პირი, რომელზეც გორში პოლიციელებმა იძალადეს, კლინიკა "ვივამედში" გადაიყვანეს
გორში პოლიციელების მხრიდან ფიზიკური ძალადობის მსხვერპლი, პაპუნა ლოცულაშვილი, სამკურნალოდ კლინიკა "ვივამედში" მოათავსეს. ინფორმაციას მისი ადვოკატი ლაშა ტყეშელაძე ავრცელებს.
- POG: გორში მომხდარზე პოლიციელების მხრიდან ძალადობით უფლებამოსილების სავარაუდო გადამეტების ფაქტზე გამოძიება დაიწყო
- "მე ვნახე ეს კადრები, აბსოლუტურად მიუღებელია" — ირაკლი კობახიძე გორში მომხდარ ინციდენტზე
ადვოკატის განცხადებით, დაზარალებულს სხეულზე არაერთი დაზიანება აღენიშნება, რის გამოც დამატებითი გამოკვლევები ესაჭიროება
"ჩაუტარდება სამედიცინო შემოწმება, რადგან აღენიშნება სხვადასხვა, მრავლობითი დაზიანებები. აუცილებელია ტვინის შერყევაზე შემოწმდეს და ა.შ.. ", — განაცხადა უფლებადამცველმა (კომენტარს IPN ავრცელებს).
ლაშა ტყეშელაძემ დააზუსტა, რომ სამართალდამცავთა ქმედებების შედეგად, ლოცულაშვილს ტრავმები როგორც სახის, ისე სხეულის სხვადასხვა არეში აქვს მიყენებული:
"სახეზე აღენიშნება მრავლობითი დაზიანება. ეჭვი გვაქვს, რომ შეიძლება ჰქონდეს ტვინის შერყევა. ასევე, დაზიანებული ჰქონდეს სახის ძვლები. როცა უტარდებოდა ექსპერტიზა და ცხვირზე მოკიდეს ხელი, ძალიან ეტკინა. მაშინვე თქვა ექსპერტმა , რომ უნდა გადაგვეყვანა კლინიკაში. ასევე, სხეულზე აქვს სხვადასხვა მრავლობითი დაზიანებები — სხვადასხვა არეში, ხელებზე, ფეხებზე, მუცელზე და ა.შ", — განაცხადა ადვოკატმა.
მიუხედავად იმისა, რომ ლოცულაშვილი ბრალდებულის სახით გამოიკითხა, ადვოკატი მისი სისხლისსამართლებრივი დევნის შეწყვეტას და დამნაშავე პოლიციელების დასჯას ითხოვს. მისივე თქმით, ამ დროისთვის მისი დაცვის ქვეშ მყოფი კვლავ ინარჩუნებს ბრალდებულის სტატუსს. რაც შეეხება მის გათავისუფლებას, ლაშა ტყეშელაძე აღნიშნავს, რომ საგამოძიებო უწყებამ მისი იზოლაციაში დატოვება საჭიროდ აღარ მიიჩნია.
"დაკავებული იყო. როგორც ბრალდებული გამოკითხეს. ვითხოვ დაუყოვნებლივ შეწყვიტონ აღნიშნული საქმე...დოკუმენტში წერია, რომ ბრალდებამ აღარ ჩათვალა საჭიროდ საგამოძიებო მიზნებისთვის მისი დაკავება", — განაცხადა ადვოკატმა.
ადვოკატი რევაზ რევაზიშვილი "ქართლის ამბებთან" საუბრისას ამბობს, რომ ერთ-ერთი მათგანი, რომელიც ფორმალურად ბრალდებულად ითვლება, მისი გამოკითხა ვერ მოხერხდა ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო, მეორე მათგანმა მომხდარის შესახებ ინფორმაცია უკვე მიაწოდა გამოძიებას.
"პროკურატურამ გამოიტანა დადგენილება, რომ არ არის აუცილებელი პაპუნა ლოცულაშვილის პატიმრობაში ყოფნა, თუმცა ფორმალურად ამ ეტაპისთვის ითვლება ბრალდებულად, მისთვის ბრალი არ წარუდგენიათ, ...ამიტომ ჩვენ ვითხოვთ, რომ საერთოდ შეწყდეს სისხლის სამართლის საქმე, რაც უკავშირდება პოლიციელების წინააღმდეგობის გაწევას", — ამბობს ადვოკატი.
პაპუნა ლოცულაშვილი თავდაპირველად სისხლის სამართლის კოდექსის 353-ე მუხლით იყო დაკავებული, რაც პოლიციის თანამშრომლისთვის წინააღმდეგობის გაწევას გულისხმობს ძალადობის მუქარით, მისი სამსახურებრივი საქმიანობის შეწყვეტის მიზნით.
შეგახსენებთ, გუშინ 27 მაისს, "ქართლის ამბებმა" გაავრცელა ვიდეო, სადაც ჩანს როგორ ძალადობს ფიზიკურად 10-მდე სამართალდამცავი ახალგაზრდა კაცზე.აღნიშნულ ფაქტზე პროკურატურამ პოლიციელთა მხრიდან სამსახურებრივი უფლებამოსილების სავარაუდო ძალადობით გადამეტების მუხლით გამოძიება უკვე დაიწყო.
-
საქართველოს ბანკის მობილბანკის გათამაშების გამარჯვებულები გამოვლინდნენ საქართველოს ბანკის მობილბანკის გათამაშების გამარჯვებულები გამოვლინდნენ
-
ფრინველებსაც აქვთ დიალექტები — რატომ ჭიკჭიკებენ ისინი სხვადასხვა რეგიონში განსხვავებულად? ფრინველებსაც აქვთ დიალექტები — რატომ ჭიკჭიკებენ ისინი სხვადასხვა რეგიონში განსხვავებულად?
გადახედვა
-
EU-მა რუსეთის სამხედრო-სამრეწველო კომპლექსთან დაკავშირებულ 1 600-მდე ფიზიკურ პირს სანქციები დაუწესა EU-მა რუსეთის სამხედრო-სამრეწველო კომპლექსთან დაკავშირებულ 1 600-მდე ფიზიკურ პირს სანქციები დაუწესა
გადახედვა
-
ირაკლი კობახიძე: 70 წლამდე ასაკის პენსიონერებს პენსია 20 ლარის ნაცვლად 45 ლარით გაეზრდებათ ირაკლი კობახიძე: 70 წლამდე ასაკის პენსიონერებს პენსია 20 ლარის ნაცვლად 45 ლარით გაეზრდებათ
გადახედვა
-
"გაუგებარია, გაერკვევა საქართველოს მთავრობა" — პაპუაშვილი ქართული პროდუქციის რუსეთში იმპორტის აკრძალვაზე "გაუგებარია, გაერკვევა საქართველოს მთავრობა" — პაპუაშვილი ქართული პროდუქციის რუსეთში იმპორტის აკრძალვაზე
გადახედვა
-
როგორ ვჭამოთ წყალი? როგორ ვჭამოთ წყალი?
-
როცა სიკვდილიც ვერ გაშორებთ — ნახეთ ახალი სიტკომი გაბეზრებულ ვამპირ ცოლ-ქმარზე (ტრეილერი) როცა სიკვდილიც ვერ გაშორებთ — ნახეთ ახალი სიტკომი გაბეზრებულ ვამპირ ცოლ-ქმარზე (ტრეილერი)
-
გამოძიების განახლების მოთხოვნით თამარ ბაჩალიაშვილის მშობლებმა პროკურატურასთან აქცია დღესაც გამართეს გამოძიების განახლების მოთხოვნით თამარ ბაჩალიაშვილის მშობლებმა პროკურატურასთან აქცია დღესაც გამართეს
გადახედვა
-
ევროპული წარმოების SeaWill-ისა და Food Luck-ის პროდუქტები საქართველოს ბაზარზე უკვე ხელმისაწვდომია ევროპული წარმოების SeaWill-ისა და Food Luck-ის პროდუქტები საქართველოს ბაზარზე უკვე ხელმისაწვდომია
-
"ევროპის დღეები ევროპული სიძულვილის დღეებად აქცია" — პაპუაშვილი ჰერჩინსკიზე "ევროპის დღეები ევროპული სიძულვილის დღეებად აქცია" — პაპუაშვილი ჰერჩინსკიზე
გადახედვა
-
ნარუტოს სამყაროში სიახლეებია — ახალი მანგა და სერიალი გამოდის ნარუტოს სამყაროში სიახლეებია — ახალი მანგა და სერიალი გამოდის
გადახედვა
-
ბათუმში მშენებარე ცათამბჯენში ხანძარი გაჩნდა ბათუმში მშენებარე ცათამბჯენში ხანძარი გაჩნდა
გადახედვა
-
რამ გამოიწვია Yandex-ის სერვისების შეფერხება რამ გამოიწვია Yandex-ის სერვისების შეფერხება
გადახედვა
-
გამოავლინეს ფრინველები, რომელთა ბგერებიც ბურღსა და ელექტროხერხზე ხმამაღალია — მოუსმინეთ გამოავლინეს ფრინველები, რომელთა ბგერებიც ბურღსა და ელექტროხერხზე ხმამაღალია — მოუსმინეთ
გადახედვა
-
ანდრეი სიბიჰა: რუსეთმა ენერგეტიკული ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმება მისი გამოცხადებისთანავე დაარღვია ანდრეი სიბიჰა: რუსეთმა ენერგეტიკული ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმება მისი გამოცხადებისთანავე დაარღვია
გადახედვა
-
ლაშა ხუციშვილი მსოფლიო ბანკის აღმასრულებელ დირექტორს შეხვდა ლაშა ხუციშვილი მსოფლიო ბანკის აღმასრულებელ დირექტორს შეხვდა
გადახედვა
-
სანამ საქართველოს მთავრობა წინ არ წავა ევროპული ღირებულებებისკენ, ჩვენ მათთან არ ვითანამშრომლებთ — რა განცხადებები გაკეთდა ლუქსემბურგში? სანამ საქართველოს მთავრობა წინ არ წავა ევროპული ღირებულებებისკენ, ჩვენ მათთან არ ვითანამშრომლებთ — რა განცხადებები გაკეთდა ლუქსემბურგში?
გადახედვა
-
ძაღლი, რომელიც ბრიტანეთის მწვერვალიდან ჩამოიყვანეს, სავარაუდოდ, მთაში ნაპოვნი მარიხუანით გაბრუვდა ძაღლი, რომელიც ბრიტანეთის მწვერვალიდან ჩამოიყვანეს, სავარაუდოდ, მთაში ნაპოვნი მარიხუანით გაბრუვდა
გადახედვა
-
ზემო ნიქოზში მიტროპოლიტ ისაიას ინიციატივით დაარსებული ანიმაციური ფილმების ფესტივალი "ნიქოზი" იმართება ზემო ნიქოზში მიტროპოლიტ ისაიას ინიციატივით დაარსებული ანიმაციური ფილმების ფესტივალი "ნიქოზი" იმართება
გადახედვა
-
საქართველოს ბანკმა Citi-სგან ვაჭრობის დაფინანსებისთვის $50 მილიონის ოდენობის ფინანსური რესურსი მოიზიდა საქართველოს ბანკმა Citi-სგან ვაჭრობის დაფინანსებისთვის $50 მილიონის ოდენობის ფინანსური რესურსი მოიზიდა
-
როგორ მოქმედებს ურბანული ქაოსი ჩვენს მენტალურ მდგომარეობაზე? როგორ მოქმედებს ურბანული ქაოსი ჩვენს მენტალურ მდგომარეობაზე?
კომენტარები