პანკისის სათემო რადიოს შენობის გაყიდვის საკითხი ახმეტის საკრებულოდან გაიწვიეს
პანკისის სათემო რაიდოს, იგივე რადიო ვეის შენობის გაყიდვა აღარ განიხილება. როგორც On.ge-ს ახმეტის მუნიციპალიტეტის საკრებულოში განუცხადეს, დღეს გამართულ სხდომაზე მომხსენებელმა, თინათინ კუდიანიშვილმა საკითხი უკან გაიწვია.
აღნიშნულს რადიოს დამფუძნებელი, გელა მთივლიშვილი გამოეხმაურა. მისი განცხადებით, მათ წინააღმდეგ მიმართული ამ ქმედებების ერთადერთი მიზანი, რადიოს ხეობიდან "გაძევებაა".
"გუშინ გავრცელდა განცხადება, ხოლო დღეს ამას გამოეხმაურა კოალიცია მედიის ადვოკატირებისათვის და იმისთვის, რომ წინასაარჩევნოდ უხერხულ მდგომარეობაში არ აღმოჩნდნენ, საკითხი გაიწვიეს უკან. თუმცა მიზანი არის ერთი — რაც შეიძლება მოკლე დროში რადიო გააძევონ ხეობიდან", — განაცხადა მან.
დღეს, 7 ოქტომბერს კოალიცია მედიის ადვოკატირების წევრმა ორგანიზაციებმა ხელისუფლებას პანკისის სათემო რადიოსა და მისი დამფუძნებლის, გელა მთივლიშვილის წინააღმდეგ განხორციელებული მუქარის საქმეზე გამოძიების დაწყებისკენ მოუწოდეს.
საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს, პანკისის სათემო რადიოს საქმეზე რეაგირებისკენ სახალხო დამცველმაც მოუწოდა.
პანკისის სათემო რადიოსთან დაკავშირებით აქცია სოფელ დუისში 29 აგვისტოს გაიმართა. მისი ორგანიზატორი როდი სკოტის სახელობის ფონდი საქართველოს ხელმძღვანელი, ლია მარგოშვილი იყო. მისი ორგანიზაცია და პანკისის სათემო რადიო ერთ შენობაში მდებარეობს. მარგოშვილს ამ შენობის ყიდვა სურდა და ამტკიცებდა, რომ გელა მთივლიშვილი ამაში მას ხელს უშლიდა.
5 სექტემბერს, ხეობაში პანკისის სათემო რადიოსა და მისი დამფუძნებლების წინააღმდეგ მორიგი საპროტესტო აქცია მოეწყო. აქციის მონაწილეები ხეობიდან რადიოს დამფუძნებლისა და ჟურნალისტის, გელა მთივლიშვილის წასვლას მოითხოვდნენ. გარდა ამისა, ისინი აცხადებდნენ, რომ პანკისის სათემო რადიო ხეობაში განვითარებულ მოვლენებს არაობიექტურად აშუქებს .
2020 წლის 4 სექტემბერს, პანკისის სათემო რადიოს დამფუძნებელმა საქართველოს გენერალურ პროკურორს, ირაკლი შოთაძეს განცხადებით მიმართა და გამოძიების დაწყება მოითხოვა.
-
გადახედვაატაკამის უდაბნოს მიწისქვეშ, 4 მეტრ სიღრმეში, მიკრობული სიცოცხლე აღმოაჩინეს ატაკამის უდაბნოს მიწისქვეშ, 4 მეტრ სიღრმეში, მიკრობული სიცოცხლე აღმოაჩინეს
-
გადახედვავცხოვრობთ თუ არა სიმულაციაში — მეცნიერის თქმით, მან ამის მტკიცებულებას მიაგნო ვცხოვრობთ თუ არა სიმულაციაში — მეცნიერის თქმით, მან ამის მტკიცებულებას მიაგნო
-
გადახედვაLIO with ILA — ქართული მუსიკალური პროექტი, რომლის სიმღერა პროტესტის ჰიმნად იქცა LIO with ILA — ქართული მუსიკალური პროექტი, რომლის სიმღერა პროტესტის ჰიმნად იქცა
-
გადახედვა126 სამოქალაქო და მედიაორგანიზაცია ხელისუფლებასთან თანამშრომლობას წყვეტს 126 სამოქალაქო და მედიაორგანიზაცია ხელისუფლებასთან თანამშრომლობას წყვეტს
-
გადახედვაკროსვორდი: გამოიცანი ევროპის ქალაქი ღირშესანიშნაობით კროსვორდი: გამოიცანი ევროპის ქალაქი ღირშესანიშნაობით
-
-
გადახედვაჰაბლის მონაცემებში 1000-ზე მეტი ახალი ასტეროიდი აღმოაჩინეს ჰაბლის მონაცემებში 1000-ზე მეტი ახალი ასტეროიდი აღმოაჩინეს
-
გადახედვაშსს-მ დააკავა პირი, რომელმაც გარდაბანში თანასოფლელი მოკლა შსს-მ დააკავა პირი, რომელმაც გარდაბანში თანასოფლელი მოკლა
-
გადახედვამანჯგალაძე: მინდა იცოდეს ყველამ, ვინც აპირებს 29 აპრილის აქციაზე მისვლას, ეს არ არის უბრალოდ თბილისში გასეირნება, ეს არის ღალატში თანამონაწილეობა მანჯგალაძე: მინდა იცოდეს ყველამ, ვინც აპირებს 29 აპრილის აქციაზე მისვლას, ეს არ არის უბრალოდ თბილისში გასეირნება, ეს არის ღალატში თანამონაწილეობა
-
გადახედვასანქციები ივანიშვილს და უვიზო რეჟიმის პუნქტების გადახედვა — ევროპარლამენტმა საქართველოზე რეზოლუცია შესწორებებით მიიღო სანქციები ივანიშვილს და უვიზო რეჟიმის პუნქტების გადახედვა — ევროპარლამენტმა საქართველოზე რეზოლუცია შესწორებებით მიიღო
-
გადახედვათვითმკვლელობამდე მიყვანის და ადევნების ფაქტებზე ერთ პირს ბრალდება წარედგინა თვითმკვლელობამდე მიყვანის და ადევნების ფაქტებზე ერთ პირს ბრალდება წარედგინა
-
გადახედვა"ლგბტ პროპაგანდის ამკრძალავი" კანონის გამო, რუსეთში პაზოლინის ბიოგრაფიულ წიგნის ნაწილს ცენზურა დაადეს "ლგბტ პროპაგანდის ამკრძალავი" კანონის გამო, რუსეთში პაზოლინის ბიოგრაფიულ წიგნის ნაწილს ცენზურა დაადეს
-
გადახედვაჯო ბაიდენმა TikTok-ის აკრძალვის კანონპროექტს ხელი მოაწერა ჯო ბაიდენმა TikTok-ის აკრძალვის კანონპროექტს ხელი მოაწერა
-
გადახედვატროლები და ბოტები: როგორ გამოვააშკარაოთ ყალბი პროფილები — ინტერვიუ ანი ქისტაურთან ტროლები და ბოტები: როგორ გამოვააშკარაოთ ყალბი პროფილები — ინტერვიუ ანი ქისტაურთან
-
გადახედვავენეციაში შესასვლელად €5 უნდა გადაიხადოთ ვენეციაში შესასვლელად €5 უნდა გადაიხადოთ
-
გადახედვაორბანი მიიჩნევს, რომ კობახიძე პოლიტიკაში დიდი მოჭადრაკეა, მას გროსმაისტერის უნარები აქვს — რა თქვეს ლიდერებმა უნგრეთში, კონფერენციაზე ორბანი მიიჩნევს, რომ კობახიძე პოლიტიკაში დიდი მოჭადრაკეა, მას გროსმაისტერის უნარები აქვს — რა თქვეს ლიდერებმა უნგრეთში, კონფერენციაზე
-
გადახედვარამ გამოიწვია ათენის ცის გასაოცარი მოწითალო შეფერილობა რამ გამოიწვია ათენის ცის გასაოცარი მოწითალო შეფერილობა
-
გადახედვაემა სტოუნს უნდა, თავისი ნამდვილი სახელი დავუძახოთ ემა სტოუნს უნდა, თავისი ნამდვილი სახელი დავუძახოთ
-
გადახედვახატია დეკანოიძე: 29 აპრილს იქნება აქცია "რუსული მარში" რუსული კანონის დასაცავად ხატია დეკანოიძე: 29 აპრილს იქნება აქცია "რუსული მარში" რუსული კანონის დასაცავად
-
გადახედვაროგორი ამინდი იქნება საქართველოში უქმეებზე როგორი ამინდი იქნება საქართველოში უქმეებზე
-
კომენტარები