისთვის ბრძოლა დაიწყო, გააღვივა სააკაშვილის ყველაზე ბნელი ინსტინქტები, რომ ენმ-ს მარტო შეუძლია გამარჯვება, ის უნდა იყოს პრემიერობის კანდიდატი და რომ სწორედ ის, მერაბიშვილი, ადგილზე უზრუნველყოფდა ამას.

ასეც მოხდა — ენმ გავიდა ყველა შეთანხმებიდან, დააყენა სააკაშვილი პრემიერობის კანდიდატად, გამოაცხადა, ან მე ან ბიძინა, სხვა ყველა პარტიუკაა და არავითარი კოალიცია არ იქნებაო, თუ ენმ არ გაიმარჯვებს, ქვეყანა დაიღუპებაო. ვინც არ მიიღო თამაშის ეს წესი, მტერი აღმოჩნდა — ჯერ გიორგი ვაშაძე, მერე ევროპული საქართველო, შემდეგ გირჩი.


კომენტარები

კვირის ტოპ-5

  1. 2027 წლიდან ხელფასები საჯარო სექტორში 8.4%-ით მოიმატებს
  2. 1500-2500 ლარის შემოსავლის მქონე პირებისთვის კრედიტის ლიმიტი ნახევრდება — სებ-ის განმარტება
  3. რა (არ) წერია ახალ სასკოლო სახელმძღვანელოებში?
  4. კახა კახიშვილი: პენსია 6 ან 7 დღის საბაზისო ხარჯებს უფარავს, დანარჩენი 23 დღე როგორ უნდა იცხოვროს პენსიონერმა?
  5. საგამოძიებო სამსახურში საკადრო ცვლილებებია — ვინ სად დაინიშნა?

გირჩევთ

ახლა კითხულობენ

შემდეგი პოდკასტი: როგორ ჩნდება ცნობიერება — ტვინის ყველაზე დიდი საიდუმლო

ჩვენ უკვე ბევრი ვიცით იმის შესახებ, რა ხდება ტვინში, როცა ვხედავთ, გვესმის, ვფიქრობთ ან ტკივილს ვგრძნობთ. მეორე მხრივ,…