რატომ ვუბრუნდებით დავიწყებულ მავნე ჩვევებს სტრესის დროს
ფოტო: Pinterest
როცა გგონია, წარმატებით დაამარცხე ძველი, მავნე ჩვევები — ფრჩხილების კვნეტა, მოწევა, გვიანობამდე სქროლვა ან ყოველი ნერვიულობისას Fast Food-ის ჭამა — როგორი უსამართლობაა, არა? მერე, ერთხელაც, ვერ გამოიძინებ, სამსახურში ზედმეტად გადაიღლები ან რამეზე ინერვიულებ და უცებ, სრულიად მოულოდნელად, აღმოაჩენ, რომ ისევ იმ ძველ წრეზე ტრიალებ.
რატომ გვღალატობს საკუთარი გონება ზუსტად მაშინ, როცა ყველაზე მეტად გვჭირდება სიმტკიცე და რაციონალურობა?
მიზეზი ის კი არ არის, რომ ნებისყოფას ვკარგავთ, არამედ ის, თუ როგორ რეაგირებს ჩვენი ორგანიზმი გადაღლაზე. ჩვენს ტვინში გაცნობიერებულ თვითკონტროლზე პასუხისმგებელი პრეფრონტალური ქერქია — ნაწილი, რომელიც გადაწყვეტილებების მიღებასა და ემოციების მართვაში გვეხმარება.
თუმცა, მისი მუშაობა ტვინს ძვირი უჯდება — წარმოუდგენლად დიდ ენერგიას მოიხმარს.
ფოტო: Pinterest
როდესაც ჩვენს ცხოვრებაში სტრესი იმატებს, ორგანიზმში კორტიზოლისა და ადრენალინის დონეც იწევს. ტვინი ამას საგანგაშო მდგომარეობად აღიქვამს და ენერგიის დაზოგვის რეჟიმზე გადადის — ამცირებს რესურსს გაცნობიერებული კონტროლისთვის და მართვას ტვინის ღრმა, ავტომატურ სტრუქტურებს (ბაზალურ განგლიებს) გადასცემს. ჩვენც, რადგან ფიქრის ძალა აღარ გვაქვს, ინერციით, მექანიკურად ვმოქმედებთ.
ძველი, მავნე ჩვევები მეხსიერებაში ყველაზე მყარად ჩაბეჭდილი და ნაცნობი სცენარებია. ისინი წარსულში იმდენჯერ გავიმეორეთ, რომ ტვინისთვის მათი შესრულება არანაირ ძალისხმევას აღარ მოითხოვს. ახალი, ჯანსაღი ჩვევა კი, ჯერ კიდევ უცხოა და მის შესასრულებლად მეტი შრომაა საჭირო.
როცა ადამიანი გამოფიტულია, ტვინი ნაკლებ წინააღმდეგობას და ყველაზე სწრაფ შვებას ეძებს. ძველი მავნე ჩვევა კი — იქნება ეს ნიკოტინი, შაქარი თუ სოციალური ქსელების სქროლვა — შფოთვას წამიერად აყუჩებს. ჩვენ ამას სისუსტის გამო კი არ ვაკეთებთ, არამედ იმიტომ, რომ ჩვენმა ორგანიზმმა თავდაცვის გზად? აირჩია.
ასეთ დროს, ყველაზე მარტივი გამოსავალი მაინც ისაა, რომ ეს ავტომატური პროცესები გავართულოთ — ფიზიკური წინააღმდეგობა გავაჩინოთ. მაგალითად, თუ სტრესს ტკბილეულით ახშობ, ნუ შეინახავ მას სახლში. ეს მცირე ფიზიკური ბარიერი ტვინს აიძულებს წამით გაჩერდეს და გააცნობიეროს, რასაც აკეთებს.
-
"სითი მოლი საბურთალოს" მიმდებარე ტერიტორიაზე გადაადგილების ახალი სქემა ამოქმედდა "სითი მოლი საბურთალოს" მიმდებარე ტერიტორიაზე გადაადგილების ახალი სქემა ამოქმედდა
გადახედვა
-
გიორგი გახარია აცხადებს, რომ მათი პარტიის აკრძალვის შესახებ სარჩელი მათთვის ხელმისაწვდომი არაა გიორგი გახარია აცხადებს, რომ მათი პარტიის აკრძალვის შესახებ სარჩელი მათთვის ხელმისაწვდომი არაა
გადახედვა
-
ხელოვნური ინტელექტი კაცობრიობას მართლა გაანადგურებს? — მიმდინარე დისკუსიების ანალიზი ხელოვნური ინტელექტი კაცობრიობას მართლა გაანადგურებს? — მიმდინარე დისკუსიების ანალიზი
გადახედვა
-
ყვარელში ცივი იარაღით 85 წლის ქალი მოკლეს ყვარელში ცივი იარაღით 85 წლის ქალი მოკლეს
გადახედვა
-
გამოავლინეს ეგზოპლანეტა, რომელიც თავისი ვარსკვლავის საპირისპირო მიმართულებით მოძრაობს გამოავლინეს ეგზოპლანეტა, რომელიც თავისი ვარსკვლავის საპირისპირო მიმართულებით მოძრაობს
გადახედვა
-
ქვიზი: როგორ იცნობ ქართულ კინომუსიკას? ქვიზი: როგორ იცნობ ქართულ კინომუსიკას?
-
სოციალური სამართლიანობის ცენტრმა აფგან სადიგოვის საქმეზე სტრასბურგის სასამართლოს მიმართა სოციალური სამართლიანობის ცენტრმა აფგან სადიგოვის საქმეზე სტრასბურგის სასამართლოს მიმართა
გადახედვა
-
ტესტი: რომელი უფრო ადრე გაჩნდა? ტესტი: რომელი უფრო ადრე გაჩნდა?
-
მოგზაურობისთვის ემზადები? —გაიგე, როგორ შეგიძლია დააკონვერტირო თანხა უცხოურ ვალუტაში მობილბანკით მოგზაურობისთვის ემზადები? —გაიგე, როგორ შეგიძლია დააკონვერტირო თანხა უცხოურ ვალუტაში მობილბანკით
-
აღმოაჩინეს ამება, რომელიც 63°C ტემპერატურას უძლებს — ახალი რეკორდი აღმოაჩინეს ამება, რომელიც 63°C ტემპერატურას უძლებს — ახალი რეკორდი
გადახედვა
-
უზენაესმა სასამართლომ "რძის სკანდალის" საქმეზე კომპანია "ჩირინას" ლაშა პაპაშვილისთვის ₾1.6 მლნ-ის გადახდა დააკისრა უზენაესმა სასამართლომ "რძის სკანდალის" საქმეზე კომპანია "ჩირინას" ლაშა პაპაშვილისთვის ₾1.6 მლნ-ის გადახდა დააკისრა
გადახედვა
-
ქართულმა მხარემ უკრაინას ძებნილი უკრაინის მოქალაქე გადასცა ქართულმა მხარემ უკრაინას ძებნილი უკრაინის მოქალაქე გადასცა
გადახედვა
-
რომში კოლიზეუმი მუშის გარდაცვალების გამო დაიკეტა რომში კოლიზეუმი მუშის გარდაცვალების გამო დაიკეტა
გადახედვა
-
ჯივიპის განცხადება წყალმომარაგების დროებით შეზღუდვასთან დაკავშირებით ჯივიპის განცხადება წყალმომარაგების დროებით შეზღუდვასთან დაკავშირებით
-
ვის ეხება საპენსიო შენატანების ამნისტია? ვის ეხება საპენსიო შენატანების ამნისტია?
გადახედვა
-
სეს: სურსათის უვნებლობის მაჩვენებლებზე 81 ნიმუშში დარღვევა არ დადასტურდა სეს: სურსათის უვნებლობის მაჩვენებლებზე 81 ნიმუშში დარღვევა არ დადასტურდა
გადახედვა
-
მასწავლებელთა სახელფასო ანაზღაურების წესი იცვლება მასწავლებელთა სახელფასო ანაზღაურების წესი იცვლება
გადახედვა
-
თბილისის 3 რაიონს, მცხეთას, ნატახტარს, წიწამურსა და წეროვანის დევნილთა დასახლებას წყლის მიწოდება 36 საათით შეუწყდება — მიზეზი თბილისის 3 რაიონს, მცხეთას, ნატახტარს, წიწამურსა და წეროვანის დევნილთა დასახლებას წყლის მიწოდება 36 საათით შეუწყდება — მიზეზი
გადახედვა
-
გადახდა ბეჭდით — ქართული პროდუქტი CNICK უკვე საქართველოს ბაზარზეც ხელმისაწვდომია გადახდა ბეჭდით — ქართული პროდუქტი CNICK უკვე საქართველოს ბაზარზეც ხელმისაწვდომია
გადახედვა
-
ჰეიდენ პანეტიერი ფენტანილისა და სხვადასხვა პრეპარატის ზედოზირებით გარდაიცვალა ჰეიდენ პანეტიერი ფენტანილისა და სხვადასხვა პრეპარატის ზედოზირებით გარდაიცვალა
გადახედვა
-
30 სექტემბერს კონსერვატორიაში საქველმოქმედო კონცერტ-მარათონი "ერთად ლიასთვის" გაიმართება 30 სექტემბერს კონსერვატორიაში საქველმოქმედო კონცერტ-მარათონი "ერთად ლიასთვის" გაიმართება
გადახედვა
კომენტარები