კოვიდინფიცირებული ორსული ანტისანიტარიას აპროტესტებს, ბათუმის კლინიკაში უარყოფენ და "ინტრიგნობად" აფასებენ
ნუკი აბშილავა ორსული კოვიდინფიცირებულია, რომელიც ბათუმში, სამშობიარო კლინიკაში არსებულ ანტისანიტარიას აპროტესტებს და თვითიზოლაციაში გადასვლა სურს. პასუხად საავადმყოფოში მას უმადურსა და ინტრიგანს უწოდებენ და ამტკიცებენ, რომ პალატები და საპირფარეშოები სუფთაა. საავადმყოფოში არსებულ პირობებზე ნუკი On.ge-ს ესაუბრა და ფოტო-ვიდეო მასალაც მიაწოდა.
ფოტო: ნუკი აბშილავა/facebook
ნუკის კორონავირუსი 4 დღის წინ დაუდასტურდა. პასუხის მიღების შემდეგ თვითიზოლაციაში დარჩენა სურდა, თუმცა 112-ის თანამშრომლებმა, უსაფრთხოების პირობებიდან გამომდინარე, კლინიკაში გადაყვანა ამჯობინეს.
"დღეს არის ჩემთვის მეოთხე დღე, ჩემი ქმრისთვის მეხუთე. მასთან სამსახურში დაფიქსირდა კორონავირუსი და რამდენიმე დღეში ჩემს ქმარს ყელი ასტკივდა, გრძნობდა, რომ რაღაც კარგად ვერ იყო. მითხრა, წავიდეთ და ტესტი ჩავაბაროთ ორივემო. ფეხით წავედით კლინიკაში, სადაც ტესტებს აკეთებენ, რადგან არ ვიცოდით ინფიცირებული ვიყავით თუ არა და არ გვინდოდა, თუნდაც ტაქსის მძღოლისთვის ვირუსი გადაგვედო.
ჩემს მდგომარეობაში ფეხით იქ მისვლა არ იყო მარტივი. რიგები დაგვხვდა და ტესტირებისთვის გამოყოფილი დრო უკვე იწურებოდა", — გვიყვება ის.
ნუკის თქმით, კორონავირუსზე ტესტი მხოლოდ მედპერსონალთან კამათის შემდეგ აუღეს და დასჭირდა იმის მტკიცება, რომ მაღალი სიცხე აქვს.
"ვუთხარი, ორსულად ვარ და ახლაც მაქვს ტემპერატურა, 38 გრადუსი-მეთქი. არც გადაუმოწმებიათ ნამდვილად მქონდა თუ არა, შემიყვანეს და გამიკეთეს ტესტი. ჩემი ქმარი არ შემოჰყავდათ, 37 ჰქონდა სიცხე და ეგ სიმპტომი არ არისო. გავიმეორე, რომ ორსულად ვარ, ვნერვიულობ და შემოიყვანეთ-მეთქი. მხოლოდ ამის შემდეგ გაუკეთეს.
გუშინ დაგვიკავშირდნენ. მანამდე თვითიზოლაციაში ვიყავით და ჩვენით ვმკურნალობდით. პასუხი 24 საათში მომივიდა და ექიმს ვკითხეთ, როგორ მოვქცეულიყავით. მაგ დროისთვის სიცხემ დაიწია, გართულებისკენ არ მიდიოდა, შესაბამისად, სახლში დარჩენა გვერჩივნა, მაგრამ პირველი, რაც 112-ის თანამშრომელმა თქვა, ეს უკვე აღარ განიხილება, ფეხმძიმეა და განსაკუთრებული ყურადღების ქვეშ უნდა იყოსო", — ამბობს ის.
ნუკი ბათუმში მრავალპროფილიან სამშობიარო სახლში გადაიყვანეს. ის ამბობს, რომ საავადმყოფოში ცუდი მდგომარეობა დახვდა: ანტისანიტარია, მოუვლელი და დაულაგებელი საერთო საპირფარეშო, დაჟანგული კარი, რომელსაც სახელური არ ჰქონდა, ასევე, მასთან ერთად პალატაში შეიყვანეს სხვა პაციენტი, რის შესახებაც წინასწარ არ გააფრთხილეს.
"ფეხმძიმე ქალს ხშირად სჭირდება საპირფარეშოთი სარგებლობა. როგორც კი შევედი, დამხვდა ცუდი მდგომარეობა. იყო ჩაურეცხავი, ეყარა გამოყენებული საპნის ქაღალდები, თმები. უნიტაზს ეტყობოდა შარდის ლაქები. არ იყო ტუალეტის ქაღალდი და სალფეთქები
მეორე დღეს პალატაში კიდევ ერთ ინფიცირებული შემოიყვანეს. იმიტომ წამოვედი, რომ მარტო ვიყო აქ და არა იმიტომ, რომ მდგომარეობა გავიუარესო. ახლა ერთმანეთის ამონასუნთქი ვირუსი უნდა ვისუნთქოთ, ან დღე-ღამე პირბადით ვიყოთ. ფანჯარაში თუ გავიხედავთ და ისე ჩავისუნთქავთ სუფთა ჰაერს, მერე ოთახში ისევ პირბადეს ვიკეთებთ, სხვა ვარიანტი არ გვაქვს. უნდა მცოდნოდა სხვასთან ერთად თუ ვიქნებოდი, ამაზე უკეთეს მკურნალობას სახლში ვიტარებდი. ეს გავაპროტესტე", — გვიყვება ის.
ნუკიმ პირობების შესახებ ქმარს უამბო, რომელმაც კლინიკაში დარეკა და ცოლის გადაყვანა მოითხოვა. მისი თქმით, ამის შემდეგ ექიმმა ჰკითხა, "რატომ ანერვიულა ქმარი" და განუცხადა, რომ პალატაში მარტო ვერ იქნებოდა.
"თავიდან ნორმალურად მითხრეს, ერთი ადამიანი უნდა შემოვიყვანოთ შენთანო, ვუთხარი, სახლში გავაგრძელებ მკურნალობას-მეთქი. არ გამიშვეს და სხვა ადამიანიც შემოიყვანეს, მერე ისიც მითხრეს, ქმარს რატო დაურეკე, რატომ ანერვიულე. ორნი ვართ და თავისუფლად სახიდან პირბადე ვერ მომიცილებია, დავრეკავ საჭირო ადგილას-მეთქი და სადაც გინდა, იქ დარეკეო მიპასუხეს".
არსებულ პირობებსა და ანტისანიტარიაზე ნუკი ადგილობრივ მედიას, ბათუმელებს ესაუბრა, რასაც უკმაყოფილება მოჰყვა. On.ge-სთან საუბრისას ის განმარტავს, რომ ინტევიუში ექიმები არ გაუკრიტიკებია და პრეტენზიები არა მათ მიმართ, არამედ ხელმძღვანელობასთან აქვს.
"პერსონალი არ გამილანძღავს და არ მითქვამს, რომ ვინმე ცუდად მექცევა ან რამე. მათი ჩემ მიმართ დამოკიდებულება საკმაოდ კარგია", — ამბობს ის.
ნუკი აღნიშნავს, რომ სტატიის გამოქვეყნების შემდეგ კლინიკაში არკვევდნენ, ვინ ეკონტაქტა მედიას და რატომ. ამის შემდეგ ოთახი დაულაგეს.
"მკითხეს, დალაგებული არ იყოო? ვუპასუხე, რომ არა და მე მომიწია ცხელი წყლით უნიტაზის გადარეცხვა. როგორ არაა დალაგებულიო, მიმტკიცებდნენ, შევედით და იგივე სიტუაცია დაგვხვდა. ქაღალდები და თმები ისევ ისე ეყარა, როგორც მაშინ. თუმცა, უნდა აღვნიშნო, რომ პერსონალისგან აგრესია არ იგრძნობოდა, უფრო სამსახურის დაკარგვის ეშინოდათ", — ამბობს ის.
ნუკიმ ჩვენთან საუბარში განაცხადა ისიც, რომ საპირფარეშოს კარს სახელური არ ჰქონდა და გასაღებად ჟანგიან ხვრელში უწევდა ხელის შეყოფა. მას შემდეგ რაც არსებულ პირობებზე სასაუბროდ კლინიკის დირექტორს დავუკავშირდით, ქალმა გვაცნობა, რომ საპირფარეშოს კარს სახელური დაამაგრეს.
ნუკი ამბობს იმასაც, რომ კვებასა და თეთრეულის სისუფთავეზე პრეტენზია არ აქვს და საჭმელს ნორმალურად აწვდიან.
"კვება ნორმალურია. საუზმეზე კარაქიანი პური შემოიტანეს, რამდენი ნაჭერიც გინდა, შეგიძლია აიღო, ასევე, ჩაი და არაჟანი. სადილზე ბოსტნეულის სუპი, მაკარონი და კომპოტია", — ამბობს ის.
On.ge ბათუმის სამშობიარო სახლის დირექტორს, ნუგზარ პაპავას დაუკავშირდა. ანტისანიტარიაზე პრეტენზიების პასუხად მან ინფიცირებული გააკრიტიკა და "ინტრიგებში" დაადანაშაულა.
"ანტისანიტარია არ არის ნამდვილად, იმიტომ, რომ დღეში რამდენჯერმე იწმინდება. ცალ-ცალკე ოთახი პაციენტებისთვის არ არსებობს, ფიზიკურად ვერც იარსებებდა ვერასდროს. სამშობიარო სახლი 10 წლისაა და არასდროს ყოფილა ინდივიდუალური საწოლების ოთახი. მაგ ქალბატონებს ერთმანეთთან პრობლემა არ უნდა ჰქონდეთ, იმიტომ რომ ორივე ინფიცირებულია", — გვითხრა მან.
მისი მტკიცებით, ნუკიზე მთელი "მედპერსონალი გადაყოლილია" და არ ესმის, რას ემსახურება მისი "პრეტენზიული ტონი".
"მაგ ქალბატონზე მთელი კოლექტივი გადაყოლილია, ემსახურება, დღეში რამდენჯერ უწმინდავს, უხეხავს და თურმე მას სახლში წასვლა უნდა და მაგიტომ ავრცელებს ამ რაღაც-რაღაცებს. თავის ჰიგიენას თვითონ მიხედოს და იქ თუ რამე დახმარება იქნება ჩვენი მხრიდან საჭირო, პირობას გაძლევთ, რომ ყველაფერი გაკეთდება. როცა შევიდა, ყველაფერი ჰქონა ადგილზე და რომ ჰკითხეს, რატომ თქვი ასეთი რამეო, თვითონ განაცხადა, სახლში წასვლა მინდა და ამიტომო", — ამტკიცებს პაპავა, პაციენტი კი ამბობს, რომ სახლში წასვლა სწორედ არსებული პირობების გამო უნდა.
რაც შეეხება გამოყენებულ საპონს, დირექტორი ამობს, რომ ამ პრეტენზიის შინაარსი არ ესმის, რადგან მყარი საპნები მელოგინეებთან არ იდება.
"გამოყენებული საპონი რას ნიშნავს? იქ თხევადი საპონი ისხმება სინჯარაში, მყარი საპონი არ იდება მელოგინეებთან. არასწორი ინფორმაციაა, ჩვეულებრივი ინტრიგანია, რომელსაც თავისი ვიწრო ინტერესების დაკმაყოფილება უნდა.
ვერ გავუშვებ სახლში, იმიტომ, რომ სანამ კოვიდინფიცირებულია, მისი გადაყვანა უნდა მოხდეს კარანტინში, თუ მისი მდგომარეობა იძლევა ამის საშუალებას. ორსულია, ვერ ხვდება თვითონ, რომ მას ორი ადამიანის ბედი აბარია და არ არის აქ სავაჭრო არაფერი", — გვითხრა მან.
თხევადი საპონი ჩანს ნუკის მოწოდებულ ფოტოებშიც, თუმცა, ასევე, ჩანს მყარი საპონი და ქაღალდის ნარჩენები იატაკზე.
პაპავა ანტისანიტარიის მიზეზს არა კლინიკის პერსონალში, არამედ პაციენტების ამანათებში ხედავს. მისი მტკიცებით, პაციენტებს ხშირად უგზავნიან პროდუქტებსა და ხილს, რომლის გამოყენებასაც ვერ ახერხებენ, თავად კი გადაყრას ვერ აუდიან.
ეს პირველი შემთხვევა არ არის, როდესაც კოვიდმიმღებ კლინიკებში არსებულ პირობებს აპროტესტებენ. ინფიცირებულები პრეტენზიებს საავადმყოფოებში, ძირითადად, უარყოფენ ან მიზეზად გადატვირთულობას ასახელებენ.
წაიკითხეთ NCDC-სა და WHO-ს რეკომენდაციები კორონავირუსის პრევენციაზე:
- აუცილებელი რეკომენდაციები კორონავირუსისგან თავის დასაცავად
- Ի՞նչ է նոր կորոնավիրուսը — რეკომენდაციები კორონავირუსის პრევენციისთვის სომხურ ენაზე
- Yeni koronavirus nədir? — რეკომენდაციები კორონავირუსის პრევენციისთვის აზერბაიჯანულ ენაზე
- როგორ უნდა გაიკეთოთ, გამოიყენოთ და გადააგდოთ ნიღაბი
- როგორ უნდა გამოვიყენოთ და დავამუშავოთ მრავალჯერადი პირბადეები
- როგორ დავიბანოთ ხელები სწორად კორონავირუსისგან დასაცავად
-
sCool Card-ით სასკოლო ფორმის შეძენისას მოსწავლეები 30%-მდე ქეშბექს მიიღებენ sCool Card-ით სასკოლო ფორმის შეძენისას მოსწავლეები 30%-მდე ქეშბექს მიიღებენ
-
BM.GE: ოკუპირებულ აფხაზეთში "სოლიდუსის" მიერ გატანილი საწვავის მოცულობა 400 ტონამდე გაიზარდა BM.GE: ოკუპირებულ აფხაზეთში "სოლიდუსის" მიერ გატანილი საწვავის მოცულობა 400 ტონამდე გაიზარდა
გადახედვა
-
BTS-ის წევრ V-ს სამხედრო სამსახურის დროს სმენის პრობლემები გაურთულდა BTS-ის წევრ V-ს სამხედრო სამსახურის დროს სმენის პრობლემები გაურთულდა
გადახედვა
-
სერგეი ლავროვი:ახლა რომ მოულოდნელად ფრონტის ხაზზე გავჩერდეთ, ფაქტობრივად, ჩვენ ჩვენი ბაბუებისა და დიდი ბაბუების გმირობას, რომლებმაც ნაციზმი დაამარცხეს, გადავხაზავთ სერგეი ლავროვი:ახლა რომ მოულოდნელად ფრონტის ხაზზე გავჩერდეთ, ფაქტობრივად, ჩვენ ჩვენი ბაბუებისა და დიდი ბაბუების გმირობას, რომლებმაც ნაციზმი დაამარცხეს, გადავხაზავთ
გადახედვა
-
ჩინეთში მაგლევის ტიპის მატარებელმა 5.3 წამში 800 კმ/სთ სიჩქარეს მიაღწია — ახალი რეკორდი ჩინეთში მაგლევის ტიპის მატარებელმა 5.3 წამში 800 კმ/სთ სიჩქარეს მიაღწია — ახალი რეკორდი
გადახედვა
-
ბენეფიტების ახალი პროგრამა თეგეტას ყოფილი თანამშრომლებისთვის ბენეფიტების ახალი პროგრამა თეგეტას ყოფილი თანამშრომლებისთვის
-
MD: ირაკლი კობახიძის "რუსოფობიასთან" ბრძოლასთან დაკავშირებით გავრცელებული განცხადებების მომწონებელი 230 AI-ით გენერირებული ტროლი გამოვლინდა MD: ირაკლი კობახიძის "რუსოფობიასთან" ბრძოლასთან დაკავშირებით გავრცელებული განცხადებების მომწონებელი 230 AI-ით გენერირებული ტროლი გამოვლინდა
გადახედვა
-
DW: ჩრდილოეთ კორეა რუსეთში 50 000-მდე ჯარისკაცის გაგზავნას გეგმავს DW: ჩრდილოეთ კორეა რუსეთში 50 000-მდე ჯარისკაცის გაგზავნას გეგმავს
გადახედვა
-
მედუზების "თავდასხმამ" საფრანგეთში ატომური ელექტროსადგურის მუშაობა შეაფერხა მედუზების "თავდასხმამ" საფრანგეთში ატომური ელექტროსადგურის მუშაობა შეაფერხა
გადახედვა
-
ათწლეულებია, დაბალცხიმიან რძეს გვირჩევენ — ახალი კვლევა სხვა რამეს ამბობს ათწლეულებია, დაბალცხიმიან რძეს გვირჩევენ — ახალი კვლევა სხვა რამეს ამბობს
გადახედვა
-
NATO-ს იტალიურმა გამანადგურებელმა ლატვიის საჰაერო სივრცეში დრონი ჩამოაგდო NATO-ს იტალიურმა გამანადგურებელმა ლატვიის საჰაერო სივრცეში დრონი ჩამოაგდო
გადახედვა
-
ქვიზი: გამოიცანი საქართველოს კუთხე ერთი მინიშნებით ქვიზი: გამოიცანი საქართველოს კუთხე ერთი მინიშნებით
-
ნიკოლას ჰოლტი ჰარი პოტერის სერიალის ქასთს შეუერთდა — ვის ითამაშებს მსახიობი ნიკოლას ჰოლტი ჰარი პოტერის სერიალის ქასთს შეუერთდა — ვის ითამაშებს მსახიობი
გადახედვა
-
გარღვევამ, შესაძლოა, მეტასტაზური პროსტატის კიბოს მკურნალობა შეცვალოს გარღვევამ, შესაძლოა, მეტასტაზური პროსტატის კიბოს მკურნალობა შეცვალოს
გადახედვა
-
რა პირობით განაახლებს რუსეთი სომხური პროდუქციის იმპორტს? — მოსკოვის ახალი მოთხოვნები რა პირობით განაახლებს რუსეთი სომხური პროდუქციის იმპორტს? — მოსკოვის ახალი მოთხოვნები
გადახედვა
-
როგორ მოქმედებს ჩვენზე შვებულება? — თიბისისა და ნიკო ნერგაძის ვიდეო პოდკასტის ახალ ეპიზოდში როგორ მოქმედებს ჩვენზე შვებულება? — თიბისისა და ნიკო ნერგაძის ვიდეო პოდკასტის ახალ ეპიზოდში
-
ქვიზი: მოგვიყევი შენზე და გეტყვით, რა სახის მზისგან დამცავი გჭირდება ქვიზი: მოგვიყევი შენზე და გეტყვით, რა სახის მზისგან დამცავი გჭირდება
-
სელენა გომესსა და მომღერლის მიერ დაფუძნებულ მენტალური ჯანმრთელობის სტარტაპს თაღლითობაში ადანაშაულებენ სელენა გომესსა და მომღერლის მიერ დაფუძნებულ მენტალური ჯანმრთელობის სტარტაპს თაღლითობაში ადანაშაულებენ
გადახედვა
-
დააკავეს ჯგუფი, რომელიც ლომბარდში ნამდვილის ნაცვლად ყალბ ოქროს ინახავდა დააკავეს ჯგუფი, რომელიც ლომბარდში ნამდვილის ნაცვლად ყალბ ოქროს ინახავდა
გადახედვა
-
sCoolApp-ის სპეციალური შეთავაზება მშობლებისთვის sCoolApp-ის სპეციალური შეთავაზება მშობლებისთვის
-
იაპონიაში AI ნელა ინერგება — რატომ? იაპონიაში AI ნელა ინერგება — რატომ?
გადახედვა






კომენტარები