ყველაზე სასტიკი სიკვდილი Euphoria-ში — როგორ აფასებს სემ ლევინსონი ეპიზოდს, რომელმაც მაყურებელი შოკში ჩააგდო
ფოტო: HBO
სტატია შეიცავს სპოილერებს Euphoria-ს მესამე სეზონიდან.
Euphoria-ს მესამე სეზონის ახალ ეპიზოდში მაყურებელმა ერთ-ერთი მთავარი პერსონაჟის სასტიკი სიკვდილის სცენა იხილა.
საქორწინო ღამის ჩაშლისა და თითების მოჭრის შემდეგ, ნეით ჯეიკობსი ცოცხლად დამარხეს ორმოში, სადაც შხამიანი გველი ჩაძვრა და უკბინა. ნეითის მსგავსი დასასრული არასწორი ფინანსური გარიგების შედეგი იყო.
ნაზი, სომხურ-ამერიკული წარმოშობის გავლენიანი და სასტიკი ნარკოდილერი.
ფოტო: HBO
ერთ-ერთ ინტერვიუში Euphoria-ს რეჟისორმა, სემ ლევინსონმა, დეტალურად ისაუბრა იმის შესახებ, თუ როგორ გადაწყდა ნეითის სიკვდილი. სერიალის დასაწყისიდანვე ნეითი სერიალის ერთ-ერთი მთავარი პერსონაჟი იყო, რომელმაც მაყურებელს თავი მანიპულაციური და მოძალადე ბუნებით დაამახსოვრა.
"ზუსტად ვიცი, მაყურებელს სამართლიანობის აღსრულება და კარმის დაბრუნება უნდა. სწორედ ამიტომ, მუდმივად ვფიქრობ, როგორ მივცე მაყურებელს ის, რაც ასე ძალიან სურს. მაგრამ, ამავდროულად, ეს ყველაფერი ისეთი შემზარავი და სულისშემძვრელი უნდა იყოს, რომ გადამწყვეტ წუთს თავადვე გაუჩნდეთ კითხვა: ნამდვილად ეკუთვნოდა ნეითს მსგავსი დასასრული? მისი დასჯა და სამაგიეროს გადახდა გინდოდათ? ინებეთ," — განაცხადა სემ ლევისონმა.
ლევინსონის თქმით, მისი თავდაპირველი იდეა ნეითის ცოცხლად დამარხვით გაგუდვა ან სიცხისგან სიკვდილი იყო. თუმცა, რეჟისორმა განმარტა, რომ ეს გეგმა მაშინ შეიცვალა, როდესაც სამსახურში მეუღლესთან ერთად მანქანით მიდიოდა. მას უცებ თვალწინ დაუდგა სურათი, თითქოს ნეითი კუბოს შიგნიდან აბრახუნებდა, გველი კი მიწის ქვეშ მის მოძრაობას გრძნობდა. სწორედ მაშინ დაიბადა იდეა: რა მოხდებოდა, ნეითი კუბოში ამ ჩხრიალა გველთან რომ აღმოჩენილიყო.
რეჟისორმა თავიდანვე იცოდა, რომ ნეითის ისტორია ამ სეზონში უნდა დასრულებულიყო. პერსონაჟმა, რომელმაც პირველ ორ სეზონში უამრავი ტკივილი, ტრავმა და ძალადობა გამოიარა, მესამე სეზონში ადამიანური მხარეც გამოავლინა. ამით სემ ლევისონმა მისი პერსონაჟის მიმართ ემპათიის გრძნობა გააჩინა. ბოლო სეზონში ნეითის პერსონაჟის ცვლილება ერთგვარი მზადება იყო იმისთვის, რაც მეშვიდე ეპიზოდში მოხდა.
"სწორედ ეს იყო ყველაზე საინტერესო იმაში, რომ პერსონაჟებმა სკოლის კედლები დატოვეს. ისინი უკვე რეალურ სამყაროში არიან და მათი ქმედებების შედეგებიც რეალურია. ამ რეალობაში წარმატებას შეგიძლია მიაღწიო, მაგრამ ამავდროულად, მზად უნდა იყო, რომ შენივე გადაწყვეტილებების შედეგებთან ერთად მოგიწევს ცხოვრება," — დასძინა სემ ლევისონმა.
ეპიზოდის გამოსვლის შემდეგ, ჯეიკობ ელორდიმ აღნიშნა, რომ მისი პერსონაჟისთვის ეს საკმაოდ შთამბეჭდავი დასასრული იყო, თავად კუბოში გადაღებების პროცესს კი "მშვიდი" უწოდა.
თუ სერიალებს თვალს აქტიურად ადევნებ, არ დაგავიწყდეს, შემოიხედო ჩვენს ჯგუფშიც – ერთი სერიაც და…
-
უკრაინამ რუსეთის უდიდეს ნავთობგადამამუშავებელ ქარხანას მეორედ დაარტყა უკრაინამ რუსეთის უდიდეს ნავთობგადამამუშავებელ ქარხანას მეორედ დაარტყა
გადახედვა
-
მზია ამაღლობელის საქმის მოსამართლეს ცეკვის მასწავლებლის მიერ ნაცემი ბავშვის საქმე 2 წელია თაროზე აქვს შემოდებული მზია ამაღლობელის საქმის მოსამართლეს ცეკვის მასწავლებლის მიერ ნაცემი ბავშვის საქმე 2 წელია თაროზე აქვს შემოდებული
გადახედვა
-
ვინ იყო მარგარეტ ჰამილტონი — ინჟინერი, რომელმაც ადამიანი "მთვარეზე დასვა" ვინ იყო მარგარეტ ჰამილტონი — ინჟინერი, რომელმაც ადამიანი "მთვარეზე დასვა"
გადახედვა
-
ბათუმის პოლიციის უფროსად მამუკა კახიძე დაინიშნა ბათუმის პოლიციის უფროსად მამუკა კახიძე დაინიშნა
გადახედვა
-
დაფინანსების შეწყვეტის გამო, პანკისის საგანმანათლებლო ცენტრები შენობებიდან გამოასახლეს დაფინანსების შეწყვეტის გამო, პანკისის საგანმანათლებლო ცენტრები შენობებიდან გამოასახლეს
გადახედვა
-
ოლივიე დე ვეკი: იმის თქმა, რომ მარგარეტ ჰამილტონი პიონერი იყო, მის ღვაწლს სათანადოდ ვერ აღწერს ოლივიე დე ვეკი: იმის თქმა, რომ მარგარეტ ჰამილტონი პიონერი იყო, მის ღვაწლს სათანადოდ ვერ აღწერს
გადახედვა
-
რას ამბობენ მომხმარებლები? — ახალი პლატფორმა Feedio ბიზნესებს "დიდი სურათის" დანახვაში ეხმარება რას ამბობენ მომხმარებლები? — ახალი პლატფორმა Feedio ბიზნესებს "დიდი სურათის" დანახვაში ეხმარება
-
მარგარეტ ჰამილტონი: ჩემს რადიკალურ იდეებზე ხუმრობა მოსწონდათ მარგარეტ ჰამილტონი: ჩემს რადიკალურ იდეებზე ხუმრობა მოსწონდათ
გადახედვა
-
"პაატა სალიამ თურქ კოლეგას პენიტენციურ სამსახურში განხორციელებული რეფორმები გააცნო" — სამინისტრო "პაატა სალიამ თურქ კოლეგას პენიტენციურ სამსახურში განხორციელებული რეფორმები გააცნო" — სამინისტრო
გადახედვა
-
ისრაელის პრეზიდენტმა Flydubai-ის რეისზე გმირობისთვის ქართველ ექიმ შოთა მუსაევს სიმამაცის ჯილდო გადასცა ისრაელის პრეზიდენტმა Flydubai-ის რეისზე გმირობისთვის ქართველ ექიმ შოთა მუსაევს სიმამაცის ჯილდო გადასცა
გადახედვა
-
წლევანდელ ნობელიანტთა მეთოდმა შეიძლება უსინათლოებს მხედველობა ნაწილობრივ დაუბრუნოს წლევანდელ ნობელიანტთა მეთოდმა შეიძლება უსინათლოებს მხედველობა ნაწილობრივ დაუბრუნოს
გადახედვა
-
თბილისში ჯგუფურ მკვლელობაში ბრალდებული, წითელი ცირკულარით ძებნილი სომხეთის მოქალაქე დააკავეს თბილისში ჯგუფურ მკვლელობაში ბრალდებული, წითელი ცირკულარით ძებნილი სომხეთის მოქალაქე დააკავეს
გადახედვა
-
როგორ მივედით თანამედროვე ხელოვნურ ინტელექტამდე — იდეიდან ტექნოლოგიურ რევოლუციამდე როგორ მივედით თანამედროვე ხელოვნურ ინტელექტამდე — იდეიდან ტექნოლოგიურ რევოლუციამდე
გადახედვა
-
ქართველი ქალების იტალიაში კონტრაბანდულად შეყვანისა და მომვლელებად დასაქმების საქმეზე 101 პირს ბრალი წარუდგინეს და 29 დააკავეს ქართველი ქალების იტალიაში კონტრაბანდულად შეყვანისა და მომვლელებად დასაქმების საქმეზე 101 პირს ბრალი წარუდგინეს და 29 დააკავეს
გადახედვა
-
გამოკითხვა: ვინაა ყველაზე დამსახურებული ნობელიანტი მწერალი ბოლო 10 წელიწადში? გამოკითხვა: ვინაა ყველაზე დამსახურებული ნობელიანტი მწერალი ბოლო 10 წელიწადში?
გადახედვა
-
ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერის მფლობელი Aqualia iAgua Awards 2026-ზე წლის კომპანიად დასახელდა ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერის მფლობელი Aqualia iAgua Awards 2026-ზე წლის კომპანიად დასახელდა
-
ლევან სამუშია: აქციზის შემცირება საწვავს რატომ არ გააიაფებს, როცა ამას სხვა ქვეყნები აკეთებენ? ლევან სამუშია: აქციზის შემცირება საწვავს რატომ არ გააიაფებს, როცა ამას სხვა ქვეყნები აკეთებენ?
გადახედვა
-
თეგეტა და გალფი ერთიან საავტომობილო ეკოსისტემას ქმნიან — კომპანიებმა თანამშრომლობის მემორანდუმი გააფორმეს თეგეტა და გალფი ერთიან საავტომობილო ეკოსისტემას ქმნიან — კომპანიებმა თანამშრომლობის მემორანდუმი გააფორმეს
-
სალომე სამადაშვილი შალვა პაპუაშვილს ევროპარლამენტის მიერ რეზოლუციის მიღებას ულოცავს — რას წერს? სალომე სამადაშვილი შალვა პაპუაშვილს ევროპარლამენტის მიერ რეზოლუციის მიღებას ულოცავს — რას წერს?
გადახედვა
-
ეუთოს თავმჯდომარე ქვეყანა არასამთავრებოებზე შალვა პაპუაშვილის განცხადებას ეხმაურება ეუთოს თავმჯდომარე ქვეყანა არასამთავრებოებზე შალვა პაპუაშვილის განცხადებას ეხმაურება
გადახედვა
-
ნობელი 2026 — ვინ არიან წლევანდელი ლაურეატები მეცნიერების სხვადასხვა დარგში ნობელი 2026 — ვინ არიან წლევანდელი ლაურეატები მეცნიერების სხვადასხვა დარგში
გადახედვა
კომენტარები