"ჩვენი და თქვენი ხედვა სამყაროს ფილოსოფიასა და ადამიანის ადგილსა და როლზე ერთმანეთთან ძალიან ახლოს დგას" — ირანის ელჩი ყაველაშვილს
"საქართველოს პრეზიდენტთან შეხვედრისას მსურდა, გამეზიარებინა ერთი მნიშვნელოვანი აზრი: ჩვენი და თქვენი ხედვა სამყაროს ფილოსოფიასა და ადამიანის ადგილსა და როლზე ერთმანეთთან ძალიან ახლოს დგას", — ამის შესახებ სოციალურ ქსელში საქართველოში ირანი ელჩი სეიედ ალი მოჯანი. ის მადლობას უხდის მიხეილ ყაველაშვილს მუსლიმური თემის მეჩეთში სტუმრობისა და ისლამურ სამყაროსთან დიალოგისთვის.
"თბილისის ჯუმა მეჩეთში, საქართველოს პრეზიდენტთან შეხვედრისას, მსურდა, როგორც ირანის ისლამური რესპუბლიკის — მუსლიმური ქვეყნის — ელჩს, გამეზიარებინა ერთი მნიშვნელოვანი აზრი: ჩვენი და თქვენი ხედვა სამყაროს ფილოსოფიასა და ადამიანის ადგილსა და როლზე ერთმანეთთან ძალიან ახლოს დგას.
უწმინდესმა და უნეტარესმა ილია მეორემ წლების წინ სამი ფუნდამენტური პრინციპი გამოკვეთა: "ღმერთი, სამშობლო და ადამიანი". დღეს, როდესაც მუსლიმები ყურბან-ბაირამს აღნიშნავენ, ამ სიტყვებს ჩვენთვის კიდევ უფრო ღრმა მნიშვნელობა ენიჭება.
ისლამურ ტრადიციაში, ყურბან-ბაირამამდე ერთი დღით ადრე, მუსლიმები იკრიბებიან ადგილზე, რომელსაც "არაფატი" ჰქვია — სიტყვა, რომელიც შემეცნებასა და საკუთარი თავის შეცნობას უკავშირდება. შიიტური ისლამის პირველ იმამს ეკუთვნის ცნობილი გამონათქვამი: "ვინც საკუთარ თავს შეიცნობს, ის ღმერთსაც შეიცნობს".
სწორედ აქ უახლოვდება ერთმანეთს ისლამური აზროვნება და მართლმადიდებლური ქრისტიანული მსოფლმხედველობა — იქ, სადაც ადამიანს ეკისრება პასუხისმგებლობა საკუთარი თავის, ღმერთის, სამშობლოსა და საზოგადოების შეცნობაზე.
ამ თვალსაზრისით, მჯერა, რომ ისლამი და მართლმადიდებლობა სხვა მრავალ ტრადიციაზე მეტად არიან ერთმანეთთან ახლოს ადამიანის და ღმერთის ღრმა ურთიერთობის გაგებაში — ურთიერთობისა, რომელიც ეფუძნება რწმენას, პასუხისმგებლობას, ზნეობასა და ადამიანურ ღირსებას.
ასევე გულწრფელი მადლობა გადავუხადე საქართველოს პრეზიდენტს მუსლიმური თემის მეჩეთში სტუმრობისა და ისლამურ სამყაროსთან დიალოგისთვის. დღევანდელ მსოფლიოში ამ ნაბიჯს გაცილებით დიდი მნიშვნელობა აქვს, ვიდრე უბრალოდ ოფიციალურ ვიზიტს — ეს არის ურთიერთპატივისცემის, თანაცხოვრებისა და ცივილიზაციათა დიალოგის მნიშვნელოვანი ნიშანი.
ჩვენ უნდა ვეცადოთ, რომ ურთიერთობა ისლამურ და მართლმადიდებლურ სამყაროს შორის მხოლოდ თეოლოგიური დისკუსიებითა და სასულიერო წრეებით არ შემოიფარგლოს, არამედ გადაიქცეს ცოცხალ კავშირად ხალხებს, ოჯახებსა და პიროვნებებს შორის — რადგან მშვიდობიანი მომავალი სწორედ ადამიანების მიერ ერთმანეთის შეცნობით შენდება", — წერს ელჩი.
-
პენიტენციური სამსახური რეზო კიკნაძის განცხადებას ზარების შეზღუდვის შესახებ უარყოფს პენიტენციური სამსახური რეზო კიკნაძის განცხადებას ზარების შეზღუდვის შესახებ უარყოფს
გადახედვა
-
რა შემთხვევაში შეწყვეტს უკრაინა რუსეთის ნავთობის ობიექტებზე დარტყმებს — ზელენსკის განმარტება რა შემთხვევაში შეწყვეტს უკრაინა რუსეთის ნავთობის ობიექტებზე დარტყმებს — ზელენსკის განმარტება
გადახედვა
-
ანდრეი სიბიგა: "ვოლოდიმირ ზელენსკის უკრაინელი ხალხის მხარდაჭერა აქვს და გადაწყვეტილების მიღების უფლებაც სწორედ მათ აქვთ" ანდრეი სიბიგა: "ვოლოდიმირ ზელენსკის უკრაინელი ხალხის მხარდაჭერა აქვს და გადაწყვეტილების მიღების უფლებაც სწორედ მათ აქვთ"
გადახედვა
-
გარი კასპაროვი: "ალბათ მომავალ წელს ნობელის პრემიას ჰამასის ბომბების დამამზადებელს გადასცემენ" გარი კასპაროვი: "ალბათ მომავალ წელს ნობელის პრემიას ჰამასის ბომბების დამამზადებელს გადასცემენ"
გადახედვა
-
ისტორიაში პირველად, კვანტური სპინებით სანტიმეტრის ზომის ობიექტი გადააადგილეს ისტორიაში პირველად, კვანტური სპინებით სანტიმეტრის ზომის ობიექტი გადააადგილეს
გადახედვა
-
რომან გოცირიძე: დაუდგები რუსეთს მუხლებზე? მოგთხოვს ხოხვას რომან გოცირიძე: დაუდგები რუსეთს მუხლებზე? მოგთხოვს ხოხვას
გადახედვა
-
პაველ ჰერჩინსკი: არ გჭირდებათ არჩევანის გაკეთება ქართველობასა და ევროპელობას შორის. თქვენ შეგიძლიათ იყოთ ორივე პაველ ჰერჩინსკი: არ გჭირდებათ არჩევანის გაკეთება ქართველობასა და ევროპელობას შორის. თქვენ შეგიძლიათ იყოთ ორივე
გადახედვა
-
ყველამ დაინახა ის, თუ როგორია სინამდვილეში ჩვენი ხელისუფლების ხელწერა — ირაკლი კობახიძე გიორგი დავითაძის საქმეზე ყველამ დაინახა ის, თუ როგორია სინამდვილეში ჩვენი ხელისუფლების ხელწერა — ირაკლი კობახიძე გიორგი დავითაძის საქმეზე
გადახედვა
-
ირაკლი კობახიძე ევროპის დღეზე ჯგუფ "გამოუვალი მდგომარეობის" მიწვევას გამოეხმაურა ირაკლი კობახიძე ევროპის დღეზე ჯგუფ "გამოუვალი მდგომარეობის" მიწვევას გამოეხმაურა
გადახედვა
-
ირაკლი კობახიძე: უალტერნატივო გადაწყვეტილება მივიღეთ, როდესაც რუსეთის მიმართ სანქციებს არ შევუერთდით ირაკლი კობახიძე: უალტერნატივო გადაწყვეტილება მივიღეთ, როდესაც რუსეთის მიმართ სანქციებს არ შევუერთდით
გადახედვა
-
ირაკლი კობახიძე: ჩვენ უკეთ გვესმის, რა არის დემოკრატია, ადამიანის უფლებები. ევროპაში დაიკარგა ამის სწორი აღქმა ირაკლი კობახიძე: ჩვენ უკეთ გვესმის, რა არის დემოკრატია, ადამიანის უფლებები. ევროპაში დაიკარგა ამის სწორი აღქმა
გადახედვა
-
ღვინო, Coca-Cola, "ნაბეღლავი"... — რუსეთში ქართული წარმოების სასმელების ნაწილის იმპორტი დროებით აკრძალა ღვინო, Coca-Cola, "ნაბეღლავი"... — რუსეთში ქართული წარმოების სასმელების ნაწილის იმპორტი დროებით აკრძალა
გადახედვა
-
ეროვნული ბანკი შპს "ბიტექსჩეინჯის" დაჯარიმებასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს ეროვნული ბანკი შპს "ბიტექსჩეინჯის" დაჯარიმებასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს
გადახედვა
-
დიდი ბრიტანეთის მთავრობა: შევინარჩუნებთ რუსეთზე ზეწოლას ყველაზე მძიმე სასანქციო რეჟიმით დიდი ბრიტანეთის მთავრობა: შევინარჩუნებთ რუსეთზე ზეწოლას ყველაზე მძიმე სასანქციო რეჟიმით
გადახედვა
-
ტრამპმა რუსული დიზელის იმპორტზე შეთანხმება დააანონსა — ზელენსკის თქმით, ეს პუტინისთვის მიძღვნილი საჩუქარია ტრამპმა რუსული დიზელის იმპორტზე შეთანხმება დააანონსა — ზელენსკის თქმით, ეს პუტინისთვის მიძღვნილი საჩუქარია
გადახედვა
-
გიორგი დავითაძის დედა: ვაგრძელებ ბრძოლას და რა თქმა უნდა, საქართველოში არა გიორგი დავითაძის დედა: ვაგრძელებ ბრძოლას და რა თქმა უნდა, საქართველოში არა
გადახედვა
-
გიორგი დავითაძის ადვოკატი პროკურატურის მიერ გამოძიების დასრულებას გამოეხმაურა გიორგი დავითაძის ადვოკატი პროკურატურის მიერ გამოძიების დასრულებას გამოეხმაურა
გადახედვა
-
დააკავეს პირი, რომელმაც მოქალაქეს არარსებული ბინა მიჰყიდა და $13 500-ს მოტყუებით დაეუფლა დააკავეს პირი, რომელმაც მოქალაქეს არარსებული ბინა მიჰყიდა და $13 500-ს მოტყუებით დაეუფლა
გადახედვა
-
პანამაში 7.7 მაგნიტუდის სიმძლავრის მიწისძვრა მოხდა პანამაში 7.7 მაგნიტუდის სიმძლავრის მიწისძვრა მოხდა
გადახედვა
-
პროკურატურის ცნობით, გიორგი დავითაძის მიმართ შესაძლო სექსუალური ძალადობის ფაქტზე გამოძიება შეწყდა პროკურატურის ცნობით, გიორგი დავითაძის მიმართ შესაძლო სექსუალური ძალადობის ფაქტზე გამოძიება შეწყდა
გადახედვა
-
დრონებით თავდასხმის ფონზე, მოსკოვის ოთხივე აეროპორტმა ფრენებზე დროებითი შეზღუდვები დააწესა დრონებით თავდასხმის ფონზე, მოსკოვის ოთხივე აეროპორტმა ფრენებზე დროებითი შეზღუდვები დააწესა
გადახედვა
კომენტარები